ექიმებმა თქვეს, რომ მათეს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა! მაგრამ, ღმერთმა სხვაგვარად გადაწყვიტა! ეს ბავშვი ცოცხლობს! და იცოცხლებს კიდეც, თუ ძვირადღირებული წამლებით დავეხმარებით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ექიმებმა თქვეს, რომ მათეს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა! მაგრამ, ღმერთმა სხვაგვარად გადაწყვიტა! ეს ბავშვი ცოცხლობს! და იცოცხლებს კიდეც, თუ ძვირადღირებული წამლებით დავეხმარებით!

page info icon
2023 აგვისტო 17
ეს პატარა ტკბილი ბიჭუნა - მეხუთე შვილია მარკოიძეების მრავალშვილიან ოჯახში და ყველანაირი დაავადება სჭირს, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს! ასე ინება ბედისწერამ. „ღმერთი იდუმალი გზებით მუშაობს“, - იმეორებს დედიკო ბავშვის გაჩენის წამიდან. ბუნებამ ბიჭუნასთვის საშინელი დიაგნოზები არ დაიშურა: წვივების გამრუდება, გონებრივი ჩამორჩენილობა, უსინათლობა, ქვედა ყბის დისფუნქცია, თანდაყოლილი მძიმე სეფსისი. „ვერ გადარჩება.“ - ექიმებმა ასეთი განაჩენი გამოუტანეს. მაგრამ მედიცინის ყველა კანონის მიუხედავად, მათე გადარჩა! ახლა, უკვე ოთხი წლისაა ეს ანგელოზი. ოჯახი ბედნიერია თუნდაც იმიტომ, რომ ის უბრალოდ ცოცხლობს. ვერ დადის, მაგრამ ხოხვა შეუძლია, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აგებინებს, რა უნდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,314 ₾
( 733 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ექიმებმა თქვეს, რომ მათეს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა! მაგრამ, ღმერთმა სხვაგვარად გადაწყვიტა! ეს ბავშვი ცოცხლობს! და იცოცხლებს კიდეც, თუ ძვირადღირებული წამლებით დავეხმარებით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ადგილობრივი ექიმების თქმით, გადარჩენის მცირედი შანსიც კი არ ჰქონდა. ისე უმკურნალეს, რომ… კინაღამ მოკლეს!

 ეს პატარა ტკბილი ბიჭუნა - მეხუთე შვილია მარკოიძეების მრავალშვილიან ოჯახში და ყველანაირი დაავადება სჭირს, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს! ასე ინება ბედისწერამ. „ღმერთი იდუმალი გზებით მუშაობს“, - იმეორებს დედიკო ბავშვის გაჩენის წამიდან. ბუნებამ ბიჭუნასთვის საშინელი დიაგნოზები არ დაიშურა: წვივების გამრუდება, გონებრივი ჩამორჩენილობა, უსინათლობა, ქვედა ყბის დისფუნქცია, თანდაყოლილი მძიმე სეფსისი. „ვერ გადარჩება.“ - ექიმებმა ასეთი განაჩენი გამოუტანეს. მაგრამ მედიცინის ყველა კანონის მიუხედავად, მათე გადარჩა! ახლა, უკვე ოთხი წლისაა ეს ანგელოზი. ოჯახი ბედნიერია თუნდაც იმიტომ, რომ ის უბრალოდ ცოცხლობს. ვერ დადის, მაგრამ ხოხვა შეუძლია, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აგებინებს, რა უნდა.

 „მათე უსაყვარლესი ბიჭია, ჩვენიც და დედიკოსიც. ხელის გულზე ვატარებთ ყველანი.“

 ანა-მარია (13 წლის): ბევრნი ვართ და ყველას სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს მათე. როდესაც სახლში პირველად მოიყვანეს, მეშინოდა, უბრალოდ ხელით რომ შევხებოდი. ისე საწყლად გამოიყურებოდა, ერთი ბეწო იყო, საშინლად ტიროდა, კნუტივით. ახლა კი, ხელშიც ვერ ამყავს. ერთად გავიზარდეთ!

აბა, კიდევ ერთი ნაბიჯი. ერთიც, შენ გამოგივა!

მორჩა, მათე დაიღალა, მეტი აღარ შეუძლია.

მათე დაიმალა. „არალი“ მათე. ფეხების ტკენა არ შეიძლება... მათე დაიღალა სიარულით.

 ანასტასია (12 წლის): როდესაც დედიკომ გვითხრა, რომ ის ვერაფერს ხედავს და ყურში არ ესმის, ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს. მაშინ გვთხოვა, თვალებისა და ყურების ცოტა ხნით დაფარვა და ასე ჯდომა ან სიარული. საშინელება იყო. ამის მერე ისე შემეცოდა, მეტირებოდა რომ ვუყურებდი.

 ნუცა (10 წლის): დედიკოს ვკითხე: „ხელებზე რომ ვაკოცო, შეიძლება? სად სტკივა?“ მაგრამ, მგონი ყველაფერი სტკიოდა. ახლაც, შეხედეთ, „ქვის ფეხები“ აქვს! ვერც კი წარმოვიდგენ, როგორ გრძნობს თავს, თან ამ სიცხეში. მე მართლა ვერ გავძლებდი.

 „არასწორი მკურნალობის გამო, მათე იძულებული გახდა ეს „ქვის ფეხები“ ეტარებინა.“

 ხათუნა: მხოლოდ მათეზე ლაპარაკობენ. თავად კი, არც სათამაშოები აქვთ, არც ტანსაცმელი. საიდან ექნებათ, როდესაც ყველაფერს მხოლოდ პატარას მკურნალობაზე ვხარჯავთ.

მალე გამოკეთდები, პატარავ! 

 - ხათუნა, გთხოვთ, გვიამბეთ, რა აწუხებს მათეს?

 ხათუნა: ჩემი პატარა მათე მძიმე თანდაყოლილი დაავადებებით დაიბადა. უკიდურესად მძიმე დაავადებებით! ბავშვი ოთხი წლისაა, მაგრამ ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ვერ ჭამს. ძალიან ცუდი მხედველობა და სმენა აქვს. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელებაა ეს ყველაფერი! ყველა დიაგნოზს ვერც ჩამოგითვლით. მუდმივად რეანიმაციაში, გარშემო თეთრხალათიანი ადამიანები... ნამდვილი კოშმარი იყო!

სამშობიაროდან გაწერისას, გვითხრეს, რომ მათე ვერ გადარჩებოდა. ბათუმში წავიყვანეთ. იქ, რეანიმაციაში 45 დღე გაატარა, მაგრამ იქაც არ დაგვაიმედეს. მაშინ ბავშვი თურქეთში წავიყვანეთ. ორმა კლინიკამ უბრალოდ არ მიგვიღო, გვითხრეს, რომ მომაკვდავი იყო. მესამეში კი, როგორღაც დაგვტოვეს. მაშინ, ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გაგვაჩნდა: ტრაქტორი, ძროხები, აბსოლუტურად ყველაფერი. სესხი მხოლოდ ჩვენ კი არა, ნათესავებმაც გამოიტანეს. ყველა შევაწუხეთ! თურქმა ექიმებმა საქართველოში გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ ჯერ ფეხების მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ, მერე კი აუცილებლად დასჭირდება ქვედა ყბის ოპერაცია.

 „ექიმები ამბობდნენ, რომ წესით, მათე საერთოდ ვერ უნდა დაბადებულიყო!“

იცით, რა გვითხრეს? რომ პატარა მათე საერთოდ ვერ უნდა მოსულიყო ამ ქვეყნად! წარმოგიდგენიათ, როგორია დედისთვის ამ სიტყვების მოსმენა?! თბილისის კლინიკებშიც დაახლოებით სამი თვე გავატარეთ, ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის გაწერაზეც კი უარი გვითხრეს, დამოუკიდებლად ვერ მოუვლითო. გაიხაროს ჩემმა დედამთილმა. ციური ქალი კი არა, ნამდვილი წმინდანია! შვილივით ვუყვარვარ. ერთი წუთითაც არ გვტოვებდა მარტოს. სწორედ მისი დამსახურებაა, ბავშვი სახლში რომ წამოვიყვანეთ. და ახლაც, როდესაც მე და ჩემი მეუღლე მუხლჩაუხრელად ვშრომობთ ყანაში, სწორედ ის უვლის ჩემს ბიჭს.

 „ბავშვის გაწერაზეც კი უარი გვითრეს, გვეუბნებოდნენ, რომ დამოუკიდებლად ვერ მოვუვლიდით.“

 - ახლა რას ამბობენ ექიმები? როგორია მათი პროგნოზები?

 ხათუნა: ფეხებთან დაკავშირებით ზუსტი დიაგნოზი დაისვა - კოჭ-წვივის სახსრის დეფორმაცია. ოპერაციები ჩაუტარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში თაბაშირში ჰქონდა ორივე ფეხი. მერე გვითხრეს, რომ არასწორად ვმკურნალობთ. ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. ერევანში უნდა წავიყვანოთ გამოკვლევებზე. იქ გვეტყვიან, რა სჭირს ბავშვს და საერთოდ შეძლებს თუ არა ოდესმე დამოუკიდებლად სიარულს. დღესდღეობით, გაუსაძლის ტკივილს ანიჭებს ყოველი ნაბიჯი.

 „მათეს სიყვარულმა გააერთიანა ჩვენი ოჯახი. ბავშვები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ის როგორ გაამხიარულონ და გაახარონ.“

 - დანამდვილებით იცით, რომ იქ შეძლებენ თქვენს დახმარებას?

 ხათუნა: კი! მჯერა, რომ საშველი არსებობს. თბილისში გვითხრეს, რომ მათე სრულიად უსინათლოა. მაგრამ, ეს ასე არ არის. ძალიან სუსტი სმენა და მხედველობა აქვს, მაგრამ ნამდვილად ხედავს და ესმის. დაიკოებთან თამაშიც უყვარს. ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მთელ სიცოცხლეს მცენარესავით გაატარებდა ჩემი ბიჭი. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ, როგორ ეთამაშება თავის დებს. ჩვენ ამ სისულელეების დაჯერება არ გვსურს! ღმერთი მოწყალეა, თავის შვილს არ მიატოვებს! ამიტომაც მივმართე თქვენს ფონდს. უბრალო ხალხი ვართ, გვეშინია, ბავშვის მკურნალობის დროს რამე არ გამოგვრჩეს. თქვენ კი, ზუსტად ვიცი, სწორ გზაზე დაგვაყენებთ, ჩემი ბიჭი რომ გამოვაჯანმრთელო. არაერთ გულმოკლულ დედას დაეხმარეთ.

ყველა ექიმს ვერ დავუჯერებთ. მათი თქმით, მათეს მხედველობა და სმენა საერთოდ არ ექნებოდა, ის კი თავის დებს ეთამაშება.

 - რა არის უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული?

 ხათუნა: როდესაც მის ტანჯვას უყურებ და ვერაფერს შველი, ეს არის ნებისმიერი მშობლისთვის ჯოჯოხეთური ტკივილი. ყველაფერი რთულია, განსაკუთრებით იმის გააზრება, რომ შენი შვილი ვერასდროს იქნება სრულფასოვანი და ვერ იცხოვრებს ყველა ნორმალური ადამიანივით.

მათემ უნდა იცოცხლოს, ყველა დიაგნოზის მიუხედავად.

 - კონკრეტულად რა სახის დახმარებისთვის მიმართეთ ჩვენს ფონდს? 

 ხათუნა: როგორც უკვე გითხარით, რაც გაგვაჩნდა, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია. მათეს მკურნალობის გარდა, კიდევ ხუთი ბავშვი გვყავს გამოსაკვები. სოციალური შემწეობა გვერიცხება, მეუღლეც ხანდახან მოსავლის კრეფაზე დადის, მე ქუჩებს ვხვეტავ, მაგრამ მაინც არაფერში გვყოფნის ეს შემოსავალი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვები შიმშილობენ, მაგრამ კვების გარდა, ვერაფერს ვაკეთებთ მათთვის. წარმოიდგინეთ, ტელევიზორიც კი არ გვაქვს! აბსოლუტურად არაფერი გაგვაჩნია! ეს სახლიც, სადაცაა თავზე დაგვენგრეს. ჭერში იმხელა ხვრელია, წვიმის დროს წყალი თქრიალით ჩამოდის. მაგრამ ახლა, ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, ბავშვის მკურნალობაში დაგვეხმაროთ! დღეს, ჩვენი პატარა მათეს ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმედს არ ვკარგავთ, რომ მისი დახმარება შესაძლებელია.

ჩვენი სახლი ნახევრად დანგრეულია. მაგრამ, ამჟამად პატარა მათეს ჯანმრთელობაა ჩვენთვის ყველაზე მთავარი.“

 - რატომ გადაწყვიტეთ, კონკრეტულად ჩვენი ფონდისთვის რომ მიგემართათ?

 ხათუნა: იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრს ეხმარებით! თქვენ უკვე დაგვეხმარეთ ორი წლის წინ. მაშინ ეს ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასი იყო. მაგრამ ახლა, კვლავ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ძალიან გვეუხერხულებოდა ისევ გვეთხოვა დახმარება, რადგან საქართველოში ისედაც უამრავი შეჭირვებული ადამიანია. მაგრამ, თქვენს ფონდს უამრავი მეგობარი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაზე გულკეთილი ადამიანები არიან, რადგან ეხმარებიან ამდენ ტანჯულ ადამიანს. ჩემს შვილს თქვენი დახმარება ნამდვილად სჭირდება. მარტო ვერ გავუმკლავდებით!

 „ჩემი საბრალო ბიჭუნა თქვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება.“

 - როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

 ხათუნა: მათეს მკურნალობა მუდმივად მოითხოვს თანხებს, რომელიც უბრალოდ არ გაგვაჩნია და ვერსად ვიშოვნით. მთელი ჩვენი მცირედი შემოსავალი ექიმებთან სიარულში იხარჯება. დანარჩენი ბავშვები კი, ამის გამო, ყველაფერს მოკლებულები არიან. მაწანწალებს ჰგვანან, არც ტანსაცმელი აქვთ, არც სათამაშოები. აღარაფერს ვამბობ ჩვენს საშინელ საცხოვრებელ პირობებზე. ნებისმიერი სახის დახმარება გაგვიხარდება. უფალმა დალოცოს ყველა, ვინც წაიკითხავს ამ ამბავს და გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს. მათაც, ვისაც არ აქვს საშუალება, რამით რომ დაგვეხმაროს, გვთხოვთ, ჩვენი მათეს ჯანმრთელობისთვის ილოცეთ!

პატარა მათეს ბედი თქვენს ხელთაა. თქვენი გადასაწყვეტია, დადგება თუ არა მისგან სრულფასოვანი ადამიანი. მათი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ.

 მეგობრებო, მარკოიძეების ოჯახის, როგორც მორალური, ასევე მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა! პატარა მათე ქვეყანას მოევლინა უამრავი დაავადებით, ბედისწერამ ინება ასე. ბავშვების მკურნალობას კატასტროფული თანხები სჭირდება, რომელსაც ვერ გაწვდება მოკრძალებული ქართული ოჯახი. ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი მშობლების ტკივილის მიმართ და ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ და ფეხზე დავაყენებინოთ შვილი!

 მარკოიძეების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, პამპერსი, ბავშვის ტანსაცმელი და საოჯახო ტექნიკა. გასაჭირში ვერ მივატოვებთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაგომარი. 

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მარკოიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: