მეგობარო, როდესაც ძალიან ცუდად ხარ, გული გტკივა და არაფერი გამოდის, ერთი წუთით გადაიტანე ყურადღება ამ ისტორიაზე. აი, რას ნიშნავს ცუდად ყოფნა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

მეგობარო, როდესაც ძალიან ცუდად ხარ, გული გტკივა და არაფერი გამოდის, ერთი წუთით გადაიტანე ყურადღება ამ ისტორიაზე. აი, რას ნიშნავს ცუდად ყოფნა!

page info icon
2022 ნოემბერი 11
page info icon
9392
ციალა: ალბათ, მაქვს, მაგრამ ისეთი ვერაგია ჩემი დაავადება, ყველაფერი მავიწყდება. უფრო სწორად, ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, არც ყოფილა? მახსოვს, როგორ დავობლდი. როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, მახსოვს დედაჩემის გასვენება... ძმის... მისი შვილის. მახსოვს, რომ ჩემს ახალგაზრდა გოგოს კიბო აღმოაჩნდა და მკერდი მოკვეთეს, ბიჭს კი, დიაბეტი აქვს ჩემსავით. დიაბეტის გამო 2011 წელს ფეხები მომკვეთეს. ერთი რომ მომაჭრეს, ჩემი საყვარელი მეუღლე ისე განიცდიდა, რომ ინფარქტით გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. მერე კი, მეორე ფეხიც მომკვეთეს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
17,836.57 ₾
( 1,347 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
მეგობარო, როდესაც ძალიან ცუდად ხარ, გული გტკივა და არაფერი გამოდის, ერთი წუთით გადაიტანე ყურადღება ამ ისტორიაზე. აი, რას ნიშნავს ცუდად ყოფნა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         - გაუჩერებლად ტირით... ნუთუ, კარგი მოგონებები საერთოდ არ გაქვთ? 
         ციალა: ალბათ, მაქვს, მაგრამ ისეთი ვერაგია ჩემი დაავადება, ყველაფერი მავიწყდება. უფრო სწორად, ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, არც ყოფილა? მახსოვს, როგორ დავობლდი. როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, მახსოვს დედაჩემის გასვენება... ძმის... მისი შვილის. მახსოვს, რომ ჩემს ახალგაზრდა გოგოს  კიბო აღმოაჩნდა და მკერდი მოკვეთეს, ბიჭს კი, დიაბეტი აქვს ჩემსავით. დიაბეტის გამო 2011 წელს ფეხები მომკვეთეს. ერთი რომ მომაჭრეს, ჩემი საყვარელი მეუღლე ისე განიცდიდა, რომ ინფარქტით გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. მერე კი, მეორე ფეხიც მომკვეთეს.
        სცადეთ, მუხლებზე დაჩოქილმა აკეთოთ ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმე: დაისხით წყალი, მოამზადეთ სადილი, ქუჩაში გადით... ამის წარმოდგენაც რთულია, ციალა აბელიშვილი კი ასე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ორივე ფეხი მოკვეთეს მუხლს ზემოთ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. თუმცა, დალხენილად არც ავადმყოფობამდე უცხოვრია, უამრავი სტრესისა და ნერვიულობის ფონზე კი, დიაბეტი დაემართა, რომელმაც გაანადგურა საბრალო ქალი.
„რომ გადავადგილდე, ფეხების ქვეშ ამ ფიცარს ვიდებ, ჯერ ერთს, მერე მეორეს“
         - ახლა, სულ მარტო ცხოვრობთ?
         ციალა: კი, ჩემი გოგო ავად არის, კიბო აქვს. თავად სჭიდება მოვლა და დახმარება. არ მუშაობს, ფული არ აქვს, თბილისში ცხოვრობს და ათასში ერთხელ ვნახულობთ ერთმანეთს. მე ვერ მივდივარ მასთან და ისიც ვერ ჩამოდის. თუ აქვს მობილურზე თანხა მირეკავს, მეუბნება, როგორ ვუყვარვარ, როგორ უნდა ჩამოსვლა და ჩემი ჩახუტება... ერთად ვტირით ტელეფონში. ბიჭი კი მოდის ჩემს სანახავად, მაგრამ მასაც არ გაუმართლა, დიაბეტის გამო ვერ მუშაობს და საკუთარ ოჯახსაც ვერ ინახავს.
„გამოვძვრები ხოლმე ჩემი ლოკოკინის სახლიდან, პირს დავიბან, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ და ისევ შევძვრები...“
       - მარტო როგორ უმკლავდებით ყველაფერს, თან ფეხების გარეშე?
       ციალა: ადამიანი „ამტანი ცხოველია“... შევეგუე. დავხოხავ როგორღაც... ხის ფიცარს დავდებ, გადავხოხდები, მერე მეორეს - და შემდეგ „ნაბიჯს“ გადავდგამ... დილაობით ასე მივხოხდები ხოლმე პირსაბანთან, მერე ქურასთან - რამე რომ მოვამზადო. მაგრამ, პროდუქტი ყოველთვის არ მაქვს, მეზობლებს მოაქვთ პური. ისე, ფქვილი თუ მაქვს, პურს  მე თვითონ ვაცხობ. მაგრამ ახლა, გაფუჭებული მაქვს საცხობი. მაცივარიც ცუდად მუშაობს, ტელევიზორიც... მეზობლად ძალიან კეთილი გოგო ცხოვრობს. ყოველდღე, მაღაზიაში რომ მიდის, მეკითხება ხოლმე, რა მომიტანოს. ხანდახან, პური უკითხავადაც მოაქვს. ძირს, აი, ამ პატარა უჯრაში, მიდევს კარტოფილი, ხახვი. პროდუქტს ყოველთვის ძირს ვდებ. ეზოს დალაგებასაც კი ვახერხებ, როდესაც თბილა. საწოლის გვერდით ლურსმანი მივაჭედე, იქ ჩამოვკიდე სავარცხელი და მაკრატელი. ყველაფერი ახლოს მაქვს... ლოკოკინასავით ვარ ჩემს პატარა სახლში... ისიც დახოხავს და მეც!
       - რამ შეიძლება „დაატკბოს“ თქვენი სიბერე?
        ციალა: როგორ მიყვარს გამოთქმა „ტკბილი სიბერე“, ყველას ამას ვუსურვებ. ბევრი არაფერი მჭირდება. ჩემს პატარა ოთახში ყველაფერი მოხერხებულად მაქვს მოწყობილი. აი, გაზქურა რომ მქონდეს, პურს გამოვაცხობდი. და სულ პატარა მაცივარი მჭირდება. თბილი საბანი... ალბათ, სულ ეს არის. ვაიმე, კიდევ ერთი დიდი თხოვნა მაქვს, თბილი შარვალი მინდა. გადავჭრი ჩემს ზომაზე და აღარ შემცივდება, რომ ვიხოხებ. ძალიან მალე ცვდება და ძონძები მაცვია მერე. მოსაკითხად თუ შემოვიდა ვინმე, არ ვიცი, სად წავიდე ხოლმე სირცხვილით. ყველაზე იაფფასიანი მიყიდეთ, ნუ დაიხარჯებით ჩემთვის.       
„ადამიანს შეუძლია გაუძლოს და შეეგუოს ნებისმიერ ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ საყვარელი ადამიანების დაკარგვა არის აუტანელი ტანჯვა“
        - ძალიან ძლიერი ქალი ხართ! ძალას რა გმატებთ, სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეთ? 
         ციალა: ვლოცულობ. ასე, ჩემი სული ცოტა ხნით მაინც ნახულობს შვებას, აღარ მეშინია... სანთლებს ვანთებ, ღმერთს ვევედრები, რომ ჩემს შვილებს ცხოვრება დაულაგდეთ, ყველაფერი კარგად რომ ჰქონდეთ.
       - რა არის თქვენი საარსებო წყარო, ციალა?
       ციალა: ჩემი პენსია - 300 ლარი და სოციალური დახმარება - 50 ლარი. რაზე უნდა მეყოს ეს თანხა? უმეტესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებში მიდის. ეს რა ცხოვრებაა - არადა, როგორ მინდა, სანამ მოვკვდები, ცოტა ხანს მაინც ვიცხოვრო ადამიანურად.
„ციალა თავის „ლოკოკინის სახლში“
* * *
        ჩვენი თანამემამულე ციალა აბელიშვილი ნამდვილად გაუსაძლის მდგომარეობაშია. მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, ადრე დაობლდა, დაქვრივდა, საყვარელი ადამიანები დაკარგა, ავადმყოფობის გამო ფეხები მოკვეთეს... მთელი ცხოვრება მძიმედ შრომობდა. ახლა კი, ეს საბრალო ქალი ცხოვრობს საშინელ პირობებში, სიცივესა და შიმშილში, ღამით არ ასვენებს სულის შემძვრელი მოგონებები. ჩვენ ვართ მისი უკანასკნელი იმედი!
        ამ საბრალო ქალს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტი, გაზქურა, მაცივარი თბილი ტანსაცმელი და საბანი. მისი „ლოკოკინის სახლიც“, როგორც თვითონ ეძახის შესაკეთებელია, მისთვის ხოხვით გადაადგილება, ამდენად მტანჯველი რომ აღარ იყოს.
       შეგიძლიათ დაურეკოთ ციალას და თბილი სიტყვებით გაამხნევოთ! ტელეფონის ნომრის მიღება შეგიძლიათ პირადი შეტყობინების სახით.
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: გურჯაანის მუნიციპლაიტეტი, სოფელი კარდენახი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ციალა აბელიშვილი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help