რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
გაჭირვებულები
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
შემოწირულია
₾1,346.86
დონორი
86
მრავალშვილიანი ოჯახები
სოფიო, დედა (38 წლის): „ამჟამად ჩემი მეუღლე ციხეშია. ოჯახური ძალადობის გამო პოლიციაში ვუჩივლე. გამუდმებით მცემდა და მამცირებდა ბავშვების თვალწინ. ვერ ვიმუშავებ, რადგან არავინ მყავს, ბავშვები რომ დავუტოვო. ქირა რომ გადავიხადოთ, იძულებული ვარ, პროდუქტებზე გავაკეთო ეკონომია. ამჟამად ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჭერი ჰქონდეთ ჩემს პატარა ანგელოზებს და ქუჩაში არ დარჩნენ“. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა. მხარში ამოუდექით ოჯახს რთულ პერიოდში, აჩუქეთ მათ ახალი ცხოვრება, სადაც მეტი სიხარული, სინათლე, სიკეთე იქნება, ტკივილი და ტანჯვა კი – ნაკლები. თქვენზეა დამოკიდებული ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მომავალი!
₾2,930.31
151
ავადმყოფი ბავშვები
ეს ფოტო დრამატული ფილმის კადრი არ გეგონოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ჩვენს პატარა ქვეყანაში ხდება. 12 წლის მეგი ცხარე ცრემლებით ატირდა, როდესაც მის სახლში მისული ფონდის კორესპონდენტი დაინახა. ამ ცეროდენა გოგომ თავისი ოჯახის ისეთი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომ იფიქრებდით, ბავშვი ტრაგიკული ჟანრის ფილმს ყვებოდა. ვერაგმა სიკვდილმა გოგონას საყვარელი ძამიკო წაართვა დაბადებიდან მალევე. ახლა კი ცდილობს, რომ გარდაცვლილი ბიჭის ტყუპისცალი, სამი წლის ზუკაც წაიყვანოს. წყეული უფულობა კი სიკვდილს უფრო აქეზებს. ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს ფიფიების ოჯახში.
₾12,152.21
706
აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
₾7,518.25
441
მეგობრებო, ჩვენს ფონდს დახმარებისთვის მიმართა ოჯახმა, სადაც შვიდი მცირეწლოვანი იზრდება. პატარები ერთ ოთახში არიან შეყუჟული, სადაც წყალი ჩამოდის ჭერიდან. მათი ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, როგორ ახერხებს თავის გატანას ოჯახი, სადაც ორი მძიმედ დაავადებული ადამიანია – მამა და ქალიშვილი! ბარბარე განსაკუთრებული ბავშვია, 8 წლის არის და გონებრივად ჩამორჩენილია. გოგონა ადვილად ღიზიანდება – მუდივად თუ არ მიიღებს წამლებს, მთელი ღამე ვერ დაიძინებს. ესაჭიროება სახლში სწავლება, მაგრამ მის მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ სპეცმასწავლებელს თანხა გადაუხადონ. მამას თიაქარი აქვს და ხერხემლის ოპერაცია სჭირდება. მაგრამ შვილები რომ არ დატოვოს მშიერი, საავადმყოფოში წასვლის ნაცვლად, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, რადგან აკრძალული აქვს სიმძიმეების აწევა. დედა დამლაგებლად მუშაობს სოციალური პროგრამის ფარგლებში და უფროს ქალიშვილებს უტოვებს ორი წლის ტყუპებს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მშობლები იძულებული არიან, პროდუქტები ვალად აიღონ მაღაზიაში, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. თინათინმა ქორწინებამდეც იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლის ოჯახი ღარიბი იყო. მაგრამ ფინანსურ სირთულეებს არ შეუშინდა. მთავარი ხომ სიყვარული და ურთიერთგაგება არის!
₾4,806.13
332
ავადმყოფი ზრდასრულები
უჰაერობის ყოველი მორიგი შეტევის დროს, გელა სიცოცხლეს ემშვიდობება. ხომ შეიძლება ერთ დღესაც სასწრაფომ მისი გადარჩენა ვერ მოასწროს?! ის იხრჩობა, არც ჩასუნთქვა შეუძლია, არც ამოსუთქვა. ჟანგბადის კონცენტრატორი გელას გადარჩენის ერთადერთი გზა არის! მაგრამ კაცს მისი ყიდვის საშუალება არ გააჩნია. შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობის 30 ლარი წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნის და ამიტომ ყოველი შეტევის შემდეგ გელას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ასულიერებს. მეგობრებო, გელას ბავშვობიდან ერთი ბედნიერი დღეც კი არ ახსოვს. მეოთხე კლასში იყო, ავად რომ გაუხდა დედა და მას დააწვა მხრებზე ოჯახზე ზრუნვა. ძროხის წველა და საჭმლის მომზადება პატარა ბიჭს მოუწია. რთული გზა გამოიარა. მშვიდი სიბერე და ელემენტარული კომფორტი ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენ გარდა, მას ვერავინ დაეხმარება! ჩვენ შეგვიძლია, სიცოცხლის შანსი ვაჩუქოთ გელას!
₾2,656.71
177
მარტოხელა მოხუცები
78 წლის ლენა მუმლაძე ექვსი წელია ჟანგბადის აპარატზე არის მიერთებული, რომლის გათიშვა ერთი წუთითაც არ შეიძლება. ჩვენ ვესაუბრეთ ლენა მუმლაძეს შვილს მანანას.
₾619.00
79
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ლიზი ხინიკიძე – ჩვენი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ნამდვილი ბრილიანტია!
₾324.35
7
დავით კიპაროიძე ჯანმრთელი ბიჭი იყო. მშობლების სიამაყე და სიხარული! წარჩინებით სწავლობდა, ცეკვავდა, ფეხბურთზე დადიოდა და სტიქაროსანი იყო ტაძარში.
₾3,549.86
292
ექას მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს…
როგორ ფიქრობთ, რაზე ოცნებობენ ეს ბავშვები? ისინი ოცნებობენ, რომ სახლში საჭმელი ჰქონდეთ, რამეთუ კარგად იციან რა არის შიმშილი და მშიერ კუჭზე დაწოლა.
₾1,492.97
103
18 წლის ბექა ჩაჩანიძე მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ხშირად ემართება ასთმური შეტევა
₾1,106.44
95