რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბევრი ბავშვი წელს სკოლაში ვერ წავა

calendar აგვისტო 15, 2017

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ბევრი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წელს სკოლაში წავა ძველმანებში, დახეული ფეხსაცმლით, ჩანთისა და ელემენტარული სასკოლო ნივთების გარეშე

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
უკან მოხედვას ვერ მოვასწრებთ ისე ჩაივლის აგვისტო და სექტემბერიც შემოაღებს კარებს, დაიწყება ახალი სასწავლო წელი. 
სწორედ ახლაა იმის დრო, რომ დავიწყოთ ბავშვის სკოლისთვის მომზადება, დროულად შევიძინოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. 
ყოველი ბავშვი ოცნებობს სკოლაში ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი წავიდეს, ახალი ჩანთით და ახალი სასკოლო ნივთებით და მშობლებიც მზად არიან ყველაფერი გაიღონ, რათა გაახარონ თავიანთი პატარები. 
მაგრამ დღესდღეობით ბავშვის სკოლაში წასასვლელად მომზადება არც ისე იოლი საქმეა. განსაკუთრებით ამ მხრივ უჭირთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია და მხოლოდ საკვებზე თუ ჰყოფნით, ისიც ყოველთვის არა. 
  სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წელს სკოლაში წავა ძველმანებში, დახეული ფეხსაცმლით, ჩანთისა და ელემენტარული სასკოლო ნივთების გარეშე. 
ისეთებიც იქნებიან, ვინც საერთოდ ვერ მოახერხებს სკოლაში წასვლას. მათ მშობლებს არა აქვთ საშუალება უყიდონ შვილებს სასკოლო ტანსაცმელი, სახელმძღვანელოები, ზურგჩანთა, რვეულები… 
ამ ბავშვების მშობლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორ უნდა მოამზადოს სკოლისთვის მარტოხელა დედამ შვილი, როცა სოციალური შემწეობა პურზე ძლივს ჰყოფნის?..და ოჯახები, სადაც მშობლები შრომის უუნარონი არიან? თუ ასეთები არ არსებობენ?
სამხუხაროდ, არსებობენ და მათი რიცხვი არც ისე ცოტაა. 
ჩერნოვეცკის ფონდი მოგმართავთ თქვენ, ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს, ვისთვისაც არ არის სულერთი უმწეო ოჯახების ბედი, გულთან ახლოს მიიტანოთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა. იქნებ შემოგრჩათ კიდევ  კარგ მდგომარეობაში მყოფი თქვენი შვილის შარშანდელი ზურგჩანთა, ან გაქვთ ტანსაცმელი, რომელიც მისთვის უკვე ზომით პატარაა… ან იქნებ მშობლის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს თუნდაც ერთ რვეულს უყიდით?! გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება სხვისი გასაჭირის მიმართ! 
წინასწარ გიხდით მადლობას გამოჩენილი თანადგომისა და დახმარებისთვის. 
მეგობრებო, მოდით ღირსეულად გავუშვათ ბავშვები სკოლაში, მივცეთ მათ ნორმალური სწავლის შანსი, რათა გახდნენ განათლებული და საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანები. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რამეთუ ყველა ბავშვი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა! 
თუ ამ მიზნისთვის გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასკოლო ნივთები) ან გადაიხადოთ პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთოვთ დარეკოთ ტელეფონებზე:
 032 219 33 21 
+995 977 40 45

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2018 თებ 08
სასკოლო ნივთები
319.06₾
2018 თებ 08
სასკოლო ნივთები
327.08₾
2018 თებ 08
სასკოლო ნივთები
451.80₾

სულ ხარჯები:

1097.94₾

დატოვა:

1.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
08.02.2018 11:54:13
₾10.00
მაია მადუაშვილი
29.09.2017 19:51:44
₾10.00
კეთილი გული
12.09.2017 11:04:42
₾20.00
კეთილი გული
09.09.2017 14:07:59
₾50.00
გიორგი გუგენიშვილი
28.08.2017 20:00:00
₾230.00
მარინე კახაძე
24.08.2017 20:00:00
₾450.00
ცირა კირვალიძე
19.08.2017 20:00:00
₾100.00
კეთილი გული
16.08.2017 06:09:36
₾1.00
ნიკოლოზ წირღვავა
15.08.2017 17:03:36
₾5.00
fof ariadna
13.04.2017 20:00:00
₾222.94

შემოწირულია:

₾1,098.94

10 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,098.94

10 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება