რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მარტოხელა მოხუცები

საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას!

„სიკორია, დედა“, — იმეორებს ქეთევანი და ისევ ტირის. შემდეგ უსიტყვოდ ემორჩილება თავის მომვლელ მაცაცოს. მორჩილად მიირთმევს სუპს კოვზიდან და ისმენს ქებას, თუ რა კარგი გოგოა. პატარა ბავშვივით უცვლიან პამპერსს და ეზოში მცირე ხნით ასეირნებენ ეტლით. ცრემლების ნაკადი არ წყდება მის სახებზე. მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ენა არ ემორჩილება და ვერ ატრიალებს პირში. თვალები ვეღარაფერს არჩევენ… აი, რა დამართა ქეთევანს ინსულტმა. არა, აი, როგორ შეუძლია სახელმწიფოს მოტეხოს ადამიანი. შეხედეთ დაუძლურებულ ქეთევანს და ფრთხილად იყავით! აი, რამხელა საფასურს იხდის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ცდილობს.

შემოწირულია

₾2,415.83

დონორი

131

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

სიცოცხლეზე მეტად ჩემი შვილები მიყვარს! ქმარმა მიმატოვა! მარტო ვარ ჩემს ოქროებთან ერთად! დამეხმარეთ, გთხოვთ, დამეხმარეთ, სოციალურმა სამსახურმა ისევ რომ არ წამართვას შვილი!

გიო (6 წლის): „ჩემი პატარა ძმა 9 თვისაა, დედის რძე აღარ ჰყოფნის და შიმშილისგან ტირის მთელი დღე. რა უნდა ვაჭამოთ? სახლში, ხმელი პურის გარდა, საჭმელი არაფერი გვაქვს. პაწუკა ნიკოლოზი ვერ ღეჭავს, ჯერ კბილები არ აქვს. დედას კი, ფული არ აქვს, სხვა რამეები რომ იყიდოს“. მარიამი: „უზომოდ მადლობელი ვიქნები, თუ ვინმეს საშუალება ექნება შეგვიფაროს, ერთი ოთახი დაგვითმოს. ან იქნებ, გამოჩნდეს კეთილი ადამიანი, ვინც ბინის დაქირავებაში დაგვეხმარება? ავარიულ შენობაში ვცხოვრობთ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს. რა ეშველებათ ჩემს შვილებს? სად უნდა წავიდეთ? ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, რომ ასეთი უბედურება თქვენ ან თქვენს ახლობლებს შეგემთხვათ. რას მოიმოქმედებდით? დავეხმაროთ ამ საბრალო ქალს ორი ვაჟის აღზრდაში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი საქართველოს მომავლისთვის! დამხმარე არავინ ჰყავს. მამა გარდაეცვალა, დედა კი შშმ პირია და მას თავად სჭირდება დახმარება. მაშ, ვინ არის დასახმარებელი, თუ არა ასეთი შეჭირვებული ადამიანები, როგორიც მარიამი და მისი შვილები არიან?!

შემოწირულია

₾2,041.98

დონორი

140

დიახ! მსურს დახმარება!
31 - 32 of 32 items
1 4 5 6

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ეს ბავშვი მოკვდება, თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს.

ყოველი შემდეგი გულყრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს გიორგისთვის. გიორგის, ნინის და მათი დედიკოს, მეგის ტანჯვის ცრემლების გარეშე ყურება შეუძლებელია. შეუძლებელია გაიცნოთ ისინი და გული დარდით არ აგევსოთ. მხოლოდ დედას, უფლის გამოგზავნილ ანგელოზს, შეუძლია ამდენის ატანა.

მეგი: ჩემს ბიჭს მძიმე დაავადებების სრული კომპლექტი აქვს: ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და აუტიზმი. კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადაიტანა. იცით, რამდენჯერ შემომთავაზეს გიოს თავიდან მოშორება და ცხოვრების ახლიდან დაწყება? მეხვეწებოდნენ, ბავშვთა თავშესაფარში ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცილურ დაწესებულებაში ჩამებარებინა. თქვენ ამის გაკეთებას შეძლებდით? მე ვერ შევძელი. შეძლებდით თავიდან მოგეშორებინათ შვილი, რომელიც ოთხჯერ გამოგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან?

შემოწირულია

₾4,415.94

დონორი

371

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

You helped

თუ შენც მშიერი ხარ, აიღე, ჭამე! აიღე, აიღე! მე უკვე მოვკბიჩე ქერქი. თუ შენ არ გშია, სხვა მშიერ ბავშვებს მიეცი. ცუდია, როცა პატარებს შიმშილისგან მუცელი უხმაურებთ და სტკივათ…

„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს. ნინო, დედა (30 წლის): „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა გამოცდაა დედისთვის იმის დანახვა, რომ შენი შვილი შიმშილის გამო ტირის! მე ძალიან ავად ვარ, ეპილეფსია მაქვს. ამიტომ, როცა ვაჟთან ერთად სამშობიაროდან გამომწერეს, ძუძუსაც ვერ ვაჭმევდი. ბავშვის საკვების ფული არ მქონდა, ელემენტარული, ბოთლიც კი არ მქონდა ხელოვნური კვებისთვის. ჩემი საწყალი ბიჭი! რა ძალიან ტიროდა, დაოსებამდე, მეგონა, რომ დაიხრჩობოდა! შემეშინდა და სასწრაფოს გამოვუძახე. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ ბავშვი მშიერი იყო და სასწრაფოს მძღოლმა ბავშვს მთელი ყუთი ხელოვნური საკვები და ბოთლი უყიდა. აი, ასე, კეთილი ადამიანების დახმარებით გავიტანეთ თავი!

შემოწირულია

₾4,200.17

დონორი

303

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

მძიმედ დაავადებული და-ძმის ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ

უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს. განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…

შემოწირულია

₾4,018.34

დონორი

126

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

You helped

მძიმედ დაავადებულ და ყოველთვის მშიერ ძმებს არც წამლები აქვთ და არც საკვები. სახლში კი შავი ობის სოკო და გაზის მძაფრი სუნი გუდავთ

ლაზარე: არ მახსოვს, გუშინ რა ვჭამე… დედას საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს, მაგრამ ყველას არ გვყოფნის. ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ვინც მოასწრებს, ისიც ჭამს. მე ვერ მოვასწარი, ქუჩაში ვთამაშობდი. ამიტომ მშიერი დავრჩი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელმე თქვენგანი ყოველდღე უყურებდეს საკუთარი შვილების მშიერ თვალებს და არ ჰქონდეს მათი გამოკვების საშუალება. მოდი გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ამ მშვენიერ ბავშვებს. ჩვენ გვჯერა თქვენი სიკეთისა და გულმოწყალებისა! სიკეთის კეთება იმაზე ადვილია, ვიდრე გვგონია!

შემოწირულია

₾3,890.34

დონორი

304

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

„დილით პურს ვჭამთ, საღამოს ისევ პურს… შეგიძლია, ეს პური ხორცად აქციო?..“ – რას სთხოვს ღმერთს ექვსი წლის ანდრია

„იცი, რა ცუდია, შიმშილი მუცელზე რომ „მოგიჭერს“?! სულ გვშია და ძალიან ღარიბები ვართ. დედას კი, ფული არ აქვს, ერთი ცალი კანფეტი მაინც რომ გვიყიდოს ყველას. სულ პური გვაქვს, მხოლოდ პური. სადილად პური, ძილის წინ პური… პურის ბატონს დავემსგავსებით მალე.“ – ხითხითებს პატარა ანდრია და ვერ ხვდება, რომ სულაც არ არის სასაცილო მისი ნათქვამი სიტყვები. უკვირს, ასეთი მაგარი ხუმრობის მერე, დედიკო რატომ ტირის… რა ქნას საბრალო დედამ, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვს? როდესაც ისინი ღმერთს სთხოვენ, ხმელი პური რამე გემრიელად რომ გადააქციოს? „ხომ შეგიძლია?“ – ანდრია გულუბრყვილოდ შესცქერის ცას და პურის ნაჭერს აჩვენებს ღმერთს. – „ჩემი პური ხორცად გადააქციე, გთხოვ!“

შემოწირულია

₾3,723.45

დონორი

236

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ტორტი ცხოვრებაში ერთადერთხელ მაქვს ნაჭამი! არასდროს დამავიწყდება, ისეთი გემრიელია!

„ამაზე გემრიელი არაფერი გამისინჯავს! ტორტი შენც გიყვარს?“ – ცნობისმოყვარეობით მეკითხება 6 წლის ვახტანგი და ნანგრევებად ქცეული უბადრუკი შენობის ზღურბლზე მეგებება, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს დაბომბეს. „ნუთუ აქ ადამიანები ცხოვრობენ?“ – ჩემს თავს ვეკითხები, ბავშვს კი ხმამაღლა ვპასუხობ: „დიახ. კიდევ რის ჭამა გიყვარს?“ – „მანი ფაფის და მაკარონის… დედა სხვას არაფერს აკეთებს. მე კი ტორტზე ვოცნებობ! შემოდით, ნუ გეშინიათ!“

შემოწირულია

₾3,684.35

დონორი

186

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
31 - 36 of 65 items
1 4 5 6 7 8 11