ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"კეთილო ადამიანებო, იხსენით ჩვენი დედიკო სიკვდილისგან!"

38 წლის თინათინ ბაჟაძე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავდებით არის დაავადებული. ეს არის ჰოჯკინის ლიმფომა.
3,898.4 ₾
236
დონორები
შეგროვებულია

         ეს ორი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა ყოველდღე უცქერს თუ როგორ ეცლებათ ნელ-ნელა ხელიდან საყვარელი დედა. ამ ბავშვებმა სათამაშოებსა და გართობაზე უნდა იოცნებონ, ისინი კი, სამწუხაროდ, დედის ჯანმრთელობაზე ოცნებობენ.     
         „გევედრები უფალო, არ წაიყვანო ჩვენი დედიკო, იგი აქ ძალიან გვჭირდება ჩვენ. არასდროს გავაბრაზებთ, ყოველთვის დავუჯერებთ, არც სათამაშოები გვინდა და არც ტანსაცმელი, არც ნაყინი და არც კამფეტი, ოღონდ მან იცოცხლოს“, - ასე ლოცულობენ ყოველდღე 10 წლის საბა და 7 წლის ლუკა. 
        38 წლის თინათინ ბაჟაძე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავდებით არის დაავადებული. ეს არის   ჰოჯკინის ლიმფომა. თინათინმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას მწვავე ტკივილები აღენიშნება კისრის არეში, სული ეხუთება, განუწყვეტლივ ახველებს. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე საფრთხეშია. 
        თინათინს ტკივილები ერთი წუთითაც არ ტოვებენ. როდესაც მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება, ბავშვებს სასეირნოდ გაუშვებს, თავს ბალიშში ჩარგავს და მწარედ ქვითინებს. 
      ამჟამად მას მხოლოდ ერთი რამ ესაჭიროება - გამოკვლევის ჩატარება. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროში სულ დაკარგეს ნამუსი -   უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალს უარს ეუბნებიან 1300 დოლარის ოდენობის თანხის გადახდაზე, რომელიც გამოკვლევას სჭირდება. ეს ხომ არაკაცებია, ნამდვილი ურჩხულები, რომლებსაც თანაგრძნობა არ შეუძლიათ და ღმერთის არ სწამთ! 
ჩვენ ვესაუბრეთ თინათინ ბაჟაძეს და ვთხოვეთ მას ესაუბრა საკუთარი პრობლემების თაობაზე: 
-ალბათ საწყენია, როდესაც უარს გეუბნებიან დახმარებაზე იქ, სადაც ყველაზე მეტად მოელი ამას, არა? 
თინათინი: დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ორჯერ მივმართე, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. იცით, მე ჩემს თავზე არ ვფიქრობ. სიკვდილი ჩემთვის ერთგვარი შვება იქნება, მაგრამ შვილებს რა ვუყო? მათ ჩემს გარეშე სასტიკად გაუჭირდებათ. ნახეთ, როგორც წიწილები ისე დამსდევენ, თვალებში შემომცქერიან, ყველაფერზე უარს ამბობენ, ოღონდ მე ვიყო კარგად. უბრალოდ გული მწყდება, რომ  დროულად ვერ ვაკეთებ გამოკვლევას, არადა თუ გამოკვლევა და ოპერაცია ჩატარდება, მე შემიძლია ვიცოცხლო“ , - ამბობს ცრემლნარევი თვალებით თინათინი. 
      -ჩვენ აუცილებლად მივწერთ ამ თემაზე წერილს თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს და იმედია, დაგეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. ახლა მითხარით, რით ცხოვრობს თქვენი ოჯახი.   
      თინათინი: ჩვენი შემოსავალია პენსია და სოციალური შემწეობას. თანხის ძირითადი ნაწილი წამლებზე მეხარჯება, ხანდახან პურის ფულიც არ გვრჩება. მე და ჩემი ქმარი ხშირად ვშიმშილობთ კიდეც, რომ და ჩვენ ულუფას შვილებს ვუნაწილებთ. 
       -როგორც ვხედავთ, ძალიან მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში გიხდებათ ცხოვრება. ეს ართულებს სიტუაციას, არა? 
       თინათინი: საშინელი პირობებია აქ. სახლი ყანყალებს, ავეჯი ფაქტიურად არ გვაქვს, კედლებს ობი მოედო...     
ჩვენ პატარებსაც გავესაუბრეთ, რომლებიც ინტერვიუს დროს ერთი წუთითაც არ გვტოვებდნენ: 
საბა (10 წლის):  ჩვენი დედიკო ძალიან კეთილია. ვოცნებობ, რომ მან არ იავადმყოფოს და ყოველთვის ჩვენთან იყოს. არ მინდა რომ მან იტიროს. იატაკზე დავიძინებთ, სათამაშოებსა და ტანსაცმელზე უარს ვიტყვით, ოღონდ დედა იყოს კარგად. არაუშავს, სათამაშოებით სხვა ბავშვებმა ითამაშონ... 
ლუკა (7 წლის): მეც მინდა. რომ დედიკომ არ იტიროს...
ინტერვიუს დროს, ბავშვს ცრემლები წამოუვიდა, ხმა აუკანკალდა,  შემოგვხედა და  გვითხრა: „კეთილო დეიდებო და ბიძიებო, იხსენით ჩვენი დედიკო სიკვდილისგან!“.
   მეგობრებო, თითოეული წამი თინათინ ბაჟაძისთვის გადამწყვეტია. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ეს ახალგაზრდა დედა ყურადღების გარეშე. დღეს თუ მას არ დავეხმარეთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. 
          ჩვენ ვერ დაველოდებით სანამ ხელისუფლება გამოფხიზლდება და უნდა ვიმოქმედოთ გაერთიანებული ძალებით. ონკოლოგიური სენით შეპყრობილ თინათინ ბაჟაძეს ესაჭიროება გამოკვლევა, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები. 
       თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. მისამართი: ვანის მუნიციპალიტეტი, სოფელი უხუტი, ტელ.:  598 90 81 13.
       ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თინათინ ბაჟაძე. თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც 
       თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
       შენ შეგვიძლია დახმარება, შენ შეგიძლია თანადგომა, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

მსგავსი პროექტები: