რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მარტოხელა მოხუცები

ვიდრე ანზორიკოს არ შევხვდები უფლის სამყაროში, სასაფლაოზე მივდივარ და ჩემს სიცოცხლეს საფლავის ქვაზე ვეფერები. ხომ მართლა ყველაზე ლამაზია? — კითხულობს თამილა ბებო. უფალი მას აუცილებლად შეიყვარებს!

ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.

შემოწირულია

₾3,642.41

დონორი

313

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

ანდრია (4 წლის): „ვაშა! უკვე შეგვიძლია, ყველა ძველი და ცუდი ნივთი გადავყაროთ! ახლა კიდევ ბევრჯერ ვიყვირებ „ვაშას“!!!“

ირმა: თუ საშუალება იქნება, გთხოვთ, ოთახის ჭერის გადახურვაში დაგვეხმაროთ. შიშის ქვეშ ცხოვრებამ დამღალა, სულ ვფრთხილობ, არაფერი ჩამოვარდეს, არავინ დაშავდეს. გარდა ამისა, გთხოვთ, სააბაზანოს (საშხაპეს) კეთილმოწყობაში დაგვეხმაროთ. უკვე საგრძნობლად ცივა, მე კი ისევ ფარდულში, ტაშტში ვაბანავებ ჩემს შვილებს. ნოზაძეების ოჯახი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით შეხვდა თქვენს საჩუქრებს! ამჟამად მათი ყოველდღიური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მათ დაეხმარა! ჭერის გადახურვისა და აბაზანის კეთილმოწყობის პრობლემა კი კვლავაც მწვავეა. მათ ახლავე სჭირდებათ დახმარება.

შემოწირულია

₾3,507.95

დონორი

226

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

იმაზე დიდი საშინელება არაფერია დედისთვის, ვიდრე ის, რომ ობლად დატოვოს საყვარელი ქალიშვილი – ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი შვილი! ეს ჩახუტება, მეგობრებო, წამში შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს, მაგრამ უფალმა მოგვცა შანსი, რომ შევაჩეროთ ეს საშინელი ტრაგედია!

დედასთან ეს ჩახუტება შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს 16 წლის მშვენიერი მეგისთვის. რა საშინელებაა! ერთხელ ხომ უკვე მოკვდა მოსიყვარულე დედა – მას გული გაუჩერდა! და მხოლოდ სასწაულის შედეგად, რეანიმირების შემდეგ ისევ დაიწყო ფეთქვა! ახლა ეს გულისცემა კარდიოსტიმულატორის შედეგია! მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ის? გაიცანით, მგობრებო, ეს 44 წლის ჟანაა. არც ისე დიდი ხნის წინ ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალის გული მოულოდნელად გაჩერდა! გაჩერდა სამუდამოდ და სიკვდილიც მოახლოვდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის თითქმის მკვდარი გადაიყვანა კლინიკაში. მისი ერთადერთი, განწირული 16 წლის გოგონა მწარედ, მწარედ ტიროდა დედის დაკარგვას. და მაშინ უფალმა სასწაული მოახდინა! ნამდვილი სასწაული, რის შემდეგაც ექიმები, რომლებიც ამ სასწაულის თვითმხილველები გახდნენ, კიდევ დიდხანს იწერდნენ პირჯვარს! ექიმებმა ქალს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ჟანას სასწრაფოდ სჭირდება განმეორებითი ოპერაცია გულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალის გადარჩენის შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. მაგრამ ეს წყეული სიღარიბე არ აძლევს უბედურ დედას სასწრაფო ოპერაციის გაკეთების საშუალებას. წამლები დროებით უნარჩუნებს სიცოცხლეს სასოწარკვეთილ ქალს, მაგრამ მწირი სოციალური დახმარებით წამლების ყიდვაც კი არ შეუძლია! დოკუმენტების თანახმად, ამ ქართველი ქალის სიცოცხლე 8 300 დოლარად შეაფასეს, რაც ერთად ამ უბედურ ქალს თვალითაც კი არ უნახავს.

შემოწირულია

₾3,358.52

დონორი

157

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

პატარა მარიამი თვალებს რომ ხუჭავს, ვეღარ ახელს! გამოკვლევები და მედიკამენტები სჭირდება! გოგონა სიცოცხლეს ეჭიდება და იბრძვის, ჩვენ მას იმედს ვერ გავუცრუებთ!

მარიამს ცერებრული დამბლა აქვს, მძიმე ფორმაში. რვა წლისაა და რვა წლის განმავლობაში მასთან ერთად იტანჯება მისი ოჯახიც. გოგონა ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის და ეტლს არის მიჯაჭვული. მედეა: „დაბადებიდან არ აქვს არც მხედველობა, არც სმენა. გამუდმებით ტიროდა დღე და ღამე. ტანჯვაში გავზარდეთ. ბევრმა გვირჩია, ავადმყოფ ბავშვზე უარი გვეთქვა, მაგრამ აზრადაც არ გაგვივლია. სანამ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები ვართ, ჩვენს გოგონას არ დავტოვებთ მარტოს“. მარიამს ისეთი კრუნჩხვები ემართება, დედას ეშინია, გოგონას ძვლები არ დაემტვრეს. წარმოგიდგენიათ, რა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს ბავშვი?! ზოგი დიდიც რომ ვერ აიტანს, ისეთს!

შემოწირულია

₾3,357.54

დონორი

232

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

7 წლის ალინას კაცობრიობის ყველაზე ვერაგი დაავადება – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. კიბო ცოცხლად ჭამს ბავშვს. გოგონა, რომელსაც დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ვერ დადის, ვერ საუბრობს, მაგრამ თვალებით ითხოვს შველას.

ეს 7 წლის ალინაა. შეხედეთ ამ ფოტოებს და მაშინვე მიხვდებით, რომ პატარა ანგელოზი ვერაგ სიკვდილს უკანასკნელი ძალებით ებრძვის. გოგონა არ ნებდება, მაგრამ მისი პატარა გული ვეღარ უძლებს ამდენს. მას მეტად აღარ შეუძლია ამის მოთმენა. და ვინ იცის, შეიძლება ერთ დღესაც სამუდამოდ დანებდეს სიკვდილს. არა!!! არა!!! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! პატარა გოგონა სიკვდილთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. ალინას კეთილი გული გვაპატიებს, მაგრამ საკუთარი სინდისი არასდროს, არასდროს გვაპატიებს. კეთილო ადამიანებო, ილოცეთ ალინასთვის. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ვისაც შეგიძლიათ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამბარცუმიანების ოჯახს, ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. პატარა ალინამ უნდა იცოცხლოს! გოგონას ჩამქრალი თვალები უწინდებურად უნდა გაბრწყინდეს!

შემოწირულია

₾3,285.72

დონორი

47

დიახ! მსურს დახმარება!
97 - 102 of 133 items
1 15 16 17 18 19 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული!

„ძალიან მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ ბავშვები არ მეთამაშებიან. ხანდახან, ცხვირწინ მიხურავენ კარებს. ამ დროს, ძალიან მჩხვლეტს გულში რაღაც…“ – 10 წლის ანა-მარია თითებით გვაჩვენებს, სად გრძნობს ამ ჩხვლეტას – „კიდევ იცით, როდის მჩხვლეტს? როდესაც ხრაშუნა გემრიელობები მინდა და დედიკოს ფული არ აქვს, რომ მიყიდოს. ასე ჩხვლეტა-ჩხვლეტაში ხანდახან დავიღლები და მოვიწყენ ხოლმე.“ – შესაბამისად, მოწყენილ პოზას იღებს და განაგრძობს: „დედამ მითხრა, რომ მე განსხვავებული ვარ, სახელიც განსხვავებული დავირქვი – მარიკოშა! მა-რი-კო-შა! მაგრამ აღარ მინდა განსხვავებულობა, ბევრი მეგობარი, ბევრი სათამაშო და ბევრი ტკბილეული მინდა!.. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს!“

შემოწირულია

₾6,915.60

დონორი

416

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!

უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში გამოაცხადებდნენ, რომ საკუთარი სახლის ნანგრევებქვეშ ნაპოვნია მრავალშვილიანი ქართული ოჯახი! რა საშინელებაა! ან შიმშილით დახოცილი… პირისაგან მიწისა აღიგვებოდა ოჯახის კვალი, იმ ადამიანებს კი, ვინც პასუხისმგებელია მათ სიცოცხლეზე, ნამუსიც არ შეაწუხებდა.

შემოწირულია

₾6,885.46

დონორი

412

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

დღეს ანუკიმ ერთი წლის უნანს პურის ნატეხი წაართვა. უნანი კივის და ჩირქიან ცრემლებს ღვრის! მას სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევა! მთელ ამ საბრალო ოჯახს კი – საჭმელი!

მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე, მშრომელი და თბილი მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც კი ოდესმე გვინახავს ჩვენი რთული მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში! ღმერთო, მიეცი მათ სახსრები, ანას რომ უმკურნალონ და დააპურე ეს მშიერი ბავშვები! მათ ხომ, არაფერი დაუშავებიათ და არ იციან, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე, თუ ჩვენ მათ ოდესმე მივატოვებთ და აღარ ვიზრუნებთ მათზე!

შემოწირულია

₾6,816.75

დონორი

627

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
97 - 102 of 944 items
1 15 16 17 18 19 158