რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

გაჭირვებულები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾474,911.76

დონორი

37152

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,205.80

დონორი

7998

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა!

შემოწირულია

₾41,511.53

დონორი

3209

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,889.78

დონორი

2565

დიახ! მსურს დახმარება!
1 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

გაჭირვებულები

You helped

4. 5 малышей могут остаться сиротами (Абуладзе) Пост отчет написан и опубликован на ФБ

ქველმოქმედება – ეს არის სიკეთის კეთების, უძლური ადამიანების დახმარებისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის შინაგანი, ამაღლებული სურვილი.
როდესაც გასაჭირში მყოფი აბულაძეების ოჯახის შესახებ პირველად გიამბეთ, მათმა სატკივარმა და მწუხარებამ ჩვენს უამრავ მკითხველს ატკინა გული. სწორედ თქვენი დახმარების წყალობით ჩაუტარდა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის დედას – ლალი აბულაძეს, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის კურსი. ამან ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე დროებით გაახანგრძლივა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა… მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ერთგული მკითხველები კვლავაც აგრძელებდნენ ამ ოჯახის, ხუთი პატარა ბიჭუნას დახმარებას, რომლებიც დედობრივი სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გარეშე დარჩნენ.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

“მე რომ ტკივილისგან ვკივი, ჩემი შვილი ყურებზე იფარებს თავის პატარა ხელებს…”

ახალი წელი სასწაულების დროა, მაგრამ არა პატარა ნიკოლოზისთვის და მისი მძიმედ დაავადებული დედიკოსთვის. “ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე სათამაშოები არ მჭირდება, მხოლოდ ის მინდა, რომ დედიკოს აღარ სტკიოდეს, ვიცი, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია, გთხოვ, აჩუქე მას ჯანმრთელობა…” – ასეთ წერილებს სწერს 9 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი თოვლის ბაბუას, რადგან საბავშვო მანქანები, დიდი, ლამაზი ბორბლებლებით მისი საახალწლო ნატვრა სულაც არ არის. მისი ახალგაზრდა დედა, ალიონა, არ იცვამს ქუსლებს და კაბები, ის „გამოწყობილია“ დიდ, მძიმე რკინის კონსტრუქციებში, ნიკოლოზის დღეები და ღამეები – დედის აუტანელი ტკივილისგან დაღვრილი ცრემლებია.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

ქართველები დედამიწაზე ყველაზე კეთილი ადამიანები არიან!

შორს, მაღალ მთებში, თიანეთის რაიონში, სოფელი ბოჭორმა მდებარეობს, სადაც კარგად მხოლოდ ველური ცხოველები ცხოვრობენ… ხალხს კი უჭირს. გუჩაშვილების ოჯახში სამი საბრალო ადამიანი, – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – საშინელი სიღარიბისგან კვდება! ისინი მოწყალებას ვერსად ითხოვენ! თუ არ ჩავთვლით ტყეს და ცხოველებს!
როდესაც ამ ოჯახის შესახებ მოგიყევით, ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ მათი დახმარების ძახილს ნამდვილი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ! ნამდვილი ქართველები! ისინი, ვისაც ესმით, რომ სწორედ ქართული სოფლებია ჩვენი კულტურის აკვანი.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
925 - 929 of 929 items
1 153 154 155