რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
მეგობრებო, თქვენ უკვე ასობით ადამიანს დაეხმარეთ და ძვირფასი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ მათ! ამჯერად დახმარებას ასევე ელის საქართველოს პარაოლიმპიური ჩემპიონი მკლავჭიდში – ვალერი გაბელია. ის დღეებსა და საათებს ითვლის სიკვდილამდე, რომელიც გარდაუვალია, თუ ის დროულად ვერ მიიღებს დახმარებას… ვალერის მეოთხე სტადიის კიბო აქვს, ჰოჯკინის ლიმფომა. ქიმიოთერაპიის 25 კურსს გაუძლო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა მისი მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, კიბომ სულ რაღაც ერთ თვეში შეჭამა ვალერი. ახლა ის 43 კილოგრამს იწონის 45 წლის ასაკში. დაავადებამ ის წარმოუდგენლად შეცვალა.
შემოწირულია
₾20.00
დონორი
2
რიმას ჰიდროცეფალია აქვს. მან თავის ტვინის ოთხი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, მეხუთე თურქეთში ჩაუტარდა. თავში ჩაუდგეს შუნტი — სპეციალური მოწყობილობა, მისი მეშვეობით სითხის რაოდენობის რეგულირება ხდება, რომელიც მუდმივად გროვდება თავში. დარდით დატანჯულმა 26 წლის მარიამმა ჩვენს ფონდს მიმართა დახმარებისთვის. მდგომარეობა მართლაც საშინელია! ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება დედასთან ერთად, მაგრამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ. ადმინისტრატორები დღეში რამდენჯერმე შედიან პალატაში და ითხოვენ: „გადაიხადეთ, გადაიხადეთ, გადაიხადეთ“. კლინიკაში ერთი დღის ღირებულება დაახლოებით 1 000 ლარია. სად უნდა იშოვოს თანხა ღარიბმა ობოლმა გოგომ, რომელმაც ერთი წლის წინ დაასაფლავა ავტოკატასტროფაში დაღუპული მამა.
₾2,061.98
171
პატარა ნიკოლოზი ცხარე ცრემლებით ტირის, რადგან მისი მძიმედ ავადმყოფი მამა კლინიკიდან სახლში მხოლოდ იმის გამო წამოიყვანეს, რომ ოჯახი ფულს ვეღარ იხდიდა. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი უბედურებაა! 2 შვილის მამას, 49 წლის გურამს, ღვიძლის ცეროზი დაუდგინდა. მუცელი მთლიანად წყლით აქვს სავსე და საბრალო კაცს ლოგინში განძრევაც კი არ შეუძლია, არათუ ფეხზე დადგომა და სიარული. უფულობის გამო კლინიკიდან სახლში გამოწერილ კაცს ცხოვრების უსამართლობით გამოწვეული ცრემლები ადგება თვალებზე, მაგრამ ცდილობს, შვილებს არ დაანახოს. 10 წლის ნიკოლოზი და 13 წლის ანდრია მამის საწოლთან არიან და ეფერებიან თავიანთი პატარა ხელებით. საბრალო ბავშვებმა არ იციან, ჯოჯოხეთური ტკივილები როგორ შეუმსუბუქონ მამას. შეხედეთ, როგორ ტირის საბრალო კაცი. ტკივილებს ვეღარ უძლებს, ამ საშინელ ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და, რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრების უსამართლობას ვეღარ უძლებს საბრალო მამა. გურამს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების თქმა. დიახ… წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ანგელოზები დაობლდებიან. ბავშვის თვალებზე ცრემლები არ შრება. ნიკოლოზი თავისი ოქროს მედლებით ახარებს მამას. ბავშვს ფეხბურთის ისეთი ნიჭი აქვს, რომ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბიჭუნას სწორედ ახლა სჭირდება მამის გვერდით დგომა. ვერაგი სიკვდილი კი მამის წართმევას ცდილობს ძმებისთვის.
₾6,532.51
443
მრავალშვილიანი ოჯახები
შეხედეთ ამ საბრალო ადამიანებს და თქვენს გულებში სევდა დაისადგურებს! ასეთი პირობები, როგორშიც ეს საბრალო ბავშვები და მათი მშობლები ცხოვრობენ, ნამდვილად სამარცხვინოა საქართველოსთვის… ეს მრავალშვილიანი ქართული ოჯახი არავის სჭირდება ჩვენ გარდა, ჩვენ კი შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ 2025 წელი საუკეთესო გახდეს მათ ცხოვრებაში. მეგობრებო, თქვენ უკვე ათობით, ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და კიდევ ბევრს გადაარჩენთ. ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი ცხოვრობენ საშინელ პირობებში! უმცროსი, ლუკა, წლინახევრისაა. მრავალშვილიანი ოჯახი გაჭირვებით ახერხებს თავის გატანას და შვილების გამოკვებას. უფასო სასადილო შველის.
₾2,509.97
165
აი, ასეთი საყვარელი და ტკბილი ბავშვები მოუვლინა უფალმა ჯანელიძეების ოჯახს. დედის, ელიზას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა კი, გერონტი, ყველგან სიამაყით ამბობდა: „მე ორ ვაჟკაც შვილს ვუზრდი ჩემს სამშობლოს“. მართლაც, წლები გადიოდა, ბიჭები სულ უფრო კარგი შესახედაობის ხდებოდნენ და, რაც მთავარია, აბაშის რაიონში ყველამ იცოდა, როგორი ზრდილობიანი და თავაზიანი ძმები იზრდებოდნენ ჯანელიძეების ოჯახში. ადამიანების უმეტესობა სიკეთით იყო განწყობილი ამ კეთილი ოჯახის მიმართ. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარულის და მათი ბედნიერი ცხოვრების შურდა. ბოროტი ადამიანების ავმა თვალმა და ღვარძლმა ბოლოს მაინც გამოიღო შედეგი და… ძალიან მძიმეა ამ სიტყვების წერა, მაგრამ ამ ვაჟკაცებიდან დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. განგრენა და ღვიძლის ციროზი — ამ ორმა ვერაგმა დაავადებამ ძმების სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ თითოეული გათენებული დღე ჯოჯოხეთად არის ქცეული საბრალო მშობლებისთვის. საბრალო დედა ასე იხუტებს გულში გარდაცვლილი შვილების ბავშვობის ფოტოებს. მგლოვიარე ქალს გული შუაზე აქვს გაგლეჯილი. ვერავინ, ვერავინ გაიგებს უბედური დედის გულში როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს. ელიზას სული სტკივა, მაგრამ ამ ტკივილს მხოლოდ შვილმკვდარი დედები თუ გაიგებენ. სხვა ვერავინ…
₾1,012.00
83
აი, ასე შუაზე გადატეხა ხმელი პურის ერთადერთი ნატეხი აფხაზეთის ომის ვეტერანმა. რობერტ ჯახია აფხაზეთის ომში ოთხჯერ დაიჭრა, მაგრამ არცერთხელ არ შეშინებია სიკვდილის, იმიტომ რომ მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა სამშობლოსთვის. დღეს კი ყველასგან დავიწყებული გმირი ამ ნანგრევებში ცხოვრობს. საბრალო კაცს წლების წინ მანქანა დაეჯახა. ხერხემალი დაუზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია თიაქარზე. მარცხენა ყურში საერთოდ არ აქვს სმენა, მარცხენა თვალშიც სრულიად დაკარგა მხედველობა აფხაზეთის ომში მიღებული ჭრილობის შედეგად.
₾10,031.29
571
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
₾2,343.99
159
დავეხმაროთ ოჯახს
საქართველოში დაახლოებით 70 000 ბავშვი ვერ იღებს საჭირო ოდენობის საკვებს.
₾3,208.31
106
დღის ცენტრი
პროგრამის მიზანი – გაჭირვებული ადამიანებისთვის ტანსაცმლის მიღებისა და განაწილების სისტემის ორგანიზება.
შემოგვიერთდით!
₾2.00
1
სასადილო
„პროდუქტების შეგროვება საქველმოქმედო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ფონდის მოხალისეები აგროვებენ კვების პროდუქტებს ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანები…