ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.