ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
რა საშინელებაა, რამხელა ტრაგედია! ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა – დაწვა ბავშვების მომავალი! ქიმერიძეების ოჯახისთვის ჯოჯოხეთად იქცა ახალი წელი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ერთი ნაპერწკალი – და ოდესღაც ბედნიერებით აღსავსე სახლი, ჯოჯოხეთურმა ალმა შთანთქა.
ცეცხლი ნაძვის ხეს წაეკიდა. ჯერ გირლიანდას, შემდეგ კი – მშრალ ტოტებს. მერე კი, ფანჯარაზე ჩამოკიდებულ ფარდებს.
სახლი ცარიელი იყო. ტკაცუნის ხმა არავის გაუგია. მეზობლებმა ცეცხლი რომ შენიშნეს, მისაღები ოთახი უკვე ალში იყო გახვეული. ცეცხლი ჭერზე, დერეფანში, ბავშვების ოთახებში გავრცელდა.

თვალის დახამხამებაში საახალწლო ნაძვის ხე კატასტროფის საწყისად იქცა. როდესაც ოჯახი დაბრუნდა… სახლი აღარ იყო.
ათი წლის იოსებს ძალიან უყვარდა თავისი სახლი. უბრალოდ სახლი კი არა, თავისი ოთახი. იქ, თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვური „განძი“ ჰქონდა დამალული. იქ, ოცნებობდა.
ახლა კი… ახლა, იქ მხოლოდ ჭვარტლია. დამწვარი კედლები. ნამწვის სუნი და სიჩუმე, რომელიც კიდევ უფრო შემზარავია, ვიდრე ცეცხლი.
როდესაც ხანძარმა მათი სახლი გაანადგურა ქვიშხეთში, იოსებს არ უყვირია. ის უბრალოდ დედას ჩაეხუტა და ისე ჩუმად ატირდა, თითქოს, იმის შეწუხების ეშინოდა, რაც აღარ არსებობს.
ის სათამაშოების გამო არ ტირის. არც ტანსაცმლის გამო. ის იმიტომ ტირის, რომ სახლი აღარ აქვს.
ერთი წამით წარმოიდგინეთ: გაქვთ თბილი სახლი, რომელიც უდიდესი შრომისა და ოფლის ღვრის ფასად ააშენეთ, იცით, რომ გაქვთ საკუთარი კერა – და უეცრად, ეს გამანადგურებელი ცეცხლი ერთიანად ყველაფერს შთანთქავს. ღმერთო, რამხელა უბედურებაა… უფალო, ასეთი განსაცდელისგან ყველა დაიფარე.
ამ ოჯახმა ყველაფერი ერთ დღეში დაკარგა.
სახლი, რომელსაც წლობით აშენებდნენ. საწოლები, რომლებზეც ბავშვებს ეძინათ. ფოტოსურათები. მოგონებები. სითბო. დარჩა მხოლოდ ცეცხლისგან გაშავებული კედლები და ბავშვები, რომლებსაც ახლა, დაძინების ეშინიათ.
დღეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი ცხოვრების ფერფლზე დგას ეს ოჯახი. მათ დასაბრუნებელი ადგილი არ აქვთ. არ აქვთ საწოლი, რომ დაიძინონ. არ აქვთ ტანსაცმელი, ხვალ რომ ჩაიცვან. რაც მთავარია – მათ ეშინიათ.
ჩვენ შეგვიძლია მათ დავუბრუნოთ ყველაზე მთავარი – სახლის შეგრძნება. თბილი კუთხე. საწოლი ბავშვებისთვის. ტანსაცმელი. იმედი.
გთხოვთ, ნუ აუვლით გვერდს. ხანდახან, ერთ თქვენს გამოხმაურებას, მთელი ოჯახის გადარჩენა შეუძლია.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხელთუბანი (დროებით ნათესავებთან ცხოვრობენ).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ქიმერიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1450.00₾დარჩა:
0.51₾