რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მარტოხელა მოხუცები

ციალა ბებოს, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს, 75 წელი შეუსრულდა. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩავიდნენ საჩუქრებით. ბებოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ალბათ, ყველას გახსოვთ ციალა ბებო კახეთიდან, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. საბრალო მოხუცს ტრაგიკული ბედი ჯერ კიდევ დაბადებიდან დაჰყვა. 3 წლის იყო, როდესაც დაობლდა. არც  დედა, არც მამა….  ხომ წარმოგიდგენიათ, ობლად დარჩენა ბავშვისთვის რამხელა საშინელება არის. მოგვიანებით კი, საბრალო ქალმა ძმა და ძმიშვილებიც დაკარგა. ტრაგიკული ბედის მოხუცს  75 წელი ისე შეუსრულდა, რომ იუბილე ერთხელაც კი არ გადაუხდია. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩააკითხეს. მოხუცი თვალებს არ უჯერებდა. ბედნიერების ცრემლებით ატირდა ბებო. სადღესასწაულო სუფრაც გაიშალა, გულისხმიერი მეზობლებიც შემოუერთდნენ და 75 წლის იუბილე ციალა ბებოსთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. კეთილო ადამიანებო, სწორედ თქვენი დამსახურებით, ცრემლების ნაცვლად, სიხარულის ღიმილს ვხედავთ ციალა ბებოს სახეზე. ბებო ბედნიერია, რადგან თითქმის მთელი საქართველო მის დასახმარებლად გაერთიანდა. უდიდესი ძალა აქვს სიკეთეს. მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს უფალთან. თუ გსურთ, სხვა მოხუცების სახეზეც ცრემლები ბედნიერების ღიმილით შეცვალოთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით

შემოწირულია

₾30,131.10

დონორი

2057

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

ჩვენი ერთობლივი დახმარება სჭირდება საწოლს მიჯაჭვულ, მძიმედ დაავადებულ, მარტოხელა ლამარა ბებოს. რა თქმა უნდა, ასეთ სიბერეზე სულაც არ ოცნებობდა

„არც კარგად ვარ… არც ცუდად. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. ჩემი მეუღლე და ერთადერთი შვილი ცივ საფლავში წვანან… მე კი, აქ ვარ კამოკეტილი, ოთხკედელ შუა.“ – ამბობს ლამარა ბებო ძალიან ჩუმად და მშრალ თვალებს ისრესს. მას შემდეგ 17 წელია გასული და ტირილიც კი აღარ შეუძლია, ცრემლები გაუშრა. ის სიბნელეში წევს და შინაგანად, უხმოდ ტირის. სიკვიდლი უნდა და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც დაკარგა, მაგრამ სიკვდილიც არ ეკარება და უსასრულო ტანჯვისთვის წირავს.

შემოწირულია

₾1,968.59

დონორი

147

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

ქართველი მონაზონი – დედა ელენეს მეორე ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა, შეჭირვებულთა და სნეულთა დასახმარებლად! მისი მოღვაწეობა თანადგომას ნამდვილად იმსახურებს!

ეს ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა ყველა ამქვეყნიური საზრუნავი მიეტოვებინა და თავი ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნა. და ეს ყველაზე რთული ნაბიჯი იყო მის ცხოვრებაში. ყველა წინააღმდეგი იყო, მშობლებიც, შვილებიც… „მაგრამ, როდესაც ღმერთი გესაუბრება, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, თუნდაც მთელი სამყარო იყოს შენს წინააღმდეგ!“ – ამბობს დედა ელენე. ნამდვილად სასიამოვნოა მისი მოსმენა, მის სიტყვებს სიმშვიდე მოაქვთ და ის, რასაც საუბრობს ღმერთზე, ცხოვრებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ბევრ რამეზე აუცილებლად დაგაფიქრებთ.

შემოწირულია

₾5,600.84

დონორი

196

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას!

„სიკორია, დედა“, — იმეორებს ქეთევანი და ისევ ტირის. შემდეგ უსიტყვოდ ემორჩილება თავის მომვლელ მაცაცოს. მორჩილად მიირთმევს სუპს კოვზიდან და ისმენს ქებას, თუ რა კარგი გოგოა. პატარა ბავშვივით უცვლიან პამპერსს და ეზოში მცირე ხნით ასეირნებენ ეტლით. ცრემლების ნაკადი არ წყდება მის სახებზე. მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ენა არ ემორჩილება და ვერ ატრიალებს პირში. თვალები ვეღარაფერს არჩევენ… აი, რა დამართა ქეთევანს ინსულტმა. არა, აი, როგორ შეუძლია სახელმწიფოს მოტეხოს ადამიანი. შეხედეთ დაუძლურებულ ქეთევანს და ფრთხილად იყავით! აი, რამხელა საფასურს იხდის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ცდილობს.

შემოწირულია

₾2,410.83

დონორი

130

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

ის 75 წლისაა, მისი მეუღლე კი 86-ის! თავად უსინათლოა, მან კი მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ მას ცნობს – ყველაზე საყვარელ და მზრუნველ ადამიანს! ორივე ბავშვივით გულთბილი და კეთილი არის! მათ გვერდით რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა და მათი გულისამაჩუყებელი მზრუნველობით ტკბობა მოუნდება ადამიანს! რომელსაც ჩვენს დროში იშვიათად თუ ნახავთ!!!

გულით და ქცევით ზურაბი და გალინა მოგაგონებენ გულკეთილ, მიამიტ, უსინათლო ბავშვებს, რომლებიც უღრან ტყეში აღმოჩნდნენ, ველური, ავი მხეცების გარემოცვაში! მათ დასაცავად კი, ერთი შეუპოვარი და კეთილი გმირიც არ გამოჩნდება! „ძალიან, ძალიან რთულია ცხოვრება, როდესაც ყველა ცდილობს შენს მოტყუებას“ – ამბობს ზურაბი, რომელსაც ნაძირალა ექიმები ორი წლის განმავლობაში იმისთვის „ მკურნალობდნენ“, ვითომდა მხედველობა რომ დაებრუნებინათ. ამ დროს კი, თვალის ნერვი დიდი ხნის მკვდარი იყო. ექიმებმა უკანასკნელი თეთრები გამოსძალეს ამ ოჯახს! მათი პოვნა და უტიფარ თვალებში ჩახედვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა… ზოგ „მხეცს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, ბინა რომ წაართვას, ზოგი კი ელის, როდის დაიხოცებიან შიმშილითა და სიცივით, რის შემდეგაც ბინის მითვისებას უფასოდ შეძლებს! ამიტომ, დანარჩენმა „მხეცებმა“ შემწეობის გარეშე დატოვეს და დროდადრო ინტერესდებიან… არა, მათი ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობით კი არა, არამედ იმით, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუ არა? „ნეტავ, მალე ამოხდეთ სული!“

შემოწირულია

₾26,231.96

დონორი

1607

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

ვიდრე ანზორიკოს არ შევხვდები უფლის სამყაროში, სასაფლაოზე მივდივარ და ჩემს სიცოცხლეს საფლავის ქვაზე ვეფერები. ხომ მართლა ყველაზე ლამაზია? — კითხულობს თამილა ბებო. უფალი მას აუცილებლად შეიყვარებს!

ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.

შემოწირულია

₾3,639.41

დონორი

312

მინდა დავეხმარო

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

მარტოხელა მოხუცები

ცხოვრებამ თვალები დაუბნელა. როგორ უნდა იცხოვროს მარტოხელა უსინათლო ქალმა უკუნეთ სიბნელეში? ნუთუ, ის განწირულია? ის შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ბებია ყოფილიყო.

უზომოდ თბილ და გულკეთილ, 82 წლის შურა ბებოს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა!
მეგობრებო, დახმარების ხელს თუ არ გავუწვდით, ერთ დღესაც ისე ჩუმად დაგვტოვებს, რომ ვერავინ გაიგებს!
ნუთუ, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს?! შურა ბებო ნამდვილად არ მოგვექცეოდა ასე! უფლის გზები ხომ, შეუცნობადია.
შურა: აი, ახლა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავდგე და მივიდე ჩემს საწოლამდე… (უსინათლო ქალს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები). გამომიწოდე ხელი, წამოდგომაში დამეხმარე. კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხანდახან, მთელი დღე, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს!
– რით დაგეხმაროთ, ბებო, თქვენმა გულმა კვლავ რომ „გაიღიმოს“?
შურა: წამლები მუდმივად მჭირდება, შვილო, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. შეშასაც ვეღარ დავანთებ, მგონი. სულ დავუძლურდი. გავიყინები ალბათ, ამ ზამთარს, ღუმელი თუ ჩაქრა და დროულად არავინ მომაკითხავს. რა კარგი იქნებოდა, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა…

შემოწირულია

₾2,456.11

დონორი

215

პროექტი დასრულდა
Project

მარტოხელა მოხუცები

ცოცხლად დამარხული!

“საინტერესოა, რას იტყვიან მეზობლები, როდესაც დაინახავენ, რომ ჩემი სახლი დანგრეულია, მე კი მისი ნანგრევების ქვეშ ვარ მოყოლილი? ალბათ იტყვიან: „საწყალი ქალი, როგორ მეცოდება… ღმერთმა ასეთი ბედი არავის არგუნოს!“ ან იქნებ, არც არავინ გამიხსენოს? იქნებ თქვან: „საბრალო, იმქვეყნად მაინც დაისვენებს… მას აქ ძალიან უჭირდა!“
62 წლის ეთერი ძლივს დადის და ქოშინით გვესაუბრება. „წამოდით, ჩემს მამულს გიჩვენებთ, – ცდილობს იხუმროს. – აი, შეხედეთ! დიახ, დიახ, მე აქ ვცხოვრობ. უფრო სწორედ, კი არ ვცხოვრობ, არამედ ველოდები როდის წამიყვანს სიკვდილი.“

შემოწირულია

₾1,299.67

დონორი

86

პროექტი დასრულდა
7 - 12 of 102 items
1 2 3 4 17