დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

7 - 12 of 34 items
1 2 3 4 6

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მკვლელი ექიმი!!! ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკის ექიმების შეცდომის გამო, გიორგი კაპანაძე დღეს სიკვდილს ებრძვის. ერთი წლის წინ, მამაკაცს ინფარქტი დაემართა. გულის სტენტირების დროს, ექიმის დაუდევრობის გამო, ორგანიზმში ინფექცია შეიჭრა. შედეგად, აორტის სარქველზე გაჩნდა ცხრა სანტიმეტრიანი წარმონაქმნი, რის გამოც, მამაკაცმა ნახევარ წელიწადში სამი ინსულტი გადაიტანა. დიახ, სწორედ ექიმის დაუდევრობის გამო ორ სამყაროს შორისაა „გამოკიდული“ ეს მშრომელი ადამიანი. ეს ხომ, სიკვდილზე უარესია!

შემოწირულია

₾6,540.63

დონორი

528

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მხოლოდ წმინდა მოწამეებს შეუძლიათ გაუძლონ ასეთ ტანჯვას და ერთი წამითაც შეიტანონ ეჭვი ღმერთში! მაგრამ, უფალმა მოგვცა შანსი, რომ სრულად განვკურნოთ ორი შვილის საბრალო დედა! სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ ირმას და საკუთარი თვალით ვიხილოთ ნამდვილი სასწაული! მერე კი, მთელი დარჩენილი ცხოვრება გვიხაროდეს, რომ ეს გავაკეთეთ! ღირსეული ცხოვრება, თუ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ტანჯვა და გაუსაძლისი ტკივილი – ასეთი არჩევანის წინაშე დგას მარტოხელა დედა. თუმცა, მასზე არაა დამოკიდებული ეს არჩევანი. დღეს, თქვენ გადაწყვეტთ საბრალო ირმას ბედს. ღვთისნიერი ქალი მოთმინებით ელოდება თავისი ცხოვრების მთავარ „ვერდიქტს“.

შემოწირულია

₾810.13

დონორი

60

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მოსიყვარულე დედისთვის შვილის დაკარგვაზე უფრო დიდი ტკივილი არ არსებობს! შვილის, რომლის გამოც, დაუფიქრებლად საკუთარ სიცოცხლესაც დათმობდა! თამარ პაპავა თბილისში ცხოვრობს, მას სწორედ ასეთი უბედურება დაატყდა თავს და ახლა, უნუგეშო დედა ტირის ბიჭის საფლავზე. მაგრამ, უბედურება მარტო არასდროს მოდის და რამდენიმე დღის შემდეგ, მის მეორე ვაჟს მომაკვდინებელი მენინგიტი აღმოაჩნდა! იცით, მეგობრებო, ქართველი დედების გული ყოველთვის სიკვდილის ზღვარზეა, როდესაც განსაცდელში არიან მათი შვილები და ახლა, თავად დედა შეიძლება საშინელი ტანჯვითა და ტკივილით, მენინგიტით დაავადებულ მეორე ვაჟზე დარდს გადაჰყვეს, თუ არ დავეხმარებით ასეთ მძიმე ჟამს! ეს დაავადება ხომ, აუტანელი თავის ტკივილით კლავს ადამიანებს!

შემოწირულია

₾2,561.54

დონორი

153

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
7 - 12 of 56 items
1 2 3 4 10

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის