რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

რამდენ თქვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს ბიჭუნას ტანჯვა, რომელსაც – ჰოი, საშინელებავ, საშინელებავ, საშინელებავ – ორი ენა აქვს – ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევაა საქართველოში! ერთ კვირაში, თხუთმეტი წლის ნიკოლოზს თურქეთში ურთულესი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ბავშვი პირველად შეძლებს ლაპარაკს! ნიკოლოზის ოპერაციამდე მხოლოდ ერთი კვირაღა რჩება! დავეხმაროთ, მეგობრებო!

ნიკოლოზი ამ საშინელი ანომალიით დაიბადა 15 წლის წინ და ამ წლების განმავლობაში, ბავშვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. ის ვერ მეტყველებს. მხოლოდ ცალკეული ბგერების წარმოთქმა შეუძლია. საბრალო ბავშვი პირის დახურვასაც კი ვერ ახერხებს. ხანდახან, დიდი წვალების შედეგად ხურავს პირს, მაგრამ ეს, მაქსიმუმ ორი წუთის განმავლობაში გრძელდება. ორი ენა პირის დახურვის საშუალებას არ აძლევს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია.

ორი ენის გარდა, ნიკოლოზს სხვა საშინელი დაავადებებიც აქვს. მის ზურგზე, თითქოს, „ბორცვი“ ამოსულა. ხერხემლის საშინელი ტკივილებით იტანჯება. ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს (მწვავე ფორმა).

პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ მაშინ გაუკეთდა, როდესაც ბიჭუნა ახალშობილი იყო. მეორე და მესამე ოპერაცია კი – ხუთი და შვიდი წლის ასაკში.

ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ნიკოლოზს წინაგულთაშუა ძგიდე არ აქვს და ოთხკამერიანის ნაცვლად, სამკამერიანია მისი გული. შესაბამისად, ჟანგბადი და ნახშირორჟანგი ერთმანეთს ერევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე კიდია ბავშვის სიცოცხლე და მისმა გულმა, ყოველ წუთს შეიძლება სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ოჰ… არა, ღმერთო… არ დაუშვა, ბერბერაშვილების ოჯახში ეს ტრაგედია რომ დატრიალდეს. მას სიარულიც ძალიან უჭირს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მერე კი…. მერე…. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო.

შემოწირულია

₾447.90

დონორი

12

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

არამზადებმა ლაშას დანა პირდაპირ გულში გაუყარეს! მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!

მეგობრებო, ამ ბიჭის მომავალი ბედი და სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. ასეთია სასტიკი სინამდვილე. ტანჯვისგან ღონემიხდილ ლაშას, მენჯ-ბარძაყის სახსარზე ორი რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, მოძრაობა რომ შეძლოს. ამჟამად, მისი სხეული პირდაპირი გაგებით, ერთ პოზაში არის გაშეშებული. საქართველოში, ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18 000 ლარია. სამ თვეში კი, ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. მერე, ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, თითოეული შემოწირული ლარი, ლაშას მკურნალობას მოხმარდება და პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხება. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს!  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უამბეთ ლაშას შესახებ. ძალა ერთობაშია და ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ეს ბიჭი ფეხზე დავაყენოთ და სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ მას. წარმოიდგინეთ, მას ხომ, ეს მთელი გულით სწადია!

შემოწირულია

₾1,733.78

დონორი

106

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ცხრა წლის ავადმყოფი ზაზა და თორმეტი წლის თათია ნაგვის ბუნკერში ეძებენ სამოსს. მათი სახლი კი, ნანგრევებია! რა საშინელებაა! ეს, ერთი ოჯახის დრამა არ არის. ეს, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა

ბოლოს, ამაზე უფრო შემზარავი რამ, როდის ნახეთ? ნაგვის ბუნკერში იქექებიან და-ძმა, ზაზა და თათია აბაზაშვილები. ზაზა ცხრა წლის არის, თათია კი – თორმეტის. დიახ… თავის წილ „სიხარულს“ ნაგავში ეძებენ ეს პატარა ანგელოზები. ეს ხომ, საშინელებაზე უარესია. ეს არ არის ერთი ოჯახის დრამა, ეს კაცობრიობის ტრაგედიაა.

თათია (12 წლის): ვცდილობ, ნაგავსაყრელზე ისეთ დროს გავიდე ხოლმე, ხალხმა რომ არ დამინახოს, რადგან მრცხვენია. თუმცა, სოფელ ჩუმლაყში, ისედაც ყველამ იცის, მე და ჩემი ძამიკო ბუნკერში რომ ვეძებთ ტანსაცმელს. სკოლაში, ზოგიერთი ბავშვი დამცინის. ხოლო, ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი გოგო, რომელიც მასწავლებელმა ჩემ გვერდით დასვა, სულ ჩხუბობს და ითხოვს, სხვა მერხთან  გადასვან: „არ მინდა შენ გვერდით ჯდომა, ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ტანსაცმელი გაცვია.“

დღევანდელი დღე „წარმატებული“ აღმოჩნდა საბრალო ბავშვისთვის. იცით, გოგონას სიხარულის მიზეზი რა არის? აი, ეს დახეული ხალათი, რომელიც ვიღაცას სანაგვეზე გადაუგდია, ბავშვს კი, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა, თვალი რომ მოჰკრა მას. გაზაფხულისთვის ხომ, არაფერი ჰქონდა მოსაცმელი.

იქვე ჩაიცვა ბავშვმა ბუნკერთან ნაპოვნი ხალათი. ნუთუ, ის ამას იმსახურებს? ნუთუ, რომელიმე ბავშვი ასეთ ძაღლურ ცხოვრებას იმსახურებს?

შეხედეთ, ბუნკერიდან ნაგვის ცელოფნებს იღებს ბავშვი და შიგნით იქექება, იმის იმედით, რომ იქნებ, რაიმე „გამოსადეგი“ ნივთი აღმოაჩინოს. საშინელებაა! ნამდვილი საშინელება!

შემოწირულია

₾5,314.64

დონორი

301

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გიო (9 წლის): დედა რომ მოკვდეს, ჩვენ დავობლდებით! მას თავის ტვინის კიბო აქვს! მე და ჩემი ძმა ყოველდღე ვლოცულობთ და უფალს ვთხოვთ, დედა რომ გამოჯანმრთელდეს. გთხოვთ, დაეხმარეთ, რომ იმკურნალოს!

გიო (9 წლის): „თავის ტვინში უშველებელი სიმსივნის გამო, დედაჩემი ცალი თვალით დაბრმავდა და საერთოდ ვეღარაფერს ხედავს. ჩემი საბრალო დედიკო…“

გიო: „დედიკო, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაფერს გაუძლებ, შენ ძლიერი ხარ, ჩვენი გულისთვის, კიბოს დაამარცხებ! შენ თუ არა, ვინ იზრუნებს ჩვენზე?

ასმათის ტვინში, ცენტრალურ ნერვთან ორი სიმსივნე არის „ჩამჯდარი“ და ახალგაზრდა ქალის ორგანიზმს ანადგურებს. შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს…

ასმათი (36 წლის): „ბიოფსიის შემდეგ, სასწაულებრივად გადავრჩი. ქირურგებმა თქვეს, რომ სიმსივნე ძნელად მისადგომ ადგილას არის. შეიძლებოდა, ექიმის ერთი შეცდომა,  სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა!“

მძიმედ დაავადებული ქალისთვის რომ მიეხედა, დავითი, ასმათის მეუღლე, იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. ამჟამად, მისი ხელ-ფეხი ის არის. მას შემდეგ, რაც მის ცოლს დამბლა დაეცა, არ შეუძლია დახმარების გარეშე არც დგომა, არც სიარული.

შემოწირულია

₾22,626.33

დონორი

1108

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ოთხი წლის ულამაზესი ანა-მარია, ძალიან შეჭირვებული ოჯახის შვილი, ცხარე ცრემლებს ღვრის, როდესაც ხედავს, სხვა ბავშვები როგორ დარბიან და ცხოვრება უხარიათ! მეგობრებო, შეხედეთ ამ საბრალო ბავშვის ფეხებს! არ გვჯერა, რომ ეს საშინელი უბედურება რომელიმე თანამდებობის პირის გულს ოდესმე შეძრავს, მაგრამ ჩვენ თქვენი გვჯერა… ერთად, უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ! ჩვენ შეგვიძლია და ჩვენი ვალია უფლის წინაშე, ბედნიერება ვაჩუქოთ ამ ბავშვს!

ლალი, დედა (22 წლის): ძვირფასო, (მიმართავს საბრალო ქალი კორესპონდენტს), გადაეცი, გააგებინე დედებს: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი როგორ იტანჯება! თუ მეცოდინებოდა, რომ ასეთი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია, საუთარ ფეხებს მივცემდი მას! ერთ ექიმს კი უთქვამს, რომ ასეთი ოპერაციები კეთდება საზღვარგარეთ! თქვენი თანადგომის გარეშე, ანა-მარია ბოლომდე ვერ გაივლის ამ გზას! დახმარების ხელი გაუწოდეთ ამ პატარა გოგოს, დაეხმარეთ, სრულფასოვანი ცხოვრების შანსი რომ ჰქონდეს!

შემოწირულია

₾9,015.82

დონორი

686

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

27 წლის გვანცა ახალგაზრდა დედაა, ის ცხრა თვის ორსულია, ბავშვს ელოდება. ის მძიმედ შრომობს ბოსტანში! ახალ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს! რა საშინელებაა! მთელი საქართველო ხომ, მის ჯანმრთელ შვილს ელოდება! მაგრამ, დანარჩენ ბავშვებს და ოჯახს ხომ, საკვები სჭირდებათ… დავეხმაროთ, მეგობრებო, ახალი სიცოცხლე რომ დაიბადოს!.. ქალი ილოცებს თქვენთვის, ჩვენ კი, ფონდში აღარ დავუშვებთ, რომ იმუშაოს… ყველა საჭირო პროდუქტს მივაწვდით, სანამ თქვენი გულები მის დასახმარებლად გაიხსნება… ამგვარად, ჩვენ ვიზრუნებთ მასზე და ყველას გვჯერა, რომ ეს ჩვენი მისიაა და უფლის ნება!

სახლი, სადაც ორსული ქალი, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს, სადაცაა ჩამოინგრევა. საბრალო დედას ძილის დროსაც კი არ აქვს მოსვენება, რადგან არ იცის, მეორე დღეს მისი შვილები ისევ საწოლში გაიღვიძებენ, თუ ნანგრევებში… სასოწარკვეთილმა ორსულმა ქალმა ფონდში დარეკა და მორიდებით ითხოვა, იქნებ, მისი და მისი შვილების ამბავი თქვენამდე მოგვეტანა, კეთილო ადამიანებო. ჩვენ პირობა შევასრულეთ. ახლა კი, ჯერი თქვენზეა. ვიჩქაროთ, სანამ დიდი უბედურება დატრიალებულა, თორემ, ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს.გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი, ოთხი პატარა ანგელოზისთვის თავშესაფრის მიცემას ნიშნავს. უფალი ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ.

შემოწირულია

₾3,481.89

დონორი

285

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 6 of 133 items
1 2 3 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

დაუსრულებელი უბედურება!!! ჯერ ერთი შვილი დაეღუპათ, ცოტა ხნის წინ კი ვერაგმა სიკვდილმა მეორე, გაზრდილი ვაჟიც წაართვა. ტკივილისგან პარალიზებული მამა, მისი გულმოკლული მეუღლე და დამწვარი სახლი! ჯანელიძეების ოჯახში გლოვის ზარი არ ჩერდება

აი, ასეთი საყვარელი და ტკბილი ბავშვები მოუვლინა უფალმა ჯანელიძეების ოჯახს. დედის, ელიზას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა კი, გერონტი, ყველგან სიამაყით ამბობდა: „მე ორ ვაჟკაც შვილს ვუზრდი ჩემს სამშობლოს“. მართლაც, წლები გადიოდა, ბიჭები სულ უფრო კარგი შესახედაობის ხდებოდნენ და, რაც მთავარია, აბაშის რაიონში ყველამ იცოდა, როგორი ზრდილობიანი და თავაზიანი ძმები იზრდებოდნენ ჯანელიძეების ოჯახში. ადამიანების უმეტესობა სიკეთით იყო განწყობილი ამ კეთილი ოჯახის მიმართ. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარულის და მათი ბედნიერი ცხოვრების შურდა. ბოროტი ადამიანების ავმა თვალმა და ღვარძლმა ბოლოს მაინც გამოიღო შედეგი და… ძალიან მძიმეა ამ სიტყვების წერა, მაგრამ ამ ვაჟკაცებიდან დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. განგრენა და ღვიძლის ციროზი — ამ ორმა ვერაგმა დაავადებამ ძმების სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ თითოეული გათენებული დღე ჯოჯოხეთად არის ქცეული საბრალო მშობლებისთვის. საბრალო დედა ასე იხუტებს გულში გარდაცვლილი შვილების ბავშვობის ფოტოებს. მგლოვიარე ქალს გული შუაზე აქვს გაგლეჯილი. ვერავინ, ვერავინ გაიგებს უბედური დედის გულში როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს. ელიზას სული სტკივა, მაგრამ ამ ტკივილს მხოლოდ შვილმკვდარი დედები თუ გაიგებენ. სხვა ვერავინ…

შემოწირულია

₾1,840.00

დონორი

121

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ერთმა ტრაგიკულმა დღემ მირიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სიცოცხლით სავსე ბიჭი, ოჯახის შექმნის ნაცვლად, მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა და ახლა ყოველდღიურად უწევს სიცოცხლისთვის სასტიკი ბრძოლა

მირიანი 35 წლის იყო, როდესაც ერთ ავბედით საღამოს, ტროტუარზე მიმავალს, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის სისხლი დაიღვარა. მირიანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. თავის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმები მისი გადარჩენის 1%-საც კი არ ვარაუდობდნენ. ბიჭს თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. სამი თვის განმავლობაში მირიანი კომაში იყო. პირველი ოპერაცია ბიჭს მოსკოვში ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მირიანი რეანიმობილით საქართველოში გადმოიყვანეს. ჯამში, საბრალო ბიჭს თავის ტვინზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს არც მგრძნობელობა ჰქონდა, არც აღქმის უნარი. მიცვალებულისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სუნთქავდა. მიუხედავად ამისა, ბიჭის გმირი დედა არ დანებდა. საბრალო ქალმა შეუძლებელი შეძლო შვილის გამო და მართლაც, უფლის შემწეობით, თავის ტვინზე ჩატარებული მეოთხე ოპერაციის შემდეგ, მირიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსები გაჩნდა.

შემოწირულია

₾26,743.22

დონორი

1795

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

რაულს სასიცოცხლოდ სჭირდება წამლები და ეტლი!

რაული მხოლოდ 20 დღის იყო, როდესაც მაღალი სიცხის გამო, ძლიერი კრუნჩხვები დაემართა. სოფელში ექიმი არ იყო და სანამ ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს, დამბლა დაეცა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ცერებრული დამბლა. მშობლები შოკში იყვნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ტრაგედია გადაიტანეს – მათი პირველი შვილი, გოგონა, 1 წლის და 8 თვის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, შვილის ავადმყოფობასთან შეგუება როგორ გაუჭირდათ! რაული 26 წელია ტკივილებს უძლებს. მარცხენა ფეხი ისე აქვს გამრუდებული, რომ საერთოდ ვერ შლის. რაულის ხერხემალი ისეა გამრუდებული, რომ დეფორმირებულია ყველა შინაგანი ორგანო. სუნთქვაც კი მტკივნეულია. ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება! ბიჭი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. ეტლი უწევს ფეხების მაგივრობას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾5,320.85

დონორი

257

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

SOS! SOS! SOS! ნათელას ძვლის კიბო აქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარება თურქეთში! გთხოვთ, სამი შვილის დედა გადაარჩინოთ!

ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს. მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!

შემოწირულია

₾17,583.83

დონორი

1214

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

₾53,269.83

დონორი

2764

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

აფხაზეთის ომის გმირი ქალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათობით სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვების ქვეშ, ახლა სახელმწიფოსგან 45 ლარს იღებს და ქუჩის ძაღლივით ცხოვრობს! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი!

აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი… დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს. 20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი. ეს საშინელი შენობა – ყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შემოწირულია

₾1,986.92

დონორი

98

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 1014 items
1 2 3 169