ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ჯანმრთელმა დავიძინე და მძიმედ დაავადებულმა და დამბლადაცემულმა გავიღვიძე! ტკივილისგან ირმა კედლებზე გადის! ფარისებრი ჯირკვლის უზომოდ გადიდებული კვანძები ქალს ახრჩობს, მაგრამ ფული არ აქვს გამოკვლევების ჩასატარებლად! არც წამლები, არც პამპერსი, არც საჭმელი არ აქვს.

გული დაგეწვებათ, როდესაც გაიგებთ, რა შეემთხვა ამ ახალგაზრდა ქალს: ირმა ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა, ძიძად მუშაობდა. ერთ ავბედით დღეს ჩვეულებისამებრ დაიძინა, მაგრამ, რომ გაიღვიძა, განძრევა ვეღარ შეძლო. დამბლა დაეცა. საბრალო! 9 თვის განმავლობაში ქალი საწოლს იყო მიჯაჭვული. ლამის კივილი დაეწყო საშინელი ტკივილისა და უძლურებისგან… ექიმებმა სპონდილოზი – ხერხემლის დაზიანება დაუდგინეს. მისმა მეუღლემ ყველაფერი გაყიდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა მისთვის. ქალის ცხოვრება დაუსრულებელ ტანჯვად და ტკივილად არის ქცეული, მამაკაცმა კი მთელი ცხოვრება მიუძღვნა მას. ღმერთმა ირმას არა მხოლოდ მძიმე განსაცდელი, არამედ მფარველი ანგელოზიც გამოუგზავნა — მეუღლე, ავთანდილი. მისი თავგანწირვა მართლაც პატივისცემას იმსახურებს. საწოლზე მიჯაჭვული, მძიმედ დაავადებული მეუღლის მოვლა, წამლების დაუსრულებლად მიღება, რეაბილიტაცია, უძილო ღამეები… უკვე ოთხი წელიწადია გრძელდება ასე. უსაზღვროა მისი სიყვარულის ძალა, როგორც ჩანს… ამჟამად, ოთახის ოთხი კედლით შემოიფარგლება ირმას სამყარო. მაგრამ, თუ დაეხმარებით, შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს! ქალის მდგომარეობა რომ შემსუბუქდეს, აუცილებლად სჭირდება გამოკვლევების ჩატარება და დამხმარე თერაპია ძვირადღირებული მედიკამენტებით. სიარული რომ შეძლოს, რეგულარულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ირმას შეუძლია ტკივილის გარეშე ცხოვრება. აჩუქე იმედი მას!

შემოწირულია

₾1,390.59

დონორი

108

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

მკითხეთ, რატომ ვარ კიდევ ცოცხალი?! რატომ არ მოვკვდი იმ დღეს როდესაც ჩემი შვილი ჩამოხრჩობილი ვიპოვე?! ხოლო როდესაც გაიგებთ თუ რა მოუვიდა ჩვენ მთელ ოჯახს!.. ღმერთო, გვიშველე!

შეუშრობელია დედის ცრემლები, რომელმაც თავისი 17 წლის შვილი მიწას მიაბარა! ასე როგორ დამტოვე, ჩემო ბიჭო!ცხოვრებამ არ დამინდო. შვილის სიკვდილის შემდეგ მე მოსიარულე ლეში გავხდი.. ჩემი ხელით ჩამოვხსენი ჩემი საყვარელი შვილი ყულუფიდან! რატომ დამსაჯე ღმერთო ასე? არავის განგაცდევინოთ უფალმა ასეთი სიმწარე! შორენა ყველაზე უბედური ადამიანია მსოფლიოში! მან თვითონ ჩამოხსნა ყულუფიდან თავისი პირველი შვილი, თავისი ხელით მიაყარა ცივი მიწა და თავისი გულიც მასთან ერთად დამარხა. მაგრამ ის კიდევ ცოცხალია, იმიტომ, რომ მას მოსავლელი ჰყავს ქალიშვილი და დედა. შორენა: ამ საშინელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი არსება – ჩემი ქალიშვილი მაჩერებს. ის მაშინ ხუთი წლისაც არ იქნებოდა. იმ დღეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა… ჩემს გოდების ხმა რომ გაიგო, მოირბინა, ხელები გაიშვირა ძმისკენ და უთხრა: „ლუკა, მოდი ჩემთან“ – და სულ ესაა… მას შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს! მას ჯერ კიდევ ეშინია იმ ოთახში შესვლის! და თუ ქუჩაზე გადავდივართ, მაშინ მას ხელში ვიყვან

შემოწირულია

₾9,311.89

დონორი

726

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.

შემოწირულია

₾24,273.54

დონორი

1830

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 3 of 3 items
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!

ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ, ავარიულ სახლში აღმოჩნდებოდა შანხაის დასახლებაში, თბილისთან ახლოს. შვიდი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი ჯერ 4 თვისაც არ არის, ცხოვრობს ვირთხებით სავსე ოთახში, ჩამოვარდნილი ჭერით, სადაც ბუზები და შხამიანი ბზიკები დაფრინავენ, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წამს უკბინონ საბრალო პატარებს. ექვს ბავშვს ძველ საწოლზე დედასთან ერთად სძინავს, ჩვილი ჟაკი კი კალათაში წევს, რომელიც მას აკვნის მაგივრობას უწევს. სახლში არც აბაზანაა და არც საპირფარეშო.

შემოწირულია

₾3,800.49

დონორი

293

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

ცოცხლად დამარხული!

“საინტერესოა, რას იტყვიან მეზობლები, როდესაც დაინახავენ, რომ ჩემი სახლი დანგრეულია, მე კი მისი ნანგრევების ქვეშ ვარ მოყოლილი? ალბათ იტყვიან: „საწყალი ქალი, როგორ მეცოდება… ღმერთმა ასეთი ბედი არავის არგუნოს!“ ან იქნებ, არც არავინ გამიხსენოს? იქნებ თქვან: „საბრალო, იმქვეყნად მაინც დაისვენებს… მას აქ ძალიან უჭირდა!“
62 წლის ეთერი ძლივს დადის და ქოშინით გვესაუბრება. „წამოდით, ჩემს მამულს გიჩვენებთ, – ცდილობს იხუმროს. – აი, შეხედეთ! დიახ, დიახ, მე აქ ვცხოვრობ. უფრო სწორედ, კი არ ვცხოვრობ, არამედ ველოდები როდის წამიყვანს სიკვდილი.“

შემოწირულია

₾1,299.67

დონორი

86

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს

„ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს“, – ჩუმად მეჩურჩულებიან ბავშვები, როდესაც მათ სათამაშოების შესახებ ვეკითხები. ბავშვები ჯურღმულიდან! საშინელებაა, ასე როგორ ცხოვრობენ?! ან საერთოდ, თუ ცხოვრობენ? ეს ხომ სახლი კი არა, ბეტონის გამოქვაბულია ფილმებიდან პრეისტორიული დინოზავრების შესახებ. წყლისა და საპირფარეშოს გარეშე! ბეტონის იატაკი, კედლები და ჭერი! ამ ანგელოზებმა ღმერთი ასე ძალიან რით განარისხეს? რაში არიან ისინი დამნაშავეები?
ისინი ყოველდღე ცრემლიანი თვალებით უყურებენ სხვა ბავშვებს, რომლებიც ლიმონათს სვამენ და ორცხობილას ჭამენ, რადგან ეს ყველაფერი მათ მხოლოდ რამდენჯერმე აქვთ გასინჯული, ხოლო მსგავსის თუნდაც თვეში ერთხელ ყიდვა მრავალშვილიანი ოჯახისთვის ნამდვილი ფუფუნება და ოცნებაა. წარმოგიდგენიათ? ლიმონათი და ორცხობილა!

შემოწირულია

₾1,624.78

დონორი

130

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 10 items
1 2