ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს. საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.