რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
ერთ ფოტოზე ასახული უდიდესი ტრაგედია — ეს ანგელოზი 4 წლის გოგონა ლოგინს მიჯაჭვულ ბიძას ეფერება და ევედრება, რომ ისევ მალე წამოდგეს ფეხზე. მეორე ხელში ბავშვს გარდაცვლილი მამის ფოტო უჭირავს. ბავშვმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „გარდაცვალება“. გოგონას ვერ გაუგია, რატომ არ ბრუნდება სახლში მამიკო და რატომ აღარ ეფერება. როდესაც გოგონამ მის სახლში ფონდის კორესპონდენტი დაინახა, გახარებულმა ბავშვმა „უცნობ დეიდას“ ჰკითხა: „მამიკოც მალე დაბრუნდება?“ ღმერთო, როგორი მძიმეა ამ სიტყვების ბავშვისგან მოსმენა. კეთილო ადამიანებო, ამ 4 წლის გოგონას მამას ვერ გავუცოცხლებთ, სამაგიეროდ, მისი ბიძის გადარჩენაა შესაძლებელი, რომელიც ანანოს მამობას გაუწევს და, რაც მთავარია, თვითონაც გახდება მამა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, კეთილო ადამიანებო, რომ 21 წლის გოგონასა და 24 წლის ბიჭის ახლადშექმნილ ოჯახში გლოვის ზარი ისევ ბედნიერებით შეიცვალოს სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია!
შემოწირულია
₾235.00
დონორი
5
როდესაც ოთარი და ციური შეუღლდნენ, ბევრჯერ წარმოიდგენდნენ ხოლმე საკუთარ თავს 40 წლის შემდეგ და მხიარულად კისკისებდნენ. ახალდაქორწინებული წყვილი სიბერეში საკუთარ თავს ხედავდა თბილ სახლში, ცხელი ჩაის ფინჯნით, ბევრი შვილითა და შვილიშვილით გარშემორტყმულს. ტკბილ სიბერეზე ოცნებობდნენ, ცხოვრების უკუღმართობამ კი სულ სხვანაირად დაატრიალა ამ ცოლ-ქმრის ბედი. მოემზადეთ, რასაც ახლა გიამბობთ, სულს აგიტირებთ!
₾105.00
4
ავადმყოფი ბავშვები
მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.
₾2,990.59
228
ბესომ ჯართის შეგროვება 10 წლის ასაკში დაიწყო, მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა სამსახურს ვერ პოულობს ჯანმრთელობის პრობლემების გამო — ეპილეფსია აქვს და დატვირთვის დროს საშინელი კრუნჩხვები ეწყება. რამდენჯერ უპოვიათ გამვლელებს ქუჩაში უგონოდ დაცემული საბრალო კაცი! მაგრამ ის ისევ და ისევ ნაგავსაყრელზე ბრუნდება თავისი შვილების გამო! მის გარდა, ვინ დააპურებს ან ჩააცმევს მათ?! უმცროსი, ელენე, მხოლოდ 4 თვის არის! ბავშვს ეტლიც კი არ აქვს.
₾1,497.55
116
მარიამს ცერებრული დამბლა აქვს, მძიმე ფორმაში. რვა წლისაა და რვა წლის განმავლობაში მასთან ერთად იტანჯება მისი ოჯახიც. გოგონა ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის და ეტლს არის მიჯაჭვული. მედეა: „დაბადებიდან არ აქვს არც მხედველობა, არც სმენა. გამუდმებით ტიროდა დღე და ღამე. ტანჯვაში გავზარდეთ. ბევრმა გვირჩია, ავადმყოფ ბავშვზე უარი გვეთქვა, მაგრამ აზრადაც არ გაგვივლია. სანამ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები ვართ, ჩვენს გოგონას არ დავტოვებთ მარტოს“. მარიამს ისეთი კრუნჩხვები ემართება, დედას ეშინია, გოგონას ძვლები არ დაემტვრეს. წარმოგიდგენიათ, რა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს ბავშვი?! ზოგი დიდიც რომ ვერ აიტანს, ისეთს!
₾2,867.54
214
გაჭირვებულები
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
₾1,727.57
109
როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა…
₾1,767.67
105
იშვილე მშობელი
ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 წლის განმავლობაში სცემდნენ
₾190.00
8
დედა-შვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ასია ჯინჭარაძე და ნინო ხინთიბიძე სრულიად მარტონი არიან, აწუხებთ მრავალი დაავადება…
₾1,931.33
67
უკვე 16 წელია, რაც ახალგაზრდა დედა – ირინა ნავროზიანი იბრძვის შვილის სიცოცხლისთვის. დედა-შვილს საშინელ პირობებში უწევს სიკვდილთან გამკლავება.
₾2,168.25
187
მარტოხელა მოხუცები
იგი 79 წლისაა და სიბერეს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს.
₾800.00
51
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ის ისეთი პოზიტიური ფონდში მას „ჩახუტება გოგონას“ ვეძახით.
₾57.00
7