რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
2 წლის ბავშვის ხმამაღალმა ტირილმა ოჯახი ხანძრის დროს მტანჯველ სიკვდილს გადაარჩინა!
„დიდება შენდა, ღმერთო, – მოთქვამს მრავალშვილიანი დედა, ინეზა, – რომ ჩემს მარიამს ხელი შეახე და გააღვიძე. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია… საშინელ სიკვდილს, – ცოცხლად დაწვას, – მხოლოდ ერთი-ორი წუთი გვაშორებდა და უცებ… ჩემი გოგონას ხმამაღალი ტირილი სახანძრო საყვირივით გაისმა! ისედაც ღარიბები ვართ, ახლა კი… ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ნაცრის გროვად და ნანგრევებად იქცა!“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„დედიკო, როდესაც ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა, წყალი რატომ არ დაასხით და რატომ არ ჩააქრეთ?“ – გულუბრყვილო ცნობისმოყვარეობით კითხულობს 4 წლის ალექსი, რომელმაც ზღაპარში ნანახი სურათებიდან იცის, რა სახალისოა, როდესაც სათლებით დარბიან და ხანძარს აქრობენ.
ბავშვს და მის 2 წლის დაიკოს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ისინი მალე ტანშიშველ-ფეხშიშვლები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან და საერთოდ ყველაფერს დაკარგავენ…
კორესპონდენტი: შევდივარ და ვხედავ – ოთახი 3х4-ზე; პატარა გოგონა, რომელიც ანგელოზს ჰგავს, საწოლზე ზის, პატარა ხელზე თითებს კეცავს და ითვლის: „ეს – ანა, ეს – მარიამი, თალიკო, ნაირა… კიდევ ბევრია… აი, ამდენი…“
„ყველაფერი უფლის ნებაა! ყოველ ჯერზე, როდესაც გულში სევდა და სასოწარკვეთილება მეპარება, ვიხსენებ, რომ კინაღამ დავიწვით! გესმით? მე და ჩემს გოგონას საშინელ წამებაში ამოგვხდებოდა სული! უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ, რომ გადაგვარჩინა.
– ინეზა, ეს ყველაფერი როგორ მოხდა? სად იყავით? როგორ გადარჩით?
ინეზა:როგორც ამბობენ, ყველაფერი უფლის ნებაა! რომ არა უბრალო შემთხვევითობა, მე და მარიამი ცოცხლები აღარ ვიქნებოდით; ფერფლად ვიქცეოდით, როგორც მისი საყვარელი თოჯინები. 19 დეკემბერს ჩემი ქმარი, უფროს შვილებთან ერთად, მშობლების მოსანახულებლად წავიდა სოფელში, რადგან მამამისი ცუდად გახდა. მე და მარიამი მარტო დავრჩით სახლში. ციოდა, გასათბობად არაფერი გვქონდა. შეშა მეორე დღეს უნდა მოეტანათ. შვილი დასაძინებლად ადრე დავაწვინე და მეც დაწოლას ვაპირებდი, როდესაც მარიამის ნათლიამ დარეკა, რომელიც ჩვენ მახლობლად ცხოვრობს და მასთან მისვლა მთხოვა. ვუთხარი, რომ ბავშვს უკვე ეძინა, ამიტომ ხვალ მივიდოდით… და ამ დროს მარის რომ არ გაეღვიძა, „ხვალ“ აღარც დაგვიდგებოდა!
– როგორც ფილმში!..შემდეგ რა მოხდა?
ინეზა:მარიმ გაიღვიძა და სტუმრად წასვლა ითხოვა; თქვა, რომ ძმების გარეშე მოწყენილი იყო. ჩავიცვით და წავედით. 20 წუთიც არ იყო გასული, რომ ტელეფონის ხმა გაისმა. მეზობელი რეკავდა და ყურმილში ყვიროდა. ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. შემდეგი კი მომესმა სიტყვები: „შენი სახლი იწვის!“ მარიამით ხელში ცეცხლმოკიდებულ სახლს მივაშურე, რომელიც კოცონივით იწვოდა; ცეცხლის ენები ცამდე ატანდა. ბავშვით ხელში გახევებული ვიდექი, შემდეგ მუხლებზე დავეცი და მხოლოდ ერთადერთს ვიმეორებდი: „მადლობა, ღმერთო, რომ ახლა იქ არ ვართ!“
– მთავარია ცოცხლები ხართ… ამ ოთახში როგორ აღმოჩნდით?
ინეზა:ხანძრის შემდეგ, ფაქტობრივად ტანშიშველ-ფეხშიშვლები, ყინვაში დავდიოდი და საცხოვრებლად ბინას ვეძებდით. ბევრმა უარი გვითხრა. სახსრების გარეშე, სამ ბავშვთან ერთად – ასეთებისთვის ბინის ქირით მიცემა არ ისურვეს… მხოლოდ გვიან საღამოს, როდესაც მარიამი სიცივისგან სულ მთლად გაითოშა და გალურჯებამდე ტიროდა, შეგვიშვეს… ჩვენმა მასპინძელმა ახლობლებივით მიგვიღო. გაყინული ბავშვები რომ დაინახა, თავისი საბნები მოგვცა, ღუმელი მოიტანა, ჩაი დაგვალევინა… მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ! ისინი, როგორც ანგელოზები, სწორედ მაშინ ჩნდებიან, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს. ჰოდა, აქ გავჩერდით. აქ ძალიან სივიწროვეა, მაგრამ ჩივილი ცოდვაა. ჩვენ ახლა მეტი არც გვჭირდება. ჩვენ არაფერი გვაქვს; არც ტანსაცმელი, არც ჭურჭელი. ა-რა-ფე-რი!
– და რაზე ცხოვრობთ?
ინეზა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 360 ლარს ვიღებთ, აქედან 200 ლარს კი ოთახში ვიხდით. 160 ლარად ბავშვები უნდა გამოვკვებო. ვიცი, რომ დღეში 5 ლარზე მეტის დახარჯვის უფლება არ მაქვს. 5 კაცზე დღეში 5 ლარი; მაგრამ ჯერჯერობით, შიმშილით არ მოვმკვდარვართ.
სოციალური სასადილოს საკვები ძალიან გვეხმარება. თუ ქათამს გვაძლევენ, დღესასწაული გვაქვს! შეგვიძლია მეფური სუფრა გავაწყოთ!
– ასეთ მდგომარეობაში სულიერი სიმხნევის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?
ინეზა: ბავშვებს შეხედეთ! თამაშობენ, მაგრამ ცალი ყური აქეთ აქვთ. ხმაში ოდნავი განგაშიც რომ შემატყონ, ჭკუიდან გადავლენ. ზოგჯერ ხდება, რომ წამიერად ყურადღებას ვადუნებ და ცრემლები თავისთავად მოდიან. „დე, ნუთუ ყველაფერი ასე ცუდად გვაქვს? დე, ვერ გავძლებთ?“ – მეკითხებიან ბავშვები. უფლება არ მაქვს ვუთხრა, რომ კი, ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი დროებითია და თავს გავართმევთ! რომ ყველაფერი კარგად იქნება!
– ინეზა, თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
ინეზა:პანდემიამდე ის საცხობში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ საცხობი დახურეს. უმუშევარი ბევრი დარჩა. მერე ეს ხანძარი მოხდა… სამსახურს ვერ შოულობს; მაგრამ ეგეც იქნება. ახლა ჩვენ ძალიან, ძალიან გვიჭირს. ახლა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ჩვენ არაფერი გვაქვს, არც საწოლი, არც ტექნიკა, არც ჭურჭელი, არც ტანსაცმელი, არაფერი!
– ამ ტრაგედიამდე როგორ ცხოვრობდით?
ინეზა:როგორც ზღაპარში! ოჯახი სიყვარულით შევქმენით; 13 წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე,მაღაზიაში ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევეჯახეთ. აღმოჩნდა, რომ უშანგი ჩემი ნათესავის მეზობელი იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა; გაცნობიდან თვენახევარში დაქორწინება გადავწყვიტეთ და ეს ყველაზე სწორი არჩევანი იყო, რაც კი ცხოვრებაში გაგვიკეთებია. ჩვენი შვილები ამის დასტურია.
– დიახ, მართალი ხართ. თქვენ უბრალოდ არაჩვეულებრივი, მშვენიერი ბავშვები გყავთ, პატარა მარიამი კი ნამდვილ ანგელოზს ჰგავს!
ინეზა: ის მართლაც ჩვენი ანგელოზია! უფალმა ჩვენი ლოცვები შეისმინა და გოგონა გვაჩუქა!
– მოდით, ახლა მათ უკეთ გავეცნოთ! ვისგან დავიწყოთ?
მიშიკო (12 წლის): უფროსი მე ვარ, ამიტომ მე დავიწყებ. იცით, ხანდახან პატარები ისე იქცევიან… ზოგჯერ ყვირიან, ხმამაღლა საუბრობენ, ღრიალებენ. ვეუბნები, რომ დედას უნდა დავუჯეროთ, რომ ის ცოდოა…
– უყურე შენ! როგორც დიდი ადამიანი, ისე მსჯელობ!
მიშიკო:დიდი ვარ. მინდა სამსახური ვიშოვო, რომ ყოველდღიური ფული მქონდეს და დედას დავეხმარო.
ავთანდილი (4 წლის):არაფერიც, მე დამჯერი ბიჭი ვარ! და ჩვენ სახლი დაგვეწვა!
– დიახ, ვიცი. ყველაზე მეტად რა გაკლია?
ავთანდილი:ო-ო-ო, იქ იმდენი „ბახ-ბუხები“ მქონდა… აი, ამდენი! და ჩემი საწოლი მქონდა! და ტელევიზორიც გვქონდა.
– ყველაზე მეტად რა გინდა: ტელევიზორი თუ „ბახ-ბუხები“?
ავთანდილი:ტელევიზორი! მისი ყურება ყველას შეუძლია! იქ მულტფილმებიც არის! და „ბახ-ბუხებიც“ მინდა. თუნდაც ერთი… ან სამი!
– მარიამს რა უნდა?
მარიამი (2 წლის):ანა, მარიამი, თალიკო, ნაირა… და „ჩიჩია“. (ასე ეძახის ის ხორცს.)
– ინეზა, ყველაზე მეტად რა გაკლიათ?
ინეზა:მარიამივით ჩამოვთვლი… მაგრამ შეუძლებელია. ჩვენ არაფერი გვაქვს. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. არ გვაქვს მაცივარი და სარეცხი მანქანა, ტელევიზორი… მიშიკოსთვის – კომპიუტერი. არ გვაქვს ტანსაცმელი, ჭურჭელი, ავეჯი… მოდით, აქ დავასრულოთ, უხერხულია.
***
ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს!ნუ იტყვით, რომ ცუდად ხართ. თქვენ არ იცით, რა არის ცუდად ყოფნა. ნუ იტყვით, რომ ყველაფერი დაკარგულია! თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა! ნუ იტყვით, რომ მდგომარეობა გამოუვალია – გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია მისი პოვნა მოინდომოთ!
ეს ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ისინი უფალს გამუდმებით მადლობას უხდიან იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გააჩნიათ! და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, მათ გვერდით ღვთის დესპანები აღმოჩნდებიან თქვენი სახით! დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი ამ ოჯახს თქვენი ხელებით დაეხმარება!
ოჯახი მადლობელი იქნება ნებისმიერი დახმარებისთვის: სურსათით, საბავშვო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ძირითადი ავეჯითა და ჭურჭლით.
დოლიძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, ლომონოსოვის ქუჩა №20.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:დოლიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, დოლიძეების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
ვცდილობთ ცხოვრება თავიდან დავიწყოთ და ფენიქსივით, ხელახლა ვიბადებით ფერფლიდან!
კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!
რადგან ახლა ნამდვილი სასწაულის, ჭეშმარიტი სიყვარულის და იმედის ამბავს მოგიყვებით.
ისინი, ღვთის განგებით, უვნებლად გადარჩნენ და ყველა ნივთთან და სახლთან ერთად არ დაიწვნენ. ცეცხლმა ყველაფერი ღირებული შთანთქა, თუმცა უფალმა ყველაზე ფასდაუდებელი, – მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სამი პატარა ბავშვი და მათი მშობლები სიცივეში, ქუჩაში, თბილი ტანსაცმლის გარეშე დარჩნენ.
აი, მათი ამბავიც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/698-dolidze
გახსოვთ პატარა მარიამი, რომელმაც უსაყვარლესი ხმით ჩამოგვითვალა თავისი დამწვარი თოჯინების სახელები და კითხვაზე, რა უნდოდა ყველაზე მეტად, გვიპასუხა: „დოდონა“? (ასე ეძახდა თოჯინას.) აუცილებლად უყურეთ, ეს ვიდეო გულს გაგითბობთ! ფონდის თანამშრომლები მას ყოველდღე ვუყურებთ.
ახლა კი მოემზადეთ! თქვენ ახლა წაიკითხავთ ამბავს სიკეთეზე, რომელიც ამ სასტიკ სამყაროში ძალიან გვაკლია და მიხვდებით, რომ ქართველები ამქვეყნად ყველაზე კეთილი ადამიანები არიან და სიხარული მათაც კი შეიძლება ესტუმროს, ვისაც მისი არ სჯერა.
ეს სწორედ ის მარიამია, რომელსაც ფონდში დოდონას ვეძახით
– ინეზა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ინეზა: მარტო ჩვენი სახლი კი არ დაიწვა, თვალის დახამხამებაში თავშესაფრის გარეშე დავრჩით. მრავალი წლის განმავლობაში ნაგროვები ქონება და საუკეთესო მოგონებები იქ დავტოვეთ. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ჩემი ოცნებებიც ფერფლად იქცა… სად უნდა წავსულიყავით ფაქტობრივად შიშველ, სამ პატარა ბავშვთან ერთად? თქვენ მოგმართეთ და თქვენ, ათობით და ასობით მზრუნველ ადამიანთან ერთად, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენი სიცარიელე შეავსეთ თქვენი არსებობით და დახმარებით.
აი, შეხედეთ, ჩვენი საცოდავი ოთახი ბევრად მყუდრო გახდა! ახლა ბავშვებს ახალ, განიერ საწოლებზე სძინავთ, მე კი საღამოებს ამ ლამაზ დივანზე ვატარებ და ტელევიზორს ვუყურებ. ბავშვები მასზე ისე ოცნებობდნენ! ხომ იცით, ძალიან გვიჭირს: ხუთ კაცზე დღეში ხუთი ლარი გვაქვს… აი, ასე ვცხოვრობთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამიტომ ღუმელზე, უთოზე და მაცივარზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო; მაგრამ თქვენ ეს ოცნება რეალობად აქციეთ! ყველაფრისთვის მადლობელი ვარ: სურსათისთვის, წამლებისთვის… ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება და უფალს მადლობას ვწირავ, რომ ეს კეთილი ხალხი გამომიგზავნა!
„სიცილი თუ გინდა, შეგიძლია მულტფილმები ჩართო. მე თვითონაც შემიძლია.“
– ინეზა, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება შევძელით! გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
ინეზა: არ შემიძლია თამარის და მისი ოთხი თანამშრომლის შესახებ არ მოგიყვეთ: გვესტუმრნენ და სურსათით, საყოფაცხოვრებო ქიმიით და ჰიგიენური საშუალებებით სავსე უზარმაზარი ჩანთები მოგვიტანეს. სრულიად უცხო ადამიანებმა, ამ გაგანია პანდემიის დროს, ჩვენს დასახმარებლად საკმაოდ დიდი თანხა შეაგროვეს! ჩემს შვილებს ამდენი საჭმელი დიდი ხანია არ უნახავთ… და ნეტა იცოდეთ, ვიღაცის მზრუნველობა როგორ გვაკლდა! ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ყველა კეთილი და მზრუნველი ადამიანი! სანამ ისინი არსებობენ, იმედიც ყოველთვის იქნება!
„ერთი გემრიელობა მე, ერთი – შენ და დედიკოსაც დარჩება.“
– ინეზა, თქვენს ამბავს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?
ინეზა: სამწუხაროდ, არა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ და სოციალური სასადილოც ძალიან გვეხმარება, მაგრამ იმდენი ხარჯი გვაქვს… მარტო ამ ოთახში 200 ლარს ვიხდით, დანარჩენი თანხის გადანაწილება კი მთელ თვეზე გვიწევს. არადა, ხომ იცით, სამი პატარა ბავშვით როგორია, რამდენი საზრუნავი და გაუთვალისწინებელი ხარჯია… როგორღაც გაგვაქვს თავი…
„ნახე, კოსმოსურ ხომალდს ჰგავს! ვჟ-ჟ-ჟ, გავფრინდი-ი-ით!“
– ინეზა, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?
ინეზა: იცით, რომ არა კეთილი ხალხი, რომლებმაც გულმოწყალება ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს გამოიჩინეს და დაგვეხმარნენ, დღემდე ალბათ ვერ მოვატანდით. საუბარი მაქვს იმ მომენტებზე, როცა ერთი კაპიკიც კი არ გვქონდა, არც დასაძინებელი ადგილი გვქონდა, ბავშვებს არ ჰქონდათ საჭმელი და ტანსაცმელი… ხომ წარმოგიდგენიათ, რის გადატანა მოგვიწია? თქვენი ფონდის შესახებ ბევრი მსმენია და ვიცი, როგორ ეხმარებით გაჭირვებულებს, ამიტომ დიდი იმედი მქონდა, რომ არც ჩვენი ამბავი დატოვებდა თქვენს მკითხველებს გულგრილს და გამოგვეხმაურებოდნენ.
მაშინ მხოლოდ ტანსაცმელზე და ჭურჭელზე ვფიქრობდი; იმაზე, რომ ბავშვების ცხოვრება ოდნავ მაინც გამეუმჯობესებინა და ელემენტარული ნივთები მაინც გვქონოდა. მაცივარზე და ღუმელზე უბრალოდ ხმამაღლა ვოცნებობდი. რას წარმოვიდგენდი, რომ თითქმის მთელი ქვეყანა, თითოეული ადამიანი შეძლებისდაგვარად გადმორიცხავდა თანხას ფონდში, რომ ჩემთვის ყველა საჭირო ნივთი ეჩუქებინათ? ჩვენ აღარაფერი გვქონდა და აღარ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ ახლა, თქვენი წყალობით, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. მაპატიეთ ამ ცრემლებისთვის. ეს იმ სიხარულის ცრემლებია, რომელსაც თქვენი მზრუნველობით და სიყვარულით გვჩუქნით.
„აქ ჩემი „დოდონაც“ კი მოთავსდება!“
– ჩვენ კი ის გვიხარია, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც სხვისი ტკივილი გულთან ახლოს მიაქვთ და უფლის სწამთ! ინეზა, მინდა თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. მიშიკო, აბა, როგორი განწყობა გაქვს? ემზადები სასწავლო წლის დასაწყებად?
მიშიკო (12 წლის): დიდი მადლობა, ბევრად უკეთეს განწყობაზე ვარ. ხომ ხედავთ, სახლი ისეთი ცარიელი აღარაა, როგორც ადრე და ახალ საწოლზე ნორმალურად დაძინება მაინც შემიძლია… და რაც მთავარია, – დედაც და მამაც კარგ ხასიათზე არიან. სკოლაც მალე დაიწყება. მეგობრები ძალიან მენატრებიან და იმედი მაქვს, რომ დისტანციური სწავლება აღარ იქნება, თორემ არც მობილური მაქვს და არც ნოუთბუქი.
ახალ საწოლზე ძილი და ზოგჯერ ხტუნაობა ძალიან კომფორტულია
და თამაშიც!
ახალ საწოლზე ვიხტუნავეთ, ახლა კი ერთმანეთს ჩავეხუტებით და დივანზე დავისვენებთ!
ავთანდილი (4 წლის): ნოუთბუქი არ მინდა! ბევრი სათამაშო მინდა და ბევრი შოკოლადი ჩემთვის და მარიამისთვის!
– ავთო, გპირდები, ბევრ ტკბილეულს მოგიტანთ! ინეზა, ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ. გვითხარით, კიდევ რით შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ინეზა: ჩემო კარგებო, თქვენთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ. კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ… მიშიკომ ჩვენი მთავარი პრობლემა გააჟღერა: დისტანციური სწავლების შემთხვევაში ბავშვი სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. იქნებ ვინმეს ძველი ნოუთბუქი ან მობილური ჰქონდეს? მე კი სარეცხი მანქანა მჭირდება, თორემ ხუთი კაცის ტანსაცმლის ყოველდღე ხელით რეცხვა არც ისე ადვილია, თან გაყინულ წყალში… როგორც გითხარით, ცხოვრებას თავიდან ვიწყებთ. რასაც წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვაგროვებდით, ყველაფერი ერთიანად დაიწვა, ამიტომ ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, სათამაშოები ბავშვებისთვის და რასაც თქვენს ბინაში ხედავთ – ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაქვს და ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობლები ვიქნებით! ღმერთმა დაგლოცოთ თქვენც და თქვენს ოჯახებიც! უფალი გფარავდეთ, ჩემო კარგებო!
***
მეგობრებო, ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: მათი სახლი დაიწვა, თვითონ კი სასწაულებრივად გადარჩნენ! ოჯახს, რომელშიც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, თავი ძლივს გააქვს. ისინი სოციალურ დახმარებაზე ცდილობენ გადარჩენას, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოდი კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ამ გაჭირვებულ ხალხს აუცილებლად დავეხმაროთ! ინეზამ სარეცხი მანქანა გვთხოვა, უფროს ბიჭს სწავლისთვის მობილური ტელეფონი ან ნოუთბუქი სჭირდება, პატარებს კი ტანსაცმელი და სათამაშოები. ერთად ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, რომ მათ ახალი ცხოვრების დაწყებაში დავეხმაროთ!
და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დოლიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/698-dolidze
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე:
0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარსულზე და ვუახლოვდებით უფალს.
სულ ხარჯები:
4186.29₾დატოვა:
0₾