რა საშინელი სიტყვაა — კიბო! ის სიკვდილივით ჟღერს, როცა არც ფული გაქვს და დახმარებასაც არავისგან ელი! სახლში, სადაც რეპორტაჟს ვიღებდით, არავინ იღიმის! დახმარების უხმო კივილი ოთახის ბნელ კუნჭულებში დამალულა! ყველა ელოდება ხსნას, მაგრამ დახმარების თითქმის არ სჯერათ! სალომე, ბავშვების დედა: „ნახეთ, რას დამამსგავსა ავადმყოფობამ! ხოლო ტკივილები, რომლებსაც განვიცდი, აუტანელია“,.— ჩუმად, ცრემლების შეკავებით, თითქმის ჩურჩულით, ბავშვებმა რომ არ გაიგონ, მეუბნება უბედური დედა! და შემდეგ, თითქოს თავს იმართლებსო, ძველ ფოტოს მაჩვენებს, სადაც ის ბედნიერია თავის შვილ ანრისთან და მეუღლესთან ერთად.