რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გთხოვთ, დამეხმარეთ სალომეს გადარჩენაში! ხუთი წლის გოგონა დღეში რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება! მისი სიცოცხლე ჩვენს ხელთაა!

calendar დეკემბერი 1, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

გთხოვთ, დამეხმარეთ სალომეს გადარჩენაში! ხუთი წლის გოგონა დღეში რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება! მისი სიცოცხლე ჩვენს ხელთაა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

      გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

 

„როგორ იტანჯება ეს ლამაზი გოგონა!“

         – თამილა, გვიამბეთ, რა სჭირს სალომეს?
         თამილა: ჩემი პრინცესა ავად არის. სამი წლის განმავლობაში არც ვიცოდით, რისგან ვმკურნალობდით. ხან ცერებრალური დამბლა გვეგონა, ხან ეპილეფსია, მერე გვითხრეს, რომ ჰიდროცეფალიაა. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ! ისეთი საშინელი შეტევები ჰქონდა, გონებას კარგავდა, ერთი კვირა გათიშული იყო და უფრო მეტხანსაც. ექიმებმა მოაბრუნეს, 21-ჯერ მოგვიწია ამ კოშმარის გადატანა. წარმოგიდგენიათ? ჩემი შვილი 21-ჯერ ჩამაკვდა ხელში!
– ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა?
თამილა: მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, ახლობლებისგან ფული ვისესხეთ და ცოცხალმკვდარი სალომე თურქეთში წავიყვანეთ. იქ ანალიზები აუღეს და დაუსვეს დიაგნოზი – ბავშვს ორგანიზმში საერთოდ არ აქვს ვიტამინები. დაიწყეს მკურნალობა, ვიტამინების გადასხმებს უკეთებდნენ, წამლებს, და სალომე გაცოცხლდა. თვალები გაახილა, ხმებს გამოსცემდა. კლინიკაში კიდევ რამდენიმეჯერ ვიყავით. მას შემდეგ, უკვე 2 წელია შეტევები არ ჰქონია, არ ითიშება, არ კარგავს გონებას.

სალომეს ხელები თოჯინასავით აქვს, თვითონ ვერ ამოძრავებს

დაჩი: იცით, რა საშინელ რამეებს აკეთებდა? თვალები უთეთრდებოდა, თვითონაც მთლიანად თეთრდებოდა. აი, ამ კედელივით. არ სუნთქავდა და თევზივით ფართხალებდა. ახლაც, რომ მახსენდება, ცუდად ვხდები.
– შენ ამ დროს, ალბათ, გარბოდი ოთახიდან და იმალებოდი ხოლმე?
დაჩი: რას ამბობთ? ვეხუტებოდი, რამე რომ არ სტკენოდა! მე ხომ მისი უფროსი ძმა ვარ, ჩემს დას მე უნდა მივხედო. ჩემს გარდა არავინ ჰყავს. დედა და მამა არ ითვლებიან. შეხედეთ, რა ლამაზია! სკოლაში რომ დადიოდეს, ყველა ბიჭს შეუყვარდებოდა! 
თამილა: ვერც კი წარმოიდგენთ, და როგორ უყვარს! არასდროს მინახავს ასეთი სიყვარული. თავის საყვარელ წრეებზეც კი აღარ დადის, სალომე მარტო რომ არ დატოვოს. სულ ასე ამბობს: „სალომეს თუ სჭირდება, მე დავუთმობ“. სანამ უბრალო ორცხობილას ჩაიდებს პირში კითხულობს: „ჩემს დაიკოს წამლები აქვს? ჩემმა დაიკომ ჭამა „პეჩენია“?“
          დაჩი: გეყოფა, ნუ მაქებ! ყველა ასე მოიქცეოდა, მე ვიღაც სუპერმენი კი არ ვარ. გეყოფა.

 „ჩვეულებრივი ძმა ვარ, რომელსაც უყვარს თავის დაიკო“

         – კარგი, დაჩი, აბა, გვითხარი: ბევრი ფული რომ გქონდეს…
         დაჩი: ჩემს დაიკოს ყველა წამალს ვუყიდიდი და ყველანაირად ვუმკურნალებდი!
         – კარგი, და კიდევ თუ დაგრჩა ფული?
         დაჩი: დედას სარეცხ მანქანას ვუყიდიდი საწოლებს ყველასთვის ცალ-ცალკე.
– შენთვის?
დაჩი: ჩემთვის ტელეფონს ვიყიდიდი, ვივლიდი ინგლისურზე და სიმღერაზე, სხვა არაფერი მინდა. სალომეს გული თუ არ მისდის, უკვე ყველაფერი კარგადაა!
– არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, თამილა!
თამილა: ნებისმიერი დედის ოცნებაა ასეთი შვილი! ჩემი დამხმარეა, ჩემი მფარველი ანგელოზი. დაჩი რომ არა, სალომეს მოვლაც ბევრად უფრო გამიჭირდებოდა.

წარმოიდგინეთ, ეს ლამაზი გოგონა როგორ ვერ ახელს თვალებს და როგორ წევს გაუნძრევლად. არავინ იცის, გადარჩება თუ ვერა

          – თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.
          თამილა: მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები ვცხოვრობთ ჩემი მშობლების სახლში. ჩვენს გარდა, აქ ჩემი მშობლები და ჩემი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ფაქტობრივად არაფერი გაგვაჩნია. ჩვენი შემოსავალი არის სალომეს პენსია და სოციალური შემწეობა. მეუღლე იშვიათად ახერხებს მუშაობას. თუ გაუმართლა და სამსახური ნახა, დღედაღამ მუშაობს, თავს არ იზოგავს.
 – რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
თამილა: სალომეს შანსი რომ ჰქონდეს, მომავალში შეტევების გარეშე იცხოვროს, გული რომ არ წაუვიდეს, სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები. ჩვენი ოჯახისთვის წარმოუდგენლად ძვირია, ამაში გვეხარჯება მთელი ფული, საკვებისთვისაც კი აღარ გვრჩება. ნათესავები რომ არა, უკვე შიმშილით ვიქნებოდით დახოცილები.

ამ მწვანეთვალება ულამაზესმა გოგონამ, უნდა იცოცხლოს, მიუხედავად ყველაფრისა!

– მთელს საქართველოს მივაწვდენთ თქვენს ხმას! თქვენი დახმარება რით შეგვიძლია?
თამილა: უპირველეს ყოვლისა, უნდა გთხოვოთ მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები სალომესთვის. კიდევ, ძალიან მჭირდება ბავშვებისთვის საწოლი. ოთხივეს ერთად გვძინავს და ძალიან მოუხერხებელია. გავბედავ და სარეცხ მანქანასაც გთხოვთ. ყველა ქალმა იცის, რა რთულია ხელით რეცხვა და გამიგებენ. სულ ესაა ჩემი ოცნებები და ფანტაზიები. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ დაგვეხმაროს, უბრალოდ თბილი სიტყვაც, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
***
ძვირფასო მეგობრებო, ანგელოზი, სახელად სალომე, გასაჭირშია. სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა. ჩვენი დახმარების გარეშე, ის ნორმალური ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. მედიკამენტები ძალიან ძვირი ღირს და ოჯახი ყოველთვის ვერ ახერხებს შეძენას. არადა, ისინი ამ პატარა მზეთუნახავს ჰაერივით სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სასწაული, შეტევები რომ აღარ გაუმეორდეს და ბეწვზე არ ეკიდოს მისი სიცოცხლე. ჩვენ შეგვიძლია მისი სიცოცხლის გადარჩენა.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და ამ ოჯახს დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახო.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სალომე პეტრიძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენი დახმარების გარეშე, სიტყვას „დედა“ ვერასდროს გავიგებდი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

უკვე 10 თვეა, რაც სალომეს ეპილეფსიური გულყრა არ ჰქონია! სახეც შეეცვალა და გამოხედვაც სულ სხვანაირი აქვს!

 – ჩვენი სალომე ალაპარაკდა! – პირველმა მახარა მისმა ძამიკომ, დაჩიმ. – ხუთი წელი ხმა არ ამოუღია, ახლა კი დედას და მამას ეძახის. ისე გაგვიხარდა, ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს, ვტიროდით და ვყვიროდით. მეგობრებო, თქვენც გელით დადებითი ემოციების ზღვა! ეს ყველაფერი ხომ, ჩვენს პატარა ულამაზეს სალომეზეა ნათქვამი, რომელიც 21-ჯერ იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ვერ ინძრეოდა, ვერ ჭამდა და ეპილეფსიის გონებას კარგავდა საშინელი შეტევების დროს:

 – ჩემი დაიკო კიდევ უფრო ლამაზი გახდა, ხომ ასეა? – გვეკითხება დაჩი. – იმიტომ, რომ დაავადება „შეეშვა“. ხელებიც იმდენად აღარ უცახცახებს.

სალომეს ოჯახი სიხარულით მეცხრე ცას ეწია! ისე გაუხარდათ, გოგონა რომ ალაპარაკდა, მთელი ღამე ვერ დაიძინეს!

 – თამილა, თქვენც და ჩვენც, ყველას მინდა მივულოცო ეს შესანიშნავი სიახლე! გული მიგრძნობს, რომ კიდევ ბევრ კარგ ახალ ამბავს გავიგებთ დღეს.

 თამილა: რა ბედნიერებაა, თქვენს ფონდს რომ მივმართე! ამდენი წელი თავს ვიმტვრევდი, არ ვიცოდი, შვილისთვის როგორ მემკურნალა. და აი, საშველიც გამოჩნდა. გამოგვეხმაურა ერთ-ერთი თქვენი მკითხველი, ციცინო თავართქილაძე, კანადური ფირმის ვიტამინები გვაჩუქა. ალოესა და ფუტკრის რძეზეა დამზადებული. არაჩვეულებრივად მოუხდა სალომეს! ბავშვს ყოველდღიურად ეტყობა უკეთესობა.

გოგონას ორგანიზმი კარგად ითვისებს ახალ ვიტამინებს, რომელიც ჩვენმა მკითხველმა ურჩია

 უკვე 10 თვეა, ეპილეფსიური გულყრების გარეშე ვცხოვრობთ! პირველი შემთხვევაა! ადრე სულ ვნერვიულობდი, სულ დაძაბული ვიყავი. ყოველ წუთს შეტევას ველოდებოდი და არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი, რით დავხმარებოდი ბავშვს. სიცხე 37C-ზე მაღალი თუ ჰქონდა, ბავშვი მაშინვე კრუნჩხვებში ვარდებოდა და ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი! ახლა კი, ერთი კვირის წინ სალომეს 38 გრადუსი ჰქონდა სიცხე და ნორმალურად გადაიტანა.

ვიტამინების კურსი უნდა გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში, სალომეს ძალიან სჭირდება ეს შანსი!

 სალომე უფრო მოძრავი გახდა. ნივთების ხელში დაჭერას ცდილობს. ბგერებს წარმოთქვამს. მაგებინებს, როდესაც შია. ადრე ვერაფერს მანიშნებდა, გულგრილი იყო.

 ჩემს გოგონას მშვიდად სძინავს. ძილში აღარ წუხს, აღარ კვნესის. მთელი ამ წლების განმავლობაში რიგრიგობით გვეძინა მე და ჩემს მეუღლეს… 

 დღის განმავლობაშიც მშვიდად არის და იღიმის. სანამ ამ ვიტამინების მიღებას დაიწყებდა, დღეში 20-ჯერ მაინც უცახცახებდა ხელები. ახლა, მხოლოდ კვირაში რამდენიმეჯერ ემართება ასე.

 ამ უმნიშვნელოვანესი რჩევისთვის და საჩუქრისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ციცინო თავრთქილაძეს. მერე თქვენი ფონდის მკითხველები გვეხმარებოდნენ ვიტამინების შეძენაში. საკუთარი სახსრებით ვერაფერს მოვახერხებდით. ძალიან ძვირია – 1 500-1 700 ლარი ღირს. უდიდეს მადლობას გიხდით! მინდა, მუდამ ჯანმრთელად გყავდეთ შვილები და არასდროს დასჭირდეთ მკურნალობა. თქვენ სალომეს ჯანმრთელობა აჩუქეთ ჩვენს ოჯახს და ეს ფასდაუდებელია.

 – რა კარგია, რომ ჩვენი გოგონა თავს უკეთესად გრძნობს! თქვენ ხომ, გამოკვლევებიც ჩაიტარეთ, ახლა რას გეუბნებიან ექიმები?

 თამილა: ფონდის მკითხველების წყალობით, ბავშვი ქართველმა ექიმებმაც გასინჯეს და თურქეთის კლინიკაშიც გვყავდა. მაშინ თვენახევარი იყო გასული ვიტამინების მიღების დაწყებიდან. ანალიზების პასუხები კარგია. ექიმი ძალიან კმაყოფილია და გვირჩია, ამ კურსის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში, მაქსიმალური შედეგის მისაღებად კი – სამი წელი.

სალომე უფრო მოძრავი გახდა, ყველაფერი აინტერესებს. კანფეტებიც არ დატოვა უყურადღებოდ!

 სალომეს ორგანიზმი სხვა ვიტამინებს ვერ ითვისებდა. მხოლოდ სულ რაღაც 2% რჩებოდა. ახლა, ყველაფერი სხვაგვარად არის.

 თავის ტვინის გადაღებამ აჩვენა, რომ ეპილეფსიის ერთი კერა გაქრა, მეორე – დაპატარავდა. ადრე კი, სურათებზე ორი საზიზღარი შავი ლაქა ჩანდა…

 – რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც სალომემ ცხოვრებაში პირველად თქვა „დედა“?

 თამილა: ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. ეს ისეთი მოულოდნელი იყო. ჭამის დროს კოვზის მიწოდება დავაგვიანე, ჩავფიქრდი და უცებ მესმის, რომ დამარცვლით ამბობს: დე-და, დე-და… უნდოდა ეთქვა: კიდევ მაჭამე. (იღიმის.)

სალომე: „დე-და… დე-და…“

„რა ბედნიერებაა, ღმერთო! კიდევ ილაპარაკე, კიდევ!“

 დაჩი (8 წლის): ადრე, სალომე ერთ ლუკმას ნახევარი საათი ღეჭავდა, დედას ასე ძალიან ამიტომ გაუკვირდა.

 თამილა: ისე გვიხაროდა, იმ ღამეს ვერ დავიძინეთ… ბედნიერებისგან ვყვიროდით, მგონი მთელ ბათუმს ესმოდა ჩვენი ხმა! სულ რაღაც სამი თვეა გასული, რაც თქვენს ფონდს დავუმეგობრდით და ამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში! ნეტავ, უფრო ადრე რატომ არ მოგმართეთ?!

 როგორი გულთბილი მკითხველები გყავთ! ძალიან ბევრი მირეკავდა, სალომეს ჯანმრთელობისთვის ლოცვით და კეთილი სურვილებით იწყებდნენ საუბარს. მერე მამხნევებდნენ: უნდა იბრძოლო შენი შვილისთვის, დედიკო, ჩვენ შენს გვერდით ვართ.

 ჩემო ძვირფასებო, თქვენ გადაგვარჩინეთ, თქვენი დახმარებით მართლაც ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. შეხედეთ, როგორი სახე აქვს სალომეს, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობა, გამოხედვაც სულ სხვანაირი აქვს. სამი კვირის წინ, ჩვენთან სტუმარი იყო სალომე არ ჰყავდა ადრე ნანახი და არაფერი იცოდა მის პრობლემებზე. დალაპარაკება უნდოდა და დაუძახა. ხელში ავიყვანე ბავშვი და ძალიან გაუკვირდა, რომ ის ვერ დადის. ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ის პატარა ტლიკინაა და მაშინვე საკუთარი ფეხით მიირბენდა მასთან.

„თქვენ სალომეს ჯანმრთელობა აჩუქეთ ჩვენს ოჯახს და ეს ფასდაუდებელია“

 დაჩი: მინდა, ჩემი სახელიც თქვას სალომემ. მხოლოდ „დედას“ და „მამას“ ამბობს, „დაჩის“ კი – ვერა.

 – დაჩი, შენი აზრით რომელი საჩუქარია ყველაზე კარგი?

 დაჩი: პირველ ადგილზე არის ვიტამინები, წამლები და მალამოები ჩემი დისთვის. ის ხომ, ახლა უკეთესად გრძნობს თავს და სწორედ ეს გვინდოდა ჩვენც. ყველანი გახარებულები ვართ. ჩემთვის ტელეფონი მინდოდა და დათო ძიამ მომიტანა ფონდიდან. მაგარ სურათებს იღებს ეს ტელეფონი. სალომეს ვუღებ ხოლმე. კიდევ, სალომეს მულტფილმებს ვაყურებინებ ხოლმე: „მაშა და დათვს“, „ჟირაფი ჟოზეს“… „მუსიკებს“ ვურთავ. ჩემს დაიკოს „ბასტი-ბუბუს“ სიმღერა მოსწონს და ფეხებს აქანავებს ხოლმე.

„მეც და სალომეც ვერთობით ამ ტელეფონით. მაგრამ სკოლაში არ დამაქვს, გაკვეთილების დროს მულტფილმების ყურება არ შეიძლება“

 ფონდიდან თუ გვირეკავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც საჩუქარი მოაქვთ. დღეს რომ დაგვირეკეს, მაცივარი და სარეცხი მანქანა „მოვიდა“. ესეც ძალიან მაგარია. ახლა, მე და მამა გავარკვევთ, როგორ ირთვება.

დაჩიმ იცის, თუ ფონდიდან რეკავენ, ესე იგი, საჩუქარს მოიტანენ. და ეს ნამდვილად ასეა!

დაჩიმ და მამამისმა უკვე შეაერთეს სარეცხი მანქანა და ახლა, ის პირველად ჩაირთვება

 – დაჩი, შენ ყველაზე მზრუნველი ძმა ხარ და მინდა, ხელი ჩამოგართვა. მოდი, აი, ასე. თამილა, ჩვენი პროექტის დაწყების მერე, ადგილობრივმა მთავრობამ თუ მოიმოქმედა რამე?

 თამილა: ოფიციალური წერილი მივიღეთ წარწერით – „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო“. სალომეს ასპროცენტიან სამედიცინო დაზღვევას ჰპირდებიან. მაგრამ, ჯერ ვერ გავარკვიე, როგორ უნდა ვისარგებლო ამ მომსახურებით. ასე რთულად რატომ არის ყველაფერი… ვცდილობ, გავიგო, საიდან დავიწყო? იმედია, ეს რეალურია.

 – რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 თამილა: მკურნალობის კურსი უნდა გავაგრძელოთ. გთხოვთ, გვაჩუქეთ ეს შანსი.

***

 მსოფლიოში საუკეთესო მადლიერების სიტყვებია, როდესაც მძიმედ დაავადებული გოგონა, ამბობს „დედას“ და „მამას“. სალომეს ეს სიტყვები და მისი მშობლების სიხარულის ცრემლი, თქვენი დამსახურებაა, ჩვენო საოცარო მკითხველებო. ექიმების თქმით, სალომეს ბევრად მეტი შეუძლია, შეიძლება იმხელა წინსვლა ჰქონდეს, რომ სიხარულით ცას ვეწიოთ. უბრალოდ, სჭირდება დახმარება.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: პეტრიძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 16
მედიკამენტები
1295.86₾
2022 დეკ 23
მედიკამენტები
476.42₾
2023 იან 04
პროდუქტები
300.00₾
2023 იან 20
სამედიცინო მომსახურება
463.08₾
2023 იან 20
მედიკამენტები
1624.48₾
2023 თებ 10
პროდუქტები
300.00₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
2830.00₾
2023 მარ 01
მედიკამენტები
987.22₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
322.17₾
2023 მარ 23
გამოკვლევა
655.06₾
2023 მარ 28
მედიკამენტები
1740.73₾
2023 მარ 28
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1480.00₾
2023 აპრ 10
პროდუქტები
300.00₾
2023 აპრ 12
მედიკამენტები
714.27₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
298.95₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
99.80₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
490.00₾
2023 მაი 22
მედიკამენტები
1198.62₾
2023 დეკ 26
მედიკამენტები
658.69₾
2024 მაი 15
პროდუქტები
300.00₾
2024 სექტ 18
პროდუქტები
341.00₾

სულ ხარჯები:

16876.35₾

დატოვა:

41.51₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ი/მ გიორგი მერაბიშვილი
11.09.2024 00:00:00
₾5.00
ელისაბეთი ბერაძე
09.09.2024 00:00:00
₾5.00
ლევან ლევანიშვილი
06.08.2024 00:00:00
₾1.00
გიორგი შავაძე
22.07.2024 00:00:00
₾20.00
ქველაძე ლაშა
28.06.2024 00:00:00
₾10.00
მალხაზი ვარდოსანიძე
14.05.2024 20:00:00
₾5.00
წელაური გიორგი
10.05.2024 20:00:00
₾10.00
შაინიძე მიხეილ
30.04.2024 20:00:00
₾5.00
ნარგიზა ოქრუაშვილი
25.04.2024 20:00:00
₾5.00
ლევან ლევანიშვილი
24.04.2024 20:00:00
₾6.00
ი/მ ივანე ჯანელიძე
14.04.2024 20:00:00
₾50.00
ლევანიშვილი ლევან
05.04.2024 20:00:00
₾8.00
მალხაზი ვარდოსანიძე
02.04.2024 20:00:00
₾10.00
მალხაზი ვარდოსანიძე
30.03.2024 20:00:00
₾20.00
ლევან ლევანიშვილი,
28.03.2024 20:00:00
₾4.00
ლევან ხარაზიშვილი
03.03.2024 20:00:00
₾5.00
ბოჭორიშვილი ბექარ
20.02.2024 20:00:00
₾3.00
ცინცაძე ნინო
08.01.2024 20:00:00
₾5.00
ი/მ ივანე ჯანელიძე
14.12.2023 20:00:00
₾100.00
შაინიძე მიხეილ
27.11.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾16,917.86

1333 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾16,917.86

1333 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება