რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით გვიკავშირდებიან ადამიანები, ვისაც მომავლის იმედი გადაეწურათ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით
გვიკავშირდებიან ადამიანები, ვისაც მომავლის იმედი გადაეწურათ.
დღეს 9 წლის თორნიკე დევლარიშვილი გვინდა გაგაცნოთ.
მას დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. ხშირად ემართება გულყრები. ასეთ ბავშვებზე
მშობლები ხშირად უარს ამბობენ, მაგრამ, მიუხედავად „კეთილმოსურნეების“ ბევრი შეგონებისა,
თორნიკეს დატოვება დედ–მამას არც უფიქრია.
მძიმე დიაგნოზით დაბადებული ბავშვის გაზრდა, მართლაც
ძალიან ძნელია. დედა 9 წლის განმავლობაში შვილს ხელში აყვანილს ატარებს, რადგან კუნთების
სპაზმის გამო თორნიკე კიდურებს ვერ ამოძრავებს და ეტლშიც კი ძლივს ჯდება. თორნიკეს ღეჭვა არ შეუძლია, ამიტომ მისი გამოკვებაც
დიდი პრობლემაა. თორნიკეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს დედისთვის, მხოლოდ ტირილით აგებინებს,
როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება.
თორნიკე ორი წლის იყო, ძმა რომ შეეძინა. ახლა გაბრიელი
უკვე 7 წლისაა, სკოლაში დადის და დედიკოს უფროსი ძმის მოვლაში ეხმარება.
სკოლის შემდეგ, გაკვეთილებს რომ გაამზადებს, ის ეზოში
კი არ გარბის სათამაშოდ თანატოლებთან, არამედ საათობით ზის თავის ძამიკოსთან ერთად
და საინტერესო ამბებს უყვება ან ზღაპრებს უკითხავს მას. თორნიკეც უსმენს ყურადღებით
და ძმას უღიმის!
გაბრიელს მხოლოდ ერთი ოცნება აქვს, ძამიკოსთან ერთად
ფეხბურთი რომ ითამაშოს! გაბრიელმა, სანუკვარი ოცნების ასრულების იმედით, ახალ წელს
თორნიკეს ბურთიც კი აჩუქა!
დევლარიშვილების
ოჯახი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. მამის მძიმე ფიზიკური შრომით ნაშოვნი
ფული და თორნიკეს პენსია საჭირო წამლების და საკვების საყიდლადაც არაა საკმარისი. დედა ვერ მუშაობს, რადგან მთელი დღე შვილებთან ერთად
ატარებს. თორნიკეს დატოვება წუთითაც არ შეიძლება.
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას დევლარიშვილების
ოჯახის მხარდასაჭერად. მათთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ
მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე დევლარიშვილი)
ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან
https://fsp.ge/ge/donate/177/
გთხოვთ არ დარჩეთ გულგრილი ამ პატარა ბავშვის პრობლემების
მიმართ, რომელსაც დაბადებიდან ტანჯვისა და განსაცდელის გარდა არაფერი უნახავს!
სულ ხარჯები:
1070.00₾დატოვა:
0.00₾