რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
მარტოხელა მოხუცები
2017 წელს 64 წლის თინიკოს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს, შემდგომი გამოკვლევებისა და ანალიზებისთვის კი საბრალო ქალს ფული არ დაუტოვეს! სამაგიეროდ, სამშენებლო მასალა მისცეს, თავისი სახლის ნანგრევების ქვეშ ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. სახლის, რომელიც ისეთ საშინელ მდგომარეობაში არის, როგორიც ჩვენი მუშაობის პერიოდში არასდროს გვინახავს! გარდა ამისა, თვეში 50 ლარს აძლევენ საარსებოდ! საკუთარი თვალით შეხედეთ ამ ჩამოშლილ ქოხს, რომელსაც საძირკველი აქვს დამპალი. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ბებია, რომელსაც ამ სახლის რემონტის დასრულება დააწვა მხრებზე! რა მზრუნველობაა! ღმერთო, ღმერთო, მკაცრად ნუ განსჯი მათ, ვისაც შენი არ სწამს! კეთილო ადამიანებო, ბოლომდე წაიკითხეთ პოსტი და ეს ტრაგედია გულით შეიგრძენით!
შემოწირულია
₾1,470.33
დონორი
80
ავადმყოფი ბავშვები
ბავშვი თვე-ნახევრის იყო, როდესაც გულზე ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა და, ექიმების აზრით, შესაძლოა ბავშვს მეორე, გაცილებით რთული ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა ამისთვის ჯერ გამოკვლევებია საჭირო. მარტოხელა საბრალო დედას კი ექიმთან მისაყვანი ფული არ აქვს. ახლა რასაც გეტყვით ძვირფასო მკითხველო, ეს ნამდვილი საშინელებაა და ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ თქვენც უნდა იცოდეთ. ტყუპ ძმებს მხოლოდ ერთი საწოვარა აქვთ და, როცა ერთდროულად ტირიან, მონაცვლეობით აძლევს დედა საწოვარას. ღმერთო, ამის წარმოდგენამაც კი შესაძლოა, ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.
₾5,913.37
364
ელენე, 7 წლის დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა. რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება ოპერაციის ღირებულება: 15 000$ დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!
₾9,726.36
655
ავადმყოფი ზრდასრულები
შეხედეთ ამ ფოტოს! წამიერად გაიფიქრებთ, რომ ვინმემ სამარე გახსნა და დიდი ხნის მიცვალებულს ფოტო გადაუღო. 43 წლის ინდირა ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავს. ახალგაზრდა ქალს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. 2 წლის წინ, როცა მე-3 ბავშვზე იყო ორსულად, ცხვირ-ხახის სიმსივნე დაუდგინეს. თვე-ნახევრის განმავლობაში 15 ოპერაცია ჩაუტარდა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. ივნისიდან კი რეანიმაციაში წევს უგონო მდგომარეობაში.
₾9,258.89
531
მრავალშვილიანი ოჯახები
ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….
₾2,439.76
97
ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.
₾964.29
61
გიორგი რუნოვი კიევში ცხოვრობს. შვებულებაზე მშობლებთან ჩამოვიდა საქართველოში და ეს სტუმრობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
₾305.00
26
სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო,ოჯახის დახმარების და დედის მკურნალობისთვის დამატებითი სახსრების შოვნის მიზნით მან მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.
₾680.00
49
შინ მოვლა
ნაწოლები, ღია ჭრილობებია, რომლებიც ადამიანს ცოცხლად ჭამს. ერთადერთი გზა, მწოლიარე ადამიანი ამ სატანჯველს რომ ავარიდოთ, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბია.
₾120.00
11
ერთ საბედისწერო დღეს, მან დაკარგა გონება და მეოთხე სართულის აივნიდან გადავარდა. ღმერთის წყალობით გადარჩა! თუმცა, უკვე 13 წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული
₾332.00
31
80 წლის ნუნუ ასლამაზოვი ხანდაზმულობის წლებს უმძიმეს სიღარიბეში ატარებს, ნახევრად ბნელ სარდაფში, ელემენტარული ადამიანური პირობების გარეშე.
₾390.00
12
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ბევრი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წელს სკოლაში წავა ძველმანებში, დახეული ფეხსაცმლით, ჩანთისა და ელემენტარული სასკოლო ნივთების გარეშე
₾1,098.94
10