რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
„იცით, ყველაზე ბედნიერი ვიქნები ზეცაში, თუ ჩემი რჩევები რამდენიმე ქალის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს საქართველოში! კიბო ხომ, ვერაგულად იპარება ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მაშინ გვირტყამს, როდესაც მკურნალობა უკვე გვიანი არის!”
შემოწირულია
₾11,143.06
დონორი
845
მარტოხელა მოხუცები
ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.
₾3,642.41
313
ავადმყოფი ბავშვები
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, აი, ასე ბედნიერად დასრულდა ამ ანგელოზი გოგონას საშინელი ტანჯვა. ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებში არაა. რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ რეალურ ცხოვრებაში საჭირო არაა პრინცი ან პრინცესა იყო, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო. მთავარია, თუნდაც მცირედი სიკეთე გააკეთო და აუცილებლად, აუცილებლად გაიმარჯვებ ბოროტზე! მზესავით გოგო მარიამი სწორედ რომ თქვენ მიერ გაღებული სიკეთის შედეგად დაემშვიდობა ინვალიდის „სტატუსს“. წინ უამრავი ფერადი წელია… სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს!
₾8,793.04
595
მრავალშვილიანი ოჯახები
ფონდის გულშემატკივრებო, დღეს დიდი ზეიმი გვაქვს და გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ ეს ბედნიერება. 4 წლის მათე, რომელსაც ფეხზე დადგომა არ შეეძლო და რომელსაც საბრალო დედა ოპერაციასაც ვერ უკეთებდა უფულობის გამო, ახლა უკვე ფეხზე დადის. ეს როგორ მოხდა? სწორედ თქვენი დიდი გულისხმიერების შედეგად, კეთილო ადამიანებო. 13 ათას ლარზე მეტი შეგროვდა ბავშვის საზღვარგარეთ ოპერაციისთვის. მარკოიძეების ოჯახში მათე ხელახლა დაიბადა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით, ფონდის ერთგულო მეგობრებო.
₾13,874.77
781
გიორგი, ხელმეორედ დაიბადა. ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს. ამ ფოტოს შეხედეთ! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ბავშვის სახიდან სადღაც გაქრა ჯოჯოხეთური ტკივილი. ღმერთო, როგორი მშვიდია ახლა. როგორ ბედნიერებას ასხივებენ მისი ზღვისფერი თვალები. ამხელა გარდასახვა… ეს ხომ, დაუჯერებელია, ღმერთო! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, მძიმედ დაავადებული ბიჭუნასთვის, მოკლე დროში, 27 ათასი ლარი შეგროვდა. ეს თანხა კი, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა. შედეგი სახეზეა! ჯოჯოხეთური ტკივილის ნაცვლად, ბავშვის თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს. გამოჯანმრთელებული ბიჭუნა, თავის დაიკოსთან ერთად, ამ ულამაზეს სახლში იცხოვრებს. ასეთ ბედნიერებას ყველა ბავშვი იმსახურებს. პატარა ანგელოზების გული ხომ, ყველაზე სუფთა და წრფელია.
₾26,810.52
2020
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოიქავოს და ისე ღრიალებს, რომ ჩემს მძიმედ დაავადებულ მეუღლესა და დედას გული უსკდებათ ხოლმე! – ამბობს მარიამი, ბიჭუნას დედა. – ასეთ დღეში ჩაგვაგდეს ექიმებმა, ვინც არასწორად დაუსვა დიაგნოზი. შეხედეთ, რა საყვარელია! საბრალო, ერთი კვირა გაატარა რეანიმაციაში და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!“
₾14,081.83
1030
მხეცი ქმრის ძალადობა, შიშისგან მტირალი ბავშვები, მათი დალურჯებული, პატარა სხეულები – ასეთი გხლდათ 32 წლის ქართველი ქალის, ნაირას ცხოვრება მხოლოდ ერთი წლის წინ. მაგრამ საბრალო, ნაცემმა ქალმა, საკუთარ თავში ძალები გამონახა, ამ საშინელებისთვის თავი დაეღწია და მისი შვილებიც დაეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან… „ჩემს შვილებს, ვეღარავინ და ვეღარასდროს აწყენინებს!” – პირობა დადო ნაირამ… მაგრამ ამით ხმალაძეების დიდი ოჯახის ტანჯვა არ დასრულებულა, ახლა სხვა გასაჭირში, დიდ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ!
₾575.35
59
„რა კარგია, რომ გვესტუმრე! – ჩვენ შესახვედრად გამორბის 6 წლის თევდორე. – ოღონდ მერე კიდევ მოდი, კარგი? საჭმელი რომ გვქონდეს და შენი გამასპინძლებაც შევძლოთ!“ „დიახ, ფული რომ ერიცხება, დედა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებს, – გვიხსნის 9 წლის ანასტასია. – მაგრამ ეს იშვიათად ხდება“.
₾1,895.50
139
როგორც აღმოჩნდა, საქართველოსთვის კი არა, საბჭოთა კავშირისთვის ვიბრძოდი – ასეთი პასუხი გამცა ჩვენმა მთავრობამ.
₾725.00
57
გაჭირვებულები
მშობლები მშვიდად არიან: აღარ დარჩებიან მათი შვილები მშიერი! მადლობა ყველას, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ოზაშვლების ოჯახს! სახლი, რომელიც ადრე ოზაშვილების ოჯახის დროებითი თავშესაფარი იყო, ნამდვილი საშინელება გახლდათ. ყველაფერი ჭრიალებდა და იშლებოდა, წრუწუნები დარბოდნენ ფეხქვეშ. სახლში, რომელიც სრულიად ცარიელი და შიშველი კედლებით იყო, სამივე ერთად ტიროდა: დედა ლია და მისი ორი პატარა შვილი — ანა-მარია და ლაზარე. სუფრაზე დასადები რამე კი არა, მაგიდაც არ ჰქონდათ. ანა-მარია განუწყვეტლივ იმეორებდა: „პური, დედიკო, პური…“ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიმართ ჩვენი მადლიერების სიტყვებით გამოთქმა რთულია! თქვენ ახალგაზრდა ოჯახს აჩუქეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა: საკვები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი.
₾7,689.13
570
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მას შემდეგ, რაც რუსუდანი ჩვენთან მოვიდა, მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, გოგონას მოეხსნა სტრესი, გახდა კომუნიკაბელური, აქტიური და საკმაოდ სიმპათიური…
სამი წლის, ფეხშიშველი საბა გაყინულ, ბეტონის იატაკზე, ჩვენთან შესახვედრად გამოიქცა… სიყვარულის საოცარი ისტორია, მხიარული ბიჭუნა საბა და მშვენიერი გოგონა, ანა – სულ ეს არის ქაჯაიების ოჯახის მთელი სიმდიდრე. მაგრამ სამაგიეროდ, რა ძლიერები არიან ისინი სულითა და უფლის რწმენით!
₾1,019.50
94