ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პროექტები

სორტირება:

ყველა პროექტი (71)

მეგობრებო, ამ საბრალო ადამიანების ცხოვრება გრძელდება! მათ მუდამ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! უფალს სურს, რომ განუწყვეტლივ ვიზრუნოთ ასეთ ადამიანებზე. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ხერხი და არ მიატოვოთ ისინი ბედის ანაბარა.
(544)

მრავალშვილიანი ოჯახები
ბავშვები აშიმშილო და შეშა იყიდო თუ სითბოში...
ბავშვებს შორის ყველაზე მკვირცხლი, ხუთი წლის ელენე ხელზე მწვდა სიტყვებით: „საიდუმლოს შენახვა შეგიძლია? მე ფიფქია გავხდები და ჩემს ძმებს ბევრზე-ბევრ ტკბილეულს და სათამაშოს ვაჩუქებ და კიდევ, შენც გაგიმასპინძლდები და დედ-მამასაც.“ გარშემო რომ მიმოვიხედეთ, ყველაფერს უსიტყვოდ მივხვდით: ამ სახლში არასდროს ყოფილა არც სათამაშოები, არც ტკბილეული, არც ჩვეულებრივი საჭმელი. ეს არის თამაზაშვილების ძალიან ღარიბი, ქართული ოჯახი, რომელიც, სამაგიეროდ, ბავშვებით არის მდიდარი: დანიელი (2 წლის), ანდრეა (4 წლის), ელენე (5 წლის), ალექსი (8 წლის) და გიორგი (10 წლის). „დეიდა, არ იცი, თოვლის ბაბუა ჩვენთან რატომ არ მოდის? ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ის მაინც არ მოდის...“ - კითხულობს ლამის ატირებული ალექსი.
შეგროვებულია
4,002 ₾
დაეხმარა
251
გაჭირვებულები
თვალების გახელის მეშინია, სასაფლაოზე ვცხოვრობ...
„ღმერთო, რა საშინელებაა!“ – ეს არის პირველი, რაც ამ საცხოვრებლის დანახვაზე აზრად გებადება. ბავშვი საფლავებს შორის ცხოვრობს! ამ მწუხარებისა და სასოწარკვეთილების დანახვით, ადგილზე იყინები! მუდმივად ხრწნადი გვამებისგან წარმოქმნილ გაზებს ხომ საშინელი დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ... ღმერთო, ნუ მიატოვებ ამ საბრალოებს! „თვალების გახელის მეშინია, გარშემო მხოლოდ ჯვრები და საფლავებია... ყოველდღე, უფალს მხოლოდ ერთს შევთხოვ: მსურს, ცოცხალთა შორის ვიცხოვრო და მეგობრები ვიპოვო... მჯერა, რომ ჩემს ლოცვებზე პასუხი თქვენ ხართ!“ - იმედიანად ამბობს მარიამი. მისი შეშინებული, პატარა გული გამალებით ძგერს.
შეგროვებულია
1,795 ₾
დაეხმარა
115