რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾505,012.92

დონორი

38939

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,365.80

დონორი

8000

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა!

შემოწირულია

₾51,358.14

დონორი

3874

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,900.78

დონორი

2567

დიახ! მსურს დახმარება!
1 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს – ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ – ამბობს იუზა.

შემოწირულია

₾1,449.80

დონორი

100

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

სიბერეში მარტო დარჩენისგან დაზღვეული არავინ არის. მძიმედ სნეული ანა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ სიკვდილი ისე მოაკითხავს, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. ხოლო როდესაც გაიგებენ, არც არავის გაახსენდება!

„ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ცხოვრებაში „შიშის სუნი?“ – ახლა ალბათ, ფიქრობთ, ეგეთი სუნი, სამაყროში არ არსებობსო. მე კი გეუბნებით, რომ არსებობს და იცით, რას აქვს ეგ სუნი? – მარტოობაში გარდაცვალების მოლოდინით გაჟღენთილ ოთხ კედელს.“

65 წლის ანა თევზაძე – პირველი ჯგუფის ინვალიდია. მისი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ 48 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა. და ორივე თვალის სინათლე დაკარგა.

„სიბრმავე – ჯოჯოხეთია. ძალიან მინდა თქვენს სულებში თანადგომა დავინახო! და იცით რატომ სულებში? იმიტომ, რომ ჩემი თვალები ვერაფერს ხედავს. ზოგჯერ სიკვდილსაც ვნატრობ“

შემოწირულია

₾1,448.94

დონორი

103

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ არა, რომ ეს ჩემი შვილები არიან…

„ტკივილი მსჭვალავს, ისევ და ისევ… და ყოველი ნაბიჯი წამებას ჰგავს…“ – ამბობს თეონა, 5 წლის დემეტრესა და 14 წლის ლუკას დედა. მისი თვალები ცრემლებით და უნუგეშო სასოწარკვეთილებით არის სავსე.
„ყველაფერი, რაც მიყვარს, ბეწვზე ჰკიდია… წელიწადზე მეტია, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამენ, ჩვენ კი, უკვე სრულიად ყველაფერი კონსულტაციებზე, ანალიზებზე, გამოკვლევებზე დავხარჯეთ და დღემდე, ამას დასასრული არ უჩანს… ვაიმე, ვაიმე!“
თეონამ თვალები ცისკენ აღაპყრო და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.
„დედიკო, მე შენს თავს არავის დავუთმობ, არავის!“ – ამბობს 5 წლის დემეტრე და დედას ძლიერად ეხუტება.
რა არის გაფანტული სკლეროზი? თეონა ამ კითხვას ასე პასუხობს: „ხვალ, როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ არა, რომ ეს ჩემი შვილები არიან…“

შემოწირულია

₾1,432.93

დონორი

82

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
541 - 546 of 938 items
1 89 90 91 92 93 157