რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

calendar სექტემბერი 29, 2023

თითქოს განგებ აწამეს თეიმურაზი: ჯერ სათითაოდ მოაჭრეს თითები, შემდეგ მთლიანი ტერფი, მერე კი ორივე ფეხი… ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში, ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხები. ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. ყოველი შემდეგი ოპერაცია, მისთვის შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო!
ნათელა (მეუღლე): ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი, საბოლოოდ მოუსპო ნერვები. ვცდილობ, როგორმე დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ აღმოჩნდა ეტლში. განიცდის, აბა, რა იქნება?
გაჭირვება და ავადმყოფობა! მტერსაც არ უსურვებ! როდესაც ძალიან გჭირდება წამლები, ფული კი არ გაქვს!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხი. 

ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. მისთვის, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ყოველი შემდეგი ოპერაცია!

ნათელა: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი საბოლოოდ მოუსპო ნერვები. სულ ჩხუბობს. ვცდილობ, რომ დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ ხეიბრად იქცა და ეტლში ჩაჯდა. ძალიან განიცდის, რა თქმა უნდა. 

 „ჩემი დახმარების გარეშე, ვერაფერს აკეთებს და სულ თვალებში შემომცქერის“

 – ეს დაავადებები როდის აღმოაჩნდა? 

 ნათელა: 69 წლისაა. 66 წლის ასაკში აღმოაჩნდა დიაბეტი. მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. გულმაც შეაწუხა. მერე, განგრენა დაემართა. ჯერ ერთი თითი მოჰკვეთეს ფეხზე, შემდეგ მეორე… მერე მთლიანად ტერფი. ეს ვერაგი დაავადება არაფრით მოეშვა. ცოტა ხნის შემდეგ, მეორე ფეხზე გადაინაცვლა. ახლა, საერთოდ აღარ აქვს ფეხები. ეტლში ზის და მე ვაკეთებ მის ნაცვლად ყველაფერს. ხანდახან, მშიერიც ვრჩები, მას რომ ვაჭამო. 

– ამ ყველაფერს როგორ უმკლავდებით და თანაც, ასეთ პირობებში?

ნათელა: საკუთარ თავზე დიდი ხანია აღარ ვზრუნავ. უბრალოდ ვარსებობ. ხან რა მაწუხებს, ხან რა, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ალბათ, 15 წლის წინ ვიყავი ექიმთან ბოლოს. მაშინ უკვე მქონდა მხედველობის პრობლემები. ახლა კი, ცალი თვალით საერთოდ ვერაფერს ვხედავ, მეორეთი კი ძლივს ვარჩევ რაღაცას. მეუღლე და მისი მოვლა არის ჩემი მთავარი სადარდებელი. ხანდახან, მშიერიც ვრჩები, მას რომ ვაჭამო. მესმის, რომ  ძლიერი უნდა ვიყო, მას რომ დავუდგე გვერდში. ამიტომ ვცდილობ, საკუთარ პრობლემებზე აღარ ვიფიქრო.

„ძველისძველი საწოლებია, აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ დაადუღეს და გაამაგრეს“

– ნათელა, გვიამბეთ, როგორ უმკლავდება თქვენი მეუღლე ფიზიკურ ტკივილს და სტრესს?

ნათელა: ეს ძალიან რთულია, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის. ვუყურებ, როგორ იტანჯება და ნერვიულობს ნებისმიერი წვრილმანის გამო. ფიზიკური ტკივილი და სტრესი სასიცოცხლო ძალებს ართმევს მას. ძლიერი ადამიანია, მაგრამ ასეთ ტანჯვას უკვე ვეღარ უმკლავდება. უფალს ვთხოვ, დაგვეხმაროს, ადამიანის სახე რომ შევინარჩუნოთ. ვევედრები, მომცეს ძალა, თეიმურაზზე რომ ვიზრუნო.

 „გული მტკივა, რომ ვუყურებ. ძლიერი მამაკაცია, მაგრამ ხანდახან, ტკივილისგან ცრემლებს ძლივს იკავებს“

– ალბათ, რწმენა გეხმარებათ ასეთ სირთულეებთან გამკლავებაში?

ნათელა: დიახ, ღვთისმოშიში ოჯახი ვიყავით ყოველთვის. გვჯერა და გვწამს, რომ უფალი მოგვცემს ძალას, რომ გავუმკლავდეთ ამ განსაცდელს. ვლოცულობთ და უკეთესის იმედი გვაქვს. ღმერთის წყალობით არ ვკარგავთ ამ იმედს.

– რას ეტყოდით, როგორ გაამხნევებდით იმ ადამიანებს, ვინც თქვენს მსგავსად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა?

ნათელა: არ მოგერიდოთ, ითხოვეთ დახმარება და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს გვერდით ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, ვინც მზად არის, დაგვეხმაროს. იცით, ბევრად ადვილია, დახმარება უცნობს რომ სთხოვო. ახლობლებს, ვინც ჩვენი მდგომარეობა იცის, თხოვნა არ სჭირდებათ, თუ საშუალება ექნებათ, ისედაც დაგვეხმარებიან. მეც ასე დავეხმარებოდი. ამიტომ, არ მოგერიდოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიე და იპოვი; დააკაკუნე და გაგეხსნება“. სამარცხვინოა სიბოროტე და ქურდობა, თხოვნა კი – არა!

 „ნუთუ, ფეხმოკვეთილი ადამიანი ასეთ საწოლზე უნდა იწვეს?“

 – ნათელა, მტკივნეული მოსასმენია თქვენი ამბავი, მაგრამ ამავდროულად, სიმტკიცით აღსავსე. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დახმარებას ვერ მიიღებთ?

 ნათელა: ეს კატასტროფა იქნება! ჩემმა მეუღლემ განგრენისა და დიაბეტის გამო, უკვე დაკარგა ორივე ფეხი. სუსტი გული აქვს, ყოველი ოპერაცია საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტი რომ ვერ მივიღოთ, ესე იგი სულ ტყუილად ვიბრძვით.

„ჩემმა მეუღლემ ფეხები დაკარგა და მე არ მინდა, სიცოცხლეც დაკარგოს“

– ალბათ, კიდევ ბევრი რამ გჭირდებათ მედიკამენტისა და საკვების გარდა? არ მოგერიდოთ, ყველაფერი გვითხარით! 

ნათელა: ჩვენი საწოლები იშლება. არ გვაქვს არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა. მაგრამ, ენაც არ მომიბრუნდება, ეს ყველაფერი რომ გთხოვოთ. ეტლი, რომელშიც თეიმურაზი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, საშინელ მდგომარეობაშია.

ასეთ მორყეულ ეტლში ჯდომა, სახიფათოა სიცოცხლისთვის

– ვფიქრობ, მთავარია, გამოკვლევები რომ ჩაიტაროთ. აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თქვენი მხედველობა.

ნათელა: თუ მეცოდინება, რომ მეუღლე მშიერი არ მყავს და მედიკამენტებიც აქვს, შევძლებ, საკუთარ თავზეც ვიზრუნო.

– შვილები თუ გყავთ, ან ნათესავები, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია?

ნათელა: ერთი ბიჭი გვყავს და ორი გოგო. ერთ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს – სიმსივნე ამოკვეთეს. მეორესაც არ აქვს დალხენილი ცხოვრება. ბიჭი აქვე ცხოვრობს და გვეხმარება, რითაც შეუძლია. მაგრამ, მასაც ხომ, ოჯახი ჰყავს. ჩვენს ქვეყანაში, დიდი სიმდიდრის პატრონი უნდა იყო, ექიმებთან სიარული და მკურნალობა რომ შეძლო. მხოლოდ პენსიით კი, შეუძლებელია ცხოვრება.

 „რაში მჭირდება მხედველობა, თუ ჩემი თეიმურაზი არ იქნება კარგად?“

– ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

 ნათელა: ვერ გეტყვით, რომ უდარდელი ბავშვობა მქონდა. მაშინაც ძლივს გაგვქონდა თავი. 20 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი და აი, უკვე 46 წელია ერთად ვართ. რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი… არც ნორმალური საცხოვრებელი გვქონდა, არც შემოსავალი. აი, ასე სიმწრით მოვედით სიბერემდე. ახლა კი, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ჩემო კარგებო, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა! დაიხსომეთ ნატანჯი ქალის სიტყვები!

 ეს უბრალოდ ერთი ოჯახის ისტორია არ არის, ეს ადამიანის ცხოვრების ისტორიაა, ტანჯვისა და საყვარელი ადმიანისთვის თავგანწირვის ისტორია. რა გველის წინ, თუ გულისხმიერებას არ გამოვიჩენთ და არ დავეხმარებით მათ, ვინც გასაჭირში აღმოჩნდა? როგორ უნდა ავუაროთ გვერდი გულგრილად იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იტანჯებიან და იღუპებიან ისეთი დაავადებებით, რომლის განკურნებაც შესაძლებელია. ღმერთი  ხომ, როგორც ჩვენს მოქმედებას, ასევე უმოქმედობას ხედავს.

 ახლა, ნათელას და მის მეუღლეს ჩვენი თანადგომა და დახმარება როგორც არასდროს სჭირდებათ. საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლები, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა – მათთვის აუცილებელია ეს ყველაფერი.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშური, წიქარიშვილის ქ. 9

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მესხების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! 

რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ჯანმრთელობას ვერასდროს დავიბრუნებ, თქვენი დახმარების გარეშე კი, სიცოცხლესაც გამოვესალმებოდი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გავაკეთეთ იმდენი, რაც თქვენ მოახერხეთ პროექტის მსვლელობის დროს!“

 „ცხრა ოპერაციის შემდეგ, იმის მერე, რაც ჩემს მეუღლეს ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ორივე ფეხი, უკვე აღარ მეგონა, ამქვეყნად საერთოდ რამე თუ გაახარებდა,“ – ამბობს ნათელა.

ნათელა: მუდამ გაღიზიანებული იყო თეიმურაზი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველაფერზე ბრაზობდა, სულ ჩხუბობდა. თქვენ კი, მისი ნატანჯი გულისკენ გზა გამონახეთ, ცოტა ხნით მაინც დაავიწყეთ ყოველდღიური ტანჯვა, სულიერი სითბო აჩუქეთ.

დილაადრიან რომ მოგიკაკუნებს კარზე ადამიანი, პროდუქტებით სავსე დიდ პარკს მოგიტანს და გეტყვის, რომ ჰოლანდიიდან თავისი ძმის სასწრაფო თხოვნას ასრულებს, რომ ამსტერდამში მისი ძმა, თავად კი თბილისში, ორივე ძალიან განიცდიან ბატონი თეიმურაზის მდგომარეობას, ამის მერე, როგორ უნდა გინდოდეს სიკვდილი?! თეიმურაზი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა, იღიმის, თბილად საუბრობს.

ბევრი თქვენგანი, მორალურად ძალიან დაგვიდგა მხარში! დაწვრილებით უნდა გიამბოთ, როგორ შეიცვალა ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები…

– ქალბატონო ნათელა, ამ არაჩვეულებრივი ძმების სახელები თუ იცით? გაგვიხარდება სხვა მკითხველების გვარებსაც თუ გვეტყვით, ვინც დახმარება სასწრაფოდ გაგიწიათ.

ნათელა: მღვდელს, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობს – გიორგი ნიკოლაძე ჰქვია, მის ძმას – ზაზა ნიკოლაძე. აი, აქ, ფურცელზე მიწერია, რომ არ დამავიწყდეს, ელენე რიჟავა. მან ჰოლანდიიდან ახალი ეტლი გამოგვიგზავნა. უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილი უფრო მალე მოვიდა ჩვენამდე, ვიდრე სახელმწიფოსგან მივიღებდით! არადა, როგორც უნარშეზღუდულს, თეიმურაზს ეკუთვნის. გაზაფხულზე,  შეფუთვას გავხსნით და გარეთ გასასვლელადაც მოვსინჯავთ ამ ეტლს, ახლა ხომ, ყველგან ტალახია.

ჩვენი ემიგრანტები ძალიან აქტიურობდნენ, ბევრჯერ დაგვირეკეს და დაგვეხმარნენ იტალიიდან. ვაიბერითა და სკაიპით გვესაუბრებოდნენ, თბილი სიტყვებით მამხნევებდნენ. უფალი და წმინდა ღვითისმშობელი გფარავდეთ იქ, საზღვარგარეთ, შეგეწიოთ წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს მადლი და ლოცვა, ყველანაირი გასაჭირისგან დაგიფაროთ.  დრო რომ მოვა, მშვიდობით დაგაბრუნოთ მშობლიურ მიწა-წყალზე.

ალექსანდრე ჯოჯიშვილი და ნუგზარ კოპაძე – აქვე, ხაშურში ცხოვრობენ. პროექტის დაწყების დღიდან ყოველთვე გვსტუმრობენ. ნაცნობებთან და მეგობრებთან ერთად თანხას აგროვებენ და პროდუქტი მოაქვთ. მათი დამსახურებით, დავაგემოვნეთ საჭმელი, რომლის გემოც წლებია დავიწყებული გვქონდა: ქათამი, ძეხვი, ხორცის ნახევარფაბრიკატები… ძალიან დავახლოვდით! ჩვენი ოჯახის წევრები არიან. გულს არ სურს თბილ ადამიანებთან განშორება. არცერთი თქვენგანის დაკარგვა არ მინდა. თქვენ გვმატებთ რწმენას იმისა, რომ მარტონი არ ვართ.

არაჩვეულებრივ ქალბტონს გაგაცნობთ. ჩვენი ინგა ბეგლარიშვილი. ტორტი მოგვართვა საახალწლოდ. ჩვენს სახლში ცოტა ხანი რომ დაჰყო, მიხვდა, რომ საშინლად ციოდა და ახალი შეშის ღუმელი მოგვიტანა. მანაც თანხა შეაგროვა და ეს შესანიშნავი საჩუქარი მოგვართვა! მე და ჩემი მეუღლე გავთბით, ბოლოს და ბოლოს.

– ბატონი თეიმურაზის განწყობა დღეს როგორია? ჩემთან გასაუბრების სურვილი თუ აქვს?

თეიმურაზი: რა გითხრათ ჩემმა მეუღლემ? იმდენად გაღიზიანებული არისო ავადმყოფობის გამო, რომ ლაპარაკიც კი არ შეუძლია? ეს ჩვენი ოჯახური კამათია, ყოველდღიური… მე კი, რის თქმა მინდა: ერთი წესიერი ნივთიც კი არ იყო ჩვენს სახლში, ყველაფერი იყო ძველი და დამტვრეული, ერთიანად ნაგავსაყრელზე გასატანი. თქვენ კი, ძველი ნივთები მოგვაშორეთ და ყველაფერი ახალი მოგვიტანეთ.

„მიჩვეული ვიყავი, რომ მხოლოდ ერთი გაფუჭებული კანფორა მქონდა. სიბერეში მაინც შევხედავ, როგორია, კარგ ქურაზე რომ ამზადებ საჭმელს“.

როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ჩვენთვის აქამდე უცნობ კომფორტზეა საუბარი? არა, ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ჩემთვის. ჯანმრთელობას ვერასდროს დავიბრუნებ, თქვენი დახმარების გარეშე კი, სიცოცხლესაც გამოვესალმებოდი. იმიტომ, რომ სულიერად დაღლილი ვიყავი და ყველაფერზე მქონდა ჩაქნეული ხელი. თქვენ ძალა შემმატეთ! თურმე, ასეთი საშინელი პრობლემებითაც კი, ადამიანი შეიძლება ხელახლა დაიბადოს.

– კარგია, რომ კვლავ გაგიჩნდათ სიცოცხლისა და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი!

ნათელა: თუნდაც ის, რომ უბრალოდ მშვიდად სძინავს უკვე დიდი ბედნიერება არის! ჩვენი ძველი რკინის საწოლების ბადე დაზიანებული და მავთულით გადაბმული იყო. თავი ერთი საწოლის, ბადე მეორის, ყველაფერი ასჯერ ხელახლა შედუღებული… უნარშეზღუდული კაცისთვის ნამდვილი სატანჯველი! ახლა, ადამიანურად გვძინავს: ახალი საწოლები ფართოა, რბილი და თბილი. ლეიბები, საბნები – ყველაფერი ახალია, თვალსაც რომ უხარია და გულსაც.

 „დღის განმავლობაში რომ დაიღლები, მართლაც სასიხარულოა ასეთ საწოლზე ძილი. ფართოა, რბილი და თბილი. ჩემს მეუღლესაც მშვიდად სძინავს – ეს ბედნიერებაა!”

 „ლეიბები, საბნები – ახალთახალია ყველაფერი, თვალსაც რომ უხარია და გულსაც“ 

თეიმურაზი მთელი დღე სახლშია… რა უნდა აკეთოს? ისევ ჩემზე იყრიდა ჯავრებს. რა კარგია ტელევიზორი, იცით? ახალ ამბებს რომ უყურებს, იმდენის გაკიცხვა უნდა! ასე რომ, ლანძღოს, მე კი ჩემს საქმეს გავაკეთებ. უყურებს ქართულ და უცხოურ ფილმებს. საამისოდ მხედველობა აქვს, მე კი მხოლოდ ხმას ვუსმენ. ხომ ხედავ, ვამბობ, რამხელა უპირატესობა გაქვს (იღიმის).

ნათელა: „ტელევიზორმა იტვირთა ჩემი მოვალეობა. მეუღლეს ყურადღება გადააქვს და იქ იყრის ჯავრებს“.

ჩვენი ძველი კარადა 20 ლარად მქონდა ნაყიდი, მეორადი. თაროები არ ჰქონდა, ფიცრები ჩვენ მივაჭედეთ. რამდენჯერ – „ბრახ“ – და ჩამოვარდა. ახლა კი, ორი ახალი კარადა გვაქვს, ტახტიდან და ჩანთებიდან ტანსაცმელი ამოვალაგე და ადამიანურად დავკიდე.

”ძველი კარადის ყველა თარო იშლებოდა, ახალი კი საიმედოა და ტანსაცმელიც მშვენივრად არის დაკიდებული“

ახალი წყლის გამაცხელებელი გვიყიდეთ აბანოსთვის. კონტრასტულ შხაპს ან, კიდევ უარესი, ცივ შხაპს აღარ ვიღებთ; ეს გამაცხელებელი კარგად მუშაობს. მკითხველების ნაჩუქარი ერთ-ერთი მეორადი ეტლი, გამოგვადგა აბაზანისთვის, მეუღლეს იმ ეტლით ვაბანავებ…

– ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მკითხველების დახმარება რომ არა, ბატონი თეიმურაზი ეტლის გარეშე დარჩებოდა. ხელისუფლებისგან რა პასუხი მიიღეთ, რატომ არ ეკუთვნის?

ნათელა: რა თქმა უნდა, განცხადება დავწერე, 100% გვეკუთვნის. ყველა საბუთი შევაგროვე და გავუგზავნე ჯანდაცვის სამინისტროს. მაგრამ, ეტლის მიღება არც ისე იოლია. ისევ მე თვითონ ვრეკავ ცხელ ხაზზე, ვღელავ, ვნერვიულობ, მაგრამ დიდად არ ჩქარობენ…

დიახ, რომ არა მკითხველები, ჩემი მეუღლე დარჩებოდა მუდმივად აუცილებელი დიაბეტის მედიკამენტების გარეშე, რომლის გარეშეც, ცხოვრება არ შეუძლია. რასაც სახელმწიფო პროგრამით იღებს, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ჰყოფნის. მერე როგორღა უნდა იცოცხლოს? ეჰ… მადლობელი ვარ, რომ ჩემი მეუღლისთვის შაქრიანი დიაბეტის, კუჭის და სისხლის გამათხიერებელი წამლების ერთი წლის მარაგი მოგვაწოდეთ…

როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ისე ვლოცულობ ყოველ საღამოს თქვენთვის. ჩემს ლოცვებში კეთილდღეობას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვთხოვ თქვენთვის ღმერთს. სიცოცხლის ბოლომდე არ დაგივიწყებთ და მუდამ დაგლოცავთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გავაკეთეთ იმდენი, რაც თქვენ რამდენიმე თვეში შეძელით.

 „ძველი მაცივარი არ ყინავდა, ამას კი, შემიძლია ვანდო მკითხველების მორთმეული პროდუქტები: ქათამი, ძეხვი, კვერცხი…“

– ქალბატონო ნათელა, კიდევ რა სახის დახმარება გჭირდებათ სასწრაფოდ?

ნათელა: სახურავი ჯერ ვერ შევაკეთეთ, სახლის კედლები ისევ სველდება და ისევ ტაშტები მიდგას ყველგან. სამშენებლო მასალა გთხოვეთ და მაშინვე მოგვაწოდეთ. მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ ხის მასალაც გვჭირდებოდა, ხეც დამპალია და გამოსაცვლელი, ხელოსანმა ასე გვითხრა. ისევ თქვენ თუ დაგვეხმარებით, ჩვენ ხომ, საამისოდ არ გვაქვს არც ძალა, არც საშუალება, დაბნეულები ვართ …

 „სახურავის შესაკეთებლად სამშენებლო მასალის ნახევარი უკვე გვაქვს, მხოლოდ ხის მასალა გვაკლია…“

მეუღლის თავგანწირული სიყვარული თეიმურაზს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. თითქმის სრულიად უსინათლო ნათელა (ერთ თვალში ჯერ კიდევ აქვს 2% მხედველობა) დღედაღამ შრომობს, უვლის უნარშეზღუდულ ქმარს. თქვენი დახმარების გარეშე, ტრაგიკულად დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ამ არაჩვეულებრივ ცოლ-ქმარს, ამ ტკბილ მოხუცებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება. მოდით, მათი სახლის დაზიანებული სახურავის პრობლემაც მოვაგვაროთ, რადგან ამის გამო, ყოველი ახალი დღე მათთვის ახალი განსაცდელია.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მესხების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ოქტ 12
პროდუქტები
299.84₾
2023 ოქტ 24
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1670.00₾
2023 ოქტ 24
საწოლი
959.00₾
2023 ნოე 13
გაზის გამათბობელი
734.00₾
2023 ნოე 25
კარადა
900.00₾
2023 ნოე 28
სამშენებლო მასალა
3315.00₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
2180.00₾
2023 დეკ 17
კარადა
800.00₾
2023 დეკ 17
მედიკამენტები
306.32₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
155.00₾
2024 იან 10
საბნები და ლეიბი
400.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ანონიმი
19.02.2024 18:07:17
₾20.00
არდემანაშვილი გვანცა
15.02.2024 20:00:00
₾10.00
გიორგი ამირაჯები
15.02.2024 20:00:00
₾5.00
აბშილავა ნინო
17.01.2024 20:00:00
₾1.00
ფრანგიშვილი კასიონ
31.12.2023 20:00:00
₾5.00
ჭანტურია ზურაბი
27.12.2023 20:00:00
₾3.00
პაპაშვილი თამარ
24.12.2023 20:00:00
₾100.00
ქრისტინე სხირელი
19.12.2023 20:00:00
₾10.00
თეა გუბელაძე
13.12.2023 20:00:00
₾5.00
გიორგაძე ნინო
13.12.2023 20:00:00
₾50.00
ლორთქიფანიძე ლუკა
10.12.2023 20:00:00
₾1.00
უშიკიშვილი იოსები
10.12.2023 20:00:00
₾2.00
ზუხბაია ალექსი
10.12.2023 20:00:00
₾50.00
ლაშა კრასინსკი
10.12.2023 20:00:00
₾3.00
ნათია თევზაძე
10.12.2023 20:00:00
₾500.00
სალომე ღვინიაშვილი
10.12.2023 20:00:00
₾5.00
ი/მ თამარ თალაკვაძე
10.12.2023 20:00:00
₾10.00
თამარ გუგუშვილი
09.12.2023 20:00:00
₾30.00
თათანაშვილი ვანო
09.12.2023 20:00:00
₾1.00
უშიკიშვილი იოსები
03.12.2023 20:00:00
₾3.00

შემოწირული:

₾11,719.65

790 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾11,719.65

790 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება