სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახალგაზრდა მამას თავის ტვინის პარკუჭების ავთვისებიანი სიმსივნე, მე-4 სტადიის გლიომა აქვს. საწყალი კაცი გერმანიაში იყო სამუშაოდ წასული, რომ მის ოჯახს ლუკმაპური არ მოკლებოდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. ბოლო პერიოდში კაცი უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ მუშაობას თავს არ ანებებდა, რადგან საქართველოში ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. მთასავით კაცს ფეხები ასე დაუწვრილდა. აი, როგორ ჭამს სიმსივნე ცოცხლად… გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეგობრებო, და დროულად მიმართეთ ექიმებს ან ჩვენს ფონდს დახმარებისთვის! ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ! სამწუხაროდ, ირაკლის მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს. ექიმები ოჯახს გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ. 7 წლის გოგონა ხვდება, რომ მამა ზეცაში უნდა გაფრინდეს და ამიტომ წამითაც არ ტოვებს საყვარელ მამიკოს. ამჟამად ოჯახს ფული სჭირდება. ძალიან სჭირდება პირდაპირი გაგებით ყველაფრისთვის! დავეხმაროთ, რომ ადამიანურად დაემშვიდობოს ქალიშვილი მამას და ქალი ქმარს! და შემდეგ ჩვენი მუდმივი მზრუნველობის ქვეშ ავიყვანოთ ეს ოჯახი, რომელიც ახლო მომავალში დაობლდება! ამ პატარამ და დედამისმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ადამიანები არ ტოვებენ ერთმანეთს გასაჭირში! კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს ირაკლი და როგორ პირობებში იქნებიან ის და მისი ოჯახის წევრები – მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!