რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!

გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!

შემოწირულია

₾1,787.90

დონორი

122

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირულია

₾1,708.63

დონორი

108

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

შვილმა სახლი გაყიდა, სიმსივნით დაავადებული დედის მკურნალობის საფასური რომ გადაეხადა და ახლა ოჯახი ჭერის გარეშე ქუჩაში არის დარჩენილი ორი პატარა შვილით. მათ არსად აქვთ წასასვლელი და არც საკვები აქვთ, რომ ბავშვებს აჭამონ!

ირმა, 33 წლის (დედა): მთელი დღე ისე გადის, რომ შეიძლება ერთი ნამცეციც არ გვქონდეს ნაჭამი არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არც ბავშვებს. პურს ვჭამთ და ბოსტანში დაკრეფილ წიწაკას ვატანთ. მე და ჩემი მეუღლე თავადაც შეჭირვებულ ოჯახებში ვართ გაზრდილი, ვიცით, რა არის გაჭირვება. მაგრამ არ გვსურს, ჩვენმა შვილებმაც რომ გამოსცადონ ის, რის გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. გული გვიკვდება, როდესაც ვხედავთ, შიმშილისგან როგორ ტირიან ბიჭები! გემუდარებით, დაგვეხმარეთ, ჩვენი შვილები რომ დავაპუროთ! ჩვენ ხომ მაცივარიც კი არ გვაქვს, პროდუქტები რომ შევინახოთ, მალე ფუჭდება საჭმელი. ღმერთმა ნუ ქნას, და თქვენმა შვილებმა რომ იშიმშილონ, რას მოიმოქმედებთ? იმათხოვრებთ? ან იქნებ მოიპარავთ? ერთი წუთით მაინც დაფიქრდით ამაზე. როგორი იქნებოდა თქვენთვის იმის ცქერა, შიმშილისგან როგორ ტირის თქვენი პატარა ბიჭი ან გოგო?

შემოწირულია

₾2,744.10

დონორი

181

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

უსინათლო ბებია, მისი მძიმედ დაავადებული შვილი და შვილიშვილი განწირულნი არიან მტანჯველი სიკვდილისთვის, თუ ჩვენს მიერ გაწვდილი დახმარების ხელი უფლის წინაშე დაუძლურდება! გმადლობთ, უფალო, ამ კეთილი და სრულიად უმწეო ადამიანების საშინელი ცხოვრება რომ დაგვანახე

საბრალო უსინათლო დარეჯანი! არ აქვს ფული წამლების და თვალის წვეთების საყიდლად, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ეს. საწყალი ქალის სახლი მის თვალწინ ინგრევა: იატაკი დამპალია და ჩავარდნილი, წვიმის დროს კი, წყალი ჭერიდან თქრიალით მოედინება. ფანჯრები იშლება, იმდენად ძველია, შუშის ნაცვლად კი, ფანერა არის გაკრული. უსინათლო ბებიას, მის შვილსა და შვილიშვილს პენსიითა და ბავშვის ობლობის შემწეობით გააქვთ თავი. რაც არ უნდა ეცადონ, სახლის შეკეთებასა და საჭირო ტექნიკას საკუთარი ძალებით შეძენას ვერ მოახერხებენ. ერთადერთი იმედი რჩება იმისა, რომ ოჯახის სევდიანი ისტორია ადამიანების გულებს შეძრავს და დახმარების ხელს გაუწვდიან. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ! საქართველოს კანონმდებლობა არავის ავალდებულებს დაეხმაროს სნეულ ბავშვებსა და შეჭირვებულებს! მაგრამ, რამხელა სასწაულია, როდესაც უფალი გვჩუქნის იმის შანსს, რომ უბედური ადამიანები გასაჭირისგან ვიხსნათ. მათ მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვთ!

შემოწირულია

₾11,054.01

დონორი

650

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირულია

₾30,254.29

დონორი

1439

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

14 წლის მძიმედ დაავადებული ლამარას რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ ვაგროვებთ თანხას! გოგონა გვთხოვს, გაუსაძლისი ტკივილისგან ვიხსნათ! სქოლიოზის გამო მისი ფილტვები ზეწოლის ქვეშ არის და შეიძლება დაიხრჩოს ბავშვი!

მოსიყვარულე დედისთვის შვილის ყოველდღიური ტანჯვის ყურებაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როდესაც მას ვერაფერს შველის! დედის დახმარების გარეშე ლამარა ერთ წუთსაც ვერ ძლებს. 14 წლისაა, მაგრამ არ შეუძლია არც სიარული, არც დგომა, არც ჯდომა. გოგონა ბავშვობიდან ეტლს და… დედიკოს არის მიჯაჭვული. დიახ, საბრალო დედა წელშია გაწყვეტილი, მაგრამ ის მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე ხელით ატაროს შვილი. ლამარას ხერხემლის საშინელი ტკივილი აწუხებს. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, კუზი იზრდება. ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მისი შინაგანი ორგანოები საფრთხეშია. სქოლიოზი ფილტვებზე ზეწოლას ახდენს და შეიძლება დაახრჩოს ბავშვი! ოჯახის შემოსავალი მთლიანად ბავშვის მკურნალობაზე იხარჯება. ცოტა ხნის წინ მშობლებმა ერთადერთი ძროხა გაყიდეს, სარეაბილიტაციო კურსის საფასური რომ გადაეხადათ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გოგონას უკეთესობა აქვს და მსუბუქი საგნების ხელში დაჭერაც ისწავლა. მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ ვარჯიში შეეწყვიტათ, რადგან თანხა ამოიწურა. სამწუხაროდ, ოჯახს გასაყიდი აღარაფერი აქვს. უკვე ერთი წელია, რაც გოგონას ექიმთან წაყვანის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. იმის იმედით, რომ კეთილი ადამიანები გასაჭირში არ მიატოვებენ, სამკურნალო მასაჟის საფასურის გადახდასა და გოგონასთვის სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელებაში დაეხმარებიან, მშობლებმა ჩვენს ფონდს მიმართეს.

შემოწირულია

₾2,729.45

დონორი

166

დიახ! მსურს დახმარება!
7 - 12 of 122 items
1 2 3 4 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

მძიმედ დაავადებული და-ძმის ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ

უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს. განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…

შემოწირულია

₾4,018.34

დონორი

126

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ეთუნა: „რა სასიამოვნოა სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილება! რა ფანტასტიურია!»

ეთუნას სიხარული მეცხრე ცას მისწვდა! ჩვენ არ ვჩქარობდით აგარიდან წამოსვლას, რათა დავმტკბარიყავით ამ ბავშვური სიხარულის ცქერით, რომელიც მიწიდან ამოხეთქილი ნაკადულივით მოსჩქეფდა! შესანიშნავ, პოზიტიურ ეთუნას გამუდმებით სჭირდება პამპერსები, პროდუქტები. ასევე საჭიროა, დავეხმაროთ ოჯახს აბაზანის მშენებლობის დასრულებაში. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ამ დიდი და ბედნიერი დასასრულისთვის. ელექტროეტლი შეცვლის გოგონას ცხოვრების ხარისხს! უზომოდ გაგვიხარდება, თუ ეთუნას დამხმარეთა რიცხვი მოიმატებს.
თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.

შემოწირულია

₾8,887.44

დონორი

690

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

უსაზღვრო და უსასრულო უბედურება! მეგობრებო, კიდევ ერთ უსაზღვროდ უბედურ ქალს საქართველოში, ჩვენ გარდა, არავინ დაეხმარება!

ჩვენი ფონდის მიზანია, ფონდის მეგობრების სულები უფალს გავუხსნათ! უფალი უფრო და უფრო მეტი უბედურების ჩვენებას უშვებს! მადლობა უფალო, რადგან ყოველი ისტორიიდან ისტორიამდე ჩვენ ისეთები ვხდებით, როგორების დანახვაც შენ გინდოდა, როდესაც ადამიანი შექმენი! გაიცანით, ეს მაიაა! ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და იმ კეთილი ხალხის სახლში, რომლებმაც ის გარკვეული დროით შეიფარეს! მაია 58 წლისაა! ის მარტოსულია და უსაზღვროდ, უსაზღვროდ უბედური! სიბერეში კი მოულოდნელად, ფაქტობრივად, უსახლკარო ძაღლის მდგომარეობაში აღმოჩნდა! მაია: 2023 წლის ნოემბერში საერთო საცხოვრებელში, სადაც ვცხოვრობდი, ჩემი ოთახი დაიწვა, — ამბობს მაია – თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემს ასაკში უსახლკარო ძაღლის მდგომარეობაში ყოფნა! ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხომ მთლიანად დანგრეულ, ყოფილი პოლიციის შენობაში შემასახლა! ბედმა მას ბავშვობიდანვე აქცია ზურგი, როცა მშობლებმა მიატოვეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს. პატარა მაია ფანჯარასთან იჯდა და ელოდა, როდის მოვიდოდა დედა… როდის გაახსენდებოდათ ის.

შემოწირულია

₾2,009.92

დონორი

159

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

როდესაც ექიმები სიკვდილს უქადიან, დედის სიყვარული და უფლის უდიდესი რწმენა კი სიცოცხლეს უნარჩუნებს!

შვიდ წლამდე თედოს თითის განძრევაც კი არ შეეძლო. კრაზანას მისთვის თვალი რომც ამოეჭამა, ვერაფერს იზამდა. ექიმების სიტყვების თანახმად, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ დედა ყოველ ჯერზე ახერხებდა მის საიქიოდან მობრუნებას! თქვენ წინაშეა მძიმედ დაავადებული და ძალიან უბედური, მშვენიერი ქართველი ვაჟკაცი თედო! შვიდ წლამდე ცოცხალმკვდარი ლოგინს იყო მიჯაჭვული. სავარაუდოდ, მშობიარობის დროს ბავშვი ხელიდან გაუვარდათ და დაუზიანდა თავის ტვინი, არადა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა! თედოს ოჯახს საშინელი, უდიდესი უბედურება დაატყდა თავს! ერთხელ ბიჭს თვალზე კრაზანა დააჯდა, მან კი ვერაფრით მოიშორა. ფუტკრებისგან განსხვავებით, კრაზანა უმიზეზოდ იკბინება. ისინი ბრაზიანი და აგრესიულები არიან! სასწაულია, რომ შორენა, ბიჭის დედა, მუდამ მის გვერდით არის. ერთი წამიც და თედო თვალის გარეშე დარჩებოდა! ღმერთო, ღმერთო, მეგობრებო, რამდენი ასეთი სამწუხარო ისტორია გსმენიათ ჩვენგან, საავადმყოფოებზე საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ

შემოწირულია

₾247.12

დონორი

31

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!

ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი სიყვარულის გარეშე ხომ ერთი დღეც კი ვერ იცოცხლებს! ეს მომხიბვლელი ვაჟკაცი, იმავდროულად, ძალიან უბედურია! ორი უსაზღვროდ უბედური ადამიანის ტკივილი: დედა და შვილი ამ დაუნდობელ სამყაროში სრულიად მარტო არიან დარჩენილნი, უსახსროდ, წამლებისა და საჭმლის გარეშე, რასაც თან ერთვის ბინის მეპატრონის სასტიკი მუქარა, რომ ძაღლებივით ქუჩაში გამოყრის. ეთერი (37 წლის): „უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და, მიუხედავად მკერდის გაუსაძლისი ტკივილებისა, ვეჭიდები ამ უხალისო ცხოვრებას. მე რომ მოვკვდე, გიორგის რა ბედი ელის?! მამამისს და ჩემს მეორე შვილს, გოგოს, ხომ დიდი ხანია ჩვენი არსებობაც კი არ ახსოვთ“. ხანდახან ეთერი სევდით უყურებს ფოტოებს, სადაც ჯერ კიდევ ბედნიერია! გიორგის გარდა, ჰყავდა უსაყვარლესი გოგონა, ნინი. პატარა მერცხალა გოგო! რომ წამოიზარდა, დაახლოებით 14 წლის ასაკში გაბოროტდა!

შემოწირულია

₾10,712.75

დონორი

873

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

You helped

ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.

იამზე (ამ ორი უსაყვარლესი ბავშვის დედა): ცოცხალი მშობლების ობოლი ვარ! ჩემს შვილებს არც ბებიები ჰყავთ, არც ბაბუები. ჩემი მეუღლე ციხეში უკვე მეორედ მოხვდა! ქურდობდა, მეც მომატყუა, რომ დავქორწინდით!.. სადისტი გამოდგა და ისე სასტიკად მცემდა ბავშვების თვალწინ, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მადარდებს ახლა! ვხვდები… ჩემთან საცხოვრებლის გამო იყო, მოკვლა უნდოდა ჩემი! ბავშვები კი… ბავშვები არასდროს ჰყვარებია! უცხო ადამიანებს მიაბარებდა. ასეთ ბავშვებს!.. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მაგრამ ვერ ვიცოცხლებ, შიმშილითა და ზამთრის სიცივით თუ დაიტანჯებიან ჩემი შვილები! ჩემი საშინელი ბედი არ უნდა გაიზიარონ!

შემოწირულია

₾5,026.71

დონორი

345

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
7 - 12 of 929 items
1 2 3 4 155