დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გაგა ძალიან გვთხოვს, რომ სიცოცხლე ვაჩუქოთ! საქართველოში მას ყელის კიბოს დიაგნოზი დაუდგინ! ჩვენს ქვეყანაში კი, ეს განაჩენია! საშინელებაა! გაგას ხომ, სამი მცირეწლოვანი შვილი, მოსიყვარულე მეუღლე და მოხუცი დედა ჰყავს! მისი სიკვდილის შემთხვევაში კი, დანარჩენების სიკვდილიც არ დააყოვნებს! მაღაროელის უსაყვარლესი, ყველაზე უმცროსი შვილი, შვიდი წლის მიშაც ხომ, მძიმედ ავად არის! სასწრაფოდ სჭირდება გამოკვლევა! მაგრამ, საიდან ექნებათ ფული?! უფალო, ამ მოსიყვარულე ოჯახს მარჩენალის გარეშე ნუ დატოვებ!

შემოწირულია

₾11,501.41

დონორი

921

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! 11 წლის ანანოს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ავთვიასებიან სიმსივნესთან ბრძოლის 7 ქიმიოთერაპიის და 12 რადიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა ჩვენმა მაგარმა გოგომ – სასიკვდილო გამოწვევები ხერხემლის სიმსივნესთან ბრძოლაში! ამ დღეებში მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი, საბედისწერო ბრძოლა იწყება! ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელია ბავშვის ფინანსურად შეიარაღება. ჩვენ შეგვიძლია მასთან ერთად გავიდეთ „ბრძოლის ველზე“, მაგრამ იჩქარეთ მისი შეიარაღება, მეგობრებო! „შიშველი ხელებით“ სასიკვდილო მტერს ვერ დავამარცხებთ!

შემოწირულია

₾11,249.80

დონორი

574

დიახ! მსურს დახმარება!
1 3 4

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„არ დაუშვათ, სრულიად რომ დავობლდეთ! მოსიყვარულე მშობლებს ვერავინ შეგვიცვლის. ჩვენი მამიკო კიბოთი მოკვდა, სამუდამოდ დაგვტოვა. ახლა კი, სიკვდილი კიბოთი ანადგურებს ჩვენს დედიკოსაც… მასაც კიბო აქვს. გთხოვთ, გადაარჩინეთ! ჩვენ სხვას არავის ვჭირდებით საქართველოში და მთელ მსოფლიოში!“ – ბავშვების ამ სასოწარკვეთილმა სიტყვებმა, მთელი ჩვენი ფონდი გააჩუმა. მეგობრებო, ჩვენ წინაშე წარმოუდგენლად რთული მისიაა: სიკვდილისგან უნდა ვიხსნათ საბრალო ქვრივი და შეუპოვარი დედა. ჩვენ ვალდებული ვართ, არ დავუშვათ, რომ ეს პატარა ანგელოზები მეორედ დაობლდნენ!

შემოწირულია

₾4,967.57

დონორი

354

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ცამეტი წლის მარიამს არც ლაპარაკი შეუძლია, არც მოძრაობა. დიდება უფალს, ბავშვმა არ იცის, რომ ყოველი დღე, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! მარიამის სრულად განკურნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, თუმცა, საქართველოში რა ვიცით მედიცინის უახლესი მიღწევების შესახებ? და ახლა, ჩვენ ფონდში, ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ სასწაული! ეს ულამაზესი გოგონა კი, უბედურმა შემთხვევამ რომ არ შეიწიროს, სახლში მრავალი უბრალო საყოფაცხოვრებო მოწყობილობა და ნივთია საჭირო. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

შემოწირულია

₾4,767.05

დონორი

332

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 1259 items
1 3 4 5 6 7 210

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის