ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.

შემოწირულია

₾3,711.34

დონორი

222

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

41 წლის გულკეთილ ქართველ ქალს, ლანას, თირკმელი თავისით მოსწყდა, მერე კი ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სერავდნენ მის სხეულს და ეძებდნენ ორგანოს!

კეთილო ადამიანებო,  ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად.  ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა  მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ  (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ….

შემოწირულია

₾2,802.17

დონორი

167

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

„მამიკო გარდამეცვალა და ასე მგონია, მთელი სამყარო მჩაგრავს“ – 12 წლის ნათიას და 10 წლის გაბრიელის ცხოვრება დაობლების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პატარა ანგელოზები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. გავუწოდოთ დახმარების ხელი ობოლ ბავშვებს და უფალი ჩვენს სიკეთეს არასოდეს დაივიწყებს!

სიცივისგან გაყინულმა ობოლმა ბავშვებმა ეს ნესტიანი შეშა ნახეს და სახლში მიაქვთ, რომ ღუმელი დაანთონ. სანამ მამა ცოცხალი იყო, მას მიჰქონდა სახლში შეშა და დილით, სკოლაში წასვლის წინ, ბავშვებს თბილ ღუმელს ახვედრებდა. საყვარელი მამიკოს დაღუპვის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა გულიშვილების ოჯახში. ლაღი ბავშვობა თითქოს ერთ წამში გაქრა და ახლა ეს პატარა ანგელოზებიც მძიმე ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ. კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, რომ ეს კეთილშობილი ბავშვები ნამდვილად შეასრულებენ თავიანთ სიტყვას და როდესაც გაიზრდებიან, გვერდში დაუდგებიან შეჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ახლა ამ პატარა ანგელოზებს თავად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ბავშვები დანგრეულ სახლში ცხოვრობენ და ნატრობენ, რომ გაზის გამათბობელი ჰქონდეთ. ობოლ ბავშვებს დამტვრეულ საწოლზე სძინავთ და ლოგინში გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, რათა საწოლი საბოლოოდ არ ჩაიმტვრეს. უმამოდ დარჩენილ ბავშვებს ფეხსაცმელში წყალი შესდით და გემრიელი ვახშმის ნაცვლად, ჩაის სვამენ და ხმელი პურის ნატეხს ატანენ. ზამთრის ყინვიან ქარს კი ოთახშიც ვერ „ემალებიან“, რადგან გატეხილი ფანჯრები და ძველი ხის კარი, რომელიც ნორმალურად არც იხურება, ყინვასა და ქარს ბავშვების ოთახში „ეპატიჟება“. თითქოს მთელმა სამყარომ პირი შეკრა ობლების წინააღმდეგ. ვინ იცის, ალბათ, ბავშვების საბრალო მამა საფლავში ბრუნავს, მისი შვილები ასეთ გასაჭირში რომ არიან. მაგრამ, არა! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზების ერთადერთი იმედი მხოლოდ თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო!

შემოწირულია

₾2,592.31

დონორი

145

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

სასწრაფო

რა უარესია: მომაკვდინებელი კიბო თუ მთლიანად დამწვარი სახლი? დიდი ოჯახი ორი პატარა ბავშვით (ერთი თვისაა, მეორე კი – ორი წლის) დახმარებას ითხოვს! მაგრამ მათი დამხმარე არავინაა… ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 6 ათასი ლარი – მათი უზარმაზარი მწუხარების დაცინვაა… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ

რა უარესია: მომაკვდინებელი კიბო თუ მთლიანად დამწვარი სახლი? დიდი ოჯახი ორი პატარა ბავშვით (ერთი თვისაა, მეორე კი – ორი წლის) დახმარებას ითხოვს! მაგრამ მათი დამხმარე არავინაა… ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 6 ათასი ლარი – მათი უზარმაზარი მწუხარების დაცინვაა… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ

შემოწირულია

₾1,610.00

დონორი

88

დიახ! მსურს დახმარება!
7 - 10 of 10 items
1 2
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

დამეხმარეთ! მინდა ისეთივე ვიყო, როგორიც ყველა…

„დედა, ასე რატომ მიყურებენ? იმიტომ, რომ ისეთივე არ ვარ, როგორიც ყველა?“ ეს სიტყვები უფრო მტკივნეულია, ვიდრე ტყვიამფრქვევის ჯერი. ეს სიტყვები კლავს.
„მისი საქმე გათავებულია,“ – თქვეს ექიმებმა 10 წლის წინ, როდესაც გიორგი დაიბადა. – „ყველაზე უარესისთვის მოემზადეთ!“ მაგრამ დედამისმა – თინათინმა ამის დაჯერებაზე უარი განაცხადა. 35 დღე გიორგი რეანიმაციაში იწვა… და 35 დღე დედა უფალს იმას შესთხოვდა, რომ მას მისი შვილი თავისთან არ წაეყვანა. უფალმა მისი ვედრება შეისმინა, გიორგი დედასთან დარჩა და დაიწყო სამარადჟამო ბრძოლა!
„განსაკუთრებული ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული სრულიად უცხო ადამიანების „კეთილი რჩევები“ და გამვლელთა დაჟინებული მზერებია, რომლებსაც შენ, შენი შვილი თუ საკუთარი თავი ეცოდებათ იმის გამო, რომ ასეთი რამ იხილეს…“

შემოწირულია

₾1,876.02

დონორი

143

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

აფხაზეთში მებრძოლის სიკვდილთან თამაში საქართველოში

ჩვენი გმირების ისტორიების მოსმენისას ზოგჯერ გგონია, რომ ეშმაკი მათ ბოროტ თამაშს ეთამაშება გადარჩენისთვის.
„საცხოვრებლის გარეშე გადარჩებით? საჭმლის გარეშე? სიცივეში? იქნებ დამატებით ავადმყოფობაც გაჩუქოთ?“ – სიკვდილი მათ გვერდით დგას და უფრო და უფრო ართულებს სასტიკი თამაშის წესებს, რომელშიც ადამიანები უბრალოდ უნდა დაიღუპონ. ისინი კი, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლეს მაინც აგრძელებენ; არ უნდათ ეშმაკს მის სასიკვდილო თამაშში აჰყვნენ.

შემოწირულია

₾1,645.00

დონორი

92

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
7 - 12 of 14 items
1 2 3