რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მაგდა (12 წლის უსინათლოა ორივე თვალით): უსინათლო ცხოვრება, დიდი, ბნელი ლაბირინთისავითაა. მე ვერ ვხედავ სამყაროს, მაგრამ ვგრძნობ მას. მე მესმის, ვგრძნობ შეხებით და ყნოსვით, მაგრამ ვერ ვხედავ იმ სილამაზეს, რასაც სხვები აღწერენ.
გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრება თავისთავად უკვე ძალიან ძნელია, ამას კიდევ უსინათლობას თუ დავუმატებთ, სიტუაცია გამოუვალი ხდება. ყველა ჩვენგანში იმედის ნაპერწკალი გიზგიზებს, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში თვალისმომჭრელი სინათლეც კი ვერ აღწევს.
მეგობრებო, მოდით ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას სინათლის ფერები შევმატოთ. სასწრაფოდაა საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული წამლები და ასევე თანხა გამოკვლევებისთვის. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ოჯახში, ერთი ბავშვი მაინც დაინახავს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ოჯახი, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს! უსინათლოები არიან დედა, მამა და მათი ორი პატარა გოგონა. გამოკვლევები და ძვირადღირებული მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ ამ ბავშვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ჩვენს ფერებით სავსე ქვეყანაში, ზოგისთვის სიბნელე გახდა მუდმივი მეგზური.
სიღარიბეში ცხოვრება თავისთავად ძალიან ძნელია, მაგრამ როცა ამას კიდევ უსინათლობა ემატება, არსებობა შეუძლებელი ხდება. ყოველივე ჩვენგანში არის იმედის სხივი დამალული, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა უკუნით სიბნელეში მისი დანახვაც არ შეგიძლია?
მაგდა (12 წლის): სულ იმაზე მეფიქრება სხვები როგორ ხედავენ სამყაროს. მე შემიძლია ფერების გარჩევა, მაგრამ სულ მაინტერესებს, ისინი მართლა ისეთებია, როგორც მე ვხედავ? თუ უფრო ლამაზია? მიხვდით ხო რას ვამბობ?
– კი მიგიხვდი. ამიტომ გკითხავ, რა შეგრძნებაა, როცა ვერ ხედავ& რას განიცდი ამ დროს?
მაგდა: თითქოს ბნელ ლაბირინთში დავდივარ. მე ვერ ვხედავ სამყაროს – მე მას ვგრძნობ.მე მესმის, ვგრძნობ შეხებით, მაგრამ ვიცი, რომ იმ სილამაზეს, რაც ირგვლივ ხდება ვერასდროს ვნახავ. ადამიანები ხომ ისე სხვადასხვანაირად აღწერენ ამას.
«სამყაროს თითებით, სუნით და ჩახუტებით შევიგრძნობ»
– როგორ ფიქრობ, შენ ლამაზი გოგონა ხარ? როგორ შეიგრძნობ შენს თავს, როცა თვალებით შენს რეალურ სილამაზეს ვერ ხედავ?
მაგდა: მიფიქრია ამაზე. მაგრამ სილამაზე მხოლოდ ის ხომ არ არის როგორ გამოიყურები? მჯერა, რომ სილამაზე უფრო ღტმად, ჩვენს გულებში იმალება. მართალია, ჩემი თავის დანახვა სარკეში არ შემიძლია, მაგრამ მჯერა, რომ ლამაზი ვარ. ხშირად მეუბნებიან, რა ლამაზი გოგო ხარო. ბევრს ვეცოდები, მაგრამ მათ ყურადღებას აღარ ვაქცევ. რა შესაცოდიც მე ვარ? ისეთი არ ვარ როგორც სხვები, მაგრამ ხომ ცოცხალი ვარ? ისეთივე ოცნებები მაქვს, როგორც სხვა გოგონებს, მიყვარს ახალი ინფორმაციის მიღება, მიყვარს სწავლა, შემიძლია ფერების გარჩევა, სილუეტებსაც ვხედავ… ზოგს ესაც არ შეუძლია. აი, ძალიან მინდა ფერადი მძივებიდან მძივები გავაკეთო, მაგრამ დედიკომ ვერ მიყიდა.
«მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, მაგრამ რას ნიშნავს იყო ლამაზი – არ ვიცი»
– რაზე ოცნებობ? რა გინდა რომ გამოხვიდე?
მაგდა: ჩემი დიდი ოცნებაა უსინათლო ბავშვების დაწყებითი კლასების მასწავლებელი გამოვიდე. მინდა მათ ჩემი ცოდნა გავუზიარო და ვასწავლო ყველაფერი, რაც მეც ვიცი. ასევე ძალიან მინდა ობსერვატორიას ვესტუმრო. ვცადო ვარსკვლავების დანახვა. მათზე მხოლოდ მსმენია. არ ვიცი შევძლებ თუ არა, მაგრამ მინდა ვცადო. ამბობენ, როცა ბნელა, ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილიო. ვცდილობ წარმოვიდგინო ეს ყველაფერი!
– ჰო, ვარსკვლავები მართლაც ძალიან ლამაზია. ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენს შენს ცხოვრებაში?
მაგდა: ზოგჯერ ძალიან ვბრაზდები. თითქოს ცხოვრება გვერდს მივლის, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს ვერ გავიგებ. მეშინია, ჩემმა უსინათლობამ ჩემს ოცნებების ასრულებაში არ შემიშალოს ხელი. არ მინდა სულ ვიღაცაზე ვიყო დამოკიდებული. დედა და მამა ცდილობენ, რომ ყველაფერში მხარი დამიჭირონ, თავიანთ მაგალითზე მაჩვენებენ, რომ სრული უსინათლობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ცხოვრება. მამიკო მარაზიაში გადის, მასწავლის როგორ ვორიენტირდე უცხო ადგილებში. დედიკო სულ სახლშია, საჭმელს გვიმზადებს გვირეცხავს. ალბათ გიკვირთ ხო, ვერც წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის კეთება დახუჭული თვალებით. სცადეთ, მიეჩვევით.
«დეას კარგი ექიმი რომ შეხვდეს იქნებ მისი მხედველობის გადარჩენა შევძლოთ?»
– მაგდა, დიდი ადამიანივით მსჯელობ! აღფრთოვანებული ვარ. მივხვდი, როომ ძალიან გიყვარს შენი მშობლები. და ასე, მხოლოდ ხმით შეგიძლია მიხვდე ადამმიანი კეთილია თუ ბოროტი?
მაგდა: არ მგონია ადამიანზე მსჯელობა მხოლოდ ხმით იყოს შესაძლებელი. სიკეთე და სიბოროტე ალბათ ქცევებში უფრო ვლინდება. მაგრამ მამიკო ამბობს, რომ ადამიანის ხმით შეიძლება მიხვდე ის მზრუნველია თუ არა, თბილი ადამიანია თუ არა. როცა მას დედიკო გააცნეს, ხმით შეუყვარდა. და დედიკოც ეგრევე მიხვდა რომ „თავისი ადამიანი“ იპოვა. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავიზრდები მეც ვიპოვი ჩემ ადამიანს. ალბათ ვინმეს შევუყვარდები ჩემი საშინელი დამწვარი კანის მიუხედავად.
«ძალიან მრცხვენია ჩემი იარების, არ მინდა, რომ მათ გამო დამცინონ»
– დამწვრობა როგორ მიიღე? შეგიძლია მომიყვე?
მაგდა: 2 წლის ვიყავი ადუღებული წყლით სავსე ტაშტში რომ ჩავვარდი შემთხვევით. ძლივს გადამარჩინეს. ამის შემდეგ ფეხზე საშინელი კანი გამიხდა. როცა მათ ვეხები, მახსენდება, რომ შეიძლება ცოცხალი ვერ გადავრჩენილიყავი. მახსოვს როგორ მტკიოდა, როგორ კიოდა დედა, როგორ მხდიდა შარვალს და თან კანიც მიყვებოდა… ისიც კი მახსოვს, სასწრაფოს მანქანამ როგორ მიმიყვანა საავადმყოფოში. იქ დიდი ხანი ვიწექი, დედიკოს არ უშვებდნენ და ერთხელ ყური მოვკარი ექიმების საუბარს, რომ დაიძინებს დედა მერე შემოუშვითო. ტავი მოვიმძინარე. დედიკო რომ შემოუშვეს, მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ ექიმების შემეშინდა. დედა კი იჯდა ჩემს გვერდით, თავზე მეფერებოდა და მეუბნებოდა როგორ ვუყვარვარ.
«ექიმები ამბობდნენ, ვერ გადარჩებაო, ფეხის მოჭრა იქნებაო საჭირო. მაგრამ როგორც ხედავთ აქ ვარ, ორი ფეხით»
– რა საშინელებაა! და ექიმები რას ამბობდნენ?
მაგდა: ამბობდნენ, არ გადარჩებაო, ამ ფეხის მოჭრა დასჭირდებაო. ვერ ივლისო… ასე აშინებდნენ დედას. მართალია ფეხი შემინარჩუნეს, მაგრამ დამწვრობის შემდეგ კანზე ისეთი საშინელი ნაწიბურები გამიჩნდა, ისე მერიდება. მეშინია, რომ ამის გამო, ვინმემ შეიძლება გამრიყოს. მაგრამ მჯერა, რომ ერთხელაც დავძლევ ამ შიშს დაცემს დიდი ხნის ოცნებას ავისრულებ – ცურვაზე შევალ. თვალის გამო რომ მიყურებენ, და რაღაცეებს ჩურჩულებენ ხოლმე – ეგ შიში უკვე დავძლიე.
«ჩვენ ყველას, მთელ ოჯახს თვალის წვეთები ისევე გვჭირდება – როგორც თქვენ ჰაერი. მაგრამ ზოგჯერ არჩევანის წინაშე ვდგებით: პური თუ წვეთები»
– შენი კანის მორჩენა შესაძლებელია? არის ამისთვის რამე საშუალება?
მაგდა: ალბათ არის, მაგრამ ოჯახში საჭმლის ფული არ გვაქვს ხოლმე. თვალის წამლებს ვერ ვყიდულობთ ხოლმე. ჩვენთვის, უსინათლოებისთვის კი, ეს წვეთები ჰაერზე აუცილებელია. ამიტომ მოგმართათ დედიკომ დახმარების თხოვნით. არჩევანი რომ არ ჰქონდეს გასაკეთებელი წამალსა და პროდუქტებს შორის. ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ამ სახლში ქირით ვართ და ამაზეც ბევრი ფული იხარჯება.
«დღეს სამი პური უნდა ეყოს ხუთსულიან ოჯახს»
– მაინც ყველაზე ძნელი რა იყო შენს ცხოვრებაში, მაგდა?
მაგდა: როცა მივხვდი, რომ ისეთი არ ვარ როგორც ყველა. რომ ვერასდროს ვნახავ სამყაროს ისე – როგორც ამას სხვები ხედავენ. კარგია, რომ ახლა ბევრი ტექნოლოგიაა შექმნილი უსინათლოებისთვის. არის პლანშეტები, რომლებზეც ტექსტი ძალიან დიდად და გარკვევით ჩანს. ამის დანახვა შემიძლია და კითხვაც ვისწავლე. ბრაილის შრიფტით დაწერილ წიგნებსაც ვკითხულობ, მაგრამ როცა მეტი ინფორმაციის მიღება მინდა, პლანშეტს ვიყენებ. ძალიან მიყვარს კონკურსებში და ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ყოველთვის არაა საშუალება ბრაილის შრიფტით დაწერილი ტესტები მოიტანონ, ამიტომ ყოველთვის ვერ ვიღებ მონაწილეობას. თუ შეგიძლეათ ორგანიზატორებს ხმა მიაწვდინოთ, უთხარით, რომ ადამიანი თუ ვერ ხედავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათემატიკაში ან რამე საგანში სუსტია.
«ჩვენ არ გვაქვს ავეჯი და იატაკზე რამის პოვნა ძალიან ძნელია»
– მაგდა, რა შემოიტანდა შენს ცხოვრებაში იმედის სხივს?
მაგდა: იცით როგორ მერიდება, დედიკომ თქვენ ჩემი ოცნებების მოსასმენად კი არ დაგიძახათ, მასაც ჰკითხეთ რა გვჭირდება.
– აუცილებლად ვკითხავ, ჯერ შენი ოცნებები გაგვანდე.
მაგდა: უკვე ბევრი ოცნების შესახებ მოგიყევით, მაგრამ კიდევ გეტყვით. ძალიან მინდა ატრაქციონების პარკში მოვხვდე. ერთხელ კარუსელზე დამსვა მამა და დღემდე მახსოვს ეგ შეგრძნება. ობსერვატორიაზე უკვე გითხარით. კიდევ ძალიან მინდა მქონდეს ბატუტი. და კიდევ ერთი! არის ასეთი სერიალი, „დეალური დედა“. ერთი პერსონაჟია – მაკა. ვგიჟდები მასზე!
(შენიშვნა: მსახიობი იაკო ჭილაია https://www.facebook.com/iako.chilaia)
აი, თუ გადასცემთ რომ ძალიან მიყვარს, ეს კიდევ ერთი ოცნების შესრულება იქნებოდა!
«ია, ძალიან გთხოვთ, თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავთ, მოგვწერეთ და მაგდასთან შეხვედრას მოგიწყობთ. ვერც წარმოიდგენთ ეს მისთვის რამხელა სასწაული იქნება»
– ნათია, მაგდამ ფაქტობრივად „საქმე წაგართვათ“ ყველაფერი ისე დაწვრილებით გვიამბო. მაგრამ ახლა თქვენ გვითხარით, კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება თქვენს ოჯახს.
ნათია: ოჯახში ხუთი უსინათლო ვცხოვრობთ. მე გლაუკომა მაქვს, მეუღლეს კარატაქტა. ოპერაციებმა არანაირი შედეგი არ მოგვცა. ბავშვებსაც მხედველობის პრობლემები აქვთ. მაგდა უკვე გაიცანით და ნიასაც თვალები აწუხებს. ვფიქრობთ, იქნებ არის შანსი, ნიას მაინც შევუტარჩუნოთ მხედველობა. მაგრამ სამწუხაროდ არც ექიმის ფული გვაქვს, არც მკურნალობის. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი – პენსიაა. იმასაც ნახევარზე მეტს ქირაში ვიხდით. ასევე ბანკი გვაჭრის. რომ გამოგვეზამთრა კრედიტის აღება მოგვიხდა. ხშირად არცევანს ვერ ვაკეთებ წამალი ვიყიდო თუ პური. ამიტომ მოგმართეთ. არ დაგვტოვოთ წამლების გარეშე და ამ ბინაში ოდნავ ადამიანური პირობები შეგვიქმენით.
«მთავარი პრობლემა ავეჯის უქონლობაა. ყველაფერი იატაკზე გვიწყვია და დამტვრეულ ლოგინებში ვწევართ»
– თქვენი სახლი არ გაქვთ?
ნათია: ჩემი მეუღლე ვეძათხევიდანაა. თიანეთის რაიონშია ეს სოფელი. იქ სახლი დანგრევის პირასაა და ესეც რომ არ იყოს, ბავშვებისთვის შეუძლებელია იქ განვითარება. სკოლაში ვერ უნდა იარონ. თქვენ წარმოგიდგენიათ მაგდა სკოლის გარეშე? ხომ ხედავთ როგორი გოგოა. მათი მომავლის გამო ჩამოვედით აქ და წვალებით გაგვყავს წუთისოფელი. ჩვენთან ერთად ასევე ჩემი მული ცხოვრობს. ისიც უსინათლოა. მას გონებრივადაც უჭირს. თავისით ვერაფერს აკეთებს და მასაც პატარა ბავშვივით მოვლა სჭირდება. სანამ მეუღლის მშობლები ცოცხლები იყვნენ, ისინი უვლიდნენ, ახლა მე და მაგდა ვუვლით. ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ ავეჯით, საწოლებით, წამლებით – ეს ჩემი ოცნებების მაქსიმუმია. უბრალოდ არც ვიცი ვის უნდა მივმართო, ჩვენი არავის ესმის. მხოლოდ თქვენ დაინტერესდით. ღმერთმა გიშველოთ.
«ყველას თვალის წვეთები გვჭირდება. ხუთი ადამიანისთვის ეს კოლოსალური თანხა ჯდება»
მათი ხმა არავის ესმის, მათ ვერავინ ამჩნევს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავუნათოთ უკუნი ცხოვრება. ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის. მათ ჩვენი ანთებული გულები სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ მცირედიც კი საკმარისია დიდი და ნათელი მიზნების მისაღწევად. ჩვენი დახმარება შეიძლება სასიცოცხლო აღმოჩნდეს და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
თუ სურვილი გექნებათ გაიცნოთ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი, შეგიძლიათ ეწვიოთ. მათი მისამართია: ვარკეთილის მესამე მასივი, მე-7 კვარტალი, კორპუსი N16, ბინა N3
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კოკოზაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
13230.87₾დარჩა:
7691.20₾