პროექტის რეპორტი წმინდანებიც ტირიან... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წმინდანებიც ტირიან...

page info icon
2020 სექტემბერი 21
დახმარება რომ ეთხოვათ, წმინდა იაკობს, მამა გაბრიელს, დიდმოწამე გიორგის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს და მთავარანგელოზ მიქაელს თუ დაეხმარებოდით?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,239 ₾
( 175 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ღვთის ანგელოზები არ ტირიან, ისინი იღიმიან!

„უფალს ყოველღამ დახმარებას შევთხოვდი და მე მან თქვენი თავი გამომიგზავნა! თქვენი წყალობით, ჩემი შვილები დაპურებულები არიან, სახეებიდან კი ღიმილი არ შორდებათ! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ამდენი გულისხმიერი ადამიანი იქნებოდა!“ - მადლობას გვიხდის მრავალტანჯული, სიხარულის ცრემლებით ატირებული ნათია.

ნათიამ და მისმა ოჯახმა მრავალი გაჭირვება დაითმინა. მათ ხვედრად ბევრი სირთულე ერგოთ: ბავშვებს საჭმელად არაფერი ჰქონდათ, ოჯახი ნანგრევებში ცხოვრობდა და მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა გაეკეთებინათ მომავალში, როგორ აღეზარდათ შვილები! მაგრამ მათ უკეთესი მომავლის იმედი არ დაუკარგავთ! თქვენ ამ მშვენიერ ბავშვებს, რომლებიც ამაყად ატარებენ მართლმადიდებელი წმინდანების - იაკობის, გაბრიელის, გიორგის, ნიკოლოზისა და მიხეილის სახელებს, ოცნებები აუსრულეთ! მათ სახეები სიხარულით მხოლოდ თქვენი წყალობით უნათებთ!

ჩვენ მათი ამბავი მოგიყევით პოსტში - „წმინდანებიც ტირიან...“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/627-chitadze

საქართველოში მცხოვრები ხალხის სიკეთის წყალობით ისინი კი არ ტირიან, არამედ იღიმიან!

მეგობრებო, ჩიტაძეების ოჯახს თქვენ ბედნიერება და სიხარული აჩუქეთ! მშობლებს გულებში იმედი ჩაუსახეთ, საბრალო ბავშვები კი სიღარიბისა და შიმშილისაგან იხსენით! „მთელი ცხოვრება უფალს მადლობას შევწირავ იმისთვის, რომ მან თქვენი თავი გამომიგზავნა! ჩემი ლოცვები შესმენილ იქნა... ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ, ასმაგად დაგიბრუნდებათ!“ - დაუღალავად იმეორებს მადლიერი ნათია.

ნათია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ნათია:შეიცვალა? არასწორი სიტყვაა! თქვენ თითქმის ყველა ჩვენი პრობლემა მოაგვარეთ და ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეთ! სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, თუ რამდენად შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება. სანამ დაგვეხმარებოდით, მე სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩვენ არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა გვქონდა, არც წესიერი ავეჯი და არც საკვები...  მაგრამ თქვენ ჩვენ სიღარიბისა და შიმშილისაგან გადაგვარჩინეთ!

პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე კეთილმა ხალხმა ჩვენთან საჩუქრებით მოსვლა დაიწყო! ძალიან ბევრნი იყვნენ. ისიც კი დავიმახსოვრე, რამდენი კაცი მოვიდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ 22-მა ადამიანმა მოგვინახულა, მხარი დაგვიჭირა და ფინანსური დახმარება გაგვიწია! ვერც კი ვიფიქრებდი, რომ თქვენი ფონდი ასე დაგვეხმარებოდა... თქვენი წყალობით ჩვენ უამრავი მეგობარი შევიძინეთ! 

ჩვენ ბევრზე ბევრი საჩუქარი მოგვიტანეს! ჩვენს სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფაქტობრივად არ არსებობდა, მაგრამ თქვენი ფონდის თანამშრომლებმა ჩვენ დიდი ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანა მოგვიტანეს! ტელევიზორი ჩემი შვილებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა, მან ისინი ძალიან გაახარა!  ჩემთვის კი საუკეთესო საჩუქარი სარეცხი მანქანა იყო. ადრე, ჩემი შვილების ტანსაცმელს ქუჩაში, ცივ წყალში ვრეცხავდი. ეს ძალიან რთული იყო... მაგრამ თქვენ ჩვენი საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესეთ! წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ეს ჩემთვის რას ნიშნავს!

საკვებზე რაღა ვთქვა? ჩემმა შვილებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ჭამეს მაძღრისად. ტკბილეული მათთვის ნამდვილ ბედნიერებად იქცა! გარდა ამისა, ახლა ჩვენ სურსათის შესანახი ადგილიც გვაქვს. ზოგჯერ, მაცივრის არქონის გამო, საჭმელი, რომელიც ისედაც ძალიან ცოტა გვქონდა, გვიფუჭდებოდა...

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანთა სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ნათია: ერთხელ, ღამის 12 საათზე, თბილისიდან ცოლ-ქმარი გვეწვია. მათი სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ მათმა სტუმრობამ ძლიერ გამაოგნა! მათ 500 ლარი გვაჩუქეს. წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანები ასე დაგვეხმარნენ! მათ გარდა, კიდევ ბევრი გვეხმარებოდა. მათგან მხოლოდ ნინო ჩხაიძის სახელი დამამახსოვრდა, რომელმაც, ასევე, 500 ლარი მოგვიტანა. ეს თანხა თბილისში შეგროვდა. ზოგიერთმა ალბათ უკანასკნელი თეთრები გაიღო, ჩვენ რომ დაგვხმარებოდა! ამ ფულით დიდი, ლამაზი ტანსაცმლის კარადა შევიძინეთ. ჩვენ აქამდე წესიერი ავეჯიც კი არ გვქონდა, მაგრამ კეთილი ხალხი დაგვეხმარა! ასევე, მათი წყალობით, დიდი საწოლისა და ექვსი სკამის შეძენა შევძელით. ჩვენი საწოლები ძალიან ძველია, უფროსი ბიჭებისთვის მათზე ძილი ძალიან მოუხერხებელი იყო.

ერთხელ, ერთმა კეთილმა ქალმა კი რამდენიმე ასეული ლარის ღირებულების სურსათი გამოგვიგზავნა! ბავშვებმა ასეთი საჭმელი პირველად დააგემოვნეს! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხაროდათ!

ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით? თქვენი ოჯახის მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ?

ნათია: არა, არა... ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენს პოსტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

– თქვენი ემოციები გაგვიზიარეთ.

ნათია: ამის სიტყვებით აღწერა ძნელია... თქვენ ჩვენს ოჯახს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეთ! ასეთი სითბო, ასეთი სიხარული დიდი ხანია არ განგვიცდია! თქვენ ჩემი ბიჭები მართლა ძალიან გააბედნიერეთ...

ჩემს შვილებს ყველა საჩუქარი, თითოეული წვრილმანი უხაროდათ. ნეტავ გენახათ, როგორ უბრწყინავდათ თვალები, როდესაც ტელევიზორი და მაცივარი მოგვიტანეს! მათ თვალს დღემდე ვერ აშორებენ... და მათთვის მოტანილი ტკბილეული რა სიხარულით დააგემოვნეს?! ეს ყველაფერი მათთვის ნამდვილ, დაუვიწყარ სიურპრიზად იქცა. უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ თქვენი თავი გამომიგზავნა და მათ ჯანმრთელობაზე ვლოცულობ, ვინც ნებისმიერი სახის დახმარება გამიწია!

– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?

ნათია: იცით, ყოველთვის მწამდა, რომ საქართველოში ბევრი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობდა. თქვენი წყალობით, ამაში დავრწმუნდი კიდეც. თქვენმა დახმარებამ და მხარდაჭერამ ჩემში ხალხისადმი, მათი სიკეთისა და გულწრფელობისადმი ნდობა განამტკიცა. ვამაყობ, რომ ჩემი შვილები ამდენ გულთბილ ადამიანთან ერთად ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ. ასევე, მინდა ცალკეული მადლობა გადავუხადო თქვენს ფონდს. თქვენი წყალობით, ხალხმა ჩვენ შესახებ შეიტყო. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები არიან, რომ მათ სუფთა სამოსი აცვიათ და სითბოში სძინავთ! თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!

– თუ შეიძლება, მინდა თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. ბავშვებო, მომიყევით, ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი მოგეწონათ?

მიხეილი (11 წლის): ყველაზე მეტად ტელევიზორი მომეწონა! ის ისეთი მაგარია! ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე გვექნებოდა! საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ, ყოველდღე სხვადასხვა მულტფილმს და ფილმს ვუყურებ. ძალიან დიდი მადლობა!

გიორგი (7 წლის): მე კი მაცივარი მომეწონა! ის იმხელაა, რომ შიგნით დავეტევი კიდეც! და მასში იმდენი გემრიელი საჭმელია!..

– ნიკოლოზ, გაბრიელ, თქვენ რას იტყვით?

ნიკოლოზი (13 წლის): მეც ყველაზე მეტად ტელევიზორი მომეწონა! მასზე ყველაფერი ისე კარგად და ნათლად ჩანს... მე და ჩემს ძმებს ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და ახლა, შეგვიძლია ფეხბურთის შეჯიბრებს ვუყუროთ. წარმოიდგინეთ, ტელევიზორი იმდენად დიდია, რომ შემიძლია მოედანზე თითოეული მოთამაშე კარგად შევათვალიერო! არც კი ვიცოდი, რომ ასეთი ტექნიკა არსებობდა!

გაბრიელი (3 წლის):მეც მინდა გიპასუხოთ! მეც მინდა! დეიდა, თქვენ იმდენი გემრიელი რაღაც მოგვიტანეთ! ამდენი ტკბილეული არასდროს მიჭამია. ისინი ძააალიან გემრიელია! მაგრამ დედა ბევრის ჭამის უფლებას არ გვაძლევს.

ბიჭებო, ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი მოგეწონათ! ახლა კი თქვენს დედიკოს უნდა გავესაუბრო. ნათია, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?

ნათია:ოჰ, თქვენ ჩემთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ... კიდევ რაიმეს თხოვნა ძალიან მეუხერხულება... თქვენ ფაქტობრივად ჩვენი ყველა პრობლემა მოაგვარეთ, უფალმა დაგლოცოთ! მაგრამ მთავარი გადაუჭრელი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ ღიად რჩება, არის ის, რომ ყველა ბიჭისთვის მხოლოდ ერთი კომპიუტერი გვაქვს. ამის გამო, მიხეილი და ნიკოლოზი ყველა გაკვეთილზე დასწრებას ვერ ასწრებს... ცხადია, არც ბინის შეკეთება გვაწყენდა... ზამთარში ხშირად გვიბერავს და სახლიც ნესტიანია. მაგრამ ეს პრობლემები არაფერია იმათთან შედარებით, რომელთა მოგვარებაშიც თქვენ დაგვეხმარეთ! ამისთვის, თქვენი ფონდისთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები! განსაკუთრებული მადლობა თქვენს მკითხველებს. ეს სიკეთე ყველას ასმაგად დაგიბრუნდებათ. მე თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ვილოცებ!

კეთილი ქართველები თქვენს ლოცვებს აუცილებლად შეისმენენ და დაგეხმარებიან! თქვენ მარტო აღარ ხართ!

***

  როგორც ხედავთ, ჩიტაძეების ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ბინის შეკეთება, ბიჭებს კი კიდევ ერთი კომპიუტერი სჭირდებათ სწავლისთვის. ჩიტაძეების ოჯახს ნებისმიერი დახმარება, ყურადღების ნებისმიერი ნიშანი გაახარებს!  მხარი დაუჭირეთ ამ მშვენიერ ბიჭებს და მათ მშობლებს კეთილი სიტყვებით!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ჩიტაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/627-chitadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!



მსგავსი პროექტები: