რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

133 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

გთხოვთ, დამეხმარეთ სალომეს გადარჩენაში! ხუთი წლის გოგონა დღეში რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება! მისი სიცოცხლე ჩვენს ხელთაა!

გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

შემოწირული

₾16,917.86

დონორი

1333

მინდა დავეხმარო
49 - 50 of 50 items
1 7 8 9

133 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ბავშვები

როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!

ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ… მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ მოკვდე… იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს… ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.

შემოწირული

₾9,572.45

დონორი

704

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

გულში ასი ნემსი მაქვს

მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე… ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს…

შემოწირული

₾4,193.01

დონორი

203

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს…

გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი…

შემოწირული

₾3,865.75

დონორი

220

პროექტი დასრულდა
49 - 54 of 181 items
1 7 8 9 10 11 31