რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

მთლიანად დაიწვა სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა. ზამთარი ახლოვდება, ბავშვებს კი საწოლებიც კი არა აქვთ, იატაკზე წვანან. მაღალმთიან სოფელში დიდთოვლობის დროს მათ საშინელ ყინვაში მოუწევთ ბანაობა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! პატარა ანგელოზებს თქვენი იმედი აქვთ, კეთილო ადამიანებო!

ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ…. 

შემოწირულია

₾531.00

დონორი

42

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!

გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!

შემოწირულია

₾1,480.40

დონორი

101

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირულია

₾1,505.63

დონორი

92

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

SOS! SOS! SOS! ოჯახი რვა ბავშვით ქუჩაში დარჩა მას შემდეგ, რაც მათი სახლის სახურავი ჩამოინგრა. მათ არსად აქვთ წასასვლელი და თანაც მძიმედ დაავადებული გოგონასა და ვაჟის მკურნალობისთვის სჭირდებათ ფული!

ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს. 

შემოწირულია

₾6,403.51

დონორი

357

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება!

მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!

შემოწირულია

₾7,697.96

დონორი

440

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!

ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ, ავარიულ სახლში აღმოჩნდებოდა შანხაის დასახლებაში, თბილისთან ახლოს. შვიდი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი ჯერ 4 თვისაც არ არის, ცხოვრობს ვირთხებით სავსე ოთახში, ჩამოვარდნილი ჭერით, სადაც ბუზები და შხამიანი ბზიკები დაფრინავენ, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წამს უკბინონ საბრალო პატარებს. ექვს ბავშვს ძველ საწოლზე დედასთან ერთად სძინავს, ჩვილი ჟაკი კი კალათაში წევს, რომელიც მას აკვნის მაგივრობას უწევს. სახლში არც აბაზანაა და არც საპირფარეშო.

შემოწირულია

₾3,706.49

დონორი

284

მინდა დავეხმარო
1 3

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია…

გულსაკლავად კითხულობს 5 წლის ანანო და დედას კალთაზე ექაჩება. „მეც, მეც მინდა ჭამა! დედა, პური მაინც თუ გვაქვს?“ – კვერს უკრავს უმცროსი ძამიკო, შოთიკო (3 წლის). „მოითმინე, ჩემო სიხარულო, იქნებ მეზობელმა მოგვიტანოს რამე“, – ალერსიანად პასუხობს დედა, გვანცა (29 წლის) და ბავშვებს თავზე ეფერება. „მაცივარი სულ მოცარიელებულია, მათ ვერაფრით ვაწყნარებ, ისევ მეზობლებისთვის მომიწევს თხოვნა, – ჩვენკენ ტრიალდება და თითქოს თავს იმართლებსო, სევდიანად გვიხსნის ახალგაზრდა ქალი. ზურგი ვაქციე, ცრემლები და დაბნეულობა რომ დამემალა.
„ღმერთო, ნებისმიერ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ჩემი შვილების შიმშილს არ ვხედავდე! – მწარედ ტირის საბრალო, ახალგაზრდა ქალი. – ადრე, თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი ვერც სამსახურს იშოვი, არც ტრანსპორტი მუშაობს… ზოგჯერ, დღე ისე გადის, ბავშვები ცარიელ ჩაისა და პურზე არიან!“

შემოწირულია

₾4,625.00

დონორი

306

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ამ საშინელ სახლში დღესასწაული არასდროს დადგება!

მათ შობის დღესასწაულზეც ეშიებათ და შესცივდებათ; ხოლო როდესაც მეზობელი სახლებიდან შემწვარი გოჭის და ახლად გამომცხვარი ფუნთუშეულის გემრიელი სუნი გამოვა, ისინი ხელში პურს დაიჭერენ, თვალებს დახუჭავენ და წარმოიდგენენ, რაოდენ გემრიელია ეს ყველაფერი… ისინი ამას შეჩვეულები არიან. ისინი ყოველთვის ასე იქცევიან.
შიმშილის ატანაც შეიძლება და სიცივის გადატანაც… მაგრამ მერე რა იქნება? ვინ იქნებიან ბავშვები, როდესაც გაიზრდებიან? ვინ გახდებიან ისინი, თუ მათ ბავშვობა არ ჰქონიათ?

შემოწირულია

₾1,604.11

დონორი

140

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ბავშვები აშიმშილო და შეშა იყიდო თუ სითბოში ამყოფო, მაგრამ მშივრები?

ბავშვებს შორის ყველაზე მკვირცხლი, ხუთი წლის ელენე ხელზე მწვდა სიტყვებით: „საიდუმლოს შენახვა შეგიძლია? მე ფიფქია გავხდები და ჩემს ძმებს ბევრზე-ბევრ ტკბილეულს და სათამაშოს ვაჩუქებ და კიდევ, შენც გაგიმასპინძლდები და დედ-მამასაც.“
გარშემო რომ მიმოვიხედეთ, ყველაფერს უსიტყვოდ მივხვდით: ამ სახლში არასდროს ყოფილა არც სათამაშოები, არც ტკბილეული, არც ჩვეულებრივი საჭმელი. ეს არის თამაზაშვილების ძალიან ღარიბი, ქართული ოჯახი, რომელიც, სამაგიეროდ, ბავშვებით არის მდიდარი: დანიელი (2 წლის), ანდრეა (4 წლის), ელენე (5 წლის), ალექსი (8 წლის) და გიორგი (10 წლის).
„დეიდა, არ იცი, თოვლის ბაბუა ჩვენთან რატომ არ მოდის? ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ის მაინც არ მოდის…“ – კითხულობს ლამის ატირებული ალექსი.

შემოწირულია

₾4,002.36

დონორი

251

პროექტი დასრულდა
79 - 84 of 221 items
1 12 13 14 15 16 37