ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„დედა, ფეხს მართლა მომაჭრიან? უფეხოდ როგორ ვირბენ?! მიშველე, დედა! შენ ხომ ამბობდი, რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ ამქვეყნად?! ოპერაციამდე, იქნებ, ერთხელ მაინც გავირბინო?.. სულ ცოტა მაინც, დედიკო!!!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„დედა, ფეხს მართლა მომაჭრიან?”– ეს კითხვა შვიდი წლის დემეტრემ დედიკოს დაუსვა. არც საავადმყოფოში, არც ნარკოზის ქვეშ. არამედ ინტერვიუს წინ, როდესაც მე უბრალოდ ვესაუბრებოდი მის დედას, მარინას.“
ის გაშეშდა. ადგილზე გაიყინა. ვხედავდი, როგორ შეეკრა სუნთქვა, მოკუმა ტუჩები და ცრემლების შეკავებას ცდილობდა, რათა შვილისთვის არ დაენახა, როგორ ეშინია.“
„დემეტრე კი, მას თავისი დიდრონი, სევდიანი თვალებით უყურებდა, რომლებშიც აღარ ჩანს არც ბავშვობა, არც სილაღე – მხოლოდ ტკივილია და მოლოდინი. ის სწორედ დედისგან ელოდა პასუხს.“
„იცოდა, თუ გაჩუმდებოდა, ატირდებოდა ისიც. ამიტომ, მთელი ძალა მოიკრიბა და უპასუხა: „კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს, კარგი? ნუ დარდობ, ამასაც გადავლახავთ, ჩემო ბიჭო…“
ბავშვმა კი, მხოლოდ ჩუმად იკითხა: „სირბილს ისევ ხომ შევძლებ? ხომ მექნება შანსი, ჩემი ოცნება ავისრულო და ფეხბურთელი გამოვიდე?“ ამის შემდეგ, მარინას ხმა აღარ ამოუღია, მე შემომხედა, თითქოს, ჩემგან ელოდა პასუხს…“
დემეტრეს დედა, მარინა: „ექვსი წლის ასაკში დაიწყო ეს ყველაფერი. ფეხის დაღლილობას უჩიოდა. არც სისხლჩაქცევა, არც ტკივილი, უბრალოდ, თითქოს, რაღაც ტყდებოდა შიგნით. ტრავმატოლოგმა რენტგენის გადაღებაზე უარი გვითხრა, ბავშვს გამაყუჩებელი და ფიქსატორი დაუნიშნა.”
მაგრამ, ტკივილი არ ჩერდებოდა. ბავშვი ვერც თამაშობდა, ვერც დარბოდა, მშვიდად დაძინებასაც კი ვერ ახერხებდა. სამი კვირის შემდეგ, ფეხი გასივდა. მალამო. კომპრესი. ყინული. ყველაფერი უარესად მოქმედებდა. თვეების შემდეგ, ბავშვს რენტგენი გადაუღეს. შოკი: კეთილთვისებიანი კისტა-ანევრიზმა აღმოაჩნდა, რომელიც უკვე შიგნიდან შლიდა ძვალს.
მარინა: „დეკემბერში გამორეცხვა გაუკეთეს. იანვარში ძვალი გატყდა. იმიტომ, რომ უკვე თითქმის აღარ იყო დარჩენილი.“
ბოლო იმედი: ოჯახმა ბავშვი თურქეთში წაიყვანა. თურქმა ექიმებმა ნახეს სურათი და გაგიჟდნენ: „აქამდე საერთოდ როგორ ახერხებს ფეხზე დგომას?“
იქ, უკვე სამჯერ იყვნენ. კისტა ამოკვეთეს. გადანერგვისთვის ბაზა შექმნეს. თუმცა, მთავარი ოპერაცია წინაა, რომლის გარეშეც, ბავშვი ხეიბრად დარჩება, სამუდამოდ. მისი საფასური კი, 28 000 დოლარია.
ჯანდაცვის სამინისტრო და მერია უკვე დაეხმარა დემეტრეს ოჯახს. წინა ოპერაციებზე 20 000 დოლარი გამოიყო. ხოლო მომდევნო, ყველაზე მთავარ ოპერაციაზე ჯერ პასუხი არ მიუღიათ. თუმცა, იმედიც აღარ აქვთ, დახმარების ლიმიტი ამოწურულია.
დღეს, დემეტრე ნორმალურად ვერ დადის. ტკივილი აწუხებს მაშინაც კი, როდესაც დგას. მას ეშინია. მას ყველაფერი ესმის.
ის სათამაშოებს არ ითხოვს. ის ეჩურჩულება დედას.
დეიდა, (ბავშვი ეკითხება ფონდის კორესპონდენტს) სირბილს ისევ ხომ შევძლებ? ხომ მექნება შანსი, ჩემი ოცნება ავისრულო და ფეხბურთელი გამოვიდე?“
დემეტრეს ოცნებაა, ფეხბურთი ითამაშოს. მას საათობით შეუძლია უყუროს, კვარაცხელია გოლებს როგორ აგდებს. მას არ უნდა საჩუქრები, მას სპორტული ფეხსაცმელი და მწვანე მინდორი უნდა.
მაგრამ ახლა, ბურთის მაგივრად თაბაშირი აქვს. ფეხბურთის ფორმის ნაცვლად კი, საავადმყოფოს პალატა. ხოლო ბედნიერი შეძახილების ნაცვლად განაჩენი: ოპერაცია სასწრაფოდ თუ არ ჩატარდება, ფეხში ძვალი აღარ ექნება და ფეხს მოაჭრიან. ის სირბილს ვერასდროს შეძლებს. ოცნებაც მოკვდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, დემეტრე და მისი და მარიამი ნამდვილი საოცრებები არიან. მშობლებს 20 წელი შვილი არ უჩნდებოდათ. ათობით პროცედურა გაიარეს, ცრემლი, იმედი და იმედგაცრუება. განგებამ მათ ტყუპები აჩუქა.
დემეტრე და მარიამი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანატრი შვილები არიან.
ახლა კი, ერთ–ერთის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
ოჯახმა გაყიდა ყველაფერი, რაც შეეძლოთ. მამამ ერთი წლის წინ, გერმანიაში სიარული შეწყვიტა, საიდანაც გასაყიდად ავეჯი ჩამოჰქონდა. ის შვილის გვერდით დარჩა. ოჯახი დანაზოგით არსებობს. ძველი მინივენი ჰყავთ, რომელსაც ვერ გაყიდიან, რადგან დემეტრე თურქეთში სამკურნალოდ ამ მანქანით დაჰყავთ. იმედთან მხოლდ ის აკავშირებს.
ყველაფერი, რასაც ისინი ითხოვენ, სასწაული სულაც არაა. ეს დახმარებაა. შანსი. ნორმალურ ბავშვობის უფლება. გადაადგილების უფლება.
დღეს, დემეტრეს ნორმალურად დგომა არ შეუძლია. არ შეუძლია თამაში. სხვა ბავშვებივით ცხოვრება არ შეუძლია.
ის არ ჩივის. ის მედგრად დგას. ის ოცნებობს: მწვანე მოედანზე, პირველ გოლზე, ბედნიერ შეძახილზე: „დემეტრე ურტყამს – გო–ო–ო–ო–ოლ“.
ის თავის ტყუპისცალს შეპირდა, რომ მასთან ერთად ირბენს და დამალობანას ითამაშებს ოპერაციის შემდეგ. „დაიკო, დღეს კეთილი ადამიანები მოვიდნენ – ესე იგი, მალე ოპერაციას გამიკეთებენ და ისევ შევძლებთ, მდელოზე ერთად ვირბინოთ და ვითამაშოთ.“ – ჩუმად ელაპარაკება თავის დას ტელეფონზე, სანამ მე დედამისს ვესაუბრები.
კეთილო ადამიანებო, ამ პატარა, ძალიან ნათელ ბიჭს დიდი ოცნებით, თქვენი და თქვენი სიკეთის სჯერა! არ დაუშვათ, რომ მან ყველა თავისი ოცნება დაკარგოს. ერთად, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ. შეგვიძლია, ვაჩუქოთ შანსი, საფეხბურთო მოედანზე რომ გავიდეს.
თუ ამას კითხულობთ, ესე იგი, მისი დახმარება შეგიძლიათ. ერთი სპეტაკი აზრით: მის ადგილას, ჩემი შვილი რომ ყოფილიყო?
თუ, თქვენთვის სულერთი არ არის, დაეხმარეთ. გააზიარეთ. შემოწირულობა გაიღეთ. დაე, ის კვლავ ფეხზე დადგეს. დაე, პასუხი კითხვაზე „დედა, ფეხს ხომ, ნამდვილად არ მომაჭრიან?“ იყოს: „არა შვილო, ეს არასოდეს მოხდება!“
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, თემქა, ავშნის ქ. 2 (კერძო სახლი).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ხარშილაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: