რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მეშვიდედ მივდივარ ოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილით მემუქრება! კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადავიტანე… დიახ, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს; მაგრამ კეთილო ხალხო, ჩემ გარეშე ის როგორ იქნება?!
ასე ნაზად მას ვინ აკოცებს? მშობელი დედასავით გულში ვინ ჩაიკრავს?
სიცოცხლე შემინარჩუნე, ღმერთო!“ – უფალს ევედრება ქალი.
„ღმერთმა ქნას, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს“, – მეუბნება გმირი ქალი, სახელად ლელა.
აი, ვინ დაიმსახურა გმირობის ორდენი საქართველოში!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ჩვენ საკუთარ თავს ან ვისაცოდავებთ, ან ვაძლიერებთ“, – აგრძელებს ლელა. – „ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში მივხვდი, რომ ჯანმრთელობისთვის ბრძოლა მთელი ცხოვრება მომიწევდა და უცებ… სასწაული! შვილი გამიჩნდა და ახლა ვიცი, რომ მზად ვარ იმდენი ვიტანჯო, რამდენიც საჭიროა, ოღონდაც მან იცხოვროს.“
ლელა სულ რაღაც სამი წლის იყო, როდესაც გაირკვა, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ხუთი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. საბრალო, სულ პატარა იყო, როცა ოთხი ოპერაცია და ერთი კლინიკური სიკვდილი გადაიტანა! მოგვიანებით – კიდევ ორი, მაგრამ ამდენი ტანჯვისა და რისკის მიუხედავად, მისი ოცნება ოცნებად დარჩა. ახლა საწყალ ქალს სიარული თითქმის აღარ შეუძლია და დღედაღამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს უძლებს; მაგრამ მისთვის მთავარი ეს არ არის. მისი მთავარი მიზანი შვილის აღზრდაა! ის ხომ მას ძალიან ძვირად დაუჯდა! „ექვსი ოპერაცია, ხელოვნური სახსრები, ინვალიდობა… ექიმებმა ბავშვის გაჩენა მკაცრად ამიკრძალეს. სულ მცირე, ფეხის დაკარგვისა და თრომბოზის საშიშროება მქონდა, – თვალცრემლიანი იხსენებს ლელა. – მაგრამ მედიცინის კანონების მიუხედავად, ღმერთმა სრულიად ჯანმრთელი შვილი მაჩუქა!“
„ჩემი ერთადერთი მიზანია გადავრჩე და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ფეხზე დავდგე, რომ ჩემს ბიჭზე მე ვიზრუნო და არა პირიქით… ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა! მას დედა ძალიან სჭირდება…“
–ლელა, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით…
ლელა: მე 40 წლის წინ, 31 აგვისტოს დავიბადე. საყვარელი და მშვიდი ბავშვი ვიყავი, მთელი დღეები ვიჯექი და არავის ვაწუხებდი, წიგნებში ნახატებს ვათვალიერებდი. დედას უხაროდა, რა წყნარი ბავშვია, რა კარგიაო. მე კი უბრალოდ სიარული არ შემეძლო. ფეხზე დგომა ტკივილს მაყენებდა, ამიტომ დავხოხავდი. როცა სამი წლის ასაკშიც აღარ გავიარე, ექიმთან მიმიყვანეს… და მაშინ გაიგეს სიმართლე.
„თქვენი შვილი ინვალიდია“, – უთხრა ექიმმა დედაჩემს, რაზეც დედას გული წაუვიდა. სახსრები საერთოდ არ მიმუშავებდა. პირველი ოპერაცია მარჯვენა ფეხზე გამიკეთეს, რის შედეგადაც ფეხი დამიგრძელდა… ხეიბარი გავხდი, საწოლში ექვსი თვე გავატარე. ექვსი წლის ასაკში მეორე ოპერაცია გამიკეთეს. ისევ ექვსი თვე საწოლში… ყველაზე მეტად რეაბილიტაცია გამიჭირდა და ეგეც ჩემით მოვახერხე…
–დედ-მამა?
ლელა:დედა ძალიან ცუდად იყო, მომხდარის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. მოვლა თავად მას სჭირდებოდა. მერე უმცროსი ძმა შემეძინა და მთელ ყურადღებას მათ უთმობდნენ… არ მწყინს… უბრალოდ მარტომ ბევრი რამ გადავიტანე.
–თავს მარტო როგორ ართმევდით?
ლელა:ოთხი წელი საწოლში გავატარე… საწოლი ჩემი სახლი იყო. იქვე ვკითხულობდი, ვწერდი, ვქარგავდი… ვმეცადინეობდი კიდეც… მასწავლებლები სკოლიდან მოდიოდნენ და გაკვეთილებს მიტარებდნენ. ნიჭიერი გოგო ვიყავი. სოფელ თვალადის სკოლის დირექტორს, ნატალია ცალქალამანიძეს მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის. მან ცხოვრება მასწავლა. მითხრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ჩვენს გონებას სასწაულების მოხდენა შეუძლია; რომ ფეხბურთს ყველა ვერ თამაშობს, ზოგი ლამაზად წერს ან ყველაზე უკეთ სწავლობს! იცით, როცა დედას შენი მხარდაჭერა არ შეუძლია, ყველაფერს, თითოეულ სიტყვას ეჭიდები, რომელმაც შეიძლება გაგამხნევოს…
– გაგიმართლათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი გამოჩნდა.
ლელა:დიახ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი ხალხი ხშირად ჩნდება. ღმერთს ესმის ჩემი ლოცვები და ჩემს მცდელობებსაც ხედავს…
– მორწმუნე ადამიანი ხართ?
ლელა:როგორ ფიქრობთ, დღემდე ცოცხალი რატომ ვარ? აქამდე თავი რატომ არ მოვიკალი? უფალი მეხმარება. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც სიკვდილზე ვოცნებობდი… მე ჯოჯოხეთი გამოვიარე!
–თუ არ გიმძიმთ, იქნებ თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები გაიხსენოთ?
ლელა:ოოო, ჩემ მოსასმენად დრო არ გეყოფათ… სანამ პატარა და სულიერად არც თუ ძლიერი ვიყავი, დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა ძალიან მიჭირდა. წარმოიდგინეთ 10 წლის გოგონა, რომელსაც უნდა პრინცესა იყოს, მას კი ეუბნებიან, რომ ის ხეიბარი და ინვალიდია. წარმოიდგინეთ? თან როცა მას გამომქომაგებელიც არავინ ჰყავდა.
–რა გაძლიერებდათ?
ლელა:შიში! შიშმა გამაძლიერა. მასხარად აგდების შიშმა, ფიზიკური კი არა, მორალური უძლურების შიშმა… საკუთარ თავს ვუთხარი: „ლელა, შენ ლიდერი იქნები! არავინ დაგჩაგრავს!“
როცა რვა წლის ასაკში მორიგი ოპერაცია გამიკეთეს, ჩემი მდგომარეობა კრიტიკული იყო. დედამ ჩემი მოვლა ვერ შეძლო, მამა მუშაობდა, ამიტომ პანსიონში დამაწვინეს… 23 თვით! ეს ყველაზე საშინელი იყო, რაც კი ოდესმე გადამხდენია!
–შეგიძლიათ მოყვეთ?
ლელა:წარმოიდგინეთ 8 წლის გოგონა, რომელსაც ორივე ფეხი თაბაშირში აქვს, რომელსაც დამოუკიდებლად განძრევაც კი არ შეუძლია… და გვერდით ახლობელი არავინაა. სანიტარი ზედმეტად რომ შეაწუხო და უთხრა, რომ მოუხერხებლად წევხარ ან ზურგი დაგიბუჟდა… ნამდვილი კოშმარი იყო! და ღმერთმა ნუ ქნას, ატირდე… საშინელი სასჯელი გელოდა! გოგოებს მთლიანად აშიშვლებდნენ და ბიჭების პალატაში შეჰყავდათ, – ასე უნდოდათ ჩვენი გატეხვა! ასე გვამცირებდნენ… ასე გვანადგურებდნენ… წარმოგიდგენიათ?! უბრალოდ წარმოუდგენელია, რა სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი! არა მტრის ან სხვა ადამიანის, არამედ სნეული, უმწეო ბავშვის მიმართ… სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ძლიერი ვიქნებოდი და თავს არავის დავაჩაგვრინებდი!
–ჟრუანტელმა დამიარა… ნამდვილი საშინელება გადაგიტანიათ! მერე რა მოხდა, მას შემდეგ, რაც ეს „ციხე“ დატოვეთ?
ლელა:სახლში დავბრუნდი, სკოლაში სიარული დავიწყე, მაგრამ ეგეც ძალიან გამიჭირდა. დილის შვიდ საათზე ვდგებოდი, ცომს ვზელდი, სკოლაში მივდიოდი და უკან დაბრუნებისას, ცომი პურის გამოსაცხობად უკვე მზად იყო. როცა მშობლებს შევატყობინე, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას, როგორც გიჟს, ისე შემომხედეს. მითხრეს „ვერ შეძლებ! პატარა, უფულო, სოფლელი ხეიბარი იქ ვის რაში სჭირდები? ისევ უკან გამოიქცევიო.“
ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე დიდ მოტივაციად იქცა! „მაგასაც ვნახავთ“, – ვთქვი და თბილისში წამოვედი. პირველ ცდაზე ვერ ჩავაბარე, რადგან ყველა ადგილი ნაყიდი იყო, მაგრამ მეორე წელს ჩემსას მაინც მივაღწიე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე!
–უცხო ქალაქში მარტო როგორ ცხოვრობდით?
ლელა:დილაობით ლექციებზე დავდიოდი, საღამოობით ან მაღაზიაში ვმუშაობდი, ან ბინებს ვალაგებდი. 100-150 ლარს ვიღებდი. 50 ლარად ერთ პატარა ოთახს ვქირაობდი, 10 ლარს ტრანსპორტისთვის ვინახავდი, 20 ლარს – წიგნებისთვის. დანარჩენს საჭმელზე ვხარჯავდი. აი, ასე! ასეთი გაკვირვებული თვალებით ნუ მიყურებთ!
–ამას როგორ ახერხებდით?
ლელა:მესმის, რომ ასე ბევრი ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ იცხოვრებს, მაგრამ მე მიზანი მქონდა! მქონდა ოცნება! ძლივს დავდიოდი, მაგრამ არაფერი მტკიოდა. ერთი ფეხი თუ მოკლე მაქვს, დიდი ამბავი! ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალიან ძლიერები ვართ! ბრძოლის ძალას ყოველთვის ვპოულობთ და ვიცით, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ!
–და თქვენ იურისტი გახდით!
ლელა:დიახ! ადვოკატი გავხდი! ვმუშაობდი კიდეც, პრაქტიკებიც გავიარე. შემდეგ ოჯახი შევქმენი. ბედმა გიორგისთან შემახვედრა. ის საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. ჯერ მიმოწერა გვქონდა, შემდეგ შეხვედრა გადავწყვიტეთ და ძალიან მალე დავქორწინდით; მერე დავფეხმძიმდი. ექიმები ბავშვის გაჩენის უფლებას არ მაძლევდნენ. ექვსი ოპერაცია გავიკეთე, ხელოვნური სახსრები მაქვს, ინვალიდობა, მიუხედავად ამისა, ღმერთმა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მაჩუქა. ნეტავ განახათ, როგორი მზრუნველია! კნუტივით სულ ჩემ გვერდით ზის, ყველაფერში მეხმარება. სარეცხი მანქანიდან თეთრეულსაც კი იღებს; ჩემთვის წყალი მოაქვს. ჩემი ყავარჯნები არ მოსწონს. როცა ჰგონია, რომ ვერ ვხედავ, მიმალავს… ან ტილოს აფარებს, ან საწოლის ქვეშ მალავს. ნამდვილი სასწაული მყავს! კეთილი ბიჭია! მეშვიდე ოპერაციას მხოლოდ მის გამო დავთანხმდი. ეს ოპერაცია „გიორგისთვისაა“.
–გეშინიათ?
ლელა:ახლა მართლა მეშინია. რა მოხდება, ოპერაციის გაკეთება თუ ვერ შევძელი? საჭირო თანხა თუ ვერ მოვაგროვე და შვილზე ვერ ვიზრუნე… მას ხომ ძალიან ვჭირდები! ვიცი, როგორია, როცა დედას შენზე ზრუნვა არ შეუძლია! ახლა ძალიან, ძალიან მიჭირს და თქვენ ამიტომაც მოგმართეთ!
–რის შემდეგ გაუარესდა თქვენი მდგომარეობა?
ლელა: 10 წლის წინ სახსრები ხელოვნურით შემიცვალეს. ეს 10 წელი კარგად მემსახურნენ, მაგრამ უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ერთი მათგანი გატყდა და ჯოჯოხეთური ტკივილები დამეწყო. აღარც დგომა შემიძლია და აღარც ჯდომა… მაშინაც კი, როდესაც ვწევარ, ტკივილისგან ცრემლები თავისით მდის. სახსრების შეცვლის ოპერაცია ძალიან ძვირი ჯდება, მე კი ფული არ მაქვს. ჩვენი შემოსავალი 140 ლარია. ჩემმა მეუღლემ, მხატვარმა-კერამიკოსმა, სამსახური პანდემიის დროს დაკარგა. შვილის გამოკვება ძალიან გვიჭირს, ოპერაციაზე აღარაფერს ვამბობ. გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა, რადგან მე თქვენ გენდობით! არაერთხელ მინახავს, რა სასწაულებს ახდენთ!
–ლელა, შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ. ვფიქრობ თქვენი ამბავი ბევრისთვის სამაგალითო იქნება.
ლელა: შიშს ნუ დაემონებით! კომპლექსებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ! თქვენ განუმეორებელი ხართ! და თქვენ ყოველთვის გაქვთ შინაგანი ძალა საბრძოლველად. ნუ დაეცემით სულიერად და უფალი ყოველთვის დაგეხმარებათ!
***
ძვირფასო მეგობრებო, იმის თქმა, რომ ლელას დახმარება სჭირდება, არაფრის თქმის ტოლფასია! მისი ხალისიანი ხმისა და ოპტიმიზმის მიღმა ისეთი ტკივილი იმალება, რომლის სიტყვებით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია.
ლელას ძალიან გაახარებთ, თუ მას მოინახულებთ და კეთილი სიტყვებით გაამხნევებთ! მისი მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, სტურუას ქ. 16
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთებათავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთღვთისადმისიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ლელა გიგოლაშვილი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ლელა გიგოლაშვილსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
4178.20₾დატოვა:
0.24₾