პროექტის რეპორტი ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს...

page info icon
2021 ნოემბერი 11
page info icon
1605
გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,866 ₾
( 220 დონორი )
დასრულებულია
ამდენი საჩუქარი ერთად რომ დავინახე, მომინდა იზასთან და ნიკოსთან ერთად ბავშვივით მეხტუნა...
  კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     ,, ცრემლები მომდის, ამდენ საჩუქარს რომ ვხედავ, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლებია“ - მეუბნება მაია - ,,თქვენ იცით, მთელი ჩემი ოცდათხუთმეტი წელი გაჭირვებაში გავატარე. უბრალო საჩუქარიც კი, ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო და ახლა ერთად ამდენი?.. ეს ემოცია მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება. არ ვიცი მადლობის გამოხატვა საიდან, რა სიტყვებით და როგორ დავიწყო?! გეტყვით, რომ თავად თქვენი ფონდის ერთგული მეგობრები არიან ყველა გაჭირვებულისთვის ყველაზე დიდი საჩუქრები!“ 
,
,ჩემი ბიჭუნაც კმაყოფილია, დედა ამას ყოველთვის გრძნობს“
      მაია ხეცურიანი სამი შვილის დედაა. უფროსი, ნიკოლოზი 
რვა წლისაა. ძალიან უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა - მე მას პატარა მათემატიკოსი შევარქვი. შუათანა - იზა, შვიდი წლის ცელქი გოგოა და ფეხბურთის თამაში მოსწონს. სულ პატარას -  გოჩას ექვსი წელი ხუთ მარტს შეუსრულდა. ის ეტლსაა მიჯაჭვული. ერთობლივად რამდენიმე დაავადება აწუხებს. საკვებს წვეთოვანის საშუალებით აწვდიან.  ვერ საუბრობს, სმენაც დაქვეითებული აქვს. გოჩას უამრავი წამალი, პამპერსი, ხელოვნური ფაფები სჭირდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ ძალიან უჭირთ ამ ყველაფერთან გამკლავება. 
    ჩვენმა ფონდმა ხეცურიანების შესახებ პოსტი  11 ნოემბერს გამოაქვეყნა.
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/803-khetsuriani/
-მაია, რომ გვითხრათ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ ჩვენმა ფონდმა პოსტი გამოაქვეყნა?   
მაია:  ვიცოდი! ვიცოდი, რომ ოქროს ადამიანები იყვნენ თქვენი ფონდის წევრები (გამომწერებს გულისხმობს), მაგრამ ამდენ შეწუხებას, ამდენ საჩუქრებს, ნამდვილად, არ ველოდი. როგორ შეიცვალა? ახლავე გიამბობთ: ჩემი გოჩასთვის, ხომ იცით, საკვების მიცემა მილის საშუალებით მიწევს. ყველაფერს ვაქუცმაცებდი, ვწურავდი, ვწვალობდი...  ახლა ამ ბლენდერმა, წვენსაწურმა ყველაფერი გამიმარტივა. თქვენ არ იცით, როგორ მჭირდებოდა... მერე ეს წამლები, ვიტამინებით გაჯერებული სპეციალური ფაფები, პამპერსები... რომელი ერთი ჩამოვთვალო? 
,,მეც მალე ვისწავლი რეცხვას, ამის საშუალებით ხომ ეს მარტივი უნდა იყოს“
ნიკოლოზი (მაიას ვაჟი 8 წლის): დედა სარეცხის მანქანა არ დაგავიწყდეს, რა ბევრი ჭუჭყიანი ტანსაცმელი გვქონდა... გოჩას შარვლები, იზას ტანსაცმელი გასარეცხად სულ ყოველდღე გქონდა...
-შენი არა, ნიკოლოზ?
ნიკოლოზი: ჩემიც, მაგრამ მე უფრო ვუფრთხილდები. დიდი ბიჭი ვარ, თან ცოტა ტანსაცმელები მაქვს. ყველა გოჩას ვაჩუქე.
 იზა (მაიას ქალიშვილი 7 წლის): აბა, ფეხბურთს რომ ვთამაშობ ეზოში, არ დამესვრება?
  მაია: ნუ კამათობთ ბავშვებო, სარეცხი მანქანაც ძალიან გაგვეხარდა, საცხობიც, ხორცსაკეპიც, ჩაიდანიც და უთოც!
,,იზა ყველაფერს გულმოდგინედ ათვალიერებს“ 
იზა: როცა გამოცხობას ვისწავლი ამ ლანგარზე დიდ ხაჭაპურს გამოვაცხობ, მერე ყველა იმ ადამიანს დავპატიჟებ, ვინც ჩვენ ასე დაგვეხმარა.
ნიკოლოზი: იზა, იცი რამდენები არიან, ჩვენზე ხომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და გაიგო?! 
იზა: მეც ბეეეევრებს გამოვაცხობ, დედა დამეხმარება!
-და მაინც, შენ რა გაგეხარდა იზა ყველაზე მეტად?
იზა: მე - ,,ჩაინიკი“,  ჩართავ თუ არა, ჰოპ და ცხელი წყალი გაქვს!  უთოც ლამაზია...
,,ჰაჰაჰა, იმდენი საჩუქარია, მათემატიკოსი ნიკო თუ დაითვლის“
,,დე, ნახე, ყველაფერი სულ ახალები და ლამაზებია...“
ნიკოლოზი: ხო ლამაზია. მაგრამ დედას აცალე ხოლმე დაუთოვება, შენთვის ჯერ ადრეა. ხომ დაწვი ადრე რაღაცეები და გეყოფა! ის თქვი, ტკბილეული რომ ჩემზე მეტი გადასანსლე.
იზა: სულაც არა, და-ძმურად გაგიყავი...
-ნიკოლოზი მართალს ამბობს, იზა?
იზამ დაიმორცხვა.
იზა: აბა, ამდენი ხანია, ასეთი გემრიელები არ მიჭამია, ვეღარ დავითვალე კარგად! ბოდიში ხომ უკვე მოგიხადე? 
,,იფ, რა გემრიელობააააა, ნეტა არ გათავდეს!“
-ნიკოლოზ, შენ რამ გაგახარა ყველაზე მეტად საჩუქრებიდან?   
ნიკოლოზი:  მე წვენსაწური და ის გამეხარდა... აი, საჭმელს რომ თქვეფს...
,,მიხარია, მეც დავეხმარები დედას გოჩასთვის საჭმლის გათქვეფაში“
- რატომ, მაინცდამაინც წვენსაწური და ბლენდერი?
ნიკოლოზი:  გოჩას უფრო ბევრ საჭმელებს ვაჭმევ და მალე უკეთ იქნება. აღარ მინდა საავადმყოფოში წაიყვანონ... ჩემთან ერთად უფრო უყვარს ყოფნა, ვიდრე იქ. მე რაღაცეებს მიმახვედრებს ხოლმე. იცით ცხენების ხმები მოსწონს... ნეტა, ჩემი პლანშეტი ან ტელეფონი მქონდეს, ხშირად მოვასმენინო... 
-საიდან მიხვდი, რომ ცხენების ჭიხვინი და ფრუტუნი მოსწონს?
ნიკოლოზი: მაგ დროს იღიმის. პლანშეტი ჩემთვისაც გამომადგება. მათემატიკა მიყვარს და ინტერნეტში ბევრ ამოცანებს ვიპოვნი...
იზა: მეც მინდა, ონლაინ გაკვეთილები რომ არ გავაცდინო და ხომ მათხოვებ ხოლმე?
ნიკოლოზი:  შენსავით ძუნწი კი არ ვარ...
იზა: მე ძუნწი კი არა, პატარა ვარ. პატარებს კი შოკოლადები უყვართ. დედიკო და მამიკოს კიდევ არ აქვთ ფული, შოკოლადები რომ მიყიდონ. მერე გოჩას საჭმელი და წამლებისთვის აღარ დარჩებათ... როგორ მომეწონა ბევრი ,,პეჩენიები“ რომ მოგვიტანეთ. დედააააა, რამდენები იყოოოო... 
,,თქვენი საჩუქრები ჩემს ბაჭიასაც გაუხარდა“
-ისე, ყველაზე მეტად რა ტკბილეული გიყვარს?
იზა:  სნიკერსი, ადრე გავსინჯე და ძალიან მომეწონა.
-მაია, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე? თუ იყო ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათი მხრიდან რაიმე რეაგირება?
მაია: აბსოლუტურად არანაირი. არც არავის ვახსოვართ, არც არავინ გვკითხულობს... დუმან. ასეთი ბავშვი გვყავს ოჯახში. მას განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. მის პენსიასაც კი სრულად ვერ ვიღებთ, რადგან ნაწილს ბანკი გვაჭრის. 
-სესხი გქონდათ ბანკში?
მაია: დიახ, ეს სესხიც მისი მკურნალობისთვის და წამლებისთვის ავიღეთ. უამრავჯერ მოვხვდით რეანიმაციაში. აქედან, სამი შემთხვევა სრულიად უიმედო იყო. მუხლებზე დავეცი, როცა ექიმმა მითხრა, გადარჩენის შანსი არ არისო, და ლოცვა დავიწყე. არ ვიცი, რას ვბუტბუტებდი, არ მახსოვს... მაგრამ მახსოვს, რომ ყველა იმ დედისთვის ვლოცულობდი, ვისაც ჩემნაირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს! ყველა იმ ბავშვისთვის ვლოცულობდი, ვინც იმ მომენტში სიკვდილს ებრძოდა! ჰოდა, მოხდა სასწაული. გადარჩა ჩემი გოჩა! მადლობა იაშვილის კლინიკის ყველა ექიმს. ფაქტობრივად, მათ ჩემთან ერთად გაზარდეს ჩემი შვილი!
-მაია, ვიცი ჩვენმა საჩუქრებმა ძალიან გაგახარათ. მაგრამ თქვენი პრობლემები ამით არ დასრულებულა. გვითხარით იმ საჭიროებების შესახებ, რაც კიდევ დაგრჩათ.
მაია: ძალიან მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ გოჩასთვის: წამლები, პამპერსები და ფაფები, ჩვენი მუდმივი საჭიროებებია. ჩემი მცირეოდენი სოციალური დახმარებით თუ ამ ყველაფერს შევიძენ, მაშინ ნიკოლოზი და იზა  მშივრები მრჩებიან. მე და პაატა ჩვენს თავს აღარ ვჩივით. ამათ ჰქონდეთ საჭმელი და მშიერი მუცლით არ დაიძინონ. ძალიან მერიდება, სხვა რამე ვითხოვო, როცა ბავშვებს შიათ...
***
    კმაყოფილმა, რომ ასე გავახარეთ ოჯახი, მაგრამ მაინც გულდამძიმებულმა დავასრულე ინტერვიუ. კიდევ ბევრი რამ მიამბო მაიამ, როგორ გაყიდეს ძროხა, რომელიც ოჯახის მარჩენალი იყო, როგორ ააცალეს იატაკი სახლს და ჩააბარეს, რომ გოჩასთვის წამლები შეეძინათ. როგორ წვალობდა მისი მეუღლე - პაატა დღიური სამუშაოების ძებნაში, რომ პური მაინც მოეტანა ბავშვებისთვის...  ისიც მითხრა, რომ გოჩა უკვე გაიზარდა, ამიტომ მას ეპილეფსიის პრეპარატის, ეპიქსის დოზა გაუზარდა ექიმმა. მას უკვე წამლის ერთი ფირფიტა ერთი კვირაც აღარ ჰყოფნის... ერთი დღე აღარ ჰყოფნის ერთი კოლოფი ფაფაც. ღმერთო, რამდენი ხარჯია... საიდან, როგორ? 
არ შეიძლება გაჭირვებაში მივატოვოთ ეს შესანიშნავი ქალბატონი. მას კვლავ სჭირდება თქვენი გვერდში დგომა გოჩასთვის, იზასთვის, ნიკოსთვის. ჰოდა, სანამ პატარა მზარეული იზა ყველას უზარმაზარ გემრიელ ხაჭაპურს გამოგვიცხობს,  შევეცადოთ, ჩვენო ერთგულო მკითხველო, კიდევ ვაჩუქოთ რამდენიმე ლამაზი, ბედნიერი დღე ამ პატარა ანგელოზებს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხეცურიანების ოჯახი).
     თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის   მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/803-khetsuriani/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი    ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

მსგავსი პროექტები: