რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შეუშრობელია დედის ცრემლები, რომელმაც თავისი 17 წლის შვილი მიწას მიაბარა! ასე როგორ დამტოვე, ჩემო ბიჭო!ცხოვრებამ არ დამინდო. შვილის სიკვდილის შემდეგ მე მოსიარულე ლეში გავხდი.. ჩემი ხელით ჩამოვხსენი ჩემი საყვარელი შვილი ყულუფიდან! რატომ დამსაჯე ღმერთო ასე? არავის განგაცდევინოთ უფალმა ასეთი სიმწარე! შორენა ყველაზე უბედური ადამიანია მსოფლიოში! მან თვითონ ჩამოხსნა ყულუფიდან თავისი პირველი შვილი, თავისი ხელით მიაყარა ცივი მიწა და თავისი გულიც მასთან ერთად დამარხა. მაგრამ ის კიდევ ცოცხალია, იმიტომ, რომ მას მოსავლელი ჰყავს ქალიშვილი და დედა. შორენა: ამ საშინელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი არსება – ჩემი ქალიშვილი მაჩერებს. ის მაშინ ხუთი წლისაც არ იქნებოდა. იმ დღეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა… ჩემს გოდების ხმა რომ გაიგო, მოირბინა, ხელები გაიშვირა ძმისკენ და უთხრა: „ლუკა, მოდი ჩემთან“ – და სულ ესაა… მას შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს! მას ჯერ კიდევ ეშინია იმ ოთახში შესვლის! და თუ ქუჩაზე გადავდივართ, მაშინ მას ხელში ვიყვან
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მკითხეთ, რატომ ვარ კიდევ ცოცხალი?! რატომ არ მოვკვდი იმ დღეს როდესაც ჩემი შვილი ჩამოხრჩობილი ვიპოვე?! ხოლო როდესაც გაიგებთ თუ რა მოუვიდა ჩვენ მთელ ოჯახს!.. ღმერთო, გვიშველე!
შეუშრობელია დედის ცრემლები, რომელმაც თავისი 17 წლის შვილი მიწას მიაბარა! ასე როგორ დამტოვე, ჩემო ბიჭო!
ცხოვრებამ არ დამინდო. შვილის სიკვდილის შემდეგ მე მოსიარულე ლეში გავხდი..
ჩემი ხელით ჩამოვხსენი ჩემი საყვარელი შვილი ყულუფიდან! რატომ დამსაჯე ღმერთო ასე? არავის განგაცდევინოთ უფალმა ასეთი სიმწარე!
შორენა ყველაზე უბედური ადამიანია მსოფლიოში! მან თვითონ ჩამოხსნა ყულუფიდან თავისი პირველი შვილი, თავისი ხელით მიაყარა ცივი მიწა და თავისი გულიც მასთან ერთად დამარხა.
მაგრამ ის კიდევ ცოცხალია, იმიტომ, რომ მას მოსავლელი ჰყავს ქალიშვილი და დედა.
შორენა: ამ საშინელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი არსება – ჩემი ქალიშვილი მაჩერებს. ის მაშინ ხუთი წლისაც არ იქნებოდა. იმ დღეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა… ჩემს გოდების ხმა რომ გაიგო, მოირბინა, ხელები გაიშვირა ძმისკენ და უთხრა: „ლუკა, მოდი ჩემთან“ – და სულ ესაა… მას შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს! მას ჯერ კიდევ ეშინია იმ ოთახში შესვლის! და თუ ქუჩაზე გადავდივართ, მაშინ მას ხელში ვიყვან
ვლოცულობ… სხვა რა უნდა ვქნა?! იქნებ ვინმემ გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ამბავი. ბევრი არაფერი გვჭირდება. საკვები, სითბო და წამლები დედითვის და ჩემი ბავშვისთვის. სულ ესაა… ეს არის ჩემი სურვილების ზღვარი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„დედაჩემს ინსულტმა დაარტყა. პირველმა მაშინ, როცა ლუკა გარდაიცვალა, მეორემ – ორი წლის შემდეგ გაუმეორა, მესამემ კი საწოლს მიაჯაჭვა“
“სახლში არაფერი არის მთლიანი. ყველაფერი გატეხილი და დანგრეულია, როგორც ჩემი ცხოვრება!
– ღმერთო, შორენა, ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომხადარა კარგი?
შორენა: არა! ჩემი შვილი რომ დაიღუპა, დედაჩემს ინსულტმა დაარტყა. ორი წლის შემდეგ – მეორემ, მესამემ საბოლოოდ გაანადგურა. ჩაწვა და უკვე ორი წელია, რაც გატოკებაც არ შეუძლია. საღამოობით, დედაჩემი და ჩემი შვილი რომ დაიძინებენ, კუთხეში ვჯდები და ჩუმად ვტირი. ღმერთს ვეკითხები: „რატომ ვიტანჯები ასე? ნუთუ, საკმარისად არ დავისაჯე?“ არც მამა მყავს, არც ქმარი… ერთადერთი ვაჟი კი, ცივ მიწაში წევს.
– თქვენი მეუღლე სად არის, შორენა?
შორენა: მხოლოდ ოცი წლის ვიყავი, ჩემმა ქმარმა რომ მომიტაცა. ახლა რა დღეში ვარ, თორემ ადრე, ადამიანს ვგავდი, ახალგაზრდობაში ბევრი თაყვანისმცემელიც მყავდა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო კოშმარი. მცემდნენ ისიც და დედამისიც. სამი წელი ნამდვილ ჯოჯოხეთში მაქვს გატარებული! მერე კი, გადაწყვეტილება მივიღე და გამოვექეცი პატარა ბავშვით. ოჰ, როგორ მწყევლიდნენ მაშინ!.. მათი წყევლა ამიხდა, ალბათ.
– მარტო როგორ ცხოვრობდით პატარა შვილთან ერთად?
შორენა: არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი: კარტოფილს ვარჩევდი, ვალაგებდი, ვკერავდი კიდეც… ჩემი შვილიც მუდამ ჩემს გვერდით იყო. პატარა ყუთში ვაწვენდი ხოლმე, ეტლიც კი არ ქონდა. ასე გავიზარდეთ, ერთად. სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა… ღმერთო, როგორ წამართვი მისი თავი? ელენე მეორე ქორწინებიდან მყავს.
– ელენეს მამა სად არის?
შორენა: ბავშვის გაჩენამდე ორი კვირით გაიგო, რომ გოგო გვეყოლებოდა, მცემა და სახლიდან წავიდა. ბიჭი უნდოდა. ასე დავრჩი სულ მარტო, ორ შვილთან ერთად. სულ ეს არის ჩემი ისტორია. მარტოხელა, ღატაკი დედა ვარ, რომელსაც არავინ ჰყავს ამ ქვეყნად. არავინ მყავს, გასაჭირში გვერდით რომ დამიდგეს. ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. თქვენ ხომ, ყველა გულკეთილ ადამიანთან მეგობრობთ საქართველოში? იქნებ, ვინმემ გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ისტორია? ჩვენ ხომ, ბევრს არაფერს ვითხოვთ: საჭმელი, სითბო, წამლები გვჭირდება ჩემი შვილისთვის და დედაჩემისთვის. სხვა არაფერზე ვოცნებობ.
მსუბუქი ნათქვამია, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. შორენას ტკივილის გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია. დღემდე ვერავინ შეძლო შვილმკვდარი დედის გულის ტკივილის აღწერა. ასეთ დედებს აღარაფრის ეშინიათ, ისინი ხდებიან უძლეველნი! მხოლოდ იმის ეშინიათ, რომ მეორე შვილიც არ დაკარგონ შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობის გამო! ამ ოჯახს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ სჭირდება! სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. გთხოვთ, ნუ გექნებათ სხვების იმედი, ნუ დაელოდებით, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. ეს თქვენი გასაკეთებელია.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში, მთელი გულით გვსურს, ვაკეთოთ სიკეთე. ჩვენ კი, ფონდში ვიცით, რომ ჩვენი მეგობრებისთვის არ არსებობს კეთილი საქმეებისთვის გამოყოფილი დღეები. ეს არის ყოველწლიური, ყოველდღიური ვალდებულება. როდესაც ვხვდებით ისეთ ადამიანებს, როგორიც არის შორენა, ვინც ჩვენი დახმარების გარეშე დაიღუპება, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ იმისთვის, რომ ისინი გამოგვიგზავნა, რათა უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ საკუთარ სულზე.
საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: ოდესმე უფრო საშინელი ამბავი გსმენიათ? და ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთ თქვენი კეთილი გული!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი კრწანისი (ყოფილი შსს-ს აგარაკები.)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: სულაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
6992.83₾დარჩა:
2319.06₾