რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

უბედურება! უბედურება! 14 წლის ანა-მარიას მოკვეთილი ფეხიდან ძვალი უჩანს. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, ქვრივი ქალი კი შვილს ვერაფრით ეხმარება. საავადმყოფოში მისულ დედას 60 ლარი არ აღმოაჩნდა საფულეში. ნუთუ ბავშვი ისევ ცოცხლად უნდა დალპეს? საშინელებაა!

შეხედეთ, ამ ანგელოზს, როგორი ლამაზია. მისი თვალები კი ისეთი ღრმაა, ისეთი მეტყველი… საკმარისია, მხოლოდ ერთხელ ჩახედოთ ანა-მარიას თვალებში და მაშინვე დარწმუნდებით, რომ მისი პატარა გული მხოლოდ სიკეთით არის სავსე. ვერაგ სიკვდილს კი სურს, რომ ამ კეთილმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ეს არ უნდა დავუშვათ! არა! კეთილო ადამიანებო, გარდა იმისა, რომ უფულობის გამო ოპერაციის დაგეგმვა ვერ მოხერხდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას ანა-მარიას დედა. ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად რომ კლინიკაში მივიდეს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ, თუ ხარ დამწყები ექთანი, თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და, რაც მთავარია, თუ გაქვს გული, მხოლოდ რამდენიმე საათი გამონახე ანა-მარიასთვის. ეს სიკეთე ცხოვრების გზაზე ყველაზე რთულ პერიოდში დაგიბრუნდება უკან. სიკეთე ხომ უკვალოდ არასდროს იკარგება, არასდროს!

შემოწირულია

₾13,650.08

დონორი

803

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

საშინელება! საშინელება! 14 წლის მარიამი ენით გამოუთქმელ ტანჯვას განიცდის! გოგონას გარშემომყოფებთან ურთიერთობა მხოლოდ თავისი ლამაზი და ქართული მეტყველი თვალებით შეუძლია, რომლებიც მგრძნობიარედ ენთება ხოლმე იმედით, როცა გარშემო ახალ ადამიანებს ხედავს. მისი თვალები სავსეა საბრალო ვედრებით: „მიხსენით, მიხსენით საშინელი ტანჯვისგან! ძალიან მინდა სიცოცხლე!“

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. მაშინაც კი, თუ ადამიანს რაღაც არ შეუძლია, უფლის შეწევნით ყველაფერი შესაძლებელია! კეთილო ადამიანებო, ჩვენ, ფონდში, დარწმუნებული ვართ, რომ ერთად შეგვიძლია, როგორც ეს უკვე ათეულობით შემთხვევაში გავაკეთეთ, ნამდვილი სასწაული მოვახდინოთ – საზღვარგარეთ გავუშვათ მარიამი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის. თუ თურქი ექიმები იტყვიან, რომ შეუძლიათ ასეთი ოპერაციების გაკეთება, ჩვენ თითოეულ მათ ქმედებაზე მოგაწვდით ინფორმაციას. და ილოცეთ, ილოცეთ, ილოცეთ! გთხოვთ! ვინაიდან ღმერთი ჩვენთანაა!

შემოწირულია

₾7,168.06

დონორი

359

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“
„უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია… და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“
შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს?
„შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.

შემოწირულია

₾2,354.28

დონორი

200

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

რამდენ თქვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს ბიჭუნას ტანჯვა, რომელსაც – ჰოი, საშინელებავ, საშინელებავ, საშინელებავ – ორი ენა აქვს – ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევაა საქართველოში! ერთ კვირაში, თხუთმეტი წლის ნიკოლოზს თურქეთში ურთულესი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ბავშვი პირველად შეძლებს ლაპარაკს! ნიკოლოზის ოპერაციამდე მხოლოდ ერთი კვირაღა რჩება! დავეხმაროთ, მეგობრებო!

ნიკოლოზი ამ საშინელი ანომალიით დაიბადა 15 წლის წინ და ამ წლების განმავლობაში, ბავშვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. ის ვერ მეტყველებს. მხოლოდ ცალკეული ბგერების წარმოთქმა შეუძლია. საბრალო ბავშვი პირის დახურვასაც კი ვერ ახერხებს. ხანდახან, დიდი წვალების შედეგად ხურავს პირს, მაგრამ ეს, მაქსიმუმ ორი წუთის განმავლობაში გრძელდება. ორი ენა პირის დახურვის საშუალებას არ აძლევს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია.

ორი ენის გარდა, ნიკოლოზს სხვა საშინელი დაავადებებიც აქვს. მის ზურგზე, თითქოს, „ბორცვი“ ამოსულა. ხერხემლის საშინელი ტკივილებით იტანჯება. ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს (მწვავე ფორმა).

პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ მაშინ გაუკეთდა, როდესაც ბიჭუნა ახალშობილი იყო. მეორე და მესამე ოპერაცია კი – ხუთი და შვიდი წლის ასაკში.

ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ნიკოლოზს წინაგულთაშუა ძგიდე არ აქვს და ოთხკამერიანის ნაცვლად, სამკამერიანია მისი გული. შესაბამისად, ჟანგბადი და ნახშირორჟანგი ერთმანეთს ერევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე კიდია ბავშვის სიცოცხლე და მისმა გულმა, ყოველ წუთს შეიძლება სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ოჰ… არა, ღმერთო… არ დაუშვა, ბერბერაშვილების ოჯახში ეს ტრაგედია რომ დატრიალდეს. მას სიარულიც ძალიან უჭირს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მერე კი…. მერე…. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო.

შემოწირულია

₾12,015.48

დონორი

731

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

პატარა მარიამი თვალებს რომ ხუჭავს, ვეღარ ახელს! გამოკვლევები და მედიკამენტები სჭირდება! გოგონა სიცოცხლეს ეჭიდება და იბრძვის, ჩვენ მას იმედს ვერ გავუცრუებთ!

მარიამს ცერებრული დამბლა აქვს, მძიმე ფორმაში. რვა წლისაა და რვა წლის განმავლობაში მასთან ერთად იტანჯება მისი ოჯახიც. გოგონა ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის და ეტლს არის მიჯაჭვული. მედეა: „დაბადებიდან არ აქვს არც მხედველობა, არც სმენა. გამუდმებით ტიროდა დღე და ღამე. ტანჯვაში გავზარდეთ. ბევრმა გვირჩია, ავადმყოფ ბავშვზე უარი გვეთქვა, მაგრამ აზრადაც არ გაგვივლია. სანამ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები ვართ, ჩვენს გოგონას არ დავტოვებთ მარტოს“. მარიამს ისეთი კრუნჩხვები ემართება, დედას ეშინია, გოგონას ძვლები არ დაემტვრეს. წარმოგიდგენიათ, რა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს ბავშვი?! ზოგი დიდიც რომ ვერ აიტანს, ისეთს!

შემოწირულია

₾3,536.54

დონორი

241

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,678.18

დონორი

3415

დიახ! მსურს დახმარება!
13 - 18 of 52 items
1 2 3 4 5 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

შვილების გარდა, ამქვეყნად არავინ დამრჩა! ყველაფერი გავყიდე, ჩემი ვაჟებისთვის რომ მემკურნალა! გთხოვთ, ჩემი ბიჭები გადაარჩინეთ! ეპილეფსიის მართვის წამლები სჭირდებათ!

11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს! ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!

შემოწირულია

₾4,861.77

დონორი

272

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

შვიდი წლის ტატოს სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია! თურქი ექიმები იბრძვიან მის გადასარჩენად! ერთი დღის დაკარგვაც კი არ შეიძლება! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ბავშვს მეტი შანსი აღარ ექნება! მისი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

მეგობრებო, ტატო კომაში იყო, მართვით სუნთქვის აპარატზე შეერთებული და სასწრაფოდ რეანიმობილით მოუხდათ მისი თურქეთში გადაყვანა. სასწაული მოხდა! დიდია უფალი, თურქმა ექიმებმა ის „საიქიოდან“ დააბრუნეს! მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლაც გრძელდება! მაგრამ მკურნალობისთვის საჭირო ფული აღარ აქვთ! საბრალო მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ. შვილისთვის არ დაიშურეს ძალისხმევა და ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ახლა კი, როდესაც ბოლოს და ბოლოს მისი გადარჩენის შანსი გაჩნდა, უბრალოდ საშუალება აღარ აქვთ, ბავშვს დაეხმარონ. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად დარჩნენ, ვინც ბიჭუნას უცხო მიწაზე სიკვდილისთვის არ გაიმეტებს! ტატოს ოპერაცია სჭირდება, მანამდე კი – რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი. შვიდი წლის ტატოსთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. საშინელი ინფექციის გამო ბავშვს აქვს მაღალი სიცხე – 39,5—40ºC, რომლის დაწევაც ძლიერი ანტიბიოტიკებითაც კი ვერ ხერხდება. ბიჭუნას, ფაქტობრივად, წვავს დაავადება!

შემოწირულია

₾31,753.93

დონორი

1924

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

შესანიშნავი დამხმარეები ხართ! თქვენ ძალა მოგვეცით, კიბოსთან ბრძოლა რომგავაგრძელოთ!

ეს 7 წლის ალინაა. შეხედეთ ამ ფოტოებს და მაშინვე მიხვდებით, რომ პატარა ანგელოზი ვერაგ სიკვდილს უკანასკნელი ძალებით ებრძვის. გოგონა არ ნებდება, მაგრამ მისი პატარა გული ვეღარ უძლებს ამდენს. მას მეტად აღარ შეუძლია ამის მოთმენა. და ვინ იცის, შეიძლება ერთ დღესაც სამუდამოდ დანებდეს სიკვდილს. არა!!! არა!!! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! პატარა გოგონა სიკვდილთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. ალინას კეთილი გული გვაპატიებს, მაგრამ საკუთარი სინდისი არასდროს, არასდროს გვაპატიებს. კეთილო ადამიანებო, ილოცეთ ალინასთვის. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ვისაც შეგიძლიათ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამბარცუმიანების ოჯახს, ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. პატარა ალინამ უნდა იცოცხლოს! გოგონას ჩამქრალი თვალები უწინდებურად უნდა გაბრწყინდეს!

შემოწირულია

₾4,971.98

დონორი

151

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
13 - 18 of 212 items
1 2 3 4 5 36