რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!

calendar დეკემბერი 7, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ… კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!

როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ… კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!
არავის სჯეროდა , ცოცხალი რომ გადარჩებოდა… ექიმებსაც კი, რომლებსაც უამრავი დამწვრობა აქვთ ნანახი. ნინის კანის გადანერგვის ორი ოპერაცია გაუკეთდა. მისი პატარა ფეხიდან ამოაჭრეს კანი და იმით აღადგინეს ტერფი.
„პირველი, რაც გავიფიქრე, მისი დასერილი ფეხი რომ დავინახე, – უფროსი ძმები მაინც ყოფილიყვნენ მის ადგილას, ჩემს საბრალო გოგონას ხომ ასეთი ნაკლი კოშმარად უქცევს მთელ ცხოვრებას. ის ხომ ვერ შეძლებს ლამაზი კაბების ჩაცმას, გათხოვებას, ბედნიერი ოჯახისა და შვილების ყოლას“ – მოთქვამს დედა ლელა.
რამხელა დარდია მის სიტყვებში, რამხელა ტკივილი. პატარა ნინის ხომ იმდენი კითხვა აქვს, რომელზეც დედამ არ იცის პასუხი: „დე, ლამაზი გოგო ვიქნები? მეგობრები მეყოლება? შენ ხომ მაინც გეყვარები დედა? ასეთი ულამაზოც? შვილები მეყოლება?“

„მისკენ ყველა იშვერს თითს – აი ასე“
ნინი სამი თვე იწვა, აკრძალული ჰქონდა საპირფარეშოში გასასვლელად ადგომაც კი. უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, მაგრამ პატარას ტკივილები დღემდე ტანჯავს. ყოველი მისი კვნესა, დედას დანასავით გულში ესობა. როცა კანი უსკდება და სისხლი სდის, დედა პურის ნაცვლად იაფფასიან ხელის კრემს ყიდულობს და უსმევს შვილს იარაზე.
– ლელა, ვერ წარმომიდგენია, როგორ გადაიტანეთ ასეთი ტრაგედია…
ლელა: ამას გადატანა თუ ქვია… დღემდე თვალებს რომ ვხუჭავ, ვხედავ, კანი როგორ ძვრება ჩემს გოგონას. პატარა ფეხებიდან დამდნარ ფეხსაცმელს ხორციანად როგორ ხდიან… ეს ნამდვილი კოშმარია. ახლა ვიცი: არასდროს არ უნდა თქვა, რომ ამას ვერ გადაიტან, რომ ცხოვრებას ვერ გააგრძელებ, – ადამიანს, ყველაფრის გადატანა შეუძლია! დალხენილი ცხოვრება არც მანამდე გვქონია, ახლა მითუმეტეს. თუ მე მის კანს ადამიანურ მდგომარეობაში ვერ მოვიყვან, მექნება კი უფლება, დედა რომ მერქვას?
– ნინის როგორ შეემთხვა ეს ყველაფერი?
ლელა: ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ბენზინი იპოვეს სადღაც, დააქციეს ნოხზე და ცეცხლი წაუკიდეს. ნინის ეგონა, რომ იქ გაბი იჯდა და მის გადასარჩენად გაიქცა… როგორც ჩანს თვითონაც ჩადგა ბენზინში ფეხი და მასაც მოეკიდა ცეცხლი… მისი კივილი „დედა მიშველე, ვკვდები“ ახლაც ჩამესმის ყურში. მე სახლში ვიყავი, პატარა ლიზის ვაჭმევდი, აივანზე რომ გამოვედი და ნინი დავინახე, გული წამივიდა!
– და ექიმები რას გეუბნებიან? შესაძლებელია კანის აღდგენა?
ლელა: ამბობენ, რომ შეიძლება, მაგრამ ახლა არა. დრო უნდა გავიდეს. ოპერაცია კი ძალიან ძვირი ღირს, დაახლოებით 12 ათასი ლარი. მე ამხელა ფული არც დამესიზმრება. მაგრამ მზად ვარ საკუთარი თირკმელი გავყიდო, თავი შევწირო მსხვერპლად იმისთვის, რომ ჩემს გოგონას ნორმალური მომავალი ჰქონდეს. გოგოა, ხომ იცით, გოგოსთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს სილამაზეს. ის კი ისე განიცდის, დარდობს… ჰგონია, რომ ამის გამო, არავის მოუნდება მასთან მეგობრობა. არ ვიცი, ვის მივმართო, ყველას გევედრებით მუხლმოდრეკილი – დამეხმარეთ შვილის განკურნებაში!
– ლელა, ჩვენი ფონდი და ფონდის მეგობრები არ დატოვებენ თქვენს ულამაზეს ნინის უყურადღებოდ. თვალყურს ვადევნებთ მის მდგომარეობას, და როგორც კი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი გახდება, დაგიდგებით გვერდში! ახლა კი, დანარჩენ ბავშვებზეც გვიამბეთ.
ლელა: ექვსი შვილი მყავს. უფროსი ბიჭები – გიორგი და მიხეილი – ოჯახის უფროსებივით არიან. 17 და 15 წლის არიან. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ მიდიან. მეზობლებს ეხმარებიან: ზოგს შეშას დაუჩეხავენ, ზოგს წყალს მიუტანენ, ან ეზოს დაულაგებენ. ამისთვის შეიძლება ფული გადაუხადონ, ან უბრალოდ საჭმელი მისცენ. ყველაფერი სახლში მოაქვთ. ბევრჯერ თავად მშივრები დარჩენილან, მაგრამ პატარებისთვის საჭმელი მოუტანიათ.
– თქვენ მოგვწერეთ, რომ თქვენი ერთადერთი შემოსავალი – სოციალური დახმარებაა. როგორ ახერხებთ თავის გატანას?
ლელა: კი, გწერდით და ვტიროდი… სასოწარკვეთილებისგან. არ ვიცი, როგორ ვახერხებ, რომ ბავშვები შიმშილით არ დამეხოცონ. ალბათ, ჩვენ, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, ყველანი ცოტათი ჯადოქრები ვართ. თავად იანგარიშეთ: სოციალური დახმარება 560 ლარია, 200 ლარს ამ ბინის ქირაში ვიხდით. (საკუთარი არასდროს არაფერი გამაჩნდა.) დაახლოებით 100 ლარს ვიხდი დენსა და გაზში. აი, რა გავაკეთო, ბავშვებს ხელები რომ ეყინებათ? რომელიმე ავად რომ გახდეს, უბრალოდ ვერ შევძლებ წამლების ყიდვას. გგონიათ წამალს აფთიაქში ვალად მომცემს ვინმე? არა, რა თქმა უნდა. ნინის სჭირდება მალამოები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, მე კი ვერ ვყიდულობ, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანის აღსადგენად აუცილებელია!
უნდა მოიფიქრო, ბავშვებს რა აჭამო მთელი თვის მანძილზე დარჩენილი 250 ლარით. უფროსები ისედაც მხოლოდ პურს ჭამენ. საბა შვიდი წლისაა და სკოლაში დადის. რამდენჯერ მოსულა ჩემთან, თვალებში შემოუხედავს: „დედა, მართლა არ გაქვს ერთი კანფეტის ფულიც კი?“, მე კი ვერაფერს ვპასუხობ. ყველაფერს ხვდება, თვალებს ჩახრის და მიდის.

„დედას კანფეტების ფული არასდროს არ აქვს, პურს რომ ვჭამ, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ნამცხვარია“
ლელა: ნინი და გაბი ბაღში დადიან. ნინი ხუთი წლისაა, გაბრიელი – სამის. იქ აჭმევენ მაინც. აი, დღეს ნესტიანი ტანსაცმელი ჩავაცვი და ისე გავუშვი. სარეცხი მანქანა არ გვაქს, ტანსაცმელი კი მხოლოდ ერთი წყვილი. ვერ ასწრებს გაშრობას… მაგრამ, ბაღში რომ არ გავუშვა, იმ დღეს მშივრები დარჩებიან. ბინძური ტანსაცმლითაც ვერ ვუშვებ. რადგან გვიჭირს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბინძურები უნდა ვიყოთ.
– მეშინია კიდეც, რომ გკითხოთ რაზე გყოფნით ეს ფული?
ლელა: უფროსები ცარიელ პურს ჭამენ, მეზობლები საჭმელს თუ მოგვაწვდიან, ვქეიფობთ! აქ ახლოს, საბანკეტო დარბაზია, ქელეხის ან ქორწილის შემდეგ, რამე თუ რჩება, დარბაზის მეპატრონეს ჩვენთვის მოაქვს. ხორცის ნახარშს ვყინავ, და ბავშვებს წვნიანს ვუმზადებ რამდენიმეჯერ. თუ პური ბევრია, მასაც ვყინავ და მერე ვაცხელებ… ასეთი ცხოვრება გვაქვს. ბავშვები, შეიძლება ითქვას, საჭმლის ნარჩენებით გავზარდე.

„ამ ფეხსაცმელში წყალი შედის, მეორეს ძირი არ აქვს, იმას ცხვირი აქვს დახეული. ორი ერთნაირი, მთელი, არ გვაქვს“
– ადგილობრივ მმართველობას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ლელა: არაერთხელ! მაგრამ იცით, ასე შეურაცხყოფილად და დამცირებულად თავი არასდროს მიგრძვნია. ისინი ხომ ადამიანებად არ გვთვლიან. რამდენიმეჯერ მისაყვედურეს კიდეც: „რას აჩენდი, თუ შიმშილით გეხოცებიან?“ როგორ მივმართო ამის შემდეგ? ტირიან, ფული არ გვაქვსო, რომ ბიუჯეტი ჩვენნაირების დახმარებას არ ითვალისწინებს. რომ ხელფასი, ჩემს სოციალურ დახმარებაზე ნაკლები აქვთ… ის რომ გვიჭირს, არ ნიშნავს იმას, რომ ღირსება არ გაგვაჩნია. ბავშვებს სულ ვეუბნები, რომ შიმშილით სიკვდილი ჯობია, მთავარია ადამიანობა შეინარჩუნო. ბიჭებს ისეთი ასაკი აქვთ, რომ შეიძლება სხვის ნივთსაც ცუდი თვალით შეხედონ, ან დაუკითხავად აიღონ… ხვდებით, რას ვგულისხმობ?

„დედა ამბობს, რომ სტაფილო სასარგებლოა. მაგრამ არ მიყვარს – მე ხომ არ ვარ ბაჭია“
– კი, ვხვდები. გეშინიათ, არ გადაუხვიონ ჭეშმარიტების გზიდან.
ლელა: კი. როცა ხედავენ, როგორ ტირის მთელი დღე, ბოლო ხმაზე, შიმშილისგან მათი ერთი წლის და, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ რძე უყიდოს ან ფაფა, ხომ შეიძლება გაივლონ ფიქრად, რომ ვინმეს რამე მოპარონ? გამოდის, რომ ხელისუფლება ჩვენნაირ ადამიანებს, კრიმინალისკენ თავად უბიძგებს… სულ ვეუბნები, რომ ასეთი რამის გაფიქრებაც რომ გაბედონ, მათაც დავხოცავ და თავსაც მოვიკლავ… ჩემი შვილები ყველაზე პატიოსანი ადამიანები არიან და ღმერთს ვევედრები, რომ დაიფაროს ასეთი აზრებისგან.

„მაწვნის პლასტმასის ძველი ქილები – ბავშვების ერთადერთი გასართობია“
– ლელა, გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება, ცოტა ხნით მაინც, თავისუფლად რომ ამოისუნთქოთ?
ლელა: პირველ რიგში, თუ დამეხმარებით, ზამთარი რომ გადავაგოროთ, პროდუქტი რომ მქონდეს, თუ მოახერხებთ, სარეცხი მანქანა რომ მაჩუქოთ და ტანსაცმელი ბავშვებისთვის უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი!

„ ჩემმა ძმამ პური მოგვიტანა. შევეცდები მთლიანად არ შევჭამო“
– ბავშვები რას იტყვიან? რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მათ?
საბა (7 წლის): მე ბეტმენი გავხდები. და მექნება ველოსიპედი და კანფეტები!

„აი, ასეთი დიდი სახლი გვექნება“
ნინი (5 წლის): თოჯინა! და მაწონი ლიზისთვის. სხვას არაფერს ჭამს.
საბა: და მანქანა გაბისთვის…

„მინდა, რომ ეს პამიდორი კანფეტად გადაიქცეს!“
***
ძვირფასო მეგობრებო, ექვსი ბავშვი, უფლის ექვსი ქმნილება ელის ჩვენს დახმარებას: 1 წლის ლიზი, 3 წლის გაბრიელი, 5 წლის ნინი, 7 წლის საბა და მათი უფროსი ძმები, მიშა და გიორგი. მათ არ აქვთ საჭმელი. არ აქვთ ტანსაცმელი. ისინი ამ ზამთარს ვერ გადაიტანენ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი მეშვეობით პასუხობს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
მათ ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, პამპერსი, ტანსაცმელი, სარეცხი მანქანა და კარადა. მაგრამ, რაც მთავარია, მათ უბრალოდ სჭირდებათ ჩვენი ყურადღება და კეთილი გული! დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, მივცეთ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების შანსი. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოიდგინოს, რომ ეს შეიძლება იყვნენ მისი შვილები, რომლებსაც საკვები აკლიათ.
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ლელა და მისი მშვენიერი ბავშვები და გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: საგარეჯო, სათავის ქ. 8
აუცილებლად გააზიარეთ პოსტი, რათა მუმლაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლელა თეთრაძე)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენ  საქართველოს კიდევ ექვსი შვილი გაათბეთ და გაახარეთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
გვსურს გაგახსენოთ თეთრაძეების უსაყვარლესი ოჯახი და მათი ხუთი წლის ულამაზესი ნინო, რომელიც ცეცხლის ალს სასწაულით გადაურჩა, მაგრამ მაინც მიიღო ფეხზე დამწვრობა, რომელმაც  სამუდამო ნაიარევი დაუტოვა.  კვალი,  რომლიც სამედიცინო ჩარევის გარეშე არასდროს გაქრება. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/808-tetradze/
           მართალია, ნინოს ოპერაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ თქვენ მაინც შეძელით ის, რომ ახლა მათ სახლში ონკანიდან წყალი მოდის და აღარ უწევთ მისი გარედან ბოთლებით ზიდვა. თქვენი ერთიანობით ისიც მოახერხეთ, რომ ახლა მათ სახლში თბილა და გაზის გამათბობლის წყალობით, ცივი ზამთრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ.
        მონდომებას და სიკეთეს, ყოველთვის შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანის შეცვლა ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ, გთხოვთ,  ეს ამბავი თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ამ დიდი ოჯახის დახმარება.

„ეს მე-ე… ეს შე-ე-ენ… ეს კი, ჩვენს პატარა დაიკოს. დანარჩენი, ჩვენს ძმებსაც შევუნახოთ…“

         – ახლა როგორ ხართ, ლელა? ძალიან გვაინტერესებს, თუ  როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
         ლელა: შეიძლება ითქვას,  რომ ჩვენი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად,  თქვენს გამოჩენამდე, და თქვენი გამოჩენის შემდეგ.  თქვენს გამოჩენამდე, გვციოდა, გვშიოდა, არ გვქონდა საკმარისი ტანსაცმელი, ნინოს მალამოს ფულსაც კი ვერ ვშოულობდი, თვეში ერთხელ რომ მეყიდა, და ნაიარევზე წამესვა.  ზამთრის ძალიან გვეშინოდა და მისი მოსვლა არ გვინდოდა იმიტომ, რომ გაუსაძლისი სიცივის ატანა გვიწევდა.  ახლა, ჩვენს სახლში თბილა, ბავშვებს შეუძლიათ, სახლში ქურთუკებით აღარ ითამაშონ, ძილის დროს კი, გაიხადონ ქუდები და შარვლები.  რაც მთავარია, ჩვენი ონკანიდან წყალი მოდის, რამაც ძალიან გაგვიმარტივა ცხოვრება.  ჩვენთვის, ეს უკვე კომფორტია… არც კი ვიცი, რა სიტყვებით დაგლოცოთ, მოგეფეროთ და მოგესიყვარულოთ. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის სახით, თქვენ,  საქართველოში ექვსი ბავშვით მეტი გაათბეთ, დააპურეთ და გაახარეთ.           

      „იმდენი მინდა, ცამდე რომ მიწვდეს“

            – ჩვენი ფონდის მეშვეობით, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?  ყველაზე მეტად, ვინ დაგამახსოვრათ თავი, იქნებ, მათი სახელიც გახსოვთ? 
           ლელა: იცით, ძალიან გამახარა ყურადღებამ, მოკითხვამ  და თუნდაც, სიტყვიერმა გვერდში დგომამ, რამაც კიდევ ერთხელ  გამიღრმავა ის მოსაზრება, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი… ეს, რაღაც ადამიანურია… რომელიც სხვანაირად გამდიდრებს და გაძლიერებს.  თავი განსაკუთრებით დამამახსოვრა ნანუკა  პურიჭამიაშვილმა, რომელიც გასაოცარი ადამიანია, არც ერთი თვე არ ავიწყდება,  რომ უყიდოს და მოუტანოს ჩემს ნინოს მალამო, რომელიც 100 ლარი ღირს. არც კი ვიცი, ის რომ არა, მე როგორ ვიყიდიდი ამ წამალს. სიტყვებით გადმოუცემელია, რამხელა შეღავათია ჩემთვის მისი დახმარება. აუცილებლად მინდა გავიხსენო  ლიკა (გვარს ვერ ვიხსენებ.), რომელმაც ტანსაცმელი მოუტანა ჩემს შვილებს და უზომოდ გაახარა ისინი.  ასევე, აუცილებლად მინდა,  დიდი სიყვარულით და მადლიერებით გავიხსენო მამა გიორგი, ნინოს ნათლია, რომელიც მსახურობს ადგილობრივ ეკლესიაში და ჩემი ნინო არასდროს ავიწყდება,  მან მოუტანა მალამო და ფეხსაცმელი. ხომ გესმით, სულიერი და ფიზიკური თანადგომა ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის…  მინდა, თვითოეულ თქვენგანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი ოჯახის გახარებაში, გულმხურვალე მადლობა გადაგიხადოთ. გითხრათ, რომ უიშვიათესი გული გაქვთ და საქართველო სწორედ თქვენნაირი ადამიანებით გაიხარებს…  გამრავლდით და გაიხარეთ!!!

 „ნინი, ეს რა არის? –   ეს შამპუნია, ეს კიდევ, დედამ ასე თქვა, ზამთარში სახეზე უნდა წაისვათ, რომ აღარ დაგისკდეთ კანიო“   

 „ახლა, მეც რეკლამაში გადამიღებენ“

იცი, ახლა  ულევი წყალი გვექნება და ძილის წინ, დასაბანად აღარ გამოვალთ გარეთ.

          – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
          ლელა: ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: არანაირი!  მათი პასუხია, რომ ბიუჯეტში არ არის თანხა. აღარც აინტერესებთ რას ეუბნები, მტკიცე უარი და მორჩა! ასეა, ასე… 
           – ლელა რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
           ლელა: ჩვენთვის, ეს დახმარება ნიშნავს სახლში სითბოს,  სიმყუდროვეს, კომფორტს, სიმშვიდეს…  სიტყვები არ გამომელევა ამის გადმოსაცემად. თქვენი მოტანილი ტკბილეულით, სათამაშოებით და პროდუქტით, ძალიან გაგვიხანგრძლივეთ მშვიდი დღეები. თუმცა, მარაგი როგორც კი გამოილია, ძალიან მოიწყინეს ბავშვებმა, და მეც. ხშირად მეკითხებოდნენ: „დედა, კიდევ როდის გვექნება ამდენი საჭმელი და სასუსნავიო?“ ძალიან მოეწონათ, შეეჩვივნენ და გაუჭირდათ უარის თქმა. მაგრამ რას ვიზამთ, სამყაროში, არაფერი არსებობს ულიმიტო, თავად სამყაროს გარდა.
            – ბავშვებო, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
           ნინო: მე, ყველაზე ძალიან „სოსკიანი“ თოჯინა გამიხარდა. რაც მომიტანეთ, მას მერე სულ ჩემთანაა და  ხელი-ხელ ჩაკიდებულები დავდივართ, ვაჭმევ, ვაბანავებ,  სულ ჩახუტებული დამყავს და ველაპარაკები, სადაც ცეცხლია, იქ ახლოს არ მივდივართ , მეშინია ჩემი თოჯინაც რომ არ დაიწვას. 
           – ნინო შენს და-ძმებს რა მოეწონათ? 
            ნინო: ჩემს და-ძმებს,  ძალიან გაუხარდათ შოკოლადები და „პეჩენიები“. 
მ-მ-მ-მ…. კიდე ტანსაცმელები და ა-ა-ა… კიდევ სახლში რომ თბილა, ეგ გვიხარია ყველას ძალიან…           

       „ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს…“ 

 ნახეთ რა დევს შიგნით, დედიკომ თქვა, ეს ჩვენს სახლს გაათბობსო“

          – ლელა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა, რაშიც ჩვენს ფონდს თქვენი დახმარება შეუძლია?
          ლელა: პრობლემებს რა დალევს, ჩემო კარგო,  იმდენია… მაგრამ ახლა, მათი ჩამოთვლის მერიდება კიდეც. იმის მერე, რა დახმარებაც გამიწიეთ, როგორღა ამოვიღო რამეზე ხმა.
          – ნუ გერიდებათ,  გვითხარით, გთხოვთ. ჩვენი ფონდი ხომ ამისთვის არსებობს, რომ  დაგეხმაროთ.
         ლელა: ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის საკვები პროდუქტი, თავი რომ გავიტანოთ და მშივრები არ ვიყოთ. გვჭირდება ნებისმიერი სახის ჭურჭელი, ყველაფერზე თანახმა ვარ, ვის რის საშუალებაც ექნება. ასევე, ბავშვებისთვის გამოსაცვლელი ტანისამოსი. მართალია, რაღაც ნაწილი უკვე გვაჩუქეს, მაგრამ ექვსი ბავშვი მყავს, ძალიან აქტიურები, ხშირად ეხევათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხშირად ისვრებიან თამაშის დროს. არ გვაქვს იმდენი სამოსი, რომ ექვსივეს ეყოს. ამის გამო, ხშირად, სკოლაში წასვლაც არ უნდათ .
           გარდა ამისა, სახლში სულ ორი საწოლი გვაქვს, და ორივე ჩატეხილია. თუ ძალიან ბევრს არ ვითხოვ, იქნებ, ნორმალური საწოლიც გვეღირსოს. ძირითადად, ეს არის ჩვენი ყოველდღიური პრობლემები  რომელსაც ერთად ვებრძვით, პატარებიც და დიდებიც. 

„დედა , სანამ კარგი საწოლი გვექნება, შეიძლება, აქ დავიძინო ხოლმე?“

                                                      *** 
          ფონდის კეთილო და უანგარო წევრებო, მათ ჟანგბადივით ესაჭიროებათ თქვენი დახმარება. წარმოიდგინეთ,  სკოლაში დახეული ფეხსაცმელით სიარული, ან ექვსი ბავშვით ჩატეხილ საწოლზე ძილი როგორია. ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ხედავ მათ გაჭირვებას შეგუებულ თვალებს, და არ იცი, ეს გაჭირვება მათ სადამდე მიიყვანთ. დედას არ აქვს იმის საშუალება, რომ ექვსი ბავშვი გამოკვებოს, ჩააცვას, მყარ საწოლზე დააძინოს. სწორედ ამიტომ,  ეს ოჯახი, თქვენი გაერთიანების და კეთილი ნების იმედად რჩება. 
           მეგობრებო, ეცადეთ  მიაქციოთ ამ ოჯახს ყურადღება და  ელემენტარული დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც როგორ შეგიძლიათ. სიკეთე არ არის მოცემულობა, რომელიც ხან დიდია, ხან პატარა.  მთავარია, იყოს გულწრფელი და აუცილებლად აყვავდება. კვირტები ფოთლებად გადაიქცევა და  გამრავლდება.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ ყველა თქვენი პრობლემა იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!       
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლელა თეთრაძე)
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/808-tetradze/
          თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 იან 21
წყლის ტუმბო
923.00₾
2022 იან 31
გაზის გამათბობელი
620.00₾
2022 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
385.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
2022 ივლ 01
პროდუქტები
318.76₾

სულ ხარჯები:

2326.76₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ხმიადაშვილი ლალი
09.07.2022 20:00:00
₾1.00
ძარია გიორგი
09.07.2022 20:00:00
₾2.50
ჩანტლაძე მარიამ
09.07.2022 20:00:00
₾5.00
ყრუაშვილი თეონა
09.07.2022 20:00:00
₾10.00
ჩაჩანიძე ნატო
08.07.2022 20:00:00
₾5.00
შანშაშვილი მაკა
08.07.2022 20:00:00
₾2.00
უსტალიშვილი გაბრიელ
08.07.2022 20:00:00
₾20.00
ქაჯაია-მიქელაშვილი ეკა
07.07.2022 20:00:00
₾5.00
რუსუდანი ტაბატაძე
28.06.2022 20:00:00
₾1.00
ნინო სულაძე
28.06.2022 20:00:00
₾10.00
მერაბი ჩირგაძე
28.06.2022 20:00:00
₾5.00
მონიკა ელიავა
28.06.2022 20:00:00
₾2.00
გიორგი ჩუთლაშვილი
28.06.2022 20:00:00
₾5.00
შავაძე ზვიად
25.06.2022 20:00:00
₾1.00
ჩკოპოია ალექსანდრა
24.06.2022 20:00:00
₾10.00
აბულაშვილი ნინო
24.06.2022 20:00:00
₾5.00
ჩეჩვაძე ნათია
23.06.2022 20:00:00
₾10.00
შაღაშვილი ლევანი
23.06.2022 20:00:00
₾3.00
ფუტკარაძე იზოლდა
23.06.2022 20:00:00
₾5.00
ნეფარიძე ქრისტინე
23.06.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾2,326.57

197 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,326.57

197 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება