რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ჩემს შვილს უდიდესი საშინელება დაემართა, მას ზურგის კუნთოვანი ატროფია აქვს! მაგრამ, თქვენი დახმარებით, იცოცხლებს და ისუნთქებს კიდეც. თქვენი გამოჩენა ღვთისგან მოვლენილი ხსნასავით არის ჩვენთვის!

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა.
„ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“

შემოწირულია

₾27,873.03

დონორი

1810

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!

მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!

შემოწირულია

₾20,897.07

დონორი

1342

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,205.80

დონორი

7998

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

მეგობრებო, უბედურება ხდება!!! 15 წლის გიგის ტანჯვა არის სიტყვებით აღუწერელი! მისი განკურნება მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი! მაგრამ, როგორ?

ეს 15 წლის გიგია. ბავშვს დაბადებიდან ცერებრული დამბლა  აქვს.  ვერ დადის, წამითაც კი არ შეუძლია ფეხზე დადგომა. საწყალი ბავშვი მუხლებით დახოხავს ძირს.  ვერც მეტყველებს. მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს.  იტანჯება პატარა  ბიჭი და თვალებით ითხოვს შველას. ბავშვის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს მიკროცეფალია – ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება. ბავშვი პირველი ჯგუფის შშმ პირია. ექიმების თქმით, შესაბამისი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, ბავშვი გადაადგილებას და ლაპარაკს შეძლებს. ჩვენ სასწაულის მოხდენის შანსი გვაქვს! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი საუკეთესო ადამიანური თვისებები შეგვიძლია ღმერთს დავანახოთ!

შემოწირულია

₾3,140.17

დონორი

212

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!

გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, – გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის საყვარელ დედიკოს გული რომ გვატკინოს, – ძალიან გამიმართლა, გავიღვიძე და ჯერ არ წამერთვა თვალის ჩინი. მხედველობის ოცდაათი პროცენტი მაქვს შენარჩუნებული ერთ თვალში. საკუთარ ხელებს ვხედავ და ეს ნიშნავს იმას, რომ უბედნიერესი ბიჭი ვარ ამქვეყნად! პირს ვიბან, მერე კი დედას ვეხუტები! რა ლამაზია მისი სახე! როგორი თბილი და მოსიყვარულე ხელები აქვს!“ მაგრამ… უფალი დიდია! თურქეთში არის ექიმი, რომელიც 15 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჩემს შვილს რქოვანას გადანერგვისა და მხედველობის მეტწილად აღდგენის გარანტიას იძლევა! წარმოგიდგენიათ?! საბას დაუბრუნდება მხედველობა! ის ხომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია! თანაც, რა ღიმილი აქვს! მას მთელი ქვეყანა შეიყვარებს! საკუთარი შრომით შეძლებს ამ ვალის გადახდას, სადაც არ უნდა იმუშაოს! ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია!

შემოწირულია

₾6,487.48

დონორი

448

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ეპილეფსიის მძიმე შეტევები იოსების დაუძლურებულ სხეულს ანადგურებს. ღმერთო, როგორ იტანჯება ეს ბავშვი. ერთხელ თვალი რომ მოჰკრათ მის სატანჯველს, ვერასოდეს დაივიწყებთ! რომ არ მოკვდეს, მას წამლები სჭირდება, მის და-ძმებს კი – პური. დედას კი, ორივეს ყიდვის საშუალება არ გააჩნია! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ!!!

კრუნჩხვის დროს, პატარა იოსებს ძვლები ემტვრევა! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ამდენი ტანჯვის შემხედვარე, მისი ოჯახიც ყველაზე უბედური იქნება ამ ქვეყნად!
საბრალო იოსები საშინლად იტანჯება ეპილეფსიის შეტევის დროს. წელიწადნახევრის წინ კი, კრუნჩხვის მომენტში კუნთები იმდენად დაეჭიმა, რომ ფეხიც კი მოსტყდა… წარმოგიდგენიათ, რამხელა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს პატარა ბიჭუნა! ამას ხომ, ზოგი დიდიც ვერ აიტანდა! ისე ეჭიმება კუნთები, თითქოს „სურთ“, ყველა ძვალი რომ დაემტვრეს.
მისი ტანჯვის შემხედვარე კი, მისი დედიკო განიცდის ყველაზე საშინელ ტკივილს! ეს ხომ, არა მხოლოდ იოსების, არამედ დედის ტკივილიც არის! ამის ყურება უდიდესი სასჯელია ამ ქვეყნად!

შემოწირულია

₾20,430.72

დონორი

1327

მინდა დავეხმარო
1 - 6 of 11 items
1 2

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

1 - 6 of 12 items
1 2