რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„იატაკზე ვგდივარ, პირიდან დუჟი გადმომდის, თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ დედაჩემი და ჩემი ძმა თავზე მადგანან და ტირიან… მაშინვე ვხვდები, რომ ისევ შეტევა მქონდა. პირველი, რასაც ამ დროს ვაკეთებ, – პირჯვარს ვიწერ და ვამბობ: მადლობა ღმერთს, რომ სახლში ვიყავი!“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„იატაკზე ვგდივარ, პირიდან დუჟი გადმომდის, თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ დედაჩემი და ჩემი ძმა თავზე მადგანან და ტირიან… მაშინვე ვხვდები, რომ ისევ შეტევა მქონდა. პირველი, რასაც ამ დროს ვაკეთებ, – პირჯვარს ვიწერ და ვამბობ: მადლობა ღმერთს, რომ სახლში ვიყავი!“
თორმეტი წლის თომას თავისი შეტევების უკვე აღარ ეშინია, – ის უკვე შეგუებულია. წამლები, რომლებიც ამ ეპილეფსიურ შეტევებს აჩერებს, ძალიან ძვირი ღირს, დედას კი მათ საყიდლად ფული არ აქვს. ბიჭი უკვე შეეჩვია, – მთავარია სახლში იყოს, თავი არ დაარტყას და დედა გვერდით ჰყავდეს. სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.
როგორ თუ მნიშვნელობა არ აქვს?! ყოველი შეტევის შემდეგ ბიჭი გამოუსწორებელს უფრო და უფრო უახლოვდება… თავადაც ხვდებით, რასაც ვგულისხმობთ, უბრალოდ ამ სიტყვის დაწერა აღარ გვინდა. ყოველ ჯერზე, როდესაც თომას ტვინი ეთიშება და სხეული ჯოჯოხეთური კრუნჩხვებისგან ეგრიხება, დედამისი – მალუზა და მისი პატარა ძმა – მათე მის გვერდით მუხლებზე დგებიან და ხელებს და თავს უჭერენ, რომ ბიჭმა თავი არ დაიზიანოს… ეს კი დღეში რამდენჯერმე მეორდება.
„თომასთვის წამლების ყიდვა რომ შემეძლოს, ასეთი რამ აღარ მოხდებოდა. ბავშვი ამ საშინელებისგან რამდენიმე დღე მაინც დაისვენებდა.“
თქვენთვის ამოცანა გვაქვს, მეგობრებო: უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს საშინელი, შემაძრწუნებელი და მტკივნეული სურათი. მერე, ამ ყველაფერთან ერთად, ისიც წარმოიდგინეთ, რომ დედა და ბავშვები შიმშილობენ და საკუთარი თავის გამოსაკვებად ან რამდენიმე მხსნელი აბის საყიდელი ფულის საშოვნელად, ნაგავში იქექებიან იმ იმედით, რომ რაიმე ლითონს მაინც იპოვიან და ჩააბარებენ, რომ ორიოდე კაპიკი მაინც იშოვონ.
ახლა კი შეგიძლიათ სული მოითქვათ და ინტერვიუ წაიკითხოთ, რომელშიც კიდევ უფრო მეტი საშინელება წერია!
– ძალიან გთხოვთ, მალუზა, ნუ ტირით! თქვენი შვილის დაავადების შესახებ მოგვიყევით.
მალუზა: თომას ეპილეფსია აქვს და ახლა, როდესაც მისთვის წამლების ყიდვის შესაძლებლობა არ მაქვს, საშინელი შეტევები ყოველდღე ემართება – დღეში სამჯერ ან ოთხჯერ მაინც. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა არის! ჩემი ბიჭი ძირს ცოცხალ-მკვდარი ეცემა, ხელ-ფეხი ეგრიხება, პირიდან დუჟი გადმოსდის, მე კი მის გვერდით მუხლებზე ვდგები და მის სუნთქვას ვუსმენ… მე თვითონ ალბათ დიდი ხნის წინ მოვკვდებოდი შიშისგან და ტკივილისგან… ზოგჯერ ბავშვს სუნთქვა უჩერდება და შიშისგან ლამის გული წამივიდეს ხოლმე… რომ ვეღარ ამოისუნთქოს, მერე რაღა ვქნა? თვითონაც არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვუძლებ…
– თომა, რას გრძნობ ხოლმე, როცა ასე გემართება?
თომა (12 წლის): მე თვითონაც ვერ ვხვდები, წინასწარ არასოდეს ვიცი. არ მახსოვს, ძირს როგორ ვეცემი და არც ის მახსოვს, რა მემართება. როცა „უკან ვბრუნდები“, გვერდით ატირებულ დედას და ძმას ვხედავ.
– ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო?
მალუზა: თომას პირველი შეტევა ორი წლის წინ ჰქონდა. თავზარდაცემული ვიყავი. ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი იზრდებოდა! როცა ძირს პირველად დაეცა და კრუნჩხვები დაეწყო, გიჟივით დავრბოდი და გავკიოდი, მეგონა შვილი მიკვდებოდა. ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს და თქვეს, რომ ეს არ იკურნება. გარდა ამისა, მხედველობაც მკვეთრად გაუუარესდა, – მარცხენა თვალით საერთოდ ვეღარ ხედავს. სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება. ამ ყველაფრის ზუსტ მიზეზს ვერავინ გვეუბნება, მაგრამ ვფიქრობ, ნერვიულობის ბრალია. მამამისის სიკვდილი ძალიან რთულად გადაიტანა. სულ ტიროდა და მეკითხებოდა, მამა სადააო. მისთვის სიმართლის თქმა ძალიან მიჭირდა. ვატყუებდი, წასულია მეთქი; ერთი წლის შემდეგ კი ყველაფრის ახსნა მომიწია, რადგან არ სჯეროდა; იცოდა, რომ მამამისი ამდენი ხნით არასდროს დაგვტოვებდა…
– შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა დაემართა თქვენს მეუღლეს?
მალუზა: სანამ ის ცოცხალი იყო, მე და ბავშვებს არაფერი გვაკლდა; მოკრძალებულად, მაგრამ ადამიანურად ვცხოვრობდით. ჩემი ქმარი მუშაობდა, არასდროს არაფერს უჩიოდა… მაგრამ ერთ დღეს საავადმყოფოში მწვავე მუცლის ტკივილით გადაიყვანეს, იქიდან კი სასწრაფოდ ქუთაისში გააქანეს. ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკვე გვიანი იყო – ნაწლავის კიბო, ბოლო სტადია! ოპერაციის შემდეგ მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რაც მაშინ დამემართა. სამყარო უბრალოდ თავზე ჩამომენგრა. მეგონა თავს მოვიკლავდი, მაგრამ ბავშვები… მათ ჩემ გარდა არავინ ჰყავთ… სრულიად მარტონი დავრჩით! აფხაზეთში წასასვლელი აღარსად გვქონდა, ამიტომ ზუგდიდში დარჩენა გადავწყვიტეთ. იქ ჩემი მაზლი ცხოვრობდა და მისი დახმარების დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ისიც მალე გარდაიცვალა და თავისი ოთხი შვილი ობლად დატოვა.
– აფხაზეთიდან ხართ?
მალუზა: დიახ! ომი რომ დაიწყო, სულ მთლად პატარა ვიყავი და წესიერად არაფერი მახსოვს. რაც ვიცი, მხოლოდ ჩემების მონაყოლიდან ვიცი. მისი სახლიც და ჩემი მშობლების სახლიც შეიარაღებულმა ძალებმა დაწვეს. დედაჩემი დღემდე ნათესავებთან ცხოვრობს. ჩემი ქმარი სტუმრად ყოფნისას გავიცანი. სულ ორჯერ მყავდა ნანახი, მესამე შეხვედრაზე კი მომიტაცა, მაგრამ ერთხელაც არ მინანია: სულ თვალებში შემომციცინებდა, ყველა სურვილს მისრულებდა, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ მახსოვს მისგან. ბედნიერი ოჯახი ვიყავით…
– და ეს… სახლი? ქირას იხდით?
მალუზა: დიდი ხანია მეპატრონის ვალი მაქვს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ აქედან არ გვყრის. თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია ეს ოთახი: საშინელი სინესტე და სიცივეა, ყველაფერი დაობებულია, სკამებიც კი არ გვაქვს, გაზქურით ვთბებით… ბავშვები ამ აშმორებულ ჰაერს და გაზს სუნთქავენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. კიდევ კარგი, ქუჩაში მაინც არ ვართ!
– ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?
მალუზა: დახურულ კარებზე რამდენი უნდა ვაკაკუნო?.. წარმოიდგინეთ, თომამ სახელმწიფოსგან წამლები რომ მიიღოს, აუცილებელია კომპიუტერული გამოკვლევა ხელმეორედ გაიაროს, რაც ძალიან ძვირი ღირს! ფული საიდან მოვიტანო, როცა ნახევრად მშივრები ვართ?! მოკლედ, ჩაკეტილი წრეა! ჩემს ბიჭს დახმარება ძალიან, ძალიან სჭირდება! წამლების გარეშე უფრო და უფრო ცუდად ხდება. ყოველი შეტევა სასიცოცხლო ძალებს ართმევს. რომ ვუყურებ, გული მიკვდება… ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, – ძალიან დიდი ხანია სახელმწიფოსგან პასუხს ველოდებით, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია.
– რა სახსრებით ცხოვრობთ, მალუზა?
მალუზა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 220 ლარს და 60 ლარიან კვების ბარათს, თუმცა ეს ბინის ქირაზე და კომუნალურ გადასახადებზეც კი არ გვყოფნის. ჯართს ვაგროვებ და ვაბარებ. თომას მარტო დატოვება არ შეიძლება, ამიტომ მე დამყვება და ნაგავში ჩემთან ერთად იქექება ხოლმე…
– ღმერთო, რა რთულია!
მალუზა: რთულია… თუ გაგვიმართლა და რამე ვიპოვეთ, ტომარაში ვდებ და ზურგით მივათრევ… წელი მწყდება, მაგრამ მაინც სასიხარულოა, რომ 10-15 ლარის შოვნას და რამე საჭმლის ყიდვას მაინც ვახერხებ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი დღე დავწანწალებთ, მაგრამ სახლში ხელცარიელები ვბრუნდებით…
– ამის მოსმენაც კი ცუდად მხდის…
მალუზა: მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. საკუთარი შვილების ტანჯვის ყურებას მტერსაც კი არ ვუსურვებ…
მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს! მეც ვლოცულობ და ბავშვებიც, – განსაკუთრებით კი თომა. ის ისე გულმხურვალედ ლოცულობს… იცით, თქვენ სწორედ მან მოგწერათ. თომას კომპიუტერები ძალიან უყვარს. ერთხელ, მეზობლის ბიჭთან ერთად, თქვენი ფონდის ვიდეოს წააწყდა და გადაწყვიტა ბედი ეცადა… არ მეგონა, რომ დაგვირეკავდით, მაგრამ მას სჯეროდა და გელოდათ.
– ბიჭები სკოლაში არ დადიან?
მალუზა: თომას არ შეუძლია, რადგან შეტევები ნამეტანი ხშირად და მოულოდნელად ემართება; მუდმივად მის გვერდით უნდა ვიყო. მათეს ძალიან ეშინია და სულ მთხოვს, რომ ისინი სახლში მარტო არ დავტოვო. მართალია, იმ წუთას არაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ როცა მის გვერდით ვარ, ისე ძალიან აღარ ეშინია. როცა სკოლები დაიხურა, ცხადია, გაკვეთილების გაცდენა უწევდათ, რადგან არც ტელეფონი გვაქვს და არც ინტერნეტი, მაგრამ თომა ძალიან ცნობისმოყვარეა, კითხვა უყვარს და სწავლა ძალიან უნდა. წიგნები არ გვაქვს, მაგრამ მოთხრობებს ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებში კითხულობს.
– თომა, საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები თუ გაქვს?
თომა: დიახ, „ჰელადოსი“! ზოგადად, უკვე მთელი სკოლის სასწავლო პროგრამა წავიკითხე. ქუჩაში არ გავდივარ, მეშინია სადმე არ დავეცე, ამიტომ მეგობრები არ მყავს; მთელი დღე ვზივარ და ვკითხულობ ან დედას ვეხმარები…
– და რაზე ოცნებობ?
თომა: ძალიან მინდა ინტერნეტიანი ტელეფონი! მასში იმდენი საინტერესო რამეა! შეგიძლია წაიკითხო, ფილმებს და სხვადასხვა ვიდეოებს უყურო…
– იქნებ ტელეფონს კომპიუტერი გირჩევნია?
თომა: კომპიუტერი ძალიან ძვირი ღირს და ზუსტად ვიცი, რომ არასდროს მექნება, ამიტომ ტელეფონზე ვოცნებობ.
– ვინ გინდა გახდე, როცა გაიზრდები?
თომა: იურისტი! ჯერ ზუსტად არ ვიცი, დამცველი თუ პროკურორი, მაგრამ სამართლის სწავლა ძალიან მინდა.
მათე (9 წლის): მე კი ვოცნებობ მოცეკვავე გავხდე!
– კიდევ რაზე ოცნებობ?
მათე: იმაზე, რომ თომა ჯანმრთელი იყოს… როცა ძირს ვარდება, ძალიან მეშინია… ხელები და ფეხები ეგრიხება, პირიდან დუჟი გადმოსდის… საშინელებაა!
თომა: ველოსიპედზეც ოცნებობს, უბრალოდ თქმა რცხვენია!
– დარწმუნებული ვარ, ოცნებები აუცილებლად აგისრულდებათ! მალუზა, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება?
მალუზა: თომას წამლები ძალიან, ძალიან სჭირდება! ბავშვი ხმას არ იღებს, არ წუწუნებს, მაგრამ გული მიკვდება, მის ტანჯვას რომ ვუყურებ!
თქვენც კარგად ხედავთ – პირველყოფილებივით ვცხოვრობთ! ბიჭებს ძალიან სჭირდებათ კომპიუტერი – მის გარეშე სწავლა არ შეუძლიათ. არც სარეცხი მანქანა გვაქვს, არც მაცივარი, არც ტელევიზორი – ა-რა-ფე-რი! ბავშვებს ნორმალურადაც კი ვერ ვაჭმევ. ნებისმიერი, უმცირესი დახმარებაც კი, ჩვენთვის ზეციური მანანა იქნება.
***
მარტოხელა, უმწეო ქვრივი, მალუზა ცხადაია, გადარჩენისთვის თავის ორ შვილთან – 10 წლის მათესთან და 12 წლის თომასთან ერთად იბრძვის. თომას ძალიან სჭირდება წამლები, რადგან მათ გარეშე მუდმივად საშინელი შეტევებისგან იტანჯება და თუ ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდა, შეიძლება ცალი თვალით სამუდამოდ დაბრმავდეს. ეპილეფსია საშინელი, უკურნებელი სენია, მაგრამ მისი ტანჯვის შემსუბუქება ჩვენ შეგვიძლია!
მალუზა, ორი შვილთან ერთად, საშინელ პირობებში ცხოვრობს: ცივ და ნესტიან ოთახში, ყოველგვარი პირობებისა და ნორმალური კვების გარეშე. მათ არც ნორმალური ავეჯი აქვთ და არც ტექნიკა, ბავშვებს კი არ აქვთ სწავლის შესაძლებლობა. ოჯახს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება: წამლები, სურსათი, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი.
მალუზა ცხადაძის და მისი შვილების მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ზუგდიდი, ფაიფურის დასახლება, ჩიქოვანის ქ. №40/1.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მალუზა ცხადაია).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი მალუზას, თომას და მათესაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
3419.00₾დატოვა:
0.61₾