ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.

შემოწირულია

₾3,711.34

დონორი

222

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!

ეს  11 წლის ხათუნაა. ბავშვს  ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს.  არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება!  თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო  ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება?  დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი!  ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!

შემოწირულია

₾6,604.85

დონორი

412

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

SOS! SOS! SOS! ნათელას ძვლის კიბო აქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარება თურქეთში! გთხოვთ, სამი შვილის დედა გადაარჩინოთ!

ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს. მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!

შემოწირულია

₾13,400.04

დონორი

860

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

7 წლის ალინას კაცობრიობის ყველაზე ვერაგი დაავადება – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. კიბო ცოცხლად ჭამს ბავშვს. გოგონა, რომელსაც დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ვერ დადის, ვერ საუბრობს, მაგრამ თვალებით ითხოვს შველას.

ეს 7 წლის ალინაა. შეხედეთ ამ ფოტოებს და მაშინვე მიხვდებით, რომ პატარა ანგელოზი ვერაგ სიკვდილს უკანასკნელი ძალებით ებრძვის. გოგონა არ ნებდება, მაგრამ მისი პატარა გული ვეღარ უძლებს ამდენს. მას მეტად აღარ შეუძლია ამის მოთმენა. და ვინ იცის, შეიძლება ერთ დღესაც სამუდამოდ დანებდეს სიკვდილს. არა!!! არა!!! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! პატარა გოგონა სიკვდილთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. ალინას კეთილი გული გვაპატიებს, მაგრამ საკუთარი სინდისი არასდროს, არასდროს გვაპატიებს. კეთილო ადამიანებო, ილოცეთ ალინასთვის. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ვისაც შეგიძლიათ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამბარცუმიანების ოჯახს, ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. პატარა ალინამ უნდა იცოცხლოს! გოგონას ჩამქრალი თვალები უწინდებურად უნდა გაბრწყინდეს!

შემოწირულია

₾4,561.11

დონორი

123

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!

მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო! ძალიან რთული შემთხვევაა! 21 წლის გიორგი დაუნის სინდრომით დაიბადა. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, გონებრივი განვითარება კი, დაახლოებით სამი წლის ბავშვის აქვს. ბიჭის საცხოვრებელი ნესტიანი სარდაფია, სადაც ვირთხები ბუდობენ. მისი საწოლი კი ისეთია, რომ ქუჩის ძაღლიც არ დაწვებოდა. ჟანგიანი საწოლიდან ამოშვერილი მავთულები ტკივილს აყენებს გიორგის. ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი ასველებს, როდესაც სძინავს.

შემოწირულია

₾8,502.80

დონორი

520

დიახ! მსურს დახმარება!
103 - 108 of 128 items
1 16 17 18 19 20 22
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

შენ დაეხმარე

შიმშილი, სიცივე და მზრუნველი დედის მონური შრომა, საყვარელი შვილის გამოსაკვებად!

ლიკა (6 წლის): დილაობით, დედიკო ძალიან მაგრად მეხუტება, რომ გამათბოს. მერე ჩაის ვსვამთ. მერე მეზობელთან მტოვებს, თვითონ კი ძროხის „საწვალებლად“ მიდის.
– რას ნიშნავს, „საწვალებლად“???
ლიკა: როგორ გითხრა… რძე რომ მოგვცეს… მოსაწველად… შენ იცი, როგორ უნდა? დედამ იცის! ყოჩაღი მყავს. მაგრამ ჯერ არ ვიცი, რამდენი ძროხა უნდა მოწველოს, მე რომ ცეკვაზე მატაროს. „ამდენამდე“ დათვლა ჯერ არ ვიცი. (ყვება პატარა ლიკა და დედიკოს ლოყაზე ნაზად ეფერება.) კანფეტი არასდროს არ მინდა. არ ვთხოვ დედიკოს… მაგრამ, ხანდახან თვითონ მოაქვს ხოლმე. მე არ ვთხოვ. მართლა მართლა!

შემოწირულია

₾2,481.39

დონორი

169

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

შვილის გამო ვაპირებ ჩემი ნებით მეშვიდედ ჩავხედო სიკვდილს თვალებში!

„მეშვიდედ მივდივარ ოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილით მემუქრება! კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადავიტანე… დიახ, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს; მაგრამ კეთილო ხალხო, ჩემ გარეშე ის როგორ იქნება?!
ასე ნაზად მას ვინ აკოცებს? მშობელი დედასავით გულში ვინ ჩაიკრავს?
სიცოცხლე შემინარჩუნე, ღმერთო!“ – უფალს ევედრება ქალი.
„ღმერთმა ქნას, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს“, – მეუბნება გმირი ქალი, სახელად ლელა.
აი, ვინ დაიმსახურა გმირობის ორდენი საქართველოში!

შემოწირულია

₾4,178.44

დონორი

309

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
103 - 108 of 974 items
1 16 17 18 19 20 163