რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დე, არ მოკვდე!!! sos!!! წყეული სიმსივნისგან გადასარჩენად ყოველი წუთი მნიშვნელოვანია!

calendar მაისი 15, 2024

რა საშინელი სიტყვაა — კიბო! ის სიკვდილივით ჟღერს, როცა არც ფული გაქვს და დახმარებასაც არავისგან ელი! სახლში, სადაც რეპორტაჟს ვიღებდით, არავინ იღიმის! დახმარების უხმო კივილი ოთახის ბნელ კუნჭულებში დამალულა! ყველა ელოდება ხსნას, მაგრამ დახმარების თითქმის არ სჯერათ! სალომე, ბავშვების დედა: „ნახეთ, რას დამამსგავსა ავადმყოფობამ! ხოლო ტკივილები, რომლებსაც განვიცდი, აუტანელია“,.— ჩუმად, ცრემლების შეკავებით, თითქმის ჩურჩულით, ბავშვებმა რომ არ გაიგონ, მეუბნება უბედური დედა! და შემდეგ, თითქოს თავს იმართლებსო, ძველ ფოტოს მაჩვენებს, სადაც ის ბედნიერია თავის შვილ ანრისთან და მეუღლესთან ერთად.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დე, არ მოკვდე!!!

sos!!! წყეული სიმსივნისგან გადასარჩენად ყოველი წუთი მნიშვნელოვანია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

შენ შეგიძლია გადაარჩინო ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდე ღმერთს! გაგზავნე SMS ნომერზე 97100

რა საშინელი სიტყვაა — კიბო! ის სიკვდილივით ჟღერს, როცა არც ფული გაქვს და დახმარებასაც არავისგან ელი! 

სახლში, სადაც რეპორტაჟს ვიღებდით, არავინ იღიმის! დახმარების უხმო კივილი ოთახის ბნელ კუნჭულებში დამალულა! ყველა ელოდება ხსნას, მაგრამ დახმარების თითქმის არ სჯერათ!

სალომე, ბავშვების დედა: „ნახეთ, რას დამამსგავსა ავადმყოფობამ! ხოლო ტკივილები, რომლებსაც განვიცდი, აუტანელია“,.— ჩუმად, ცრემლების შეკავებით, თითქმის ჩურჩულით, ბავშვებმა რომ არ გაიგონ, მეუბნება უბედური დედა! და შემდეგ, თითქოს თავს იმართლებსო, ძველ ფოტოს მაჩვენებს, სადაც ის ბედნიერია თავის შვილ ანრისთან და მეუღლესთან ერთად.

„ოდესღაც მეც ლამაზი, ბედნიერი და ჯანღონით სავსე ვიყავი… ახლა კი, ნახეთ, რას დავემსგავსე!“

ჩემი შვილები: ანასტასია და ანრი… რა კარგები არიან! რა კეთილი გულები აქვთ. მათ გარეშე ერთი წუთიც ვერ ვიცოცხლებდი! დღეს დაუხმარებლად საწოლიდანაც ვერ ვდგები! წამლებისგან, რომლებიც კიბოს აჩერებს და სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, 180 კილო გავხდი!

„დედას ჰგონია, ვერ ვამჩნევთ, როგორ ტირის“

– სალომე, გთხოვთ, ნუ ტირით, მესმის, რომ ავადმყოფობაზე საუბარი ძალიან მძიმეა. 

სალომე: ერთი წელია, რაც ეს დიაგნოზი დამისვეს და  ცრემლი არ შემშრობია. ვცდილობ, დავმალო ჩემი ცრემლები, მაგრამ ნუთუ ეს შესაძლებელია, რომ ტკივილი ცხოვრებასთან შეუთავსებელი ხდება?!

— ქრონოლოგიურად თუ გაიხსენებთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?

სალომე: ჯანმრთელი ვიყავი, არაფერი მაწუხებდა. მეუღლე მუშაობდა, მე ოჯახს ვუძღვებოდი. ბავშვები სწავლობდნენ. საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ. ორი წლის წინ კი ფეხი ვიღრძე. მეგონა, მოწმენდილ იატაკზე ამისრიალდა. ტრავმა ისეთი ძლიერი იყო, ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ლითონის ფირფიტა ჩამიდგეს. ხოლო როცა ძვლები შეხორცდა, ფირფიტა ამომიღეს. უჰ, რა ბედნიერი ვიყავი. მეგონა, ამით ჩემი ტანჯვა დასრულდა. მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. ცოტა ხანში ისევ წავიქეცი, მერე ისევ… ვფიქრობდი: ღმერთო, რა მოუხერხებელი გავხდი, ფეხი სახლში მიბრუნდება და ვეცემი-მეთქი… ვერც კი ვიფიქრებდი, რომ რამე სერიოზული მჭირდა.

– კიბოს შესახებ როგორ შეიტყეთ?

სალომე: ერთი წლის წინ მუხლებზე დავეცი და მუხლისკვერი დავიზიანე. ტკივილი ჯოჯოხეთური იყო. აქ, ზუგდიდში მითხრეს, სასწრაფოდ თბილისში უნდა წახვიდეთო. იქ გამიკეთეს ანალიზები, ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ძვალზე რაღაც წარმონაქმნი მქონდა… და მეორე დღეს საავადმყოფოში გავიგე ეს საშინელი სიტყვა — კიბო!

– ესე იგი, ასე ხშირად რომ ეცემოდით, კიბოს ბრალი აღმოჩნდა?

სალომე: დიახ! სიმსივნე „ზის“ ძვალზე და ანადგურებს მას. კუნთებს თიშავს და ამიტომაც ვეცემი ასე ხშირად. ამ ბოლო დროს სიარულიც არ შემიძლია!..

ახლა ჩემი საწყალი შვილები რიგრიგობით დადიან სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ  წარჩინებული მოსწავლეები არიან და სახლში ქალის ყველა საქმეს აკეთებენ! 

– არის თუ არა გამოჯანმრთელების შანსი?

სალომე: ექიმები მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თუმცა ამისთვის კუჭის რეზექცია უნდა გავიკეთო, რომ წონაში მინიმუმ 60 კილო დავიკლო. მაგრამ ესეც ფულია, სახელმწიფო კი არ აფინანსებს რეზექციას!

– დიახ, მართალი ბრძანდებით და აი, რა აღმოაჩინეს ფონდის ექიმებმა ინტერნეტში, რა სასწაულებს ახდენს ასეთი ოპერაცია (ოპერაციამდე და შემდეგ)

– არ იტიროთ, ჩვენმა ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა რომ დაგიფიფანსოთ ეს ოპერაცია! და შემდეგ კიბოსაც დავამარცხებთ!

სალომე: ექიმები გარანტიას იძლევიან! ახლა მთავარია წონა დავიკლო! მაგრამ ყველაფერს ფულიც სჭირდება. ჩვენს ოჯახში კი მხოლოდ ჩემი მეუღლე იღებს მცირე ხელფასს — ის სამხედროა! ღმერთო, ღმერთო, ალბათ, როგორ გადაიღალა ჩემი ავადმყოფობისგან! ის ნამდვილი მამაკაცია — არ დამტოვა ამ გასაჭირში მარტო.

– სალომე, რას გვეტყოდით ბოლოს.

სალომე: მიშველეთ, დამეხმარეთ, კეთილო ხალხო, შვილები ობლად არ დამიტოვოთ! ყველასთვის ვილოცებ და ვეცდები, აღარ ვიტირო! ყველაფერს გავუმკლავდები, ბავშვები რომ ობლები არ დარჩნენ! ძალიან მიყვარს ისინი!..

— რამდენი კილოგრამის დაკლება გჭირდებათ, სანამ ექიმები ფეხის ოპერაციის გაკეთების საშუალებას მოგცემენ?

სალომე: მინიმუმ 60 კილოგრამი უნდა დავიკლო. ეს შეუძლებელია კუჭის რეზექციის გარეშე. კუჭზე ოპერაცია უნდა გავიკეთო და ექვსი თვის შემდეგ, როცა ზედმეტ წონას მოვიშორებ, სიმსივნის ამოკვეთას შეძლებენ. ჩემთვის ყოველი დღე ძვირფასია! კიბო ანადგურებს ძვლებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ოპერაციას აზრი აღარ ექნება… უბრალოდ სიკვდილს უნდა დაველოდო… მაგრამ ამ ოპერაციას სახელმწიფო არ აფინანსებს. ფეხის ოპერაცია სრულად დააფინანსეს, მაგრამ კუჭის რეზექციას არ აფინანსებენ. ბანკის ვალს არავინ გვაძლევს. ჩვენ უკვე გვაქვს სესხები, რომელთა დაფარვას წლები დასჭირდება. ჩემი ქმარი სამხედროა და არარეალურია სესხის გადახდა, წამლებისა და საკვების ყიდვა მისი ხელფასიდან. ოპერაციისთვის 9000 ლარის გადადება კი ფანტაზიაა.

„არ მინდა ჩემი შვილები დაობლდნენ“

— ალბათ საშინელებაა თქვენთვის ყოველ დილით გაღვიძება, რადგან იცით, რომ დახმარების გარეშე საწოლიდან ადგომასაც კი ვერ შეძლებთ?

სალომე: მინდა ჩემი შვილებისთვის საყრდენი ვიყო, მაგრამ ხანდახან ვგრძნობ, რომ მათი დედა კი არა, ტვირთი ვარ. არასოდეს მიფიქრია, რომ ასე უმწეო გავხდებოდი! ჩემ გამო ბავშვები სკოლაში მორიგეობით დადიან. ან ანასტასია  მორიგეობს ჩემ გვერდით, ან ანრი. რატომ დაისაჯნენ ასე? ისინი თანატოლებთან ერთად სასეირნოდაც კი არ გადიან. არც ხალისი აქვთ და არც ენერგია. მთელი დღე ჩემ გვერდით სხედან  და მეკითხებიან, როგორ ვარ… რა მტკივა, წყალი მინდა თუ ტუალეტში წასვლა. თქვენ როგორ იგრძნობდით თავს, როცა თქვენს შვილებს თქვენი მოვლა უწევთ ლაღი ბავშვობის წლებით ტკბობის ნაცვლად?

„ყველაფრის გაკეთება შემიძლია. სახლსაც დავალაგებ, სარეცხსაც გავრეცხავ და სადილსაც მოვამზადებ“

ანასტასია (10 წლის): დედა, გეყოფა! ჩვენ უკვე დიდები ვართ და ყველა შვილი ვალდებულია, დედაზე იზრუნოს. როცა დავიბადეთ, შენ ხომ გვივლიდი?!

— დიდი გოგოსავით ლაპარაკობ! მაგრამ იცი, ხანდახან უფროსებსაც კი არ ესმით ეს ჭეშმარიტება. არიან ადამიანები, რომლებიც ტოვებენ მშობლებს და მიდიან.

ანასტასია: არ მჯერა! ისე არ ხდება, რომ ვინმემ დედა დატოვოს. თუ დედას მიატოვებ, მერე როგორ შეძლებ ცხოვრებას? სადილის მომზადება და სახლის დალაგება კი ვისწავლე, მაგრამ პურის ცომს მაინც ვერ ვზელ. დედიკოსთვის მიმაქვს ფქვილი, ჯამი წყალი და ერთად ვაკეთებთ.

— რაზე ოცნებობ?

ანასტასია: ვოცნებობ, რომ დედა ჯანმრთელი იყოს, რომ აღარ იტიროს… რომ ყველაფერი მოურჩეს.

„არ მჯერა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მშობლები არ უყვართ და ტოვებენ მათ“

— შენთვის რა გინდა? იქნებ სათამაშოები ან ველოსიპედი?..

ანასტასია: არა! რას ამბობთ! რა სათამაშოები?! მე უკვე ძალიან დიდი ვარ სათამაშოებისთვის! მაგრამ არ ვიტყოდი უარს ტელეფონზე ან პლანშეტზე! თუმცა არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ოცნება. მამაჩემივით სამხედრო გავხდები და მერე ჩემით ვიყიდი ტელეფონს.

— ანასტასია, ნება მომეცი, დაგისვა „ზრდასრული“ კითხვები. როგორ გრძნობ თავს, როცა დედას ტირის?

ანასტასია: თუმცა დედაჩემი ამბობს, რომ არ ტირის, მაგრამ ვიცი, რომ ასე არ არის. მისი ტკივილის ატანა შეუძლებელია… მენატრება „ძველი დედა“, ჩვენი მხიარული სეირნობა პარკში და საღამოს საუბრები ძილის წინ. ახლა ყველაფერი ნაცრისფერი და სევდიანი ჩანს…

— რას ეტყოდი დედას ახლა, როგორ დაუჭერდი მხარს?

ანასტასია: დედიკო, მიყვარხარ! ვიცი, რომ მალე ძალიან კარგად იქნები — როგორც ადრე. ვიცი, რომ მაინც ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. ვოცნებობ, ჩემს ოთახში ვიწვე და იქიდან გამოგძახო: „დე… მომიტანე კომპოტი“ და შენც მომიტანო ისეთი გემრიელი, მხოლოდ შენ რომ შეგიძლია გაკეთება!

„ჩვენ რიგრიგობით დავდივართ სკოლაში, რომ დედა მარტო არ დარჩეს“

— უკვე მესმის, რა გაძლევთ ძალას და როგორ ინარჩუნებთ ბალანსს, როცა იცით, რომ ოპერაციების გარეშე შეიძლება დაკარგოთ არა მხოლოდ იმედი, არამედ სიცოცხლეც?

სალომე: ჩემი ძალა ჩემს შვილებშია. მათ ისე ვეჭიდები, როგორც იმედის ბოლო ძაფს. და მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ისინი ბედნიერები ვნახო.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ბედისწერა ხანდახან წერს დაუჯერებელ ისტორიებს, ისტორიებს, რომლებშიც ყოველი დილა ბრძოლაა და ყოველი ამოსუნთქვა იმის შეხსენებაა, თუ რამდენად მყიფეა ცხოვრება. ასეთ მომენტებში ოცნება ბედნიერებაზე ისეთი შორეული ჩანს, რომ დაჯრებაც კი ჭირს.

სალომესა და მისი შვილების ისტორია არა მხოლოდ ტკივილისა და ტანჯვის ისტორიაა, არამედ მომავლისადმი რწმენის ამბავია, მაშინაც კი, როცა ის ასეთი უიმედო ჩანს.

სალომესა და მის ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება. ოპერაცია არის ახალი ცხოვრების შანსი, ბედნიერებისა და სიხარულის დაბრუნების საშუალება. მას სჭირდება 9000 ლარი, რომელსაც ოჯახი ვერ აგროვებს. ერთად დავეხმაროთ მათ ამ რთულ გზაზე. თქვენი ყოველი მცირდი შემოწირულობაც კი გვაახლოებს ჩვენს მიზანთან —- სიცოცხლის გადარჩენა და ღიმილის დაბრუნება სალომესა და მისი შვილებისთვის. მოდი ეს ერთად გავაკეთოთ!

თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი მისამართზე: ზუგდიდი, ბადრი ბერანძის ქ., ბინა 10.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ხორავების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
26.05.2024
სამედიცინო მომსახურება
916.50₾
13.06.2024
ოპერაცია
9000.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გორაძე რომან
25.07.2024 00:00:00
₾20.00
გოლოძე ნიკა
25.07.2024 00:00:00
₾0.60
გოლოძე ნიკა
25.07.2024 00:00:00
₾1.70
ბუშელაშვილი გიორგი
25.07.2024 00:00:00
₾5.00
ბუქულაშვილი გიორგი
25.07.2024 00:00:00
₾10.00
ბულეიშვილი გიორგი
25.07.2024 00:00:00
₾100.00
ბლიაძე ალექსანდრე
25.07.2024 00:00:00
₾2.00
ბერიაშვილი მარიამ
25.07.2024 00:00:00
₾3.00
ბასიაშვილი გიორგი
25.07.2024 00:00:00
₾1.00
ბადრიძე გულნარა
25.07.2024 00:00:00
₾50.00
ასლამაზაშვილი მიხეილ
25.07.2024 00:00:00
₾5.00
ანდღულაძე ირაკლი
25.07.2024 00:00:00
₾5.00
ალიშანიძე ია
25.07.2024 00:00:00
₾2.00
ალადაშვილი ვლადიმერ
25.07.2024 00:00:00
₾10.00
ავალიანი თემურ
25.07.2024 00:00:00
₾2.00
გურული ნუგზარი
24.07.2024 00:00:00
₾1.00
გუგეშაშვილი ლუკა
24.07.2024 00:00:00
₾2.00
გოგუაძე გუგული
24.07.2024 00:00:00
₾10.00
გელაშვილი მარიამი
24.07.2024 00:00:00
₾10.00
გელაშვილი ლალი
24.07.2024 00:00:00
₾20.00

შემოწირული:

₾11,352.10

991 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾11,352.10

991 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება