რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩვენი გმირების ისტორიების მოსმენისას ზოგჯერ გგონია, რომ ეშმაკი მათ ბოროტ თამაშს ეთამაშება გადარჩენისთვის.
„საცხოვრებლის გარეშე გადარჩებით? საჭმლის გარეშე? სიცივეში? იქნებ დამატებით ავადმყოფობაც გაჩუქოთ?“ – სიკვდილი მათ გვერდით დგას და უფრო და უფრო ართულებს სასტიკი თამაშის წესებს, რომელშიც ადამიანები უბრალოდ უნდა დაიღუპონ. ისინი კი, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლეს მაინც აგრძელებენ; არ უნდათ ეშმაკს მის სასიკვდილო თამაშში აჰყვნენ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მამა – გიორგი აფხაზეთში იბრძოდა; ასთმითაც სწორედ იქ დაავადდა. მას სული ეხუთება, ზოგჯერ ჰაერის ჩასუნთქვაც კი უჭირს… ამ ყველაფერს მისი პატარა გოგონები უყურებენ და უფალს ევედრებიან, რომ მამა დღესაც გადაარჩინოს.
„როცა წამლებს ვერ ვყიდულობთ“, – სინანულით ამბობს დედა, დარეჯანი. – „ის უარესად ხდება, მაგრამ წამლები რომ შევიძინოთ, ბავშვები პურის გარეშე დარჩებიან. აი, ასეთი რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ ყოველდღე!“
– დარეჯან, თუ შეიძლება, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით, თქვენი გასაჭირი გაგვიზიარეთ.
დარეჯანი: ძალა აღარ მყოფნის, რომ ჩემი გოგონების ტანჯვას ვუყურო. ღატაკები ვართ… ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი მაქვს; მუდმივად ნახევრად მშივრები არიან. უკვე დიდები არიან, ესმით, როგორ გვიჭირს და აღარაფერს ითხოვენ, მაგრამ ამის გამო გული კიდევ უფრო მტკივა! უბრალოდ შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ! სახლი ნესტიანი და ცივია, მიწის იატაკით, ჭერიდან ჟონავს… ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? ჩემი ქმარი ისეთ მდგომარეობაშია, მისი ყურებაც კი საშინელებაა! უკვე 25 წელია ასთმით იტანჯება, შეტევები კი უფრო და უფრო ხშირი და მწვავეა. ზოგჯერ სასწრაფო დახმარების გამოძახება დღეში ორჯერ და სამჯერ გვიწევს… ბავშვებს ეშინიათ, საშინლად განიცდიან. რა ვქნათ? როგორ დავეხმაროთ? სოციალური დახმარების თანხა იმდენად მწირია, რომ საკვებზე და წამლებზე არანაირად არ გვყოფნის… პანდემიის დროს წამლების ფასი გაორმაგდა; საშინლად ძვირია, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აღარ ვიცი, რა ვქნა. საკვებისთვის უმნიშვნელო თანხა გვრჩება, მისთვის წამლების გარეშე ყოფნა კი არაფრით არ შეიძლება… ყოფილა შემთხვევა, გიორგი აფთიაქში წასულა და წამლების ნაცვლად სახლში სურსათი მოუტანია. როგორია, გააკეთო არჩევანი შვილებისთვის საკვებსა და წამლებს შორის, რომელთა გარეშეც უბრალოდ მოკვდები? გაფიქრებაც კი მზარავს! ერთ დღეს სასწრაფო დახმარებამ დროულად მოსვლა რომ ვერ მოასწროს და მამა საკუთარი შვილების თვალწინ გაიგუდოს, მერე? (საბრალო ქალი შიშისაგან სახეზე ხელებს იფარებს)
– ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
დარეჯანი: სირთულეები ყოველთვის გვქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ვუმკლავდებოდით. 2008 წელს მომხდარმა აფეთქებამ ჩვენი სახლი ძალიან დააზიანა: ფანჯრები ჩაამსხვრია, კედლები გვერდზე გადაწვა… კაპიკებში გავყიდეთ და ამოღებული თანხით მხოლოდ ამ მიწურის ყიდვა შევძელით. იმედი გვქონდა, რომ რემონტის გაკეთებას და ელემენტარული პირობების შექმნას მაინც შევძლებდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
– დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?
დარეჯანი: დიახ, 13 წელი. აქ მხოლოდ ორი პაწაწინა ოთახია. ერთში გვძინავს, მეორეში ყველაფერი ერთადაა: სამზარეულო, სასადილო, აბაზანა… ბავშვებს პირდაპირ აქ ვაბანავებ ხოლმე, ტაშტში… აბაზანა არ გვაქვს. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაფუჭდა, მაგრამ რემონტის ფული არ გვაქვს.
– რა შემოსავალი გაქვთ?
დარეჯანი: სოციალური დახმარება და მეუღლის პენსია, რომელიც წამლებზე ძლივს გვყოფნის. დარჩენილი თანხით ვცდილობ კარტოფილის და მაკარონის ერთი თვის მარაგი ვიყიდო, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. მეუღლე ცდილობს დამატებითი შემოსავლები იშოვოს, მაგრამ სოფელში რა სამუშაოა? მხოლოდ მძიმე ფიზიკური შრომა, რაც გიორგისთვის არაფრით არ შეიძლება. ამან ის შეიძლება უბრალოდ მოკლას. ადრე სასადილოში ვმუშაობდი, დამლაგებლად, მაგრამ თავის დანებება მომიწია, რომ შვილებისთვის მიმეხედა… ოჰ, არა! ასეთ რამეზე ნამდვილად არ გვიოცნებია… განა შეგვეძლო იმის წარმოდგენა, რომ ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი გვექნებოდა?
– დარეჯან, მეუღლე როგორ გაიცანით?
დარეჯანი: მაშინ ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობდი; სასადილოში ვმუშაობდი, გიორგი კი წასახემსებლად ხშირად შემოდიოდა ხოლმე. ასე გავიცანი. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, ძალიან მალე ხელი მთხოვა და აზრადაც არ მომსვლია, რომ უარი მეთქვა. გულმა მიკარნახა, რომ ის სწორედ ის ერთადერთი იყო. გვეგონა, ფეხზე დავდგებოდით, ყველა სირთულეს გადავლახავდით… მაგრამ ჯანმრთელობამ გვიმტყუნა, უმუშევრობაც დაემატა… ადგილობრივ მმართველობას მივმართეთ, ვთხოვეთ სახურავის შეკეთებაში მაინც დაგვხმარებოდნენ, მაგრამ იქ ყველაფერზე ერთი პასუხი აქვთ: „ბიუჯეტში თანხა არ არის“.
– ანუ სახელმწიფო არანაირად არ გეხმარებათ?
დარეჯანი: სოციალური დახმარება და გიორგის ინვალიდობის პენსია. სულ ეს არის, რისი მიღწევაც შევძელით. არადა, მან ეს საშინელი დაავადება აფხაზეთის ომში აიკიდა. როცა ჩვენი მშიერი და გათოშილი ჯარისკაცები ტყეებში და მინდვრებში დახეტიალობდნენ, წვიმასა და თოვლჭყაპში თავიდან ფეხებამდე სველდებოდნენ. სწორედ იქ გაცივდა და თბილისში რომ დაბრუნდა, მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყო. ასე დაინვალიდდა სამუდამოდ. არადა, ომში დაიჭრა კიდეც, ტყვიის ამოღებაც კი ვერ შეძლეს და მასთან ერთად ცხოვრობს. დღემდე ფეხი ექავება და იმ საშინელ, სისხლიან დღეებს ახსენებს…
– მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან?
დარეჯანი: მე 20 წლის წინ დავობლდი. დედა სიმსივნით დამეღუპა, მამა – ღვიძლის დაავადებით. და მყავს, მაგრამ მასაც ოჯახი და შვილები ჰყავს, თავი თვითონაც ძლივს გააქვთ. ქმრის მშობლები მეზობელ ბარაკში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ როგორ დაგვეხმარებიან, როცა თვითონაც მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობენ, რომელიც წამლებზე და საკვებზე ძლივს ჰყოფნით. მათ ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ; მრცხვენია კიდეც, რომ შესაძლებლობა არ გვაქვს…
– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?
დარეჯანი: მჯერა… ამის ნათელი მაგალითი ჩემი მეზობელი, სულ მთლად ახალგაზრდა გოგონაა. როცა ნახა, რა საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ყველა ნაცნობი შეაწუხა, ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეაგროვა და სურსათი მოგვიტანა… იცით, მუდამ ვლოცულობ და მჯერა, რომ უფალი ჩემს ლოცვებს შეისმენს; რადგან ყოველთვის, როცა გგონია, რომ ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება, მოულოდნელად დასახმარებლად მოდიან: ან საჭმელს შემოგვიტანს ვინმე, ან ბავშვებს მოუტანენ რამეს…
– დარეჯან, ღმერთის თუ გწამთ? თქვენ თქვით, რომ ლოცულობთ. ალბათ ამ საშინელ ვითარებაში სასოწარკვეთის საშუალებას სწორედ რწმენა და ლოცვები არ გაძლევთ…
დარეჯანი: დიახ, დიახ! სწორედ ასეა! ლოცვა მაიმედებს. ვიცი, რომ უფალი არ დაგვტოვებს; ეს ყველაფერი კი დროებითი გამოცდაა, რომელიც უბრალოდ უნდა გავიაროთ. როცა არ წვიმს, მე და ჩემი გოგონები კვირაობით ეკლესიაში დავდივართ. თბილი ტანსაცმელიც კი არ აქვთ, ამიტომ ცუდ ამინდში სახლში ჯდომა გვიწევს.
– პანდემიის პირობებში გოგონები როგორ სწავლობდნენ? ონლაინ გაკვეთილებს თუ ესწრებოდნენ?
დარეჯანი: ორს ერთი ძველი ტელეფონი აქვს. შეძლებისდაგვარად ესწრებოდნენ, მაგრამ ინტერნეტის ფულიც ხომ გადასახდელია, არა? თუ გაკვეთილები ემთხვეოდა, გაცდენა უწევდათ… იმედი მაქვს, ამ სასწავლო წლის დახურვას შეძლებენ. ჭკვიანი გოგოები მყავს!
– თუ შეიძლება, გოგონებსაც გავესაუბრები. მარიამ, მოდი ერთმანეთი გავიცნოთ. მოგვიყვები შენ შესახებ? კარგად სწავლობ?
მარიამი (12 წლის): ვცდილობ. წელს ისე კარგად არ გამომდიოდა. ტელეფონი ძველია, ინტერნეტიც ყოველთვის არ იჭერს… ისე მიხარია, ისევ სკოლაში რომ ვივლით!
– შენი საყვარელი საგანი რომელია?
მარიამი: ინგლისური. ვოცნებობ, რომ გავიზრდები, მოდელი გავხდე. უამრავი ლამაზი ტანსაცმელი მექნება, ვიმოგზაურებ და ინგლისური ენის ცოდნაც გამომადგება! მინდა ბევრი ფული ვიშოვო და დედას, მამას და დებს ყველაფერი ვუყიდო, რასაც მოისურვებენ!
მანანა (10 წლის): მე კი მათემატიკის მასწავლებლობაზე ვოცნებობ!
– რა განსხვავებული ოცნებები გაქვთ! მაინცდამაინც ეს პროფესია რატომ აირჩიე, მანანა?
მანანა: ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი ძალიან მიყვარს, ძალიან კეთილია… და მათემატიკაც მიყვარს!
– გოგონებო, დედიკოს თუ ეხმარებით?
მანანა (10 წლის): რა თქმა უნდა! თან დედიკოს მუცელში ჩვენი ძამიკო ჰყავს და მისთვის დაღლა არ შეიძლება! ისედაც სულ ტირის და განიცდის…
მარიამი: დიახ! ვგვით, ჭურჭელსაც ვრეცხავთ და ლილესაც (1,5 წლის) ვუვლით… როცა მამა ცუდადაა, სასწრაფოს ჩვენ თვითონ ვიძახებთ!
– მამა ცუდად ხშირად ხდება?
მანანა: დიახ, თითქმის ყოველდღე… სული ეხუთება, დივანზე ეცემა და გონებას კარგავს!
დარეჯანი: ამ ყველაფერს ჩემი გოგონებიყოველდღე უყურებენ… უკვე იციან, რა უნდა გააკეთონ; ტელეფონს ხელს დაავლებენ ხოლმე და სასწრაფოში რეკავენ.
– შესანიშნავი გოგონები გყავთ, დარეჯან! ახლა ბიჭს ელოდებით, არა? სახელი უკვე მოიფიქრეთ?
დარეჯანი: დიახ! ოთხ თვეში ამ ქვეყანას ჩვენი ბიჭი მოევლინება. სახელის თაობაზე გოგონები სულ დაობენ: საბა თუ დანიელი… მთავარია მას მოუთმენლად ელიან! ერთი ცოცხალი თოჯინა უკვე ჰყავთ – ლილე. მასთან ისე მშვენივრად თამაშობენ, ართობენ, როცა საოჯახო საქმეებს ვაკეთებ… ძმაზეც დიდი ხანია ოცნებობენ.
– დარეჯან, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? არ გაგიკვირდეთ, ამ კითხვას ყველა ჩვენს ბენეფიციარს ვუსვამთ…
დარეჯანი: როგორც ყველა დედა, მეც მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ. ყველაზე მთავარი ესაა! დღედაღამ მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ნათელი მომავალი ჰქონდეთ, ამ სიღატაკეს თავი დააღწიონ და ფეხზე დადგნენ, რადგან ახლა მათ საერთოდ არაფერი გააჩნიათ. ჩემს გოგონებს ბავშვობა არ აქვთ… (მწარედ ოხრავს.)
– გვითხარით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?
დარეჯანი: საკვები და წამლები. სოციალური დახმარება კატასტროფულად არ გვყოფნის, ყოველთვიურად ერთიც რომ ვიყიდოთ და მეორეც. ყოველ ჯერზე საშინელი არჩევანის წინაშე ვდგებით…
– ცხოვრებას კიდევ რა გაგიმარტივებდათ?
დარეჯანი: ძალიან მერიდება ვინმეს შეწუხება, მაგრამ რადგან მეკითხებით… სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. ჩემს მდგომარეობაში ცივ წყალში ხელით რეცხვა უბრალოდ წარმოუდგენელია. თან ონკანიც ეზოში გვაქვს. მაცივარიც ძალიან მინდა; გოგონებისთვის კომპიუტერიც, რომ სწავლა შეძლონ. თუმცა ჩვენ ნებისმიერი დახმარება და მხარდაჭერა გაგვახარებს. გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით… თქვენ სწორედ გამოუვალი მდგომარეობის გამო, სრულიად სასოწარკვეთილმა მოგმართეთ მოკრძალებული იმედით, რომ კეთილი ხალხი ჩემი საბრალო შვილები დახმარებასაც მოისურვებს.
***
ჩვენ კიდევ ერთი კეთილი, ქართული ოჯახი გაგაცანით, რომელიც გასაჭირში აღმოჩნდა და რომელსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. პატარა ლილეს, 10 წლის მანანას და 12 წლის მარიამის მშობლები ყოველდღიურად საშინელი არჩევანის წინაშე დგანან: საკვები თუ წამლები? არადა, მათი მამა ხომ ჩვენს სამშობლოს იცავდა, სისხლს ღვრიდა და მკერდს ტყვიას უშვერდა; თუმცა დღეს მას და მის ოჯახს საერთოდ არაფერი გააჩნია.
წარიაშვილების ოჯახი სიღატაკის ზღვარზეიმყოფება. მათსაერთოდ ყველაფერი სჭირდებათ: სურსათი, წამლები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, კომპიუტერი – რომ ბავშვებმა სწავლა შეძლონ; მაცივარი და სარეცხი მანქანა კი მათ ყოფა-ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა.
წარიაშვილების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მისამართი: გორი, მეჯვრისხევი, ბარაკი №4.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: წარიაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი წარიაშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
1645.69₾დატოვა:
0₾