მხეცი ქმრის ძალადობა, შიშისგან მტირალი ბავშვები, მათი დალურჯებული, პატარა სხეულები – ასეთი გხლდათ 32 წლის ქართველი ქალის, ნაირას ცხოვრება მხოლოდ ერთი წლის წინ. მაგრამ საბრალო, ნაცემმა ქალმა, საკუთარ თავში ძალები გამონახა, ამ საშინელებისთვის თავი დაეღწია და მისი შვილებიც დაეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან… „ჩემს შვილებს, ვეღარავინ და ვეღარასდროს აწყენინებს!” – პირობა დადო ნაირამ… მაგრამ ამით ხმალაძეების დიდი ოჯახის ტანჯვა არ დასრულებულა, ახლა სხვა გასაჭირში, დიდ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ!