მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!