რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„გამუდმებულ შიშში ვარ, რომ რამე ახალი უბედურება არ დამემართოს“.

calendar აგვისტო 27, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედა-შვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ასია ჯინჭარაძე და ნინო ხინთიბიძე სრულიად მარტონი არიან, აწუხებთ მრავალი დაავადება…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
     დედა-შვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ასია ჯინჭარაძე და ნინო ხინთიბიძე სრულიად მარტონი არიან, აწუხებთ მრავალი დაავადება, ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობენ და მხოლოდ ღმერთის იმედით არიან. რომ არა მამაო ადგილობრივი ეკლესიიდან და მისი ლოცვა, დედა-შვილის მდგომარეობა სრულიად მომაკვდინებელი იქნებოდა. 
     „ჩვენ ვართ ადგილობრივი ეკლესიის მრევლი. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც თავს ადამიანად ვგრძნობთ და სადაც არ გვეშინია. მამაო ძალიან გვეხმარება მატერიალურადაც, ხან საჭმელს მოგვაწვდის და ხან ტანსაცმელს, სწორედ რომ მისი ლოცვით გვიდგას სული“, – ამბობს  40 წლის ნინო ხინთიბიძე. 
      ნინომ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მუშაობდა ბათუმის მერიის გარემოს დაცვის კომიტეტში,  მაგრამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ მთელი მისი შემდგომი ცხოვრება გადააყირავა. 
   90-იანი წლების დასაწყისში მან თავის ქალის დაზიანება მიიღო.  ტრავმას გართულება მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი შრომისუუნარო გახდა და დეპრესიაში ჩავარდა. 
  -როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები? 
   ნინო ხინთიბიძე: 2007 წელს მკერდზე ონკოლოგიური დაავადება აღმომიჩინეს. გამიკეთეს ოპერაცია,  2014 წელს კი კიდევ ერთი ონკოლოგიური დიაგნოზი დამისვეს – ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. გავიკეთე დასხივება და ვარ ასე გამუდმებულ შიშში, რომ რამე ახალი უბედურება არ დამემართოს. გარდა ამისა, გულიც მაწუხებს და ჰაერის უკმარისობა მაქვს…
    -ვინ გიფინანსებდათ ოპერაციებს? 
     ნინო ხინთიბიძე: ოპერაციები სახელმწიფომ დააფინანსა, ხოლო მკურნალობას ჩემი სახსრებით ვახდენდი, ვყიდულობდი ძვირადღირებულ მედიკამენტებს, ჩავიტარე რამდენიმე პროფილაქტიკური პროცედურა. უსახსრობის გამო მკურნალობის კურსი ბოლომდე ვერ მივიყვანე.
  -მკურნალობის თანხა სად მოიძიეთ, დანაზოგი გქონდათ? 
  ნინო ხინთიბიძე: დანაზოგი არ გვქონდა, მაშინაც გვიჭირდა მატერიალურად. ეზო გავყიდეთ, სადაც ეს სახლი დგას, აბა რა უნდა გვექნა? გარდა ამისა, 4 წლის პენსია დედაჩემმა წინასწარ აიღო. 
    -გამოდის, რომ საჭიროების შემთხვევაში სახლს ვერ გაყიდით, არა? 
   ნინო ხინთიბიძე: დიახ, ასე გამოდის. ფაქტიურად ციხეში ვცხოვრობთ. ნახეთ, რა საშინელი პირობებია აქ! პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელია, იატაკიც კი არ არის. ჩვენ მეორე სართულზე ვცხოვრობთ, თუმცა მუდმივ შიშში ვართ, რომ იატაკი არ ჩავარდეს, იმდენად მოყანყალებულია. ავეჯი პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, იძულებული ვართ, რომ წიგნები, ტაფები და ტანსაცმელი ერთ კარადაში შევინახოთ. ფანჯრის გაღების გვეშინია, რადგან ძლივს უდგას სული და შეიძლება საერთოდ ჩამოვარდეს…
    – ყოველთვის ასე გიჭირდათ თუ ადრე იყო გამონათებები თქვენს ცხოვრებაში?
    ასია ჯინჭარაძე: იყო, რა თქმა უნდა, ბედნიერი დროც. მე უკრაინაში ვსწავლობდი, დავამთავრე ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ ბათუმში და დავიწყე მუშაობა ავტოქარხნის ბიბლიოთეკაში. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე თეიმურაზი, რომელიც ინჟინერი გახლდათ. მოგვიანებით დავქორწინდით და ქალიშვილიც შეგვეძინა…
       -შემდეგ რა მოხდა? 
      ასია ჯინჭარაძე: 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენმა ქარხანამაც შეწყვიტა ფუნქციონირება და დავრჩით უმუშევარნი, შემოსავლის გარეშე. ამ მდგომარეობას ჩემმა მეუღლემ ვერ გაუძლო, დაემართა ინფარქტი და 2005 წელს გარდაიცვალა. 
     -გახსოვთ მისი უკანასკნელი სიტყვები? 
   ასია ჯინჭარაძე: დაგვიძახა მე და ქალიშვილს, მომკიდა ხელი და თვალცრემლიანმა გვითხრა: „თავს გაუფრთხილდით, ზეცაში შევხვდებით ერთმანეთს“.
  – როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?
   ასია ჯინჭარაძე: რამდენიმე წლის წინ ინფარქტი დამემართა და მას შემდეგ სულ შეუძლოდ ვარ, არ მყოფნის ჰაერი, გული ხშირად მტკივა. მატერიალურად ძალიან გვიჭირს. ხშირად პურის ფულიც არ გვაქვს, რადგან პენსია და მწირი სოციალური შემწეობა წამლებზე გვეხარჯება. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, არამედ უბრალოდ ვარსებობთ! 
    – ხელისუფლება თუ გეხმარებათ? 
    ასია ჯინჭარაძე: მერიამ უსასყიდლოდ გადმოგვცა მაგიდა და სკამები, წელიწადში ორჯერ წამლების ფულსაც გვაძლებენ 120 ლარის ოდენობის. დიდი მადლობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი წამალი გვჭირდება მე და ჩემს შვილს.   
     -რაზე ოცნებობს დედა-შვილი?
    ასია ჯინჭარაძე: ჩვენ ვოცნებობთ, რომ კეთილმა ადამიანებმა მოგვაქციონ ყურადღება და დახმარების ხელი გამოგვიწოდონ. შეიძლება, ხვალინდელი დღე არც კი გაგვითენდეს და უფალს ყოველდღე შევსთხოვ შეწყალებას. მჯერა, რომ თქვენი ფონდის მეშვეობით, ხალხი არ დატოვებს ჩვენს გასაჭირს რეაგირების გარეშე. წინასწარ ყველას დიდი მადლობა! 
     მეგობრებო, მოდით გავუწიოთ დახმარება დედა-შვილს, მივცეთ მათ გამოჯანმრთელების შანსი, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ასია ჯინჭარაძე და ნინო ხინთიბიძე საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თეთრეულს.
     თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. აი, მათი მისამართი: ბათუმი, გრიბოედოვის  10, ტელ.:  597 98 43 92.  კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ჩაებას საქველმოქმედო აქციაში. 
     თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება დედა-შვილი ხინთიბიძე-ჯინჭარაძე). 
    თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
   თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
     სიკეთე და თანაგრძნობა – ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
110.00₾
2019 დეკ 04
მედიკამენტები
316.13₾
2020 იან 24
ტექნიკა
360.00₾
2020 იან 24
პროდუქტები
299.98₾
2020 მარ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
265.00₾
2020 მარ 19
მაცივარი
580.00₾

სულ ხარჯები:

1931.11₾

დატოვა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
GE15TB7194336080100003
30.01.2020 20:00:00
₾4.97
ტერმინალი# TMS012842
26.01.2020 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
26.01.2020 20:00:00
₾1.00
დვალიშვილი მარიამ
29.10.2019 20:00:00
₾34.00
ტერმინალი
28.10.2019 20:00:00
₾49.00
ტერმინალი
27.10.2019 20:00:00
₾19.50
ვარდიაშვილი სოფიო
27.10.2019 20:00:00
₾50.00
გუგავა ლაშა
24.10.2019 20:00:00
₾20.00
თეონა რეხვიაშვილი
24.10.2019 20:00:00
₾30.00
შონვაძე შორენა
23.10.2019 20:00:00
₾20.00
საბა ლაკირბაია
23.10.2019 20:00:00
₾30.00
ნოზაძე გიორგი
22.10.2019 20:00:00
₾1.00
მახარაძე ირაკლი
21.10.2019 20:00:00
₾26.00
მგელაძე დავით
21.10.2019 20:00:00
₾50.00
თეიმურაზ ქანთარია
20.10.2019 20:00:00
₾25.00
ტერმინალი
20.10.2019 20:00:00
₾19.50
მაია სულხანიშვილი
20.10.2019 20:00:00
₾70.00
თამარ წიკლაური
16.10.2019 20:00:00
₾100.00
ბენდელიანი სოფია
15.10.2019 20:00:00
₾50.00
ტერმინალი
15.10.2019 20:00:00
₾24.50

შემოწირულია:

₾1,931.33

67 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,931.33

67 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება