რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

133 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

გაჭირვებულები

სასწრაფო

უსინათლო ბებია, მისი მძიმედ დაავადებული შვილი და შვილიშვილი განწირულნი არიან მტანჯველი სიკვდილისთვის, თუ ჩვენს მიერ გაწვდილი დახმარების ხელი უფლის წინაშე დაუძლურდება! გმადლობთ, უფალო, ამ კეთილი და სრულიად უმწეო ადამიანების საშინელი ცხოვრება რომ დაგვანახე

საბრალო უსინათლო დარეჯანი! არ აქვს ფული წამლების და თვალის წვეთების საყიდლად, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ეს. საწყალი ქალის სახლი მის თვალწინ ინგრევა: იატაკი დამპალია და ჩავარდნილი, წვიმის დროს კი, წყალი ჭერიდან თქრიალით მოედინება. ფანჯრები იშლება, იმდენად ძველია, შუშის ნაცვლად კი, ფანერა არის გაკრული. უსინათლო ბებიას, მის შვილსა და შვილიშვილს პენსიითა და ბავშვის ობლობის შემწეობით გააქვთ თავი. რაც არ უნდა ეცადონ, სახლის შეკეთებასა და საჭირო ტექნიკას საკუთარი ძალებით შეძენას ვერ მოახერხებენ. ერთადერთი იმედი რჩება იმისა, რომ ოჯახის სევდიანი ისტორია ადამიანების გულებს შეძრავს და დახმარების ხელს გაუწვდიან. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ! საქართველოს კანონმდებლობა არავის ავალდებულებს დაეხმაროს სნეულ ბავშვებსა და შეჭირვებულებს! მაგრამ, რამხელა სასწაულია, როდესაც უფალი გვჩუქნის იმის შანსს, რომ უბედური ადამიანები გასაჭირისგან ვიხსნათ. მათ მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვთ!

შემოწირული

₾7,368.76

დონორი

433

მინდა დავეხმარო
Project

გაჭირვებულები

სასწრაფო

შვილმა სახლი გაყიდა, სიმსივნით დაავადებული დედის მკურნალობის საფასური რომ გადაეხადა და ახლა ოჯახი ჭერის გარეშე ქუჩაში არის დარჩენილი ორი პატარა შვილით. მათ არსად აქვთ წასასვლელი და არც საკვები აქვთ, რომ ბავშვებს აჭამონ!

ირმა, 33 წლის (დედა): მთელი დღე ისე გადის, რომ შეიძლება ერთი ნამცეციც არ გვქონდეს ნაჭამი არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არც ბავშვებს. პურს ვჭამთ და ბოსტანში დაკრეფილ წიწაკას ვატანთ. მე და ჩემი მეუღლე თავადაც შეჭირვებულ ოჯახებში ვართ გაზრდილი, ვიცით, რა არის გაჭირვება. მაგრამ არ გვსურს, ჩვენმა შვილებმაც რომ გამოსცადონ ის, რის გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. გული გვიკვდება, როდესაც ვხედავთ, შიმშილისგან როგორ ტირიან ბიჭები! გემუდარებით, დაგვეხმარეთ, ჩვენი შვილები რომ დავაპუროთ! ჩვენ ხომ მაცივარიც კი არ გვაქვს, პროდუქტები რომ შევინახოთ, მალე ფუჭდება საჭმელი. ღმერთმა ნუ ქნას, და თქვენმა შვილებმა რომ იშიმშილონ, რას მოიმოქმედებთ? იმათხოვრებთ? ან იქნებ მოიპარავთ? ერთი წუთით მაინც დაფიქრდით ამაზე. როგორი იქნებოდა თქვენთვის იმის ცქერა, შიმშილისგან როგორ ტირის თქვენი პატარა ბიჭი ან გოგო?

შემოწირული

₾2,262.10

დონორი

144

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

„ფეხზე დადგომას თუ შევძლებ, ჩემი ოცნებაა, მონაზვნად აღვიკვეცო“ – ირმას ტრაგიკული ცხოვრება სულს აგიფორიაქებთ. ერთ დროს ბედნიერი გოგონა, ახლა, ლოგინს არის მიჯაჭვული ბნელ ოთახში და დახმარებას სთხოვს ხალხს, მონასტრამდე თავის ფეხით მისვლა რომ შეძლოს.

ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. 

შემოწირული

₾66.32

დონორი

5

მინდა დავეხმარო
1 - 3 of 3 items

133 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

თითქოს განგებ აწამეს თეიმურაზი: ჯერ სათითაოდ მოაჭრეს თითები, შემდეგ მთლიანი ტერფი, მერე კი ორივე ფეხი… ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში, ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხები. ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. ყოველი შემდეგი ოპერაცია, მისთვის შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო!
ნათელა (მეუღლე): ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი, საბოლოოდ მოუსპო ნერვები. ვცდილობ, როგორმე დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ აღმოჩნდა ეტლში. განიცდის, აბა, რა იქნება?
გაჭირვება და ავადმყოფობა! მტერსაც არ უსურვებ! როდესაც ძალიან გჭირდება წამლები, ფული კი არ გაქვს!

შემოწირული

₾11,719.65

დონორი

790

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

“გულში 200 ნემსი მერჭობა”: როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ – „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი!

შემოწირული

₾4,773.88

დონორი

357

პროექტი დასრულდა
1 - 4 of 4 items