რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

წყეულმა კიბომ ყოველ წამს შეიძლება მოკლას 14 წლის მირაიდა! ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა! თორემ ეს საშინელი ისტორია სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება! ჩვენი მიზანი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა. გოგონას ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!

მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.

შემოწირულია

₾50.00

დონორი

1

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

პატარა მარიამი თვალებს რომ ხუჭავს, ვეღარ ახელს! გამოკვლევები და მედიკამენტები სჭირდება! გოგონა სიცოცხლეს ეჭიდება და იბრძვის, ჩვენ მას იმედს ვერ გავუცრუებთ!

მარიამს ცერებრული დამბლა აქვს, მძიმე ფორმაში. რვა წლისაა და რვა წლის განმავლობაში მასთან ერთად იტანჯება მისი ოჯახიც. გოგონა ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის და ეტლს არის მიჯაჭვული. მედეა: „დაბადებიდან არ აქვს არც მხედველობა, არც სმენა. გამუდმებით ტიროდა დღე და ღამე. ტანჯვაში გავზარდეთ. ბევრმა გვირჩია, ავადმყოფ ბავშვზე უარი გვეთქვა, მაგრამ აზრადაც არ გაგვივლია. სანამ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები ვართ, ჩვენს გოგონას არ დავტოვებთ მარტოს“. მარიამს ისეთი კრუნჩხვები ემართება, დედას ეშინია, გოგონას ძვლები არ დაემტვრეს. წარმოგიდგენიათ, რა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს ბავშვი?! ზოგი დიდიც რომ ვერ აიტანს, ისეთს!

შემოწირულია

₾1,013.50

დონორი

59

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

უბედურება!!! უბედურება!!! ფიფიების ოჯახს ერთი ბავშვი უკვე წაართვა ვერაგმა სიკვდილმა და ახლა სამი წლის ზუკას წაყვანასაც ცდილობს. წყეული უფულობის გამო კი მარტოხელა დედას ბავშვი ექიმთან ვერ მიჰყავს. ავადმყოფი ბიჭუნა ჩაის ნაცვლად, ცხელ წყალს სვამს უშაქროდ. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

ეს ფოტო დრამატული ფილმის კადრი არ გეგონოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ჩვენს პატარა ქვეყანაში ხდება. 12 წლის მეგი ცხარე ცრემლებით ატირდა, როდესაც მის სახლში მისული ფონდის კორესპონდენტი დაინახა. ამ ცეროდენა გოგომ თავისი ოჯახის ისეთი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომ იფიქრებდით, ბავშვი ტრაგიკული ჟანრის ფილმს ყვებოდა. ვერაგმა სიკვდილმა გოგონას საყვარელი ძამიკო წაართვა დაბადებიდან მალევე. ახლა კი ცდილობს, რომ გარდაცვლილი ბიჭის ტყუპისცალი, სამი წლის ზუკაც წაიყვანოს. წყეული უფულობა კი სიკვდილს უფრო აქეზებს. ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს ფიფიების ოჯახში.

შემოწირულია

₾14,380.63

დონორი

828

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

„სიკვდილის მეშინია, დეიდა“, – ეს სულისშემძვრელი სიტყვები უთხრა 11 წლის მარიამმა ფონდის კორესპონდენტს. გონიერი და კეთილი გოგონას დრამატული ისტორია გულს აგიტირებთ. პატარა ბავშვი ყოველდღე საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

შემოწირულია

₾7,835.06

დონორი

464

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

შვიდი შვილი ვყავართ ჩვენს, ამქვეყნად ყველაზე კეთილ დედიკოს! წარმოგიდგენიათ, ფული საერთოდ არ აქვს! დამხმარეც არავინ ჰყავს! ჩვენ რომ გვშია, სულ ტირის! გთხოვთ, გააკეთეთ ისე, რომ აღარასდროს იტიროს ჩვენმა დედიკომ!

მეგობრებო, ჩვენს ფონდს დახმარებისთვის მიმართა ოჯახმა, სადაც შვიდი მცირეწლოვანი იზრდება. პატარები ერთ ოთახში არიან შეყუჟული, სადაც წყალი ჩამოდის ჭერიდან. მათი ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, როგორ ახერხებს თავის გატანას ოჯახი, სადაც ორი მძიმედ დაავადებული ადამიანია – მამა და ქალიშვილი! ბარბარე განსაკუთრებული ბავშვია, 8 წლის არის და გონებრივად ჩამორჩენილია. გოგონა ადვილად ღიზიანდება – მუდივად თუ არ მიიღებს წამლებს, მთელი ღამე ვერ დაიძინებს. ესაჭიროება სახლში სწავლება, მაგრამ მის მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ სპეცმასწავლებელს თანხა გადაუხადონ. მამას თიაქარი აქვს და ხერხემლის ოპერაცია სჭირდება. მაგრამ შვილები რომ არ დატოვოს მშიერი, საავადმყოფოში წასვლის ნაცვლად, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, რადგან აკრძალული აქვს სიმძიმეების აწევა. დედა დამლაგებლად მუშაობს სოციალური პროგრამის ფარგლებში და უფროს ქალიშვილებს უტოვებს ორი წლის ტყუპებს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მშობლები იძულებული არიან, პროდუქტები ვალად აიღონ მაღაზიაში, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. თინათინმა ქორწინებამდეც იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლის ოჯახი ღარიბი იყო. მაგრამ ფინანსურ სირთულეებს არ შეუშინდა. მთავარი ხომ სიყვარული და ურთიერთგაგება არის!

შემოწირულია

₾4,908.84

დონორი

338

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ჰოი, საშინელებავ! ორი წლის ციცქნა ლაზარეს ტერფმრუდობა აქვს. თუ არ დავეხმარებით, რომ ძვირადღირებული და რთული ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს, ეს ულამაზესი ბავშვი ხეიბრად დარჩება! „ხეიბარი“ კი, ალბათ, ყველაზე საშინელი სიტყვაა ამქვეყნად!

ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!

შემოწირულია

₾3,720.43

დონორი

218

დიახ! მსურს დახმარება!
1 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

175 - 180 of 189 items
1 28 29 30 31 32